ტურა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
ტურა, ტურის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Nov 26 2009, 15:02
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ტურა
ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.
გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში,კლდის ნაპრალებში,ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში,ხეების ფესვების ქვეშ,ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს,თვითონაც თხრის არაღრმა სოროს.საკვებს შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები:თაგვისებრი მღრღნელები,კურდღლები,თავს ესხმის ფრინველებსაც.იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც.სანადიროთ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში,მაკეობის ხანგრძლივობაა სამ თვეზე.ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში.თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსურ თვალბაუხელელ ნაშიერს.დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან.განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში.
სამეურნეო მნიშვნელობა:საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას,შინაურ და გარეულ ფრინველებს,აგრეთვე არის ცოფისა სა სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი.ბეწვი მდარე ხარისხისაა.ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.თოფით მოპოვების საჭიროა 1,0,00, საფანტი.

გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 26 2009, 15:08
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პატივცემულო ფორუმელებო, თემა დროებით იხურებ, სანამ ნადირობის მეთოდები არ დაიწერება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th August 2019 - 23:09