Ultra Light ფესტივალი 2015. - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
Ultra Light ფესტივალი 2015., შეჯიბრი-ფესტივალი ზე-მსუბუქი (UL) სპინინგით თევზჭერაში
LeoTaso
პოსტი Apr 22 2015, 08:19
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია ატარებს არაოფიციალურ შეჯიბრ-ფესტივალს ზე-მსუბუქი (UL) სპინინგით თევზჭერაში. ღონისძიება გაიმართება კუს ტბაზე. ფესტივალის სახელწოდებაა - UL ფესტივალი 2015.


შეჯიბრის გეგმა:

ჩატარების თარიღია ამა წლის 26 აპრილი. რეგისტრაციის ბოლო დღე 24 აპრილი, 23:59 .
შეჯიბრი ჩატარდება 2 ტურად ერთი დღის განმავლობაში.
მონაწილეები ორივე ტურში სტარტს აიღებენ 30 წამიანი შუალედებით, ხოლო რიგითობას დაადგენს კენჭისყრა.
08:00 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას (კუს ტბის აღმოსავლეთით მდებარე ავტოსადგომი). შეკრებაზე დაგვიანებულები მიიღებენ 5 საჯარიმო ქულას.
08:00 - 08:30 - კენჭისყრა/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა...)
08:30 - სტარტი - 11:30 ფინიში (პირველი ტური).
11:35 – 12:30 - შეკრება კუს ტბის დასავლეთ ნაპირთან, ნადავლის წარდგენა, ხელახალი კენჭისყრა. შეკრებაზე დაგვიანებულები ყოველ დაგვიანებულ წუთზე მიიღებენ 1 საჯარიმო ქულას.
12:30 – სტარტი - 15:30 ფინიში (მეორე ტური).
15:35 - 16:45 - შეკრება კუს ტბის დასავლეთ ნაპირთან, ნადავლის აწონვა, შედეგების დაანგარიშება, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება. შეკრებაზე დაგვიანებულები ყოველ დაგვიანებულ წუთზე მიიღებენ 1 საჯარიმო ქულას.
შეჯიბრის წესები:
1. მონაწილეს შეუძლია თან ატაროს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგი.
2. ჯოხის სატყუარის ტესტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატობოდეს 12 გრამს. ჯოხის ტესტი ძუაზე არ უნდა აღემატობოდეს 8 ლბ (3,6 კგ)
3. გამოყენებული სატყუარის ზომა ვობლერის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს, ხოლო წონა - 5 გრამს. სილიკონის შემთხვევაში - შეზღუდვის გარეშე.
4. აკრძალულია ერთზე მეტი სატყუარის ერთდროული გამოყენება.
5. ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი თევზი.
6. ნადავლის შეფასება მოხდება ქულათა სისტემით შემდეგი პრინციპით:
ყოველ თევზის წონის 10 გრ მიენიჭება შესაბამისი ქულების რაოდენობა
a. ქორჭილა = 2 ქულა.
b. ქარიყლაპია = 1 ქულა.
c. თეთრი თევზი = 4 ქულა.
7. იმ შემთხვევაში, თუ ორ მონაწილეს ზუსტად ერთნაირი ქულა დაუგროვდებათ, გაიმარჯვებს ის, ვისი ნადავლიც ჯამურად უფრო მეტი წონის იქნება.
8. მონაწილე ვალდებულია ორივე ტურში ასპარეზობა დაიწყოს კენჭისყრის შედეგად მინიჭებულ რიგითობის მიხედვით.
9. მეთევზე ვალდებულია დაიცვას მინიმუმ 8 მეტრიანი დისტანცია მეორე მეთევზის მიმართ. ამ წესის დარღვევისთვის მსაჯი უფლებამოსილია დამრღვევს გამოუწეროს 5 საჯარიმო ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევისთვის - 10 საჯარიმო ქულა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მონაწილე 5-ჯერ დაარღვევს მე-9 პუნქტში აღწერილ წესს, მსაჯს უფლება აქვს დისკვალიფიკაცია მისცეს დამრღვევს.
10. აკრძალულია ნებისმიერ მცურავ საშუალებებზე შესვლა (ტივი, ნავი და სხვა). ამ წესის დარღვევა იწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას.
11. შეჯიბრის დროს მსაჯს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეამოწმოს სატყუარა, რომელსაც იყენებს მონაწილე და ამ მიზნით მოსთხოვოს მონაწილეს სატყუარის წყლიდან ამოღება.
იმ შემთხოვაში, თუ აღმოჩნდება, რომ მონაწილე იყენებს აკრძალული ზომის სატყუარას, პირველ ჯერზე დაისაჯება 10 საჯარიმო ქულით.
მეორე ჯერზე კი მონაწილე დისკვალიფიცირდება, და მისი შედეგი გაბათილდება (გავლილი ტურის შედეგის მიუხედავად).
12. წყალსატევზე მონაწილე უნდა გადაადგილდებოდეს შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და თავისი ქმედებებით ხელს არ უნდა უშლიდეს შეჯიბრის სხვა მონაწილეებს. ამ წესის აშკარა დარღვევისთვის, მონაწილეს მიეცემა 5 საჯარიმო ქულა.
13. თევზის გამოყვანის პროცესში ქვედაბადით (ჩოგანბადით ან ე.წ. ლიპგრიპით) სარგებლობა შეუძლია მხოლოდ თვითონ მონაწილეს. თევზის გამოყვანის პროცესში მონაწილისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა კატეგორიულად აკრძალულია.
14. კატეგორიულად იკრძალება მონაწილის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღება შეჯიბრის დღეს ვიდრე მის დამთავრებამდე. ამ წესის დარღვევისთვის მონაწილეს მიეცემა დისკვალიფიკაცია.

ნომინაციები:
1 ადგილი - საპრიზო ფონდის 50%
2 ადგილი - საპრიზო ფონდის 30%
3 ადგილი - საპრიზო ფონდის 20%


ფინანსური მხარე:

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭირო არის 20 ლარი..
გთხოვთ, მსურველებმა თანხა გადარიცხოთ/შეიტანოთ ამ ანგარიშზე:
GE31TB7886045061600001 TBC ბანკში, მიმღები მიხეილ პოლუხინ.

დანიშნულებაში მიუთითეთ საკუთარი სახელი და გვარი, რათა მოხდეს რეგისტრაციის დადასტურება.

ღონისძიების მიზანია სპინინგით თევზის ჭერის პოპულარიზაცია და ოსტატობის ამაღლება ამ მეთოდით ჭერაში.

ყველას წარმატებები!


დასწრება უფასოა newsmile05.gif და გულშემატკივრებსაც მივესალმებით !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 22 2015, 10:04
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 22 2015, 10:14
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso
2-3 მაისი სპორტინგია შიდა საკლუბო ლევან. კარგი იქნება თუ არ დაემთხვევა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Apr 22 2015, 10:37
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით,

აღნიშნული ფესტივალისთვის თარიღი იყო ჩანიშნული 26 აპრილისთვის და ამ მომენტამდე ასეც რჩება.
ვფიქრობთ, აღარ შევცვალოთ და ჩატარდეს ღონისძიება 26 აპრილს.

ლევან, მიაწერე თარიღი ბარემ.

პ.ს. ვასო ვარ newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Pendragon: Apr 22 2015, 10:41
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 22 2015, 13:06
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შევიტანე ცვლილებები პირველ პოსტში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2019 - 07:31