თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ დურაჯი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 4 2009, 18:15

http://www.radikal.ru

დურაჯი (Francolinus francolinus) Турач

დურაჯი ულამაზესი გარეული ფრინველი, ჩვენი ფაუნის საკმაოდ გავრცელებული ობიექტი იყო წარსულში. მისი არეალი რასაკვირველია, ბოლო ხანებში შემცირდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისთვის მხოლოდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, ძეძვიანი, მაყვლიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ასეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარისა ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლად სახლდება. დურაჯის საკვებია: მცენარის კვირტები, ნორჩი ფოთლები, ბალახის თავთავი, ყოველნაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები. გაზაფხულზე დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი მეუღლის და ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს და კრუხს საკვებს აწვდის. წიწილების აღზრდის დროსაც მამალი დურაჯი, დედლის თანაბრად, არ სცილდება მათ. დურაჯზე ნადირობისათვის საჭიროა თოფი და მეძებარი ძაღლი. დურაჯი საბუდარი ადგილიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. დურაჯმა უხმაურო და ჩვეულებრივი აფრენა იცის. წამოფრინდება თუ არა შამბნარიდან, ან ბუჩქნარიდან მაშინვე ფრთების ჩქარი და წყვეტილი ფრთხიალით, ნელი სისწრაფით მიემართება პირდაპირ ან ოდნავ გვერდზე, და მცირე მანძილზე გავლისა და შესაფერისი დასამალავი ადგილის შემჩნევისას ჩაფრინდება ამ ადგილზე, რამდენიმე მეტრს გაირბენს და გაინაბება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის ასეთი გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც. ამჯამად დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.

ტექსტი მოამზადა ზახარამ
ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 .

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 4 2009, 18:12

დურაჯი მართლაც ქართული ფაუნის საოცრებაა. 20 საუკუნის ბოლოსთვის თითქმის გადაშენებული იყო საქართველოში. 90 იანი წლების შემდეგ ოდნავ მოიმატა რაოდენობამ, ჩემი პირადი თხოვნა იქნება: ნუ ინადირებთ და სხვასაც დაუშალეთ, რომ ჩვენმა შვილებმა შორიდან მაინც დაინახონ

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 13 2009, 19:19

კარგი მოწოდებაა!! უერთდები! +1000

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 13 2009, 20:01

+10000 მეც უერთდები

პოსტის ავტორი: akela1954 Dec 13 2009, 21:35

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 4th December 2009 - 19:12) *
90 იანი წლების შემდეგ ოდნავ მოიმატა რაოდენობამ,

კაცურად თუ მართლა რამე იცი მომწერე (აქ არა). ვისი მონაცემებით სარგებლობ თუ საიდუმლო არ არის?

ალაზანზეც ვიცოდი ორი ბუდე.

პოსტის ავტორი: 919 Dec 24 2009, 00:58

დურაჯი (Francolinus francolinus)
რუსულად კი Турач

პოსტის ავტორი: guga1 Jan 11 2010, 23:28

ეს მშვენიერი და გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში
კახეთის თითქმის ყველა რაიონში ბუდობდა არადა....





პოსტის ავტორი: ლეკი Jan 16 2010, 15:11

მართლა ულამაზესი ფრინველია!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 16 2010, 15:35

ნეტა თუ შეიძლება მაგისი ხელოვნურად მოშენება??... აი მაგისი მოშენება და ბუნებაში გაშვება მართლა კარგი საქმე იქნებოდა... საქართველოში თითქმის აღარ ყოფილა დარჩენილი.

პოსტის ავტორი: mgm Jan 16 2010, 23:40

ტარიბანაზე არის შემორჩენილი და ივრის ჭალებში, მაგრამ ნადირობენ მაინც. newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 5 2010, 14:34

ასეთი ლამაზი ფრინველი ჩემს ცხოვრებასში არ მინახავს

პოსტის ავტორი: GIO-85 Jun 5 2010, 20:48

მე მინახავს ველური დურაჯი ახლოდან. ოღონდ საქართველოში არა. ძალიან ლამაზი რამ არის. newsmile05.gif

სამწუხაროა ჩვენში რომ აღარგვხვდება.

პოსტის ავტორი: შალვა Feb 18 2011, 19:22

7-8 წლის წინ ვნახე ასურეთში დამბის ქვემოთ 2 ცალი 15- 20 წუთის ინტერვალით. მე და ირაკლი21 ვიყავით, სროლა არც გვიფიქრია! მაშინ ვნახე პირველად და საბოლოოდ. newsmile058.gif

პოსტის ავტორი: utruxune Feb 19 2011, 17:00

დურაჯის,ხოსბის,ძირითადი მტრები ადგილობრივი მოსახლეობაა ანუ სანადირო სავარგულებთან ახლოს მცხოვრები მონადირეები.ლოგიკა ასეთია რაღა სხვამ მოკლას ბარემ მე მოვკლავ,ეხლა დაუყიდიან ტყეებს და კერძო მფლობელი რომ ფეხს აღარ შეადგმევინებს რაღას დახოცავენ მაინტერესებს..

პოსტის ავტორი: dato6 Feb 4 2014, 16:13

ერთი კვირის წინ გადავეყარე დურაჯის გუნდს, იქნებოდა 7-8 ცალი. არ მკითხოთ ოღონდ სად ნახეო..... კარგი სანახავი კი იყო ისე და სასიამოვნო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)