IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
"სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს ერთობლივი შეჯობრი სპორტინგში
ako-gulua
პოსტი Mar 7 2019, 17:47
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოპინტრელებს გაუმარჯოს! იგეგმება ღია შეჯიბრი სპორტინგში, რომელიც საინტერესო იქნება სროლის მოყვარულებისთვის.

⚫ღია შეჯიბრი გაიმართება 17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე.

⚫შეჯიბრის ორგანიზატორები გახლავთ "სპორტინგის ლიგა" და "ამბასადორი კაჭრეთი".

⚫რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.

⚫შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს.

⚫შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამსს)

⚫ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 65 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 15 ლ. საპრიზო ფონდისთვის.)

⚫საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში, სხვა კალიბრის შემთხვევაში - 25 გრამს).

⚫მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32

ყველას გისურვებთ წარმატებებს!



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gulua: Mar 7 2019, 17:48
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2019 - 11:52