თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ გნოლი

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2009, 23:14

http://www.radikal.ru

გნოლი

ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა-ამიერკავკასიური გნოლი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია წონით 350-500 გრამი. მამალი დედალზე დიდია. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს შუბლი, წარბები, ლოყები და ყელი მოჟანგისფრო-ქარცი აქვს. ჩიჩახვისა და მკერდის მიდამოები რუხი: მუცელი მოთეთრო, რომლის წინა ნაწილში ნალისებური ფორმის დიდი ლაქაა. ზურგი რუხია, მხრისა და ფრთის ზემო მფარავებს ღერძის გასწვრივ თეთრი ზოლი გასდევთ. საჭის შუა ორი წყვილი ჟანგმიწისფერია. დანარჩენი ჟანგისფერ- ქარცი, მუქი ბოლოთი და ღია ფერის კიდით. დედალს მამლისგან განსხვავებით, მუცლის წაბლისფერი ლაქა საერთოდ არა აქვს ან იგი მეტად მცირეა. ფრთის, მხრისა და მეორე რიგის მომქნევების შიგნითა მფარავებს, ღეროს გასწვრივი თეთრი ზოლის გარდა, აქვთ ქარცი ან ჟანგ-მიწისფერი განივი ზოლები.
სახეობის არეალი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს ევროპასა და აზიაში. ევროპულ ნაწილში ჩრდილოეთით ვრცელდება მე-60 პარალელამდე; აზიურ ნაწილში არეალის ჩრდილოეთ საზღვარი უფრო სამხრეთისაკენ ინაცვლებს. ბევრია მცირე აზიაში და ჩრდილო-დასავლეთ ირანში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში როგორც მობინადრე ფრინველი. ბინადრობს მდინარეთა სანაპირო დაბლობების მინდვრებსა და მდელოებზე (ტენიანი სუბტროპიკების გამოკლებით), ველებსა და ნათესებში, დაბალი მთებისა და გორაკების დაბლობებზე მეჩხერ ბუჩქნარებში, მაღალ მალახნარებში, აგრეთვე მშრალ და მცირეთოვლიან ხევებში. გნოლი მონოგამური ფრინველია. დაწყვილება მარტის თვეში მიმდინარეობს. აპრილის მეორე ნახევარში ვხვდებით ადრეულ ბუდუბებს. დებს 8-10 და მეტ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. გნოლის ძირითადი საკვებია მარცვლეული, ბოლქვები, ფესურები და მცენარის ნორჩი ყლორტები. ზაფხულში იკვებება უპირატესად მწერებით, მათი მატყლებითა და ჭუპრებით, რომელთა შორის უმეტესობა მავნებელია. მავნე მწერების მასობრივი განადგურებით დიდი საგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ზოგან რუსეთშიც სპორტული ნადირობის შესანიშნავი ობიექტია. საქართველოში მისი რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია და შეტანილია წითელ წიგნში.
ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5)

პოსტის ავტორი: Hubert Feb 3 2014, 09:18

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 3 2014, 21:49

გნოლი

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 3 2014, 22:18

ჩვენი კანონმდებლობის შემყურე უახლოეს ათწლეულში არ უნდა ვიოცნებოთ გნოლზე ნადირობაზე :(

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 4 2014, 09:58

მაგარი ლამაზი ფრინველია. ფაქტიურად გოლიათი მწყერია

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 4 2014, 10:15

გნოლი ეს ის ფრინველია რომლის პოპულაციის შემცირებაც უშუალოდ სოფლის მეურნეუბის განვითარებამ და კერძოდ კი ათასნაირი პესტიციდებისა და შხამ ქიმიკატების გამოყენებამ გამოიწვია კომუნისტების დროს. ეს ფრინველი დღესდღეობით ფაქტიურად აღარაა საქართველოში ძალიან მირე არეალზე ღა დარჩა ეს ფაქტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი ყურადღებით უნდა მოპყრობა და გაფრთხილება ფლორა-ფაუნას. სოფლის მეურნეობის განვითარება კარგია და დიდი მოსავალიც არ აწყენს ჩვენ ქვეყანას მაგრამ იმ ფასად რომ ფაქტიურად პიპულაცია გადავაშენოთ ნამდვილად არა.

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 4 2014, 11:22

http://postimage.org/
http://postimage.org/
ძაღლმა დაიჭირა იორმუღანლოში. რა თქმა უნდა დავაბრუნეთ ბუნებაში!
სასიზხარულო ის არის რომ საკმაოდ მოზრდილ გუნდს გადავაწყდით იქ,სადაც ადრე არ ყავდათ ნანახი!

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 4 2014, 11:25

არცაა გასაკვირი ლამაზ ქალს გნოლს რომ ადარებენ. გნოლივითააო , რომ იტყვიან ხოლმე. აღფრთოვანებული ვარ ამ კადრებით small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)