IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გნოლი, გნოლის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Jun 3 2009, 23:14
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





გნოლი

ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა-ამიერკავკასიური გნოლი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია წონით 350-500 გრამი. მამალი დედალზე დიდია. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს შუბლი, წარბები, ლოყები და ყელი მოჟანგისფრო-ქარცი აქვს. ჩიჩახვისა და მკერდის მიდამოები რუხი: მუცელი მოთეთრო, რომლის წინა ნაწილში ნალისებური ფორმის დიდი ლაქაა. ზურგი რუხია, მხრისა და ფრთის ზემო მფარავებს ღერძის გასწვრივ თეთრი ზოლი გასდევთ. საჭის შუა ორი წყვილი ჟანგმიწისფერია. დანარჩენი ჟანგისფერ- ქარცი, მუქი ბოლოთი და ღია ფერის კიდით. დედალს მამლისგან განსხვავებით, მუცლის წაბლისფერი ლაქა საერთოდ არა აქვს ან იგი მეტად მცირეა. ფრთის, მხრისა და მეორე რიგის მომქნევების შიგნითა მფარავებს, ღეროს გასწვრივი თეთრი ზოლის გარდა, აქვთ ქარცი ან ჟანგ-მიწისფერი განივი ზოლები.
სახეობის არეალი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს ევროპასა და აზიაში. ევროპულ ნაწილში ჩრდილოეთით ვრცელდება მე-60 პარალელამდე; აზიურ ნაწილში არეალის ჩრდილოეთ საზღვარი უფრო სამხრეთისაკენ ინაცვლებს. ბევრია მცირე აზიაში და ჩრდილო-დასავლეთ ირანში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში როგორც მობინადრე ფრინველი. ბინადრობს მდინარეთა სანაპირო დაბლობების მინდვრებსა და მდელოებზე (ტენიანი სუბტროპიკების გამოკლებით), ველებსა და ნათესებში, დაბალი მთებისა და გორაკების დაბლობებზე მეჩხერ ბუჩქნარებში, მაღალ მალახნარებში, აგრეთვე მშრალ და მცირეთოვლიან ხევებში. გნოლი მონოგამური ფრინველია. დაწყვილება მარტის თვეში მიმდინარეობს. აპრილის მეორე ნახევარში ვხვდებით ადრეულ ბუდუბებს. დებს 8-10 და მეტ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. გნოლის ძირითადი საკვებია მარცვლეული, ბოლქვები, ფესურები და მცენარის ნორჩი ყლორტები. ზაფხულში იკვებება უპირატესად მწერებით, მათი მატყლებითა და ჭუპრებით, რომელთა შორის უმეტესობა მავნებელია. მავნე მწერების მასობრივი განადგურებით დიდი საგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ზოგან რუსეთშიც სპორტული ნადირობის შესანიშნავი ობიექტია. საქართველოში მისი რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია და შეტანილია წითელ წიგნში.
ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th December 2019 - 18:31