თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ აპორტირება

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 25 2012, 17:10

გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა იმის გამო, რამ ამ საკითხს ჩვენ ძირეულად არ შევხებივართ და ასევე აღნიშნული თემა თუ არ ვცდები არ არსებობს, რაც მემგონი გამოსაწორებელია. დარწმუნებული ვარ, რამ ბევრს განუცდია ის სასიამოვნო გრძნობა , როდესაც კაკაბზე ნადირობის დროს თქვენ ძაღლს ღრმა ხევიდან ამოუტანია ნანადირევი სანამ თქვენ ვაზნებს ცვლიდით ან თუნდაც ჩამომჯდარხართ დასასვენებლად და ასევე მინახია ბევრი მონადირე, რომელსაც თავად უწევდა იმ ხევში ჩასვლა და ნანადირევის ამოტანა. აღარ ვეხები ნადირობას იხვზე, სადაც აპორტირებას მთავარი როლი უკავია. მემგონი დამეთანხმებით რომ აპორტირებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ძაღლით ნადირობაში. შარშან ჩატარდა შეჯიბრი მოტანაში რაც ძალიან მისასალმებელია, სადაც გიორგი ესიავას ძუ კურცჰაარმა დებრამ გაიმარჯვა. მე პირადად მყავდა კურცჰაარი რომელიც კარგად აკეთებდა აპორტს, მაგრამ როდესაც ავიყვანე ინგლისური სეტერი ძალაუნებურად შევეხე ამ პრობლემას. პირველივე წელს ჩემს სეტერს მოქონდა ფრინველი მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს წელს 10 მწყერიდან მომიტანა 2 ან 3 ფრინველი რაც დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეწვრთნა ძაღლი ობერლენდერის მეთოდით, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა.
აღნიშნული მეთოდი არის იძულებითი მეთოდი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ძაღლს არ უჩნდება არდამორჩილების სურვილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპაში ძაღლებს აპორტირებას ძირითადად ამ მეთოდით ასწავლიან და ასევე ევროპაში ტარდება შეჯიბრებები სადაც აპორტირების გარეშე ძაღლს მაღალ შეფასებას არ მიანიჭებენ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ობერლენდერის მეთოდით უნდა ასწავლო მოტანა მაშინ არასდროს არ გააფუჭებს ფრინველს და ყოველთვის მოიტანს, უბრალოდ ცოტა რთული და შრომატევადი პროცესია სამაგიეროდ უტყუარი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 25 2012, 18:04

ეს იბერლენდერის მეთოდი რომელია?

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 25 2012, 18:36

ინტერნეტში არის შეგიძლია მოიძიო, ძაღლს ჯერ ნივთის დაჭერას ასწავლი მერე სიარულს და ა.შ. დაუმორჩილებლობა არ არსებობს ამ მეთოდით დაგეშილი ძაღლის მხრიდან. გერმანელები აპორტირებას მარტო მასე ასწავლიან უბრალოდ ცოტა ხანგრძლივი და რთული პროცესია. მეც ეხლა პირველად ვცდილობ ვნახოთ რა გამომივა. რაღაც წარმატებას უკვე მივაღწიეთ.

ეს კაი ვიდეოა



პოსტის ავტორი: იკო1981 Mar 25 2012, 19:59

არაა აუცილებელი ბალიში,ისე კაი კი იქნება! რამე ბურთით ჩაანაცვლე! *(ჩოგბურთის ,ან სპეციალური ძაღლის ბურთები იყდება ზოომაღაზიებში)

ისე მე მაქ რაღაც ბალიშები თუ გინდა მოგცემ!

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 26 2012, 18:20

QUOTE (მაქსიმუსა @ Mar 26 2012, 13:05) *
Giorgi_M


დამაინტერესა ამ მეთოდმა და იქნებ ჩვენც გვასწავლო?

ნუკრიMax
მაგარი ტიპია ღმერთმა თითით საჩვენებელი გაგიზარდოს!


სწავლით მე ვერ გასწავლი იმის გამო რომ მეც პირველად ვცდილობ ამ მეთოდით ძაღლის წვრთნას. ზემოთ აღნიშნული ვიდეო არის მხოლოდ მესამე ნაწილი. სამივე ნაწილს რომ უყურო გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის ობერლენდერი უნდა გადაიკითხო არა ერთხელ და დაუკვირდე ყველა წვრილმანს. http://www.hunter.ru/dogs/oberlender/index.htm
შეგიძლია გადაიკითხო. ერთს ვიტყვი მხოლოდ ამ მეთოდით გაწვრთნილ ინგლისურ მეძებრებს წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს

პოსტის ავტორი: Davitus Mar 27 2012, 02:22

ციტატა(Giorgi_M @ 26th March 2012 - 19:20) *
წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს


სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს?


ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ")

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 27 2012, 09:31

ციტატა(Davitus @ Mar 27 2012, 03:22) *
სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს?


ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ")

სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ყვავს აქვს საშინელი სუნი რომელსაც ძაღლი ვერ იტანს და უმრავლესობა ძაღლების ყვავის აპორტს არ აკეთებს. ყვავს კი არა უმრავლესობა ინგლისური მეძებრების იხვს არ კიდებს პირს და სხვა ფრინველსაც. რაც შეეხება არ დალოდებას ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მაგ ძაღლმა კონკრეტულად იმ მომენტში დაიწყო ყვავის მოტანა და პატრონი მას ამ პატარა შეცდომას ჯერჯერობით პატიობს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 27 2012, 11:16

Giorgi_M
მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის, მაგრამ ეგრე კარგად რუსული არ მესმის
თუ სადმე ქართული ვარიანტია სიამოვნებით შევისწავლიდი

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 27 2012, 13:53

ქართულად ვერ ნახავ, ყოველ შემთხვევაში მე არსად მინახავს

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 11:56

მოკლედ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მეტი თუ არა ძაღლს ვასწავლიდი აპორტირებას ამ მეთოდით და მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ შედეგს მვაღწიე, თან გაითვალისწინეთ, რომ ძაღლი არის 3 წლის და სანადიროდ ფრინველი შეიძლება ითქვას რომ არ მოქონდა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს სურათები ვიდეოსაც დავდებ

პოსტის ავტორი: Davitus May 28 2012, 12:09

ციტატა(Giorgi_M @ 28th May 2012 - 12:56) *
მოკლედ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მეტი თუ არა ძაღლს ვასწავლიდი აპორტირებას


რა ინტენსივობით ისიც დაწერეთ

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 12:27

ამ ვიდეოებში ძაღლს ახალი დაწყებული აქ ფრინველის მოტანა. ჩანს ძაღლის უხალისობა და ინერტულობა. დასაწყისში ყველა ძაღლი , რომელიც ამ მეთოდით არის გაწვრთნილი მასე იქცევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაძაბულობა და შიში ეხსნება. შესრულების სიწრაფეც მოიმატებს. დღეს უკვე ბევრად ხალისიანად მოქონდა გადავიღებ და დავდებ.





moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 28 2012, 13:00

Giorgi_M

კარგი შედეგი გაქვს მეგობარო. ძაღლსაც ეტყობა რომ ჭკვიანია, მაგრამ მგონი აბნევ როდესაც უკვე მოტანილზე ''აპორტს'' ეუბნები.... თუ ვცდები მაპატიე.....

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 13:06

ციტატა(ჩელე @ May 28 2012, 14:00) *
Giorgi_M

კარგი შედეგი გაქვს მეგობარო. ძაღლსაც ეტყობა რომ ჭკვიანია, მაგრამ მგონი აბნევ როდესაც უკვე მოტანილზე ''აპორტს'' ეუბნები.... თუ ვცდები მაპატიე.....

არა არ ვაბნევ უბრალოდ თავი დავიზღვიე რომ არ დაეგდო ფრინველი. ახალი დაწყებული აქ ფრინველის მოტანა შემდეგ ვიდეოებში უკეთეს შედეგს ვნახავთ.

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 13:16

ციტატა(Davitus @ May 28 2012, 13:09) *
რა ინტენსივობით ისიც დაწერეთ

ამ 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე დღეში ორჯერ 30-40 წუთი ვავარჯიშე, თან ჯერ ხო არ არის დასრულებული ბევრი რამ დასახვეწია. მოკლედ ერთ უკრაინელთან მაქ მიმოწერა ამ საქმით არის დაკავებული და მისი თქმით 2 თვე მაინც არის საჭირო, რომ ძაღლმა უნაკლოდ მოიტანოსო.

პოსტის ავტორი: Davitus May 28 2012, 14:20

ციტატა(Giorgi_M @ 28th May 2012 - 14:16) *
ამ 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე დღეში ორჯერ 30-40 წუთი ვავარჯიშე,


სერიოზულად ამბობ ამას?

1 თვე დღეში 2-ჯერ 30 საათი ვარჯიში მემგონი ცირკში არა აქვთ გარეულ ცხოველებს...

ღმერთმა გაძლება და ნერვები მოგცეს!


ზოგზოგიერთებს კიდე, თვეში 1-2 ჯერ რომ ძაღლისთვის მოიცლიან ეგეც ებევრებათ D.gif



ისე ცალკე გამოკითხვა უნდა მივცე, რა ინტენსიობით ავარჯიშებთ/წვრთნით ძაღლს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 14:36

ციტატა(Davitus @ May 28 2012, 15:20) *
სერიოზულად ამბობ ამას?

1 თვე დღეში 2-ჯერ 30 საათი ვარჯიში მემგონი ცირკში არა აქვთ გარეულ ცხოველებს...

ღმერთმა გაძლება და ნერვები მოგცეს!


ზოგზოგიერთებს კიდე, თვეში 1-2 ჯერ რომ ძაღლისთვის მოიცლიან ეგეც ებევრებათ D.gif



ისე ცალკე გამოკითხვა უნდა მივცე, რა ინტენსიობით ავარჯიშებთ/წვრთნით ძაღლს newsmile05.gif

ნამდვილად მასეა. newsmile090.gif თუ გადაიკითხავ ობერლენდერს მიხვდები რამხელა დრო და ნერვები გინდა, რომ შედეგს მიაღწიო. სამაგიეროდ ამ მეთოდით ნებისმიერ ძაღლს ასწავლი მოტანას და ისეთი ძაღლებიც კი რომლებიც ღეჭავენ და აფუჭებენ ფრინველს ამ ცუდ ჩვევას თავს ანებებენ.

პოსტის ავტორი: Fishman May 28 2012, 15:42

ისე, მეც ყოველდღიურად ვავარჯიშებ მოტანაში, მაგრამ მხოლოდ იმდენ ხანს რამდენი ხანიც ამას ხალისიანად აკეთებს. ნახევარი საათი რო გავუგრძელო ხალისსაც კარგავს და ძაღლს ეტყობა რო ყელში ამოუვიდა. და სიმართლე რომ ვთქვა ხალისდაკარგული ჩემი ძაღლის ყურება ძალიან არ მსიამოვნებს ხოლმე.


Giorgi_M

ამ ვარჯიშების მერე ხასიათი არ შეცვლია?

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 16:00

ციტატა(Fishman @ May 28 2012, 16:42) *
ისე, მეც ყოველდღიურად ვავარჯიშებ მოტანაში, მაგრამ მხოლოდ იმდენ ხანს რამდენი ხანიც ამას ხალისიანად აკეთებს. ნახევარი საათი რო გავუგრძელო ხალისსაც კარგავს და ძაღლს ეტყობა რო ყელში ამოუვიდა. და სიმართლე რომ ვთქვა ხალისდაკარგული ჩემი ძაღლის ყურება ძალიან არ მსიამოვნებს ხოლმე.


Giorgi_M

ამ ვარჯიშების მერე ხასიათი არ შეცვლია?

ზუსტად ამაშია საქმე რომ შენ ძაღლს როცა სიამოვნებს და ხალისი აქვს მაშინ მოიტანს, და ამ მეთოდით გაწვრთნილ ძაღლებს კიდე მოაქვთ მაშინ როდესაც პატრონი უბრძანებს და ძაღლის ხასიათს არავინ უყურებს. ხალისდაკარგული ძაღლის ყურება არც მე მომწონს მაგრამ ასეა საჭირო და ასეთი უხალისობა მალევე გაუვლის და სიხარულით შეასრულებს ყველაფერს. ვარჯიშების მერე ხასიათები არანაირად არ შეცვლია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 28 2012, 17:30

Giorgi_M

არა, ძაღლის ხასიათებზე არც მე დავდივარ newsmile05.gif როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოს ბრძანებას ვასრულებინებ. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ როდესაც ვხვდები რო აღარ სიამოვნებს თავს ვანებებთქო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ასრულებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 18:00

ციტატა(Fishman @ May 28 2012, 18:30) *
Giorgi_M

არა, ძაღლის ხასიათებზე არც მე დავდივარ newsmile05.gif როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოს ბრძანებას ვასრულებინებ. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ როდესაც ვხვდები რო აღარ სიამოვნებს თავს ვანებებთქო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ასრულებს newsmile05.gif


გასაგებია რასაც გულისხმობ, მასე ვასწავლიდი მეც და უმეტესობაც დარწმუნებული ვარ, რომ წახალისების და თამაშის მეთოდით ასწავლის თავიანთ ლეკვებს. მაგრამ თუ ხარ დაკვირვებული რომ გერმანულ ჯიშებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება აპორტისადმი და ინგლისურ ჯიშებს კი ნაკლებად. გერმანული მეძებრის ლეკვს გაცილებით დიდ ხანს შეუძლია აპორტის კეთება ლეკვობაში რაც ინგლისური მეძებრების ლეკვებს მალევე ბეზრდებათ. გერმანულ ჯიშებს აპორტი სისხლში აქვთ და უმეტესობას არც სჭირდება სწავლება თვითონ იწყებენ მოტანას. აქედან გამომდინარე თუ პატრონმა არ დაუშვა უხეში შეცდომა პრობლემა არ უნდა შეექმნას მომავალში. სულ სხვა გვარად არის სიტუაცია ინგლისურ მეძებრებში ხშირ შემთხვევაში ინგლისურ მეძებრებს მოტანა კი არა პირში ნანადირევს არ იდებენ და მასეთ ძაღლს შენ და მე თამაშის მეთოდით ვერ ვასწავლით მოტანას.

პოსტის ავტორი: Fishman May 28 2012, 18:20

ციტატა(Giorgi_M @ May 28 2012, 19:00) *
გასაგებია რასაც გულისხმობ, მასე ვასწავლიდი მეც და უმეტესობაც დარწმუნებული ვარ, რომ წახალისების და თამაშის მეთოდით ასწავლის თავიანთ ლეკვებს. მაგრამ თუ ხარ დაკვირვებული რომ გერმანულ ჯიშებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება აპორტისადმი და ინგლისურ ჯიშებს კი ნაკლებად. გერმანული მეძებრის ლეკვს გაცილებით დიდ ხანს შეუძლია აპორტის კეთება ლეკვობაში რაც ინგლისური მეძებრების ლეკვებს მალევე ბეზრდებათ. გერმანულ ჯიშებს აპორტი სისხლში აქვთ და უმეტესობას არც სჭირდება სწავლება თვითონ იწყებენ მოტანას. აქედან გამომდინარე თუ პატრონმა არ დაუშვა უხეში შეცდომა პრობლემა არ უნდა შეექმნას მომავალში. სულ სხვა გვარად არის სიტუაცია ინგლისურ მეძებრებში ხშირ შემთხვევაში ინგლისურ მეძებრებს მოტანა კი არა პირში ნანადირევს არ იდებენ და მასეთ ძაღლს შენ და მე თამაშის მეთოდით ვერ ვასწავლით მოტანას.



ინგლისური და გერმანული ჯიშების აპირტირებასთან დამოკიდებულებაში 100% პროცენტით გეთანხმები! newsmile05.gif ჩემისთვის მოტანა რო მესწავლებინა საკმაოდ ვიწვალე. არადა კურცჰაარის ლეკვი რომ მყვდა გადავუგდე თუ არა ეგრევე მომიტანა. რა სწავლა, რის სწავლა, რა სასუსნავი და რის წახალისება D.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 20:39

მოდერებს ვთხოვ დადონ ეს ვიდეო საკმაოდ საინტერესოა, მე ვერანაირად ვერ დავდე



http://www.metacafe.com/watch/5748988/aport_1/

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 28 2012, 20:52

არც ეგრეა საქმე, რომ თამაშის დროს, რომ ბეზრდებათ აპორტირება ინგლისელებს დილით და საღამოს ყოველდღე ვავარჯიშებ ჩემს ინგლისელს და ასე თუ ისე მოაქვს ბალიში გუშინ ცოტა წინააღმდეგობა გვქონდა ცოცხალ მწყერთან დაკავშირებით საერთოდ პირს არ კიდებდა, შემდეგ ფრთაში როგორც იქნა მოკიდა პირი და 2 მეტრზე წამოიღო ჩემსკენ. ძაღლი ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა ხან მე მიყურებდა ხან მწყერს და როგორც იქნა მოკიდა პირი თითქოს დიდი დაპრკოლება გადალახა და მომიტანა, მაგრამ ეს ამბავი 20 წუთამდე გრძელდებოდა ეხლა კი ჩვეულებრივად აკეთებს აპორტირებას ჯერ ჯერობით

პოსტის ავტორი: ლეკი May 28 2012, 21:02

ერთი ცოცხალი მწყერი მეც მინდა.. :(

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 28 2012, 21:03

ციტატა(ჰერცოგი997 @ May 28 2012, 21:52) *
არც ეგრეა საქმე, რომ თამაშის დროს, რომ ბეზრდებათ აპორტირება ინგლისელებს დილით და საღამოს ყოველდღე ვავარჯიშებ ჩემს ინგლისელს და ასე თუ ისე მოაქვს ბალიში გუშინ ცოტა წინააღმდეგობა გვქონდა ცოცხალ მწყერთან დაკავშირებით საერთოდ პირს არ კიდებდა, შემდეგ ფრთაში როგორც იქნა მოკიდა პირი და 2 მეტრზე წამოიღო ჩემსკენ. ძაღლი ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა ხან მე მიყურებდა ხან მწყერს და როგორც იქნა მოკიდა პირი თითქოს დიდი დაპრკოლება გადალახა და მომიტანა, მაგრამ ეს ამბავი 20 წუთამდე გრძელდებოდა ეხლა კი ჩვეულებრივად აკეთებს აპორტირებას ჯერ ჯერობით

ძალიან კარგია თუ მოაქვს მაგას რა ჯობია, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია და მოტანის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კარგად მოაქვს ლეკვს ფრინველი უნდა გაუმყარო და გააუმჯობესო ეს მომენტი ვარჯიშებით. აუცილებელი არ არის ამ მეთოდთ.
ზემოთ რო დავდე ლინკი შეხედე და რაღაცას აზრს შენთვის გამოიტან

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 28 2012, 21:42

მოტანის ხარისხში რავი რას გულისხმობთ ჩვეულებირვად მოაქვს და ქართულის გასმას არ აკეთებს ჯდება და მაგის მერე ვართმევ ასევე გადაგდების დროს ზის და ჩემს ბრძანებაზე მიდის ჯერ 7 თვისაა ყოველდღე ვარჯიშით უკეთეს შედეგამდე მივალ, მაგრამ აი მინდორში მომიწევს საბმელით სიარული ვატყობ რაც არ მომწონს

პოსტის ავტორი: Fishman May 28 2012, 22:06

ლეკი, ცოცხალი უნდა ტანჯო ძაღლის ყბაში? D.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 29 2012, 08:56

ციტატა(ჰერცოგი997 @ May 28 2012, 22:42) *
მოტანის ხარისხში რავი რას გულისხმობთ ჩვეულებირვად მოაქვს და ქართულის გასმას არ აკეთებს ჯდება და მაგის მერე ვართმევ ასევე გადაგდების დროს ზის და ჩემს ბრძანებაზე მიდის ჯერ 7 თვისაა ყოველდღე ვარჯიშით უკეთეს შედეგამდე მივალ, მაგრამ აი მინდორში მომიწევს საბმელით სიარული ვატყობ რაც არ მომწონს

გადაიღე და გვანახე როგორ მოაქვს შენ ლეკვს, თუ არ დაიზარებ. ძალიან საინტერესოა. ამას წინად უკრაინაში ჩატარდა შეჯიბრი წყლიდან და ხმელეთიდან გამოტანაში და ის პიროვნება რომელთანაც მე მიმოწერა მაქვს იყო ექსპერტად ამ შეჯიბრზე. მოკლედ მისი თქმით შედეგები არ მოეწონად ექსპერტებს, ძალიან დაბალი დონე იყოო. მე რისი თქმა მინდა იქაც ბევრ გამომყვანს ეგონა რომ მათ ძაღლებს კარგად მოაქვთ ფრინველი , მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში უმეტესობამ შეცდომები დაუშვა და მაღალი შეფასება ვერ მიიღო. რგორც საველეზე გაქვს ნახევარი საათი და ამ დროში მაქსიმალური შედეგი უნდა აჩვენოს ძაღლმა შეცდომების გარეშე ასევე ამ შეჯიბრებებზე ძაღლს აქვს ერთი შანსი და აქაც შეცდომის გარეშე უნდა შეასრულოს აპორტი, აქედან გამომდინარე ძაღლმა აპორტი უნდა აკეთოს ავტომატურად. ჩვენთან ასეთი შეჯიბრებები არ ტარდება(შარშანდელს თუ არ ჩავთვლით) და აპორტის დონე სამწუხაროდ ძალიან დაბალია.

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 29 2012, 10:37


ეს უკვე 1 კვირის შემდეგ


როგორც ხედავთ ამ ვიდეოებში ძაღლს აღარ აქვს ის დაძაბულობა და უხალისობა


moderirebulia.gif

ტოლობის მერე რომ მოდის მეორე ტოლობამდე, ისინი ჩასვი ხოლმე ტეგებში მარტო.....

პატივისცემით: ჩელე.....

პოსტის ავტორი: ჩელე May 29 2012, 10:45

ყოჩაღ. ძალიან მაგარია. შედეგი აშკარად არის და წარმატებას გისურვებ......

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 29 2012, 14:44

ციტატა(ჩელე @ May 29 2012, 11:45) *
ყოჩაღ. ძალიან მაგარია. შედეგი აშკარად არის და წარმატებას გისურვებ......

გაიხარე, კი შედეგი ნამდვილად არის, მაგრამ კიდე ბევრი რამ არის დასხვეწი .



ესეც სიმძიმით ვარჯიში, რაც აუცილებელია კარგი შედეგის მისაღწევად.

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 29 2012, 14:48

ვა ძლივს გამომივიდა ვიდეოს ჩასმა. გაიხარე ჩელე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Jei Sep 1 2012, 23:06

ვა! ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა! შედეგი კი მის ეფეკტურობაზე მეტყველებს!
გიო newsmile027.gif small3d018.gif

საერთოდ რაც სანი მოვიყვანე, ბევრი საინტერესო და ახალი რამ გავიგე ძაღლის გაწვრთნასთან დაკავშირებით. ამ თემამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია შემძინა. აუცილებლად ვცდი ამ მეთოდს როდესაც ძაღლის ასაკი მომცემს მაგის საშვალებას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: barbi Nov 3 2014, 12:02

მყავს 1 წლის ისგდი. ასეთი მეთოდით რომ ვასწავლო აპორტი ფრინველს მომიტანს?. მწყერს მტლად არ აფუჭებს მარა ღეჭავს. აქვს აზრი ეგრე წვრთნას თუ არა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)