სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

14 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი "
megreli
პოსტი Mar 9 2013, 16:44
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bonehill
არ ვიცი მე წესები,მაგრამ მგონი არაფერი დამიწერია მანდ ისეთი რომ რამის შეცვლა პირადად მინდოდეს...

giga_megu

მე არ დამიწერია რომ მე ვითავებ წესების წერას,უბრალოდ სწორად გამიგეთ რისი თქმა მინდოდა და რატო დავწერე ეგ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 9 2013, 17:22
პოსტი #47


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(giga_megu @ Mar 9 2013, 17:09) *
+ 1

მე მგონი არაფერი არ გამოვა და არც არის საჭირო რამის შეცვლა

რას ქვია არ გამოვა? რაღაც-რაღაცეების შეცვლა გარდაუვალია, ოღონდ აუცილებლად დროის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს, არგუმენტირებულად და არსებული პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლის პირობით.
ახალგაზრდებმა - არაფერი გამოვაო - თუ ხელი ჩაიქნიეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
გამოვა, როგორ არ გამოვა!?
ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში D.gif newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 9 2013, 19:09
პოსტი #48


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(dato1992 @ 9th March 2013 - 17:44) *
არ ვიცი მე წესები,მაგრამ მგონი არაფერი დამიწერია მანდ ისეთი რომ რამის შეცვლა პირადად მინდოდეს...

ჯერ გაერკვიე და მერე მიხვდები რაც დაწერე

შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 9th March 2013 - 18:22) *
ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში

მაგას რა ჯობია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Mar 9 2013, 19:29
პოსტი #49


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შადი შამოდი @ Mar 9 2013, 18:22) *
რას ქვია არ გამოვა? რაღაც-რაღაცეების შეცვლა გარდაუვალია, ოღონდ აუცილებლად დროის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს, არგუმენტირებულად და არსებული პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლის პირობით.
ახალგაზრდებმა - არაფერი გამოვაო - თუ ხელი ჩაიქნიეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
გამოვა, როგორ არ გამოვა!?
ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში D.gif newsmile041.gif

ბატონო შადიმან მე ცუდათ არ მითქვამს არაფერი, უბრალოდ ის წესები რაც გვაქვს მემგონი კარგად ერგება ჩვენ პირობებს და ძაღლებს (ფცი-ზე არ ვსაუბრობ ეგ სხვაა ) რაღაცრაღაცეებია შესაცლელი გასაგებია, მარა კონკრეტულად რეები?? ამას არავინ არ ამბობს და თუ რამეა შესაცვლელი თქვენზე კომპეტენტურ კაცს მე აქ ვერ ვხედავ და მაშინ თქვენ ითავეთ ეს საქმე რადგან მე რადენიც არ უნდა ვიძახო შევცვალოთ შევცვალოთ მეთქი მე ვერ შევცვლი რადგან არ გამაჩნია საჭირო ცოდნა newsmile05.gif
თორემ მე რომ გამიხარდება ყველაფერი კარგი ამ საქმეში ყველას კარგად მოეხსენება. დიდ ძებნაში არა მარა გვეყოლება სანადირო ძებნაში კაი ძაღლები, ყოველ შემთხვევაში ცდას არ დავაკლებთ რაც შეგვიძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 9 2013, 20:09
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეტი ოპტიმიზმი -თქო! მეტი არაფერი. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Mar 9 2013, 23:08
პოსტი #51


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შადი შამოდი @ Mar 9 2013, 21:09) *
მეტი ოპტიმიზმი -თქო! მეტი არაფერი. newsmile027.gif

რითიც შემიძლია თქვენს გვერძე ვარ მე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Mar 16 2013, 20:30
პოსტი #52


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 409
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Jalama Beach, CA. USA



ციტატა(giga_megu @ 9th March 2013 - 10:09) *
მე მგონი არაფერი არ გამოვა და არც არის საჭირო რამის შეცვლა


ჯერ კითხვა უნდა დადგეს თუ არის საჭიროება.
მაგიტომ დავწერე უნდა გაანალიზდეს ბევრი რამე, საქრთველოში არსებული მარავალი სფეციფიკა, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს დაუშვათ FCI-ის წესებს ან არ ემთხვეოდეს. ძაან ბევრი დეტალის შესწავლა იქნება აუციელებელი, გაოგრაფიული, ზოოოგიურ-ბიოლოგიური და სანადირო ტრადიციების.

თორე მე ყოველთვის დავრჩები FCI-ის წესების ერთგული, რადგან ჩემი სუბიექტური აზრით ბრიტანული ძაღლები სანადირო პოტენცილიას სრულად წარმოჩენა მხლოდ ამ წესებს შუძლია ჯერ ჯერეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Mar 18 2013, 11:12
პოსტი #53


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



მოგესალმებით პატივცემულო ფორუმელებო, მონადირეებო. კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ეს პირველ ფორუმია ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან არ მიყვარს საინტერნეტო ურთიერთობები, ალბათ ამ სფეროში სისუსტის გამო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სადმე დავრეგისტრირდებოდი, მითუმეტეს რამეს დავწერდი. რამოდენიმე დღეა ვწერ, სულ რაღაცას ვამატებ, ამიტომ სანამ ეს პოსტი კატასტროფულ ზომებს არ მიიღებს უნდა გავუშვა.
თუ არათემატურად დავპოსტე, გთხოვთ შემისწოროთ. ეს ჩემთვის უღრანი ტყეა.
dato 85 და ბაბუ–ს დაწერილმა პოსტებმა წინა გვერდებზე მაფიქრებინეს, ხოლო შადი შამოდი–ს პოსტებმა გადაბედინეს ამ თემაზე დაწერა, თემაზე რომელშიც არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ მაწუხებს. ეს არის საველეების წესები.
ეს საკითხი რომ მომწიფდა და წესები გადასახედია, ჩემთვისაც კი ნათელია. იქნებ კამათში მცოდნე ხალხის ჩართვამ, რაღაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს და თუნდაც ერთი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წაგვწიოს წინ.
მინდა ჩემი ნაფიქრალი გაგიზიაროთ საველე შეჯიბრის ზოგიერთ მომენტზე. მიუხედავად საკმაო მონადირული გამოცდილებისა, ძალიან უმნიშვნელო საველე შეჯიბრის სტაჟი გამაჩნია და აქედან გამომდინარე ჩემი შეხედულებები შეიძლება შეაფასოთ როგორც დილეტანტური, რაც არ იქნება გასაკვირი(და არც საწყენი ჩემთვის), ვინაიდან ყველა ნიუანსში არა ვარ გარკვეული.
რაც ჩვენთან ევროპული ძაღლები გამოჩნდა, მას შემდეგ ხშირია საუბრები 81 წლის წესების(როგორც ვიცით 81წ. წესები თვითონ რუსებსაც აღარ მოსწონთ, არადა 30 წელი გავიდა) შეცვლაზე. ჯობია, რომ ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას თავისი აზრი, ხოლო შემდეგ ექსპერტები და გამოცდილი მონადირეები გადაწყვეტენ როგორ აჯობებს.
მე საველეს საკითხს ასე ვუდგები: თუ რამდენად გამოდგება ძაღლი ყველა სახის ფრინველზე სანადიროდ, ვინაიდან ჩვენ ყველაფერზე ერთი ძაღლით ვნადირობთ და არა გვყავს დიდი ძებნის ძაღლები. თუმცა, დიდი ძებნის ძაღლების საველედან რაღაც–რაღაცეები შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიღოთ. კონსტიტუციის პარაგრაფები და მუხლები თუ გადმოგვაქვს საველემ რა დააშავა. გადმოვიღოთ რაც ჩვენი აზრით, ჩვენ ძაღლებს, ფრინველს და ნადირობას მიესადაგება და საქმეს წაადგება.
მე რას გადმოვიღებდი, რას შევცვლიდი და შეიძლება თუ არა ასე გაკეთდეს?
გულდასაწყვეტია,როდესაც საველეს ანგარიშს კითხულობ და ხედავ, რომ ძაღლების მესამედს ან მეოთხედს უწერია: ყნოსვა ვერ გამოავლინა, უფრინველოდ და ა.შ.. გამოცდილი, არაერთგზის დიპლომირებული ძაღლი დარჩა უდიპლომოდ. არადა, პატრონი ამ პრესტიჟულ შეჯიბრს ერთი წელი ელოდა, ჰქონდა მხოლოდ ერთი შანსი და დარჩა უფრინველოდ. აწი უნდა იცადო მომავალ წლამდე. ასეთი შემთხვევებს ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ.
თუ ძაღლების რაოდენობა დიდი არაა, ვთქვათ 20–მდე, მაშინ შეიძლება შეჯიბრი ორ ტურად ჩატარდეს. ყველა ძაღლი გამოდის პირველ და ასევე ყველა გამოდის მეორე ტურში (ანუ ორივე დღეს). ასეთ შემთხვევაში ძაღლების შანსები დარჩნენ უფრინველოდ, უყნოსველად და ასე შემდეგ მცირდება, ვინაიდან ორი დღის ფაქტორი თუნდაც ნაკლები დროით, უფრო საიმედოა, ვიდრე 1 ხანგრძლივი. ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც.
თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული.
ჩვენს შეჯიბრზე გამოდის 20– 30 ძაღლი და ეს ნაწილდება 2–3 დღეზე, დრო 30 წუთი(ნახევარი საათი ერთი ძაღლის გაყოლა ცოტა მოსაწყენია, ევროპაში მეორე წუთზე ხსნიან, ჩვენ ნახევარი საათი დავყვებით ნელ და უსტილო ძაღლს, ოღონდ რამე იპოვოს, ოღონდ როგორმე დიპლომი აიღოს) და სამი შეხვედრა (ბევრია გამოცდილი ძაღლისთვის). იქნებ ჯობია როგორც ევროპულში–15 წუთი. ანუ, ყველა ძაღლი გამოდის 2დღე ( 3 დღე თუ ფინალი იქნა, ეხლაც 3 დღე ტარდება, იმ განსხვავებით, რომ ერთ ძაღლს მხოლოდ ერთხელ უწევს გამოსვლა) 15–15 წუთი, ერთი მუშაობა თითოეულ დღეს. ეს საკმარისი იქნება, ვინაიდან აქ გამოდიან გამოცდილი ძაღლები, ზოგს რამოდენიმე დიპლომი აქვს. პლიუს ამას, მას ხვალაც ექნება გამოსვლა. ორი დღე 15–15 წუთი ჯამში 30 წუთი კი გამოდის, მაგრამ ორი დღე შეიძლება უკეთესი გამოდგეს, ვიდრე ერთი. ინგლისური მეძებარი რომელიც ძებნისას (და არა რაღაცის შეყნოსვისას) გადავა ჩორთზე, მოიხსნას. საპატიო მხოლოდ ერთი შეცდომა, ცრუ ნაბული, გამოტოვება და ა.შ. ან საპატიოა მხოლოდ პირველი წუთი, ფინალში მაინც. შეიძლება ეს წესები ვინმეს მკაცრი მოეჩვენოს, მაგრამ გამოცდა და შეჯიბრი უნდა განსხვავდებოდეს. რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს. გარდა ამისა, ყველა მონაწილის, ნაცნობ–მეგობრების ერთად ყოფნა,რაღაც უფრო საზეიმო ელფერს მისცემს ყოველივეს.
1 საათში შესაძლებელი იქნება 4–5 ძაღლის ან მეტის გამოცდაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი დროზე ადრე აჩვენებს მუშაობას (ვთქვათ 5 წუთში აჩვენა მუშაობა), ზოგი კი დროზე ადრე შეიძლება მოიხსნას. დროის ეკონომიის მიზნით,გამოსვლის შედეგები შეიძლება გამოცხადდეს შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში. რა სასწრაფოა მინდორში მიმატება–გამოკლება.
ვთქვათ პირველ დღეს ძაღლი დარჩა უფრინველიდ, ან სხვა. აუცილებელი იქნება მისი მუშაობის შეფასება, რადგან თუ ორი დღის შედეგად, ორ ძაღლს ექნა ერთნაირი ქულა, წინა დღის არასადიპლომო შედეგი , მაგრამ მუშაობის მთავარი ელემენტები (სისწრაფე, სტილი), გადამწყვეტი იქნება. თუ ძაღლი პირველი ხარისხის მუშაობას აჩვენებს, მას მიეცეს მეორე ფრინველი, თუ საჭირო იქნა მესამეც, მსაჯების შეხედულებისამებრ. ჩემი აზრით, გადამჯდარ ფრინველზე მუშაობა (ტყის ფრინველზე ხომ არ მოეთხოვება) არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა შეიძლება ნება დაერთოს, თუ პატრონმა გამოთქვა სურვილი.
ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს.
მინდა შევეხო ერთ–ერთ მთავარ ელემენტს როგორიცაა მიტანება. ძაღლს რომელსაც არ აკეთებს მიტანებას (ასეთი ძაღლით ნადირობას მე სიამოვნებას ვერ დავარქმევ, განსაკუთრებით კი ტყეში, ქათამზე), შესაბამის გრაფაში დაეწეროს <0>, და არა 5, და საუკეთესო მუშაობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიიღოს არა უმეტეს მესამე ხარისხის დიპლომი(მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს.
მგეშავის და სიმპატიის პრიზებზე. მონადირეს თუ კარგი საგვარეულოს მქონე ლეკვი შეხვდა, მისი დაგეშვა არა თუ წვალება, არამედ დიდი სიამოვნებაა, ხოლო თუ ბუნებამ ლეკვი ნიჭითაც უხვად დააჯილდოვა, ის ზოგ შემთხვევაში თვითონ დაგეშავს პატრონს. მგეშავის პრიზი და სიმპატიის პრიზი–არაფრის მომცემი პრიზებია. დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას.
დიდი ხანია ფორუმს თვალყურს ვადევნებ. აქ უხვადაა ნადირობის სურათები, ბუნების სურათები, სმა–ჭამის სურათები. ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო.
თუ სისულელეები ვილაპარაკე გთხოვთ შემისწოროთ, ამიხსნათ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ჩემთვის საინტერესო იქნება ყველა მონადირის აზრი. სეზონი დამთავრდა. საველეები არ დაწყებულა. დრო გვაქვს. სურვილი?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Mar 18 2013, 16:14
პოსტი #54


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



არჩილი

ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც

თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული.

რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს

ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს.

მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს.

დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას.
newsmile027.gif ვეთანხმები !!!
ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო.

გაიხარეთ !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი May 16 2013, 09:58
პოსტი #55


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



,,სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ საველე გამოცდებში
,,საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში" რეგისტრირებული მეძებარი შეძლებს მონაწილეობის მიღებას?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Jun 1 2013, 14:13
პოსტი #56


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იძულებული ვარ ჩემი აზრი გამოვთქვა ამ თემაში. რადგან, "ციციშვილი 2013" ჩემთვის მოულოდნელად, დახურული დამხვდა.
და რაც მთავარია, ძალიან ცუდ ტონზე. ბოლოდროინდელი მითქმა-მოთქმა, პრეტენზიები და ხშირად უსაფუძვლო და უადგილო კამათი, ექსპერტების არასათანადო მსაჯობაზე, ნაკლებპრინციპულობაზე და ა.შ. მიმაჩნია პირდაპირ ტალახის სროლად და დისკრედიტაციად იმ "კლუბის" რომელსაც, ისინი წარმოადგენენ და მრავალი წელია გაჭირვებით, მაგრამ საქმის სიყვარულით (და არა ბიზნესის) ერთგულად ემსახურებიან. და მაინც ხერხდება ღონისძიებების ჩატარება და ძაღლის და საქმის სიყვარულის ხარჯზე (ავად თუ კარგად)
საქმის კეთება. ეხლა რაც შეეხება "ექსპერტებით უკმაყოფილო ხალხს" თენგო "ბაბუ" მე არ მიგულისხმიხარ ამ კატეგორიაში რადგან, შენ ძაღლზე არ იყო საუბარი. თორემ სახელიც ვიცი, გვარიც, სახლიც და ტელეფონის ნომერიც. არამედ საუბარი იყო "დებრა"-ზე რომლის პატრონიც, გადასარევად ერკვევა ძაღლის შეფასებაშიც და საველე ექსპერტიზაშიც. აქედან გამომდინარე ვთქვი რომ პრეტენზია უნდა გამოითქვას ადგილზე, ან საზოგადოებაში, რომელსაც ექსპერტი წარმოადგენს.
და არა ამ ფორუმზე, რომელსაც დიდი პატივისცემის მიუხედავათ ე.წ. "მაჩაბლის" კლუბზე წინ ვერასდროს დავაყენებ. რადგან, ზუსტად ჩვენ დავიწყეთ "ოჩოპინტრე"-ზე ჯიშიანი ძაღლის პოპულარიზაცია და უპირატესობა, ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ რა სხვაობაა "ჯიშიანსა" და "უჯიშოში." რომ "სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა
საზოგადოება" ცდილობს განავითაროს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, სანადირო მეძაღლეობა. და დავეხმაროთ დამწყებ მონადირეებს "ჯიშიანი" ლეკვის აყვანაში და მის სწორად გაზრდაში. ასევე სანადირო კულტურის ჩამოყალიბებაში.
ხოლო როდესაც 16-17 წლის ახალგაზრდა წაიკითხავს, აქ გამოთქმულ ჩვენს ვარაუდებს და ხშირად უსაფუძვლო ემოციურ პრეტენზიებს, კარგს არაფერს მოუტანს იმ საქმეს, რომელიც მეც და ჩემს სამეგობროსაც, ძალიან გვიყვარს და გვინდა, რომ
უკეთესობისკენ წავიდეს და რითიც შეგვიძლია, გვერდში ვუდგავართ. ჩრდილში არც ვმდგავართ, და არც მომავალში ვაპირებთ. არც
ისე გვინდა გამოვიდეს, (თავადაც იცი ანდაზების მოქნილად გამოყენება newsmile05.gif ) "ობოლო ვის მო...ავო? და გამზრდელსო!"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 1 2013, 14:54
პოსტი #57


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



levani100
ციტატა
თენგო "ბაბუ" მე არ მიგულისხმიხარ ამ კატეგორიაში რადგან, შენ ძაღლზე არ იყო საუბარი. თორემ სახელიც ვიცი, გვარიც, სახლიც და ტელეფონის ნომერიც. არამედ საუბარი იყო "დებრა"-ზე

ციტატა
არც ისე გვინდა გამოვიდეს, "ობოლო ვის მო...ავო? და გამზრდელსო!"


ლევან ვერ გავიგე რისი თქმა გინდა, თენგოს არ ეხებაო, ტუტულის აქ არაფერი დაუწერია და ოჩოელებს გვაბრალებ რამეს?

არც არავის მოტყვნას არ ვაპირებთ და არც სალაპარაკო არ უნდა იყოს. თუ რამე ვისწავლეთ "მაჩაბელისგან" არც ჩვენ დავრჩენილვართ ვალში და ეს პოპულარიზაცია ციციშვილისაც და გამოფენისაც ჩვენი დამსახურებაც არის. თუ ტელევიზია და თუ ოპერატორები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 1 2013, 16:16
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
რადგან, ზუსტად ჩვენ დავიწყეთ "ოჩოპინტრე"-ზე ჯიშიანი ძაღლის პოპულარიზაცია და უპირატესობა,

ჩვენში ალბათ შენი თავი არ გიგულისხმია newsmile05.gif newsmile045.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jun 1 2013, 19:46
პოსტი #59


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



,,მაჩაბელზე" არ არის მეძაღლეობა, ,,ქიმიკოსები" newsmile05.gifnewsmile05.gif დავუძახოთ, სამთო ქიმიაში ვართ 2 წელია.
პირადად 5 წელია ,,ქიმიკოსებში" ვარ , 4 - ოჩოზე. ორივე კლუბი მაგრა მიყვარს. საწევროს რატომღაც მეძაღლეობაში წინსწრებით ვიხდი, ოჩოზე კი შეხსენებების შემდეგ, ის უფრო ძველი და გამოცდილია, ეს ახალი მომავლის მქონე. ,,ქიმიკოსი" ბევრს აძლევს სანადირო მეძაღლეობას, ის რომ არა, ჩაქირომანია გვექნებოდა დღეს და საკითხის დაყენებაც კი, რა დამსახურება აქვს ამ კლუბსო, დიდი უსამართლობა მგონია, აი ოჩო კი ამ საქმეში მეძებრების აყვანით, საველეებისა და გამოფენების ბოლო პერიოდში გარეკლამებით, რაოდენობის მომატებით, უდავოა, ლიდერია სხვა მსგავს კლუბებსა და ფორუმებს შორის. ოთხშაბათობით ტრადიციულ ხმაურიან კამათებზე ადგილი არ არის იმ პატარა ოთახში, ოჩოს ხალხიც დადის და იმიტომ. ანუ ეს ორი კლუბი მეგობრობს, მათ უკვე რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გააკეთეს, ამით საერთო საქმემ იხეირა, ეგრე არაა?
ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება, უკეთესი გვინდა ყველას, უ კ ე თ ე ს ი !!!
ნუ ჩავეძიებით იმას, ვისი დამსახურებაა რაღაცა რო კეთდება, მთავარია, რომ ბოლო სამი წელია ციციშვილიც და სხვა ძველი ტრადიციული შეჯიბრებები თუ გამოფენები მეტად მასშტაბური გახდა, ტელევიზიებში თითქმის ყველა ეს ღონისძიება შუქდება, ახალი შეჯიბრი დაემატა აგვისტოს თვეში ოჩოს თასის სახით და კიდევ იგეგმება არანაკლებ საინტერესო.
ამდენად, საქმე კეთდება და წისვლას ნუ შევაჩერებთ. მეგობრულად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში.

ორივე კლუბის წევრი (მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა) - ზაზა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Jun 1 2013, 19:50
პოსტი #60


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 1st June 2013 - 15:54) *
ლევან ვერ გავიგე რისი თქმა გინდა, თენგოს არ ეხებაო, ტუტულის აქ არაფერი დაუწერია და ოჩოელებს გვაბრალებ რამეს?

არა გიორგი ოჩოელები რა შუაშია? არც ტუტულის უთქვავს პრეტენზია. მითუმეტეს, დარეგისტრირებულია ფორუმზე. ლაპარაკი იყო
გამარჯვებული სეტერის ირგვლივ, სადაც თენგო თვლიდა რომ მისი ძაღლის დედა, "დებრა"-მ არასწორად მიიღო მეორე ადგილი, ნაცვლად
პირველისა. სხვადასხვა სადაო მომენტების კონკრეტიკით, და შეხსენებით. ეს ყველაფერი ინტრიგების ხლართვაა და მეტი არაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 23:38