დაავადებები რომელიც ემუქრება მონადირე ძაღლებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
დაავადებები რომელიც ემუქრება მონადირე ძაღლებს
gurika999
პოსტი May 6 2010, 15:14
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბიჭებო მინდორში კაიხანია არ გამიყვანია და სულ ეზოში მყავს, აი ამეებს ვუსმევ და ვალევინებს.

წამლები

нитрофунгин
серная мазь
низорал

აი ამეებით ვკურალობ და აბა თქვენც მირჩიეთ რამე. ექიმთან კი მყავდა :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი May 6 2010, 19:51
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gurika
ექიმმა რაც გირჩია ის მიეცი. მე სოკოზე ლამიზილმა მომცა კარგი შედეგი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი May 6 2010, 23:33
პოსტი #33


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Davitus
ციტატა(Davitus @ 3rd May 2010 - 19:18) *
და ამ გამოტენილ პარაზიტებს გადმოარწყევს სისხლში,

აუ ახალ ნაქეიფარზე გავეცანი ამ თემას და newsmile042.gif ისე ბუნებრივად იყო ყოლიფერი აღწერილი რომ შავშინდი, ფრთხილად პარაზიტ გამოტენილი კოღოები დაფრინავენ newsmile090.gif , არვიცი ამ ღამეს რა დამაძინებს!!!! vava.gif დავითუს მაგარი ხარ newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი May 7 2010, 07:58
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(თენგო @ May 6 2010, 20:51) *
gurika
ექიმმა რაც გირჩია ის მიეცი. მე სოკოზე ლამიზილმა მომცა კარგი შედეგი.


ხო რავი დღეს უნდა წავიყვანო ექიმთან. თან უფრო და უფრო უწითლდება სადაც გაცვივდა თმები და ძალიან დადარდიანებული ვარ newsmile039.gif newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Oct 11 2010, 20:51
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზი მწვავე ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ლეპტოსპირას გვარისა და სპიროქეტების ოჯახის პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს. ბაქტერია ინახება ტბებში და წყალსაცავებში 200 დღის განმავლობაში, ტენიან ნიადაგში 43- 279 დღის განმავლობაში, მაგრამ სწრაფად იღუპება მშრალ ნიადაგზე - 1-12 საათის განმავლობაში.

ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. დაავადება ძირითადად თავს იჩენს წელიწადის თბილ და ცხელ პერიოდებში. ინფექციაგადატანილი ძაღლი დაავადების მატარებელი შეიძლება იყოს რამოდენიმე თვიდან 3-4 წლის განმავლობაში, ხოლო მღრღნელები მთელი ცხოვრების მანძილზე წამოადგენენ დაავადების რეზერვუარს.
ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში - სიყვითლე, ჰემორაგიული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა და მენინგიტი.

ბაქტერია ორგანიზმში ძრითადად ხვდება კანის დაზიანებული ქსოვილიდან ან ლორწოვანი გარსიდან დაინფიცირებულ წყალში ბანაობისას ან ნიადაგზე შეხებისას.

საინკუბაციო პერიოდი ძაღლებში მერყეობს 2 დან12 დღემდე.

ლეპტოსპირები ორგანიზმში მოხვედრისას სისხლის მეშვეობით ხვდებიან თირკმელებში, ღვიძლში და ფილტვებში, სადაც სწრაფად მრვალდებიან და გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტოქსინებს.

ლეპტოსპირების გამოყოფა ორგანიზმიდან იწყება დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, დაავადების სირთულიდან გამომდინარე.
სიმპტომები დამოკიდებულია ინფექციის დოზაზე და დაავადებული ცხოველის იმუნიტეტზე. ძაღლებში დაავადების მიმდინარეობის ორ კლინიკურ ფორმას გამოყოფენ: უსიყვითლო ფორმას და სიყვითლის ფორმით მიმდინარეს.

ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმა ძირითადად აღენიშნება ასაკოვან ძაღლებს. დაავადება იწყება უეცრად და ხასიათდება ტემპერატურის მატებით - 40-41,5 ° C, მძიმე დეპრესიით, ანორექსიით (მადის დაკარგვა), ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემიით (სისხლის მოწოლა), კონიუნქტივიტით.

შემდგომ (2-3 დღეში), სხეულის ტემპერატურა მცირდება 37-38 ° C-მდე, და ვითარდება გამოხატული ჰემორაგიული სინდრომი: პათოლოგიური სიხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭნაწლავის ტრაქტიდან. აღინიშნება ტკივილი თირკმელების, ღვიძლისა და მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომების პარალელურად ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა და ცხოველი იღუპება მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში. კანისა და ლორწოვანი გარსის სიყვითლე ჰემორაგიული ფორმის დროს როგორც წესი არ აღინიშნება.

ლეტალობის მაჩვენებელი ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმის დროს მერყეობს 50-70 %-ის ფარგლებში.
არცთუ იშვიათად ცხოველს დაავადება გადაეზრდება ქრონიკულ ფორმაში და იგი რამოდენიმე თვის განმავლობაში ხდება დაავადების მატარებელი.

სიყვითლის ფორმით ძირითადად ავადდებიან ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები. ამ შემთხვევაშიც დაავადება ზემოაღნიშნული სიმპტომებით ხასიათდება, თუმცა განმასხავებელი გარემოება არის ლეპტოსპირების ლოკალიზაციის ადგილი, რასაც კონკრეტულად ღვიძლი წარმოადგენს.
ამ დროს ვითარდება ღვიძლის მძიმე ჰეპატოპათია და მისი ფუნქციების ძლიერი დაზიანება. ძირითადი სიმპტომი ამ ფორმით მომდინარე დაავადებისა არის მკვეთრად გამოხატული სიყვითლე, რომელიც ცხოველს აღინიშნება თვალებზე, ღრძილებზე, მუცლის არეში, ყურებზე.

ლეტალობის მაჩვენებელი ლეპტოსპიროზის სიყვითლის ფორმის დროს მერყეობს 40-60 %-ის ფარგლებში.

დიაგნოზი დასმის დროს პირველრიგში გამოსარიცხია მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებები: ჩუმა, ვირუსული ჰეპატიტი და ალიმენტური გზით იტოქსიკაცია. დიაგნოზი ისმება ლეპტოსპიროზისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების მიხედვით, განსაკუთრებით სიყვითლის ფორმით მიმდინარეობის დროს. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად.

ლეპტოსპიროზის სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოველის ყოველწლურ ვაქცინაციას.
დაავადებული ცხოველი წარმოადგენს სერიოზულ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს ადამიანისთვის. ცხოველის მკურნალობის პროცესში მომვლელმა აუცილებლად უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩათვლით.



წყარო: რუსულენოვანი ინტერნეტ ლიტერატურა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი May 29 2012, 13:43
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წეღან ძაღლს ვეთამაშებოდი, სახლში რომ ამოვედი, ტანსაცმელზე შემთხვევით შევნიშნე ეს ტკიპა.



არადა ზუსტად 5 დღის წინ დავამუშავე ძაღლი ადვანტიქსით. სავარაუდოდ უკბენდა ძაღლს და რა სიმპტომებს უნდა ველოდო ეხლა? პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება რამე გაუკეთდეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 29 2012, 13:52
პოსტი #37


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ დაამუშავე არ მიაჯდებოდა ანუ შეიძლება ააცოცდა მაგრამ კბენით არ უკბენდა
ის ადგილები სადაც გყავს ძაღლი დაამუშავე რამით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი May 29 2012, 13:55
პოსტი #38


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



T A M P L I E R
რითი შეიძლება ადგილის დამუშავება, რა საშუალებები არსებობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 29 2012, 14:02
პოსტი #39


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,241
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



levan81
შენ ხომ ვარკეთილში ცხოვრობ? ხოდა მიდი კახასთან მეტროსთან რომ ვეტ კლინიკა აქვს, იყიდე ბარსის პულევიზატორი (10-15 გელა ღირს) და იმით დაამუშავე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი May 29 2012, 14:10
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Maverick
ბარსი ძაღლს დავასხა (ადვანტიქსითაა დამუშავებული) თუ ადგილი დავამუშაო როგორც ტამპლიერმა მითხრა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 29 2012, 14:25
პოსტი #41


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,241
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ადგილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი May 29 2012, 14:39
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გასაგებია, მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩუბო
პოსტი Apr 6 2013, 12:57
პოსტი #43


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 140
რეგისტრ.: 8-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პიროპლაზმოზი თუ ქონია ვინმეს ძაღლს და მკურნალობამ რა შედეგი გამოიღო? ყნოსვაზე, ხასიათზე,. ენერგიაზე და ა. შ. თუ ტოვებს კვალს? პოინტერი მყავს და მგონი ეგ აიკიდა დღეს ნახავს ვეტერინარი :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 6 2013, 13:00
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



თუ დროულად უმკურნალე, არაფერ კვალს არ ტოვებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩუბო
პოსტი Apr 6 2013, 13:06
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 140
რეგისტრ.: 8-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



4 დღეა სუსტადაა არ ჭამს, დასუსტდა, პერიოდულად კანკალებს ვიფიქრე რაღაცა ჭამა და იმან აწყინათქო დღეს ველაპარაკე ვეტერინარს და ალბათ ეგ იქნებაო და დღესვე დაუწყებ მკურნალობას. ლისის ტბის ირგვლივ მინდვრებში ვატარებხოლმე და ალბათ იქ აიკიდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2019 - 23:50