საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016", რეპორტი (18-19 მაისი 2016 წელი)
Fishman
პოსტი May 31 2016, 23:32
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც მოგეხსენებათ ჩვენს კლუბს "ოჩოპინტრე" ტრადიციად ექცა მეძებრების საველე შეჯიბრის ჩატარება მწყერზე ყოველწლიურად და შეჯიბრს დაერქვა "ოჩოპინტრეს თასი".

"ოჩოპინტრეს თასი" ყოველწლიურად იმართებოდა სანადირო სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ პერიოდში საშეჯიბრო მინდორი და
ფრინველის რაოდენობა მუდამ პრობლემას წარმოადგენდა გადავწყვიტეთ ფორმატი ოდნავ შეგვეცვალა და გაზაფხულზე გადმოგვეტანა.

ამიტომაც შეჯიბრი დაანონსდა 28-29 მაისს და ჩატარების ადგილი გადაწყდა სოფ. მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრები.

დავუკავშირდით ექსპერტებს: ნოდარ როსტიაშვილს, გია ადიკაშვილს და რამაზ კენჭიაშვილს, რომლებიც დაგვთანხმდნენ შეჯიბრის ექსპერტობას და გვერდით დაგვიდგნენ
ყველანაირად და ამიტომ აქვე ვუხდი ამ ადამიანებს დიდ მადლობას.




მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და შაბათს დილის 5 საათზე შევხვდით ერთმანეთს ბარამბოს ქარხანასთან, კოლონად დავიძარით მინდვრისკენ და
რაფერც გვჩვევია მივპარკინგდით ტროტუარებზე D.gif


















გავშალეთ ჩვენი საფირმო ფანჩატური, საფირმო მაგიდა, დავასხით საფირმო ყავა და ამოვალაგეთ საფირმო ბუტერბროტები (მერე რა, რომ ნუკრამ ძეხვები მოიპარა და სამმაგი ბუტერბროტი მიირთვა სხვის ხარჯზე)




































მინდორი ჩვეულ ფორმაში დაგვხვდა...
პ.ს. ხონდრორიცი არაფერ შუაშია





შესრულდა თუ არა 6 საათი დაიწყო შეჯიბრი და შევესიეთ ძაღლიან პატრონიანა, ექსპერტიან ფოტოგრაფიანა მინდორს


































ერთ-ერთმა ძაღლმა(სახელ და გვარს არ დავასახელებ) I ხარისხზე იმუშავა თავისი აპორტირებით, მაგრამ ზღარბი ვერ აფრინდა სამწუხაროდ... D.gif




ჩამთავრდა პირველი დღე... ბუტერბროტების მიუხედავად მაინც მოგვშივდა, მერე გაგვახსენდა კუჭის კანონი და მივმართეთ ნაცად ხერხს...












ასე გაილია დღე პირველი იგი, ვითარცა თვის ბოლოს ბარათზე ფული...

დავბრუნდით სახლებში დაქანცულები, ღამე მოვამზადეთ ისევ ბუტერბროტ-ყავები და თავს უფლება მივეცით გასვლამდე ცოტაოდენი წაგვეძინა....




კვირას შევუდექით ისევ სამზადისს, შევიკრიბეთ დათქმულ დროს დათქმულ ადგილას, დავიძარით მინდვრისკენ და ა.შ.... (სრულად იხ. ზემოთ) D.gif


დაიწყო მეორე დღის ძაღლების გამოცდაც...




































მიუახლოვდა შეჯიბრი დასასრულს. ექსპერტებმა დაიწყეს ქულების დათვლა და ჩვენც შევუდექით დაჯილდოვების სამზადისს
























გაგრინსკიმ სურათი გადაგვიღეო




გადავუღე და მერე რაღაც კუნტრაჟურიო და აქედან გადამაღებინა. რა უნდა თვითონაც არ იცის...




















სანამ კულმინაციაზე გადავალთ შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ მონაწილეებს

























მოკლედ, მოახლოვდა გამარჯვებულების დასახელების დროც.



I ადგილი: გოგა კელაპტრიშვილის პოინტერი "ლულუ" - 76 ქულით და III ხ/დ

II ადგილი : ლაშა თევზაძის ინგ. სეტერი "რიჩი" - 76 ქულით და III ხ/დ

III ადგილი : რომან გოგოლაძის კურცჰაარი "ვენდი" - 74 ქულით და III ხ/დ








ასევე "ოჩოპინტრეს" დაწესებული ქონდა ორი პრიზი: "საუკეთესო მგეშავი" და "ოჩოპინტრეს სიმპათია"



"საუკეთესო მგეშავი" გადმომეცა მე, თქვენს მონა მორჩილს ლაშა თევზაძეს.

"ოჩოპინტრეს სიმპათია" კი დაიმსახურა დათო ჯიღაურის კურცჰაარმა "ბუბუ"







რა ორგანიზატორი და მიკერძოებული გამოვიდოდი ეხლა ეს სურათები რომ არ დამედო... D.gif








ბოლოს, როგორც გვჩვევია შევქუჩდით ერთად და გადავიღეთ ერთობლივი ფოტო. ფოტო რომელიც შევა ისტორიაში და მომავალი თაობები აღიზრდება ამ ფოტოთი




აქვე მოგახსენებთ მონაწილეთა შედეგებს:

1. ლაშა თევზაძე - ინგ. სეტერი "რიჩი": 76 ქულა III ხ/დ
2. იგორ გორდაძე - ინგ. სეტერი "დენდი": გაეკიდა
3. ალეკო თალაშვილი - ინგ. სეტერი "ბობი": დიპლომის გარეშე
4. მირიან ჯალაღონია - პოინტერი "სუზი": უფრინველოდ
5. გიორგი თარხნიშვილი - კურცჰაარი "პერი": 71 ქულა III ხ/დ
6. იკა აბრამაშვილი - პოინტერი "როკი": 70 ქულა III ხ/დ
7. ბადრი ცატავა - ინგ. სეტერი "მესი": 73 ქულა III ხ/დ
8. ლაშა ძაძამია - კურცჰაარი "ჯეკა": უფრინველოდ
9. გოგა კელაპტრიშვილი - პოინტერი "ლულუ": 76 ქულა III ხ/დ
10. გრიოგი შეყილაძე - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ
11. ზაზა სოლომნიშვილი - პოინტერი "ჯინა": 74 ქულა III ხ/დ
12. რომან გოგოლაძე - კურცჰაარი "ვენდი": 74 ქულა III ხ/დ
13. ლევან ასიტაშვილი - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ
14. დათო ჯიღაური - კურცჰაარი "ბუბუ": უფრინველოდ


ახლა დროა დაგემშვიდობოთ. მაგრამ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ განახოთ ზახარას უბადლო ნიჭი მსახიობობისა და ნიჭი მიმიკების ცვალებადობისა...




და ბოლოს ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ექსპერტებს, "ოჩოპინტრეს" გამგეობას და ზახარას გვერდით დგომისთვის და დახმარებისთვის!

მადლოაბს ვუხდით მაღაზიათა ქსელს " ბუნება" კალორიული პრიზებისთვის


დაკა დოლი , გაწი გარმონი . შენ დაუკააააააარ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
apxazi
პოსტი Jun 1 2016, 07:14
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 137
რეგისტრ.: 4-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fishman
დიდი მადლობა ესეთი კარგი რეპორტისთვის და ფოტოებისთვის small3d018.gif 2017ის მოგებას გისურვებთ შენ და რიჩის vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samsoni777
პოსტი Jun 1 2016, 09:30
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



ერთი კითხვა მაქვს, სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე რატოა ფრინველის პრობლემა, ახლა უფრო მეტია ვიდრე მერე? პრიზიორებს ვულოცავ გამარჯვებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jun 1 2016, 09:36
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



samsoni777

ძირითადად მინდვრების პრობლემაა.
სათიბი აღებულია მიწამდე, პურიც აღებულია.
სადაც აღებული არ არის იქ არის შესული ფრინველი და
თავთავიან ყანებს ხომ არ გადათელავ. თან ძაღლიც ვერ იმუშავებს ყანაში
და ექსპერტიც ვერ დაინახავენ...

D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samsoni777
პოსტი Jun 1 2016, 09:42
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



ახლა კი გავიგე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 1 2016, 09:47
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვულოცავ ყველა პრიზიორს და მონაწილეს !

cooldog.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jun 1 2016, 09:52
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიხარია ასეთი კარგი ივენთის ჩატარება, რომ მოხერხდა. მადლობა მონაწილეებს, ორგანიზატორებს, ექსპერტებს, რაც მთავარია მინდვრებს, ფრინველს (რომ იყვენენ მიტომ) და ა.შ.
ნუ რეპორტი ხომ თლად გადასარევი იყო.
ყოჩაღ ფიშუ შენ. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
miroslava
პოსტი Jun 1 2016, 10:01
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 120
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დიდი მადლობა ოჩოპინტრელებო ასე ორგანიზებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის.ყოველთვის მოითმენლად ველოდები ხოლმე ამ დღეს. ყოჩაღ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 1 2016, 10:09
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ზახარიუსმა დაგლიჯა, ბრავო ფიშმენ.

გამარჯვებულებს გილოცავთ დიდ წარმატებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 1 2016, 11:30
პოსტი #10


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვულოცავ ყველა პრიზიორს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 1 2016, 12:26
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჯოლას გადაღებულები . თუ ვინმეს გაქვთ სურათები დადეთ










































adult photo sharing
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jun 1 2016, 12:47
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,360
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ფიშუ საღოლ მაგარი რეპორტია პოპკორნი მოვიდგი ისე ვიკითხე, ესეიგი უმაღლეს დონეზე ჩატარებულა დიიდი მადლობები კლუბის გამგეობას ორგანიზატორებს აი მალადცი ლომებო,მადლობები ჩემგან ექსპერტებს და ყველა მონაწილეს, ხოო აქვე გილოცავთ გამარჯვებულებო პრიზიორებო და ყველას წარმატებები თქვენ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, გკოცნით გეხვევით გულში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 1 2016, 13:08
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Fishman
ციტატა(khmaltevza @ 1st June 2016 - 00:32) *
დაკა დოლი , გაწი გარმონი . შენ დაუკააააააარ!!!




გარმონს მე გავწევოოოო დოლზე ვინმემ დაკათო newsmile090.gif

გილოცავ მეორე ადგილს და საუკეთესო მგეშავის წოდებას ! კაი ბიჭები ხართ !
ვულოცავ გამარჯვებულს,პრიზიორებს,სიმპ
ატიურებს და ა.შ small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 1 2016, 13:30
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 1,747
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ფიშუ გილოცავ კარგათ ორგანიზებული,საველეს ჩატარებას,

ულოცავ ყველა გამარჯვებულს,მონაწილეს და მთელ კლუბს ლამაზი და კარგი შეჯიბრის ჩატარებას,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
berua
პოსტი Jun 1 2016, 15:40
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 24-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვულოცავ ყველა გამარჯვებულს,მონაწილეს და მთელ კლუბს ლამაზი და კარგი შეჯიბრის ჩატარებას! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th October 2019 - 23:37