ფრინველთა და ცხოველთა მოძრაობის სიჩქარე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ფრინველთა და ცხოველთა მოძრაობის სიჩქარე, სასურველი საფანტის ან ტყვიის შესარჩევად
Veshapo
პოსტი Oct 3 2010, 23:25
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 11-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან საჭირო ინფორმციაა ნადირობის ყველა მოტრფიალისათვის. გაიხარე d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 8 2010, 14:41
პოსტი #17


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შალვა
ციტატა(shalva @ 3rd October 2010 - 20:29) *
თუ შესაძლებელია ცხრილების შემდეგ ერთი პოსტის ადგილი რომ დავირეზერვო

შენსავე პოსტში ჩაამატე შალო, პირველშივე, კარგი ინფო გაგიძრია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Oct 9 2010, 01:49
პოსტი #18


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მგონი კიდე მოუწევს პატარა ჩასწორება თარგმანში.... ბეკასი მგონი ჩიბუხაა ქართულად და დუპელსაც რაღაცა სხვა ქვია...ისე რა საინტერესო ცხრილია მართლა...ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი..რომ მწყერი კაკაბზე სწრაფად დაფრინავდა....და რუხი ბატი ყოფილა ვინც ყოფილა...ფაქტიურად 80-ს ანვითარებს...არადა ამხელა მასაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ij18e
პოსტი Oct 9 2010, 13:59
პოსტი #19


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 130
რეგისტრ.: 2-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



დუპელი ქართულად არის ჭოვილო-გოჭა

გეთანხმებით რუხი ბატი სტრაპად დაფრინავს მაგრამ ჩიროკზე სწრაფი არიქნება newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Nov 30 2010, 14:39
პოსტი #20


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi




ლეკი
ციტატა(leki_gio @ 3rd October 2010 - 21:42) *
სტატიას ვქმნი ამ საკითხთან დაკავშირებით და მერე გავხსნი ახალ თემასაც

რას შვები ძმობილო? რამე ახალი ხომ არ არის?(ველოდები შენ სტატიას, მეც რაღაც რაღაცეები მოვაგროვე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 30 2010, 18:05
პოსტი #21


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




შალვა
აუ მაგისთვის ვეღარ მოვიცალე.. სულ დამავიწყდა.. newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DUCK CALLER
პოსტი Feb 8 2011, 22:27
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 280
რეგისტრ.: 18-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ საფანტის საშუალო სიჩარეს ავიგებთ 380 მ/წ. და ბატის სიჩქარეს 20 მ/წ. მაშინ ჩემი გამოთვლებით გამოდის რომ 30 მ მანძილზე ბატს უნდა დავუმიზნოთ დაახლოებით 1.5 მ ით წინ ანუ სადგაც ბატის სამი ზომით წინ. თუ რამე შეცდომით დავწერე გთხოვთ ჩაასწოროდ.

რათქმა უნდა თუ ეს ბატის მაქსიმალური სიჩქარეა მაშინ ჩემი გამოთვლები უაზროდ მიმაჩნია რადგან ბატი ვერ იფრენს სულ 20 მ/წ სიჩქარით. დაფრენის მომენტში სხვა სიჩქარე აქგს და გუნდის გადაფრენისას სხვა ამიტომ ავიგებთ საშუალოდ დაფრენის სიჩქარეს 10 მ/წ და გამოგვივა. ასეთი მაჩვენებელი 0.7 მ. ანუ დაახლოებით მინიმუმ ბატის ერთი ზომა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
leodone
პოსტი Dec 27 2011, 10:17
პოსტი #23


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 79
რეგისტრ.: 13-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: xashuri... qutaisi..



ეგრეა ნამდვილად საჭიროა ვიცოდეთ სიჩქარე მანძილი და მაქსიმალურ შედეგს მივიგებთ,. ვერავინ დავაჯერე ამაში დამწყები ვარ და ვისაც ეგ ვუთხარი დამცინეს ,.. 50 მ ხო საერტოდ წინ უნდა დაუმიზნო .. მე მასწავლეს ეგრედ წოდებულმა მონადირეებმა რო თავში დაუმიზნე და ტრუპიაო. 10 სროლიდან 1-2 თუ მოკლეს და მერე იწუწუნეს საფანტს დააბრალეს.. გათენებისას და საერთოდ ღამე იხვი მდინარეს მიუყვება და ახლოს არის წყალთან და მაქსიმალურ სიჩქარესთან ახლოსაა ფრენა და ამ დროს დიდ შედეგს იძლევა ზუსტად ასეთი გამოთვლებით სროლა... ხოლო ახლო მანძილზე თავში დამიზნებაც წავა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Dec 27 2011, 13:29
პოსტი #24


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მათემატიკური ფორმულებით ყველაფრის სწორი გამოთვლა შეიძლება ყველა კონკრეკრეტული შემთხვევისათვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი პარამეტრის (მოცემულობის) ვარირება იქნება საჭირო და რა რაოდენობის შედეგი დაიდება - ალბათ უსასრულო რაოდენობა.
საფანტით შედეგიანი სროლისათვის აუცილებელია პრაქტიკა (ისევე როგორც სხვა ყველაფერში მთავარი პრაქტიკული ცოდნაა), რომლის დროსაც ქვეშეცნებულად ხდება დამახსოვრება და ავტომატიზმამდე დაყვანა გასროლის პროცესისა (სინამდვილეში გამოთვლის მათემატიკური პროცესისა). აღქმა - თვალი, მათემატიკური გამოთვლები, დამიზნება, მოძრაობა, სასხლეტზე დაჭერა - ტვინი.
საფანტით შედეგიანი სროლის არეში სამიზნის ყოფნის დრო ძალზე შეზღუდულია, ამიტომ ეს ყველაფერი ავტომატიზმამდე ანუ დამახსოვრებული ანალოგის გამეორებამდე დადის.რასაკვირველია რაც მეტი ანალოგი არსებობს მით უფრო შედეგიანია გასროლა.
მწყერზე ნადირობის სეზონის გახსნის დროს როცა ძირითადად ადგილობრივ მწყერზე გვიწევს ნადირობა (ის შედარებით მსუბუქია და სასტარტო სისწრაფე ამოფრენის დროს მეტი აქვს) სროლა სწრაფია. ასეთ ნადირობაში მთელი დღე სწრაფი სროლა გვიწევს და შემთხვევით ამოსული ღალღა (რომლის სასტარტო სისწრაფე ბევრად დაბალია, ფარფატებს) 100 - დან 90 -თი უვნებელი რჩება ორივე ლულას (ეს მონაცემები მოყვარული მონადირის შედეგია.არი შემთხვევები როცა საერთოთ არ ესვრიან, რადგან ვერ არკვევენ რა ფრინველია და ასე ნელა, ფარფატით რატომ ამოფრინდა. მთელი დღის ნადირობაში სწრაფი ამოფრენის ანალოგი არ განმეორდა.). 10 მოპოვებული ფრინველი მოდის გამოცდილ მონადირეზე, რომელსაც ნადირობის და სროლის დიდი გამოცდილე აქვს და ახალბედებზე, რომლებიც დამიზნებით, გამომიზნებით ესვრიან, რადგან არა აქვთ სროლის და ნადირობის ჩამოყალიბებული ჩვევები. ჩემი შვილი იშვიათად ნადირობს და საინტერესო შედეგი მაქვს დაფიქსირებული; მისი ნასროლი ღალღაზე 100 % შედეგიანია (მან ეს არ იცის).იგი როგორც ბაბუამისი კლასიკური მონადირული გამომიზნებით ესვრის. მწყერს აცილებს როგორც ყველა.
ერთ პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ იმისათვის, რომ ჩამოგიყალიბდეთ მოძრავ ობიექტზე სროლის ჩვევა: ესროლეთ ყველაფერს რაც მოძრაობს, რასაკვირველია გონებაში newsmile090.gif მოძრავი მანქანა იქნება ეს თუ აფრენილი ბეღურა, გაფრენილი ყვავი თუ ტენისის ბურთი ეს მოგცემთ საშუალებას დააგროვოთ მახსოვრობაში ობიექტების მოძრაობის სისწრაფის ანალოგები და დროთა განმავლობაში ეს ვარჯიში შედეგსაც მოგცემთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 27 2011, 14:45
პოსტი #25


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



akela1954

სავსებით გეთანხმებით რაც დაწერეთ, რეფლექსებამდე და ავტომატიზმამდე თუ არ დავიდა რაც არ უნდა იანგარიშო და ითვალო, მაქსიმალურ წარმადობას ვერ მიაღწევ

ამიტომ არის კონკრეტული პრაკტიკა და ავტომატიზაციამდე დაყვანა ყველაზე იდეალური მეთოდი

აქ მარტო წინსწრებით სროლას არ ვგუკისხმობ, აფრენის ტრაეკტორიების და კუთხეების სროლის ავტომატიზაციაზეც ვამობ, რაც საკმაოდ გამოცდილ და პრაკტიკოს მონადირეებშიც არ არის ათვისებული

ანუ რაც უფრო ერთნაირ აფრენის ტრაეკტორის მქონე ფრინველზე უწევს სროლა, ისეთ მომენტებში 99% იანი შედეგი აქვს, მაგრამ როცა ფრინველი არ იმეორებს ხშირად აფრენის ერთ კონკრეტულ ტრაეკტორის, ბევრ მონადირეს აქვს ლამის 80% იანი აცილება

ანუ ამდენი ვითომ იმიტომ ვიპროფესორე, რომ პრაკტიკის როლზე მინდოდა ყურადღების გამახვილება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 27 2011, 21:09
პოსტი #26


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეს მოძველებულია და არაეთიკურია ცოცხალს სამიზნეზე (არა სანადირო არაგამოყენებადი) ბევრი სროლით , სროლის ტექნიკის დახვეწა და გაუმჯობესება , ეს ჩემი აზრია !
ამიტომ მივეძალოთ სასტენდო სროლას. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Dec 27 2011, 21:25
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნადიობა და მასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი იმდენად არის დამოკიდებული ადამიანის ინდივიდუალურ მონაცემებზე, ფსიქიკაზე და სხვა ბევრ რამეზე, რომ ალბათ ყველაფრის ჩამოთვლა წარმოუდგენელია.
მამას ერთი მეგობარი ყავდა რომელიც ნაბულიდან ამოფრენილ მწყერს მიდევდა და სირბილში ესროდა, შედეგად ნანადირევიც გარანტირებულად მიზერული იყო,მწყერი თვითონ თუ დაეჯახებოდა საფანტს newsmile090.gif . რანაირად არ ეცადა მამაჩემი გადაერწმუნებინა, რომ "გასროლილი ვაზნა უფრო სწრაფი იყო ვერ შეძლო" newsmile090.gif . აღგზნებას ვერ ერეოდა, ტვინი ეკეტებოდა.
ნადირობაში ისიც მინახავს მიწაზე როგორ ესვრიან მწყერს.......................

ყველა არ უნდა ნადირობდეს!
ისევე როგორც ყველა თოფიანი კაცი,სანადირო ტანისამოსში "გამოპრანჭული" მონადირე არ არის!


ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ სწორი წინსწრება, რომ გააკეთო ლულებით შენი ვაზნის შესაძლებლობები უნდა იცოდე აბსოლუტურად, ანუ იმდენი უნდა გქონდეს ნასროლი, რომ მახსოვრობა უშეცდომოდ მუშაობდეს.
ჩემი ვაზნა ძაღლთან ერთად მწყერზე ნადირობაში მარჯვენა ლულიდან (ზიმსონი, იჟ-54, იჟ-27 12 კალიბრი); წამალი 1.5გრ, საფანტი 18-20 გრ, მარცხენა ლულა 2.0 გრ წამალი, 25-28 გრ საფანტი.
20 კალიბრის ზაუერისთვის 0,9-1,0 გრ წამალი, 15-18 გრ საფანტი. ნადავლი მუდამ სუფთა და დაუზიანებელი იყო.
ეს ყველაფერი პრაქტიკამ და წლებმა მოიტანა, იმიტომ, რომ იყო პერიოდი როცა მწყერს მეც ვესროდი მრგვალი სტენდის ვაზნას და მერე ფრთას და თავს ცალ - ცალკე ვეძებდი და სმეზობლოც უკმაყოფილო იყო დაგლეჯილ, დაფლეთილი არ მოსწონდათ newsmile090.gif განებივრებულები მყავდნენ newsmile090.gif
ჩემს გარშემო მყოფი, ჩვენი სამონადირეო სამეგობრო, არასოდეს ნადირს "ფაბრიჩნი"- მაღაზიის ტყვიას არ ესროდა, არა იმიტომ, რომ ყიდვის საშუალება არ ქონდათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Dec 27 2011, 21:45
პოსტი #28


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Bonehill @ Dec 27 2011, 22:09) *
დღეს მოძველებულია და არაეთიკურია ცოცხალს სამიზნეზე (არა სანადირო არაგამოყენებადი) ბევრი სროლით , სროლის ტექნიკის დახვეწა და გაუმჯობესება , ეს ჩემი აზრია !
ამიტომ მივეძალოთ სასტენდო სროლას. newsmile05.gif


მე მგონი ეს ჩემი დაწერილის არა სწორი ინტერპრეტაციაა.

"ესროლეთ ყველაფერს რაც მოძრაობს, რასაკვირველია გონებაში მოძრავი მანქანა იქნება ეს თუ აფრენილი ბეღურა, გაფრენილი ყვავი თუ ტენისის ბურთი ეს მოგცემთ საშუალებას დააგროვოთ მახსოვრობაში ობიექტების მოძრაობის სისწრაფის ანალოგები და დროთა განმავლობაში ეს ვარჯიში შედეგსაც მოგცემთ."

ასეთი ინტერპრეტირებით შეიძლება ტერორისტადაც გამომაცხადონ.
ცოცხალ, არა სანადირო ობიექტზე სროლა არც ბევრზე და არც ერთზე მონადირისთვის არაეთიკურია!

სტენდი იგივეა მონადირისათვის, რაც სასწავლო მანქანა მძღოლისათვის, თავის ინსტრუქტორთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 28 2011, 01:58
პოსტი #29


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



akela1954

newsmile05.gif

ინდიელებს ღრმად სჯეროდათ რომ რაც უფრო გრძელი იყო ლულა, მით უფრო ახლოს იყო ტყვია სამიზნესთან newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2019 - 02:48