IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დურაჯი, დურაჯის აღწერილობა
ჭალიმგელა
პოსტი Dec 4 2009, 18:15
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,096
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





დურაჯი (Francolinus francolinus) Турач

დურაჯი ულამაზესი გარეული ფრინველი, ჩვენი ფაუნის საკმაოდ გავრცელებული ობიექტი იყო წარსულში. მისი არეალი რასაკვირველია, ბოლო ხანებში შემცირდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისთვის მხოლოდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, ძეძვიანი, მაყვლიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ასეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარისა ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლად სახლდება. დურაჯის საკვებია: მცენარის კვირტები, ნორჩი ფოთლები, ბალახის თავთავი, ყოველნაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები. გაზაფხულზე დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი მეუღლის და ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს და კრუხს საკვებს აწვდის. წიწილების აღზრდის დროსაც მამალი დურაჯი, დედლის თანაბრად, არ სცილდება მათ. დურაჯზე ნადირობისათვის საჭიროა თოფი და მეძებარი ძაღლი. დურაჯი საბუდარი ადგილიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. დურაჯმა უხმაურო და ჩვეულებრივი აფრენა იცის. წამოფრინდება თუ არა შამბნარიდან, ან ბუჩქნარიდან მაშინვე ფრთების ჩქარი და წყვეტილი ფრთხიალით, ნელი სისწრაფით მიემართება პირდაპირ ან ოდნავ გვერდზე, და მცირე მანძილზე გავლისა და შესაფერისი დასამალავი ადგილის შემჩნევისას ჩაფრინდება ამ ადგილზე, რამდენიმე მეტრს გაირბენს და გაინაბება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის ასეთი გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც. ამჯამად დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.

ტექსტი მოამზადა ზახარამ
ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st April 2020 - 17:25