თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ იარაღის გაფორმება და მასთან დაკავშირებული საკითხები

პოსტის ავტორი: Power_VANO May 23 2009, 23:21

ისე, რა მაინტერესებს, საქართველოს კანონმდებლობით როგორი ტიპის დანების ტარება იკრძალება და როგორის არა?

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 23:33

Power_VANO
ეუფ, მაგდენი ნაღდად არ ვიცი, რუსეთში რამდენადაც მახსოვს, პირის ზომა 4 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს და ჩვენთან ნაღდად არ ვიცი, საერთოდ თუ გვაქვს დაგვარი კანონი ეგეც არ გამიგია

პოსტის ავტორი: dato May 24 2009, 11:05

თუ იცით ,,შტიკნოჟი'' არის თუ არა სადმე გაყიდვაში, ან ნებადართულაი თუ არა მისი ტარება?

პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2009, 12:29

ციტატა(dato @ May 24 2009, 11:05 AM) *
თუ იცით ,,შტიკნოჟი'' არის თუ არა სადმე გაყიდვაში, ან ნებადართულაი თუ არა მისი ტარება?

არა , არ შეიძლება ტარება, თუ მეხსიერება არ მრალატობს, არც გაყიდვა

პოსტის ავტორი: hunter777 May 24 2009, 14:11

,,შტიგ ნოჟის,, ხიშტ დანის გაყიდვა ტარება ისჟება კანონით. ცივი საბრძოლო იარაღის კლასში გადის და იმიტომ!

პოსტის ავტორი: დიტო Jun 1 2009, 13:42

http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=29&Itemid=61 აქ არის ყველა მონაცემი იარაღის გაფორმებასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 1 2009, 13:46

გაიხარე..

პოსტის ავტორი: S.Q Jun 1 2009, 19:42

ბიჭებოოო 18 წლიდან უკვე შემილია ხო ვიყიდო და გავიფორმოოო ? ??

პოსტის ავტორი: დიტო Jun 1 2009, 19:45

კი არ იქნება პრობლემა

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 20:01

S.Q
უპრობლემოდ შეგიძლია შეიძინო და ატარო გლუვლულიანი იარაღი.

ხრახლულიანიც შეგიძია შეიძინო ოღონდ (თავდაცვის საშვალების იარაღი როგორებიცაა მაგ:პისტოლეტი და რევოლვერი)მხოლოდ შენახვის უფლებით და კარაბინები და ვინტოვკები უნა ატარო დაშლილი და მხოლოდ სანადირო ვაზნებით.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 2 2009, 13:32

ნოსო
და სანადირო ტყვიებში რას გულისხმობ? მე მაქ cz453 varmint-ის მუღამი 17HMR კალიბრში და ეხლა ფულს ვაგროვებ newsmile05.gif ეგ ტყვიები მგონი ყველა ეხპანსიურია და სანადიროში გავა?

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 2 2009, 13:52

არა ამდენი მე არვიცი მართლა,შენ ახლა რაც მოდელიც დასახელე ეგ პისტოლეტია მგონი არა?
კარაბინებისა და ვინტოვკების შემთხვევაში სანადირო ვაზნა განსხვავდება საბრძოლო ვაზნისაგან ბალისტიკური მაჩვენებელით ,ასესე სანადირო ვაზნას შემაჩერებელი ეფექთი აქვს მეტი ვიდრე საბრძოლოს და რაც მთავარია კანონით სანადირო ვაზნის ტარება დაშვებულია ,ხოლო საბრძოლოზე ციხეა.


ჰანტერ777 ან დოცენტს ან ბონეჰილს ჰკითხე და დაღეჩავენ ამ თემას. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 13:55

ნოსო
რა კარაბინი ნოსო, რეებს ბოდიალობ? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 2 2009, 14:00

რადა ზევით წაიკითხე და გაიგებ,კაცო ხრახნლულიანებზე მელაპარაკება ახალ ვნახე ეს კაცი ,მაგდნი არვიცი რაც ვიცი ის ვუპასუხე

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 14:03

ციტატა(nihontoman @ 2nd June 2009 - 11:32 AM) *
varmint

ვნახე და ეს ეწერა newsmile05.gif
ეხლა რა გინდა ჰა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დიტო Jun 2 2009, 14:06

მოკლედ ნოსო შენს ადგილას მარტო სმაილიკებს ჩავსვამდი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ისე რას დაზდევთ ამ კაცის ყველა ნაბიჯს? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 2 2009, 14:16

რა ხდება ??? მაგი დედა ვატირე ხოა ხრახნილლულიანებხე თემა ჰა?? ხოა??? ხოდა იქ პოსტეთ ვაა!!

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 2 2009, 14:18

არა მემეგონი არაფერია გაუგებარი უბრალოდ მწირი ინფო მივეცი ,ამის გარდა მე ეგ მოდელი არვიცოდი რაიყო და იმიტომ ვიკითხე და ვიტოს რა არმოეწონა ვერგავიგე მართლა.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 2 2009, 16:19

ყველაფერი რო ნათელი გახდეს ეს სურათი ნახეთ, აი ეს არის cz453 varmint. newsmile029.gif


ესეც ტყვია

ჰა, რას იტყვით ხომ მაქვს გემოვნება?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 17:17

საღამოს დავალაგებ ამ საკითხს

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 21 2009, 17:19

დათო

შტიკნოჟის ტარება რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ თუ ძაან აფანატებ მაგ დანაზე, ისნის ბაზრობაზე კიბეებით რომ ახვალ მარცხნივ ერთი ტიპია დანებს ყიდის, იმას ქონდა 60 ლარად ერთი ორი თვის წინ, ისე დიდად მაგ დანას ვერაფერში გამოიყენებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალაზანა Jul 17 2009, 20:39

რა მაინტეეესებს ბიჭებო უსაბუთო თოფის გაფორმება თუ შეიძლება?არავისზე არ არის გაფორმებული და მინდა რომ ჩემზე გავიფორმო და რამე პრობლემა ხო არ იქნება? newsmile058.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 17 2009, 20:54

ალაზანა
არა არ იქნება პრობლემა უბრალოდ თავიდან უნდა მოხდეს მაგის რეგისტრაცია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 17 2009, 21:38

ალაზანა
თუ სხვა პიროვნებაზე არ არის გაფორმებული ან თუ ძიებაში არ არის მაშინ პრობლემაც არ არის.

პოსტის ავტორი: ალაზანა Jul 18 2009, 18:47

ციტატა(შალვა @ Jul 17 2009, 10:38 PM) *
ალაზანა
თუ სხვა პიროვნებაზე არ არის გაფორმებული ან თუ ძიებაში არ არის მაშინ პრობლემაც არ არის.


geojorjika

მადლობა

პოსტის ავტორი: vanichka Jul 19 2009, 10:44

მინდობილობა რო გაკეთდეს თოფზე შეიძლება ეგეთი რამე?

პოსტის ავტორი: xedos Jul 19 2009, 10:54

vanichka
სადღაა მინდობილობები და კაი ცხოვრება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 20 2009, 13:41

vanichka
არა მინდობილობის შანსი არ არის, მაგრამ შეგიძლია მაგალითად თუ ერთ მისამართზე ხართ ჩაწერილები შენ და მამაშენი
მაგ შემთხვევაში გაკეთდეს, თუმცა იგივე პროცედურა უნდა გაიარო როგორც ახლის აღების დროს + ხელწერილიც უნდა დააწერინო
მამაშენს რომ თანახმაა, სხვა შემთხვევაში ნაღდად არა მგონია რომ 2 კაცს 1 იარაღი გაუფორმონ

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2009, 13:42

ციტატა(vanichka @ Jul 19 2009, 11:44 AM) *
მინდობილობა რო გაკეთდეს თოფზე შეიძლება ეგეთი რამე?


მონდობილობა არ კეთდება.

მხოლოდ გადაფორმება.

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 21 2009, 21:24

დღეს ერთი ესეთი თემა ჩამოვარდა და მაინტერესებს თუ ვინმემ იცის:

პისტოლეტის გადაადგილების უფლება თუ აქვს ადამიანს, სპეციალური ნებართვის გარეშე ???

ანუ პისტოლეტი გაფორმებული მაქვს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, თუ პატრულმა სპეციალური ნებართვა არ მოგცა, ისე გადატანის უფლება არ გაქვს. და ვინმემ რამე იცით ამის შესახებ ???

პოსტის ავტორი: ალაზანა Jul 23 2009, 00:15

და რა მაინტერესებს კიდე თუ იცით ვინმემ თოფის გაფორმების პროცედურა რამდენი ხანი გრდზელდება ანუ მისვლიდან რამდენ ხანში გაძლევენ საბუთს...? და თოფს იტოვებენ თუ არა? თუ იცით ვიმემ გამარკვიეთ რაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jul 23 2009, 09:31

ციტატა(ალაზანა @ Jul 23 2009, 01:15 AM) *
და რა მაინტერესებს კიდე თუ იცით ვინმემ თოფის გაფორმების პროცედურა რამდენი ხანი გრდზელდება ანუ მისვლიდან რამდენ ხანში გაძლევენ საბუთს...? და თოფს იტოვებენ თუ არა? თუ იცით ვიმემ გამარკვიეთ რაა newsmile05.gif

10 სამუშაო დღე დაჭირდება მაგ ამბავს, თოფს არ იტოვებენ, +63 ლარი

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 23 2009, 11:38

ალაზანა

მაღაზიაში თუ ყიდულობ, ჯერ მიდიხარ ქავთარაძეზე (საპატრულოში) იღებ გადაადგილების ნებართვას, მერე მიგაქ თოფი, დაათვალიერებენ და 10 დღეში მოგცემენ ტარეფის უფლების მოწმობას.
თუ ხელზე ყიდულობ, მაშინ პატრონი მოგყვება თავისი თოფითვე, იქვე დაათვალიერებენ და დანარჩენი იგივე... თოფი საპატრულოდან მიგაქ პირდაპირ სახლში newsmile05.gif

ხო და ნუ რაც მთავარია, ფსიქო უნდა გქონდეს უკვე გაკეთებული

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 23 2009, 11:43

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 23rd July 2009 - 12:38 PM) *
ჯერ მიდიხარ ქავთარაძეზე (საპატრულოში) იღებ გადაადგილების ნებართვას

რად უნდა გლუვლულიანის მიტანას გადაადგილების უფლება? ეგ პისტოლეტებზე და ავტომატებზეა

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 23 2009, 12:24

რას ქვია არ უნდა ?!?!?!? უსაბუთოდ არც ერთი იარაღის გადატანა არ შეიძლება !! ან იარაღის "ქსივა" უნდა გქონდეს და ან დროებითი უფლება გადაადგილებაზე

და სანამ გაიფორმებ - პირველი არ გაქვს და დარჩა მეორე newsmile05.gif

თან თუ არ ვცდები, მაგ დროებითი ნებართვის გარეშე, მაღაზიიდანაც კი არ გამოგატანენ იარაღს

პოსტის ავტორი: ალაზანა Jul 23 2009, 16:21

მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: გრიზლი Aug 12 2009, 23:20

მოკლედ ეხლა გავაფორმე ახლი თოფი, ანუ რომ მივედი 8 სამუშაო დრე უნდაო მითხრეს, მარტო ფსიქო მიმატანინეს, ანუ 4 ში მივედი დ 14 ოდიო მითხრეს, მაგრამ დღეს მესიჯი მომივიდა და მაცნობეს რომ თქვენი მოწმობა მზად არისოოოოო, მივედი და წამოვიღე, 3 წლიანი აღარ არის მუდმივია და ზუსტად პრავის პონტშია რა, მაგარი გამარტივებულია ყველაფერი ერთხელ გააფორმებ და მორჩა რა, newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif და თოფიც წამოვიღეეეეე

პოსტის ავტორი: დათო ბუ Aug 13 2009, 12:11

ნარეზიანზეც იგივეა?

პოსტის ავტორი: გრიზლი Aug 13 2009, 12:39

ნარეზიანზეც იგივეა თუ არ ვცდები პროსტო მოსაკრებელია ცოტა მეტი მე მგონი

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 16:32

ციტატა(bukusi @ 13th August 2009 - 01:11 PM) *
ნარეზიანზეც იგივეა?


პისტოლეტზე იგივეა და ნარეზიანიც მასე იქნება

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 1 2009, 22:06

ეხლა რა მაინტერესებს, მე მაქვს მაკაროვი, ჩემზეა გაფორმებული.... და ვთქვათ სახლში ვიღაცა შემომივარდა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაინც... და ამ დროს სახლში მე არ ვარ.... მამჩემს ხომ აქვს უფლება პისტოლეტის გამოყენების ???? ნუ კანონით, თორე ისე მაგას ვინ გააჩერებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 1 2009, 22:44

შენ გაქვს სიტვაციიდან გამომდინარე მემგონი და სხვას არავის

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 1 2009, 22:52

ციტატა(hercogi997 @ 1st September 2009 - 11:44 PM) *
შენ გაქვს სიტვაციიდან გამომდინარე მემგონი და სხვას არავის


ხოდა მეც სიტუაციიდან გამომიდნარე ვკითხულობ.... ეხლა ყაჩაღი თუ შემოგივარდა, ხომ არ ეტყვის მაცალე შვილი ამოვიდესო და იმან გესროლოსო newsmile05.gif

და ორ კაცზე 100% არ ფორმდება ხომ ერთი და იგივე იარაღი ??

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 1 2009, 22:54

მგონი 2 კაცზე შეიძლება გაფორმდეს, შეიარე ქავთარაძეზე და იკითხე

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 1 2009, 23:00

გიორგი
ესიგი ჩვენი კანონიდან გამომიდინარე სახლში ვინც დახვდება ფეხში უნდა ესროლოს და როცა იარაღის მფლობელი დაბრუნდება კანტროლკა გაუკეთოს?????

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 1 2009, 23:01

ზახარა

ხოდა მეც ეგ ვერ გავიგე...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 3 2009, 09:59

1000-ჯერ უნდა დამაწერინოთ რა ერთი და იგივე newsmile05.gif

ბიჯო გაფორმება 2 კაცზე შეიძლება, უფრო სწორეთ მამა-შვილზე, ყოველ შემთხვევაში ადრე შეიძლებოდა და
საკუთარ მაგალითზე გეტყვით რომ მც21-12 ჩემზეც არის გაფორმებული და მამაჩემზეც, მოთხოვნა იყო, რომ ერთ
და იგივე მისამართზე უნდა ვყოფილიყავით ჩაწერილები, აქედან გამომდინარე ორივეს გვაქვს გამოყენების უფლება...

რაც შეეხება ყაჩაღის შემოვარდნას, მაგ შემთხვევაში შენც არ გაქვს გამოყენების უფლება უკიდურესი აუცილებლობის გარეშე,
ნუ ეს კანონის ხარვეზია, ანუ იარაღის გამოყენება შეგიძლია იმ შემთხვევაში თუ გიმიზნებენ და სროლას აპირებენ, ანუ სანამ კუროკს
გამოკრავს უნდა დასწრო რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეხლა აქ ოფები არ დამანახოთ, მე დავწერე ის რაც კანოშია და არა ჩემი აზრი და არ დამანახოთ
მაგ კანონს ვინ დაუწყებს ყურებასო და თუ ვინმე შემომივარდა სად დაუწყო ყურება როდის დამიმიზნებსო და რაღაცეები newsmile05.gif

ყველაზე კარგი რჩევას მაინც ქავთარაძეზე გეტყვიან და ამ საკითხსაც მინდა შევეხო, საერთოდ არ არის მისვლა აუცილებებლი,
დარეკეთ 09-ში იკითხეთ ქავთარაძის საპატრულოს ნომერი, დაურეკეთ და კითხეთ რაც გინდათ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 3 2009, 10:01

გაიხარე ვიტო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 3 2009, 14:01

ციტატა(გიორგი @ Sep 1 2009, 11:06 PM) *
ეხლა რა მაინტერესებს, მე მაქვს მაკაროვი, ჩემზეა გაფორმებული.... და ვთქვათ სახლში ვიღაცა შემომივარდა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაინც... და ამ დროს სახლში მე არ ვარ.... მამჩემს ხომ აქვს უფლება პისტოლეტის გამოყენების ???? ნუ კანონით, თორე ისე მაგას ვინ გააჩერებს newsmile035.gif

არა აქვს გიო. ეგ იარაღის შენახვის წესებს ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით ნარეზიანი იარაღი უნდა იყოს სეიფში, და გასაღები მარტო შენ უნდა გქონდეს. თუ ღია დაგრჩა მამაშენს აქვს მაშინ გამოყენების უფლება თავდაცვის მიზნით, მაგრამ შენ დაგაჯარიმებენ არასწორი შენახვისთვის. ჯარიმა 150 ლარამდეა მე მგონი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 3 2009, 14:43

ციტატა(Giorgi @ 3rd September 2009 - 03:01 PM) *
მამაშენს აქვს მაშინ გამოყენების უფლება თავდაცვის მიზნით


150 ლარს კი ავიტან ეგეთ შემთხვევაში, მაგრამ რაც მთავარია - თავდაცვის მიზნით, სხვისი იარაღის გამოყენებაც დასაშვებია, ხომ ?

პოსტის ავტორი: bigmisha Sep 3 2009, 21:52

იარაღის გაფორმება და მასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლიათ იკითხოთ :

შ.ს.ს მომსახურების სააგენტო, (822) 41-91-91 ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 4 2009, 07:07

ციტატა(გიორგი @ Sep 3 2009, 03:43 PM) *
150 ლარს კი ავიტან ეგეთ შემთხვევაში, მაგრამ რაც მთავარია - თავდაცვის მიზნით, სხვისი იარაღის გამოყენებაც დასაშვებია, ხომ ?

თავს თუ იცავ იარაღი კი არა სხვისი თავის ქალაც რომ ესროლო ფეხებს ვერ მოგჭამენ. კაცი მკლავდეს და იმას დავუწყო ძებნა ვისი იარაღია??? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 4 2009, 16:09

ესეიგი დღეს მივაჭერი ქავთარაძეზე, სამი კითხვით:

1. საჭიროა თუ არა პსიქო თავიდან აღება, თუ უკვე მაქვს გაფორმებული თოფი (უახლოეს წარსულში)
2. შეიძლება თუ არა ერთი იარაღის ორ კაცზე გაფორმება
3. დასაშვებია თუ არა სხვისი იარაღის გამოყენება თავდაცვის მიზნით

პირველ კითხვაზე მივიღე პასუხი, რომ 6 თვის განმავლობაში ფსიქოს თავიდან აღება არ არის საჭირო
მეორე კითხვა რომ დაუსვი, ისეთი თვალებით შემომხედა იმ კაცმა, რომ მესამე კითხვის დასმა შემეშინდა და აღარ ვკითხე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: ვიტო Sep 4 2009, 21:37

გიორგი
ეგ დურაკი შეგხვდა და იმიტომ, არსი ვერ გააგებინე, უნდა აგეხსნა ის 2 კაცი ვინ იყო ერთმანეთის და მიხვდბოდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 6 2009, 01:45

ვუთხარიიი... აქ დავწერე მოკლედ თორე, ვუთხარი მამაჩემზე მინდა თქო გაფორმება.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xedos Sep 6 2009, 09:44

კაცო ეგ ადრე ხდებოდა. ერთ კაცზე აფორმებდნენ და მეორეს მინდობილობას აძლევდნენ. თუ მამას ქონდა გაფორმებული, შვილს ადზლევდნენ მინდობილობას. და თუ პირიქით შვილზე იყო, მამას შუა თითს აჩვენებდნენ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეს ბოლო დროს ესე იყო ნაღდი ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 6 2009, 18:05

ხვალიდან ვიწყებ ანალიზებსე სიარულს!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 6 2009, 19:34

იკო თუ რამე ერთი 22 ლიტრიანი ფორუმელებზეე იქნება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 6 2009, 19:43

ბაზარი არაა newsmile05.gif მივესალმები newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2009, 10:17

იკო1981

ციტატა(irakli kvachadze @ 6th September 2009 - 07:05 PM) *
ხვალიდან ვიწყებ ანალიზებსე სიარულს!!!

მოგეცადა 10 დღე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 7 2009, 12:01

10 დღე რატო???newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2009, 21:06

მიტო

newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 7 2009, 21:11

კარგი ღვინო თუ იყო ორგანიზმში კარგა ხანს არის გამჯდარი თუ ახალი და წლევანდელი ადვილად გადის და არ აქვს პახმელია small3d012.gif small3d012.gif small3d012.gif small3d012.gif small3d012.gif small3d012.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 14 2009, 11:25

თქვენადა დღეს დასვენების დღეა? იარაღზე სმს-ი მომივიდა მზად არისო და მისვლას აზრი ააქვს?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 14 2009, 11:31

ციტატა(ვიტო @ Oct 14 2009, 12:25 PM) *
თქვენადა დღეს დასვენების დღეა? იარაღზე სმს-ი მომივიდა მზად არისო და მისვლას აზრი ააქვს?


მიდი რა შენ კიდე - შორს ხომ არ არის შენგან..... newsmile05.gif ან დაურეკე ბოლო ბოლო

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 14:35

დღეს ვიყავი თოფის გადასაფორმებლად და იმდენი რამე მომთხოვეს კინაღამ გავგიჟდი, ფსიხო ახლიდანო რაგაც მოსაკრებლები და კი მიჯდება გადაფორმება 100 ლარი, იმედია პარასკევამდე მოვასწრებ ყველაფერს newsmile071.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 20 2009, 14:40

ხო გითხარი ეგრეათქო ფსიხო და 60 ლარამდე უნდა.აიღე უკვე თოფი??

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 15:16

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 20 2009, 03:40 PM) *
ხო გითხარი ეგრეათქო ფსიხო და 60 ლარამდე უნდა.აიღე უკვე თოფი??

ველაპარაკე და გაფორმების რაც არისო 50/50 გადავინაწილოთო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 20 2009, 15:32

აბა გილოცავ მაშინ და ეგაა

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 16:16

ჯერ მოიცა, დაკუმენტ სლუშიიიიიიიიიიი დაკუმენტტტტტტტტტტტტ

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 20 2009, 22:38

ციტატა(Power_VANO @ May 24 2009, 12:21 AM) *
ისე, რა მაინტერესებს, საქართველოს კანონმდებლობით როგორი ტიპის დანების ტარება იკრძალება და როგორის არა?

21 წლამდე დანის ტარება აკრძალულია, ზოგს გონია რომ 18 წლამდეაო მაგრამ არა! 21 წლამდე დანის ტარება აკრძალულია და ისთვალსიწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით

პოსტის ავტორი: Davitus Nov 6 2009, 18:46

მგონი ყველასთვის საინტერესო თემაა, ამიტომ დეტალურად ვდებ, მაღაზიაში ნაყიდი გლუვლულიანი იარაღის გაფორმების პროცედურას

1. მივდივართ მაღაზიაში, ვირჩევთ გლუვლულიან იარაღს, ვიხდით სრულ ღირებულებას

ამის შემდეგ მაღაზიის გამყიდველი გვაძლევს შეძენის ყუას



2. ამის გარდა გვჭირდება, ფსიქო (ერთ-ერთი ყველაზე მარტივად და სწრაფად ასაღები ადგილი არის, არამიანცის საავადმყოფოს, პირველ სართულზე მდებარე დაწესებულება, მეტრო 300 არაგველების მიმდებარე ტერიტორია)





ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ფსიქოს აქვს 3 წლის ვადა

3. შეძენის ყუა, ფსიქო, 39 ლარი და პირადობის მოწმობა მიგვაქვს მოსმახურების საგენტოში, ქავთარაძის ქ. #5

იქ ვიღებთ 3 ქვიტარს: ქვითარი #025 = 20GEL, ქვითარი #026 = 10GEL, სანებართვო ქვითარი = 6 GEL, ბანკის მომსახურება = 3 GEL ეს ყველაფერი მიგვაქვს იარაღის გაფორმების განყოფილებაში, იწერენ, ტელ ნომერს, თქვენს ხელმოწერას, და გადაგიღებენ სურათს... 10 დღის შემდეგ მოწმობა მზად არის

ანუ ჯამში გამოდის: ფსიქო =35 GEL + ქვითარი #025 = 20GEL + ქვითარი #026 = 10GEL + სანებართვო ქვითარი = 6 GEL + ბანკის მომსახურება = 3 GEL =74 GEL

იმ შემთხვევაში თუ იმ დღესვე გინდათ მოწმობა, დამატებით იხდით 84 GEL ანუ სულ 74 + 84 = 158 GEL


მგონი საკმაოდ ამომწურავად დავწერე და კითხვები აწი არავის გაუჩნდება, მაღაზიიდან შეძენილ გლუვლულიანის გაფორმებაზე

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 6 2009, 18:56

Davitus

newsmile027.gif გაიხარე კარგია

პოსტის ავტორი: cz80 Nov 6 2009, 18:59

საღოლ დავით, კაკრაზ მაინტერესებდა ეგ ამბები დაწვრილებით...შენა და ფსიხოზე ბევრი ტვინის...ნაა თუ მალევე გაძლევენ.. ( ნუ ამ კონკრეტულ ადგილას მაინტერესებს არამიანცში ) ?

პოსტის ავტორი: Davitus Nov 6 2009, 19:12

cz80

ფული მიეცი 35 GEL და ზუსტად 5 წუთში გაგიშანშალებენ

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 6 2009, 23:40

Davitus
ეხლა ისიც დაწერე მაგნუმში ატაარმსის თოფების მოდელები როგორ წერია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2009, 23:59

კაია
გაიხარე საჭირო ინფოსთვისnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 7 2009, 00:41

კარგი იყო...თუ თოფს სხვაგან ყიდულობ...მფლობელი გარდაცვლილია(ვიზედაც არის გაფორმებული) და იმისი მემკვიდრეები ყიდიან..მაგ შემთხვევაში როგორ ხდება???...ან საერთოდ არავიზეც არ არის გაფორმებული და შთამომავალი ყიდის??..

პოსტის ავტორი: Davitus Nov 7 2009, 02:46

ლევანი
ეგ სხვამ დაწეროს, არ მქონია ეგ შემთხვევა და ხომ არ მოვიგონებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 7 2009, 03:09

ციტატა(ლევანი @ Nov 7 2009, 01:41) *
კარგი იყო...თუ თოფს სხვაგან ყიდულობ...მფლობელი გარდაცვლილია(ვიზედაც არის გაფორმებული) და იმისი მემკვიდრეები ყიდიან..მაგ შემთხვევაში როგორ ხდება???...ან საერთოდ არავიზეც არ არის გაფორმებული და შთამომავალი ყიდის??..

ეს კონკრეტული შემთხვევა ცხოვრებაში მოგიხდა? ანუ იარაღს ყიდულობ და მფლობელი გარდაცვლილია? აი შენს კითხვებზე ზუსტ და ამომწურავ პასუხს მოგწერ ორშაბათს newsmile05.gif პ.ს თუკი რათქმაუნდა იქამდე სხამ არ გიპასუხა

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 9 2009, 23:20

ლევანი
მოკლედ საქმე უფრო მარტივად ყოფილა ვიდრე მეგონა, თუ თოფის მფლობელი გარდაიცვალა და მემკვიდრეები ყიდიან მაშინ ჯერ მემკვიდრემ უნდა გადაიფორმოს თოფი და მერე მემკვიდრემ უნდა გადმოგიფორმოს შენ newsmile05.gif ეს არის და ეს

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 9 2009, 23:23

Der Rote Baron

ციტატა(george911 @ 10th November 2009 - 00:20) *
მოკლედ საქმე უფრო მარტივად ყოფილა ვიდრე მეგონა, თუ თოფის მფლობელი გარდაიცვალა და მემკვიდრეები ყიდიან მაშინ ჯერ მემკვიდრემ უნდა გადაიფორმოს თოფი და მერე მემკვიდრემ უნდა გადმოგიფორმოს შენ newsmile05.gif ეს არის და ეს

დეიდაშვილს აქვს პაპამისის ნაქონი თოფი რომელსაც საბუთი დაკარგული აქვს,ალბათ მარტივად გაფორმდება ხო?

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 10 2009, 00:13

ციტატა(george911 @ 7th November 2009 - 04:09) *
ეს კონკრეტული შემთხვევა ცხოვრებაში მოგიხდა?

კი...ერთი თოფი იყო და მერე თავი შევიკავე...იმის მერე კაი დრო გავიდა..მარა მაინც მაინტერესებდა..

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 10 2009, 01:30

ციტატა(გიორგევიჩ @ Nov 10 2009, 00:23) *
Der Rote Baron

დეიდაშვილს აქვს პაპამისის ნაქონი თოფი რომელსაც საბუთი დაკარგული აქვს,ალბათ მარტივად გაფორმდება ხო?

კი მემკვიდრეობით ვისზეც გადავიდა გაიფორმებს ი ვსო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 10 2009, 12:54

Der Rote Baron
გაიხარე

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 8 2009, 19:44

ბიჭებო რა მაინტერესებს თოფს რო გაიფორმებ ტარების უფლება კიდე ცალკე უნდა აიღო?

პოსტის ავტორი: გოგა Dec 8 2009, 20:42

ლეკი
თოფს რო გაიფორმებ და საბუთს მოგცემენ,ეგ არის ტარების ნებართვაც

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 10 2009, 15:12

მადლობ გოგა გაიხარე. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 13 2009, 17:48

ხომ ვერ მეტყვით ზუსტად ქავთარაძეზე რა ადგილასაა სანებართვო?

პოსტის ავტორი: გოგა Dec 13 2009, 22:05

ლეკი
ტროლეიბუსების პარკი რომ იყო,იმას როგორც აცდები დაინახავ,ახალი შენობაა

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 13 2009, 23:16

ლეკი
ქავთარაძის 5ა

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 18 2009, 19:43

რა მაინტერესებს ახლობელს აქვს პაპის ნაჩუქარი გეკო, არავითარი საბუთი არააქვს და შეიძლება თუ არა გაფორმება? ან ვთქვათ იარაღი ძებნაშია როგორ უნდა გაიგოს წინასწარ? ძებნაში კი არა მგონია იყოს მაგრამ მაინც. სანებართვოს ნომერი თუ იცით ეგეც მითხარით. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 18 2009, 20:46

ლეკი
მეც პაპის ნაჩუქარი გეკო მქონდა უსაბუთო. მივიტანე და ჩვეულებრივ გამიფორმეს. იარაღის ნომერი შეიყვანეს და ნებართვა მომცეს. ბალისტიკაზეც კი არ შეუმოწმებიათ.

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 19 2009, 13:55

მადლობა!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 19 2009, 14:14

თუ შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ რა დოკუმენტებია საჭირო იარაღის გადასაფორმებლად? წინასწარ მადლობა!!

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 19 2009, 16:50

ფსიქოა საჭირო მარტო, დანარჩენი კიდე რო მიხვალ გასაფორმებლად იქვე აიღებ ქვითრებს და ეგ არი რა. რისი ქვითრებია საჭირო არ მახსოვს ზუსტად. თვითონ გეტყვიან მაგას.

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 19 2009, 17:24

მოგეხსენებათ ჩემი ამბავი ეხლა გავხდი18 და მინდა გავიფორმო დაა არანაირი საბითი არააქვს არც ძველი არც ახალი და პრობლემა ხოარაფერი იქნება ან რა დამიჯდება? გლუვლულიანია

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 19 2009, 17:27

ჯეკო
არა არანაირი პრობლემა არ გექნება.

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 19 2009, 17:33

და თანხაც ხოარიცი ავთო ? რა დამიჯდება დაახლოებით?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 20 2009, 17:14

ჯეკო
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ 80 ლარზე ნაკლები დაგიჯდება რა

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 20 2009, 20:59

კუდიგორელი ხარაშო სპასიბა ძმა ჯიგარიხარ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 20 2009, 21:05

80 ლარამდე დაგიჯდება ადი საპატრულოში და იკითხე იარაღის გაფორმება მინდათქო და ყველაფერს გეტყვიან გაიფორმებ და 10 სამუშიაო დღის მერე წამოიღებ იარაღის საბუთს

პოსტის ავტორი: KOBALIA Dec 20 2009, 23:12

http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=69&Itemid=103

აქ ნახავთ ფასებს და დოკუმენტაციას რაც გჭირდებათ

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 20 2009, 23:21

არადა ეს ყველაფერ მგონი ამავე თემის დასაწყისში წერია newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Dec 20 2009, 23:26

კი წერია მარა ყველას ეზარება წინა პოსტების წაკითხვა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 21 2009, 11:44

ჯეკო
დღეს გავიფორმე თოფი და 66 ლარი ჯდება + ფსიხო 30 ლარი

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 21 2009, 16:00

ლეკი მადლობა გაიხარე ანუ სულ 96 ლარიი ხოო?

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 22 2009, 14:27

კიი 96 ლარი ჯდება ყველაფრიანად.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 22 2009, 14:40

კაცოუუუ მეორე კრუგზე წახვედით უკვე ხო იცი newsmile05.gif newsmile05.gif ეს ყველაფერი წერია ამავე თემაში... წინა გვერდები გადაათვალიერეთ....


პოსტის ავტორი: Hunt01 Dec 23 2009, 19:19

ციტატა(dato @ May 24 2009, 12:05) *
თუ იცით ,,შტიკნოჟი'' არის თუ არა სადმე გაყიდვაში, ან ნებადართულაი თუ არა მისი ტარება?



გაკიდვაში ოფიციალურად არ მინახავს მაგრამ მშრალ ხიდტან იკიდი ზველმანებს რომ კიდიან......

პოსტის ავტორი: elisa Dec 27 2009, 22:26

მოგესალმებით ყველას! ერთი თოფის ნებართვა უკვე მაქვს, მეორე თოფის ყიდვის შემთხვევაში კიდევ დამჭირდება ფსიხოს აღება ექიმიდან? მადლობთ წინასწარ!

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 27 2009, 23:15

elisa

თოფის გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში (თუ არ ვცდები) - არ დაგჭირდება

პოსტის ავტორი: druncha Feb 24 2010, 09:27

ვადის გასვლის შემდეგ თუ არის რამე ჯარიმა და ხელახალი გაფორმება როგორ ხდება ?

პოსტის ავტორი: KELE. Mar 22 2010, 21:18

ჯიგრებო რა მაინტერესებს.გეკო მხოლოდ შენახვის უფლებით ფორმდება ხო?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Mar 22 2010, 21:25

KELE.
შენახვის და ტარების უფლებით. ესე იწერება საბუთში

პოსტის ავტორი: გოგა Mar 22 2010, 21:26

KELE.
ტარების უფლებაც გაქვს

პოსტის ავტორი: KELE. Mar 25 2010, 22:58

მადლობა

პოსტის ავტორი: geogio Jun 1 2010, 15:44

პნევმონიურ იარაღს გაფორმება უნდა?

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 1 2010, 21:58

geogio
არა პნევმატურს გაფორმება არ ჭირდება. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 1 2010, 22:06


ციტატა(geogio @ 1st June 2010 - 16:44) *
პნევმონიურ იარაღს გაფორმება უნდა?


პნევმონია- არის ფილტვების ანთება, პნევმატიკური იარაღი და არა პნევმონიური

პნევმატიკის განყოფილებაში ხომ იკითხე უკვე და ხომ გაგეცი პასუხი, ორი კითხვის ერთიდაიგივე თემაში გახსნა არ არის საჭირო, დაელოდე და აუცილებლად გიპასუხებთ. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: geogio Jun 2 2010, 08:52

აწი აღარ დავსვამ კითხვას არსად.

მიღებულია

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 2 2010, 09:04

geogio
თუ რამე გაინტერესებს უნდა დასვა კითხვა აბა როგორ, დახმარსებას კი არავინ დაგზარდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geogio Jun 2 2010, 09:06

Bonehill
მადლობა დიდი გაიხარე

პოსტის ავტორი: ij18e Jun 13 2010, 08:19

მთავარია დანა ქონდეს იმ შემთხვევაში თუ სანადიროდ ან სათევზაოთ მიდიხარ. ქუჩაში კი დანით სიარულს აზრი არ აქვს

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 2 2010, 23:05

ბიჭებო რა უნდა გკითხოთ, 22 ნოემბერს გავიფორმე იარაღი და დღემდე ველოდები მოწმობას. სმს არ მომსვლია და არ ვიცი რა ვქნა? ხვალ მივიდე მე თვითონ თუ დაველოდო მესიჯს?

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 2 2010, 23:07

ლეკი
10 დღე თუ გავიდა მიდი მზად ექნებათ!!!

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 2 2010, 23:12

ზახარა
10 დღე კი გავიდა.. უკვე მეთერთმეტე დღე დაიწყო.. შაბათ-კვირაც ითვლება იმ გასულ დღეებში? და მესიჯი რატო არ მომწერეს მაინტერესებს.. wtfg.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 3 2010, 01:28

ციტატა(leki_gio @ 3rd December 2010 - 01:12) *
შაბათ-კვირაც ითვლება იმ გასულ დღეებში?

არა 10 სამუშაო დღე ითვლება. მეც ასაღები მაქვს.

პოსტის ავტორი: romeo 1 Dec 3 2010, 10:00

ითვლება 8 სამუშაო დღე, შაბათი და კვირა გააჩნია რამდენჯერ დაყვება+ თუ რამე დღესასწაული დაყვება და არა სამუშაო დღე იქნება. მე უკვე მივაკითხებდი სააგენტოს.

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 3 2010, 16:49

დღეს მივაკითხე მომსახურების სააგენტოს და მოწმობა ავიღე.. newsmile093.gif დიდი მადლობა პატრულს.. newsmile035.gif ლევან შენიც მზად იქნება უკვე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 8 2010, 18:41

გამარჯობათ ჩემ თოფზე გამივიდა ვადა და რა საბუთები დამჩირდება რო გავაგრძელებინო

წინასწარ დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 8 2010, 19:41

newsmile05.gif


პოსტის ავტორი: შუკა Dec 8 2010, 19:45

მართვის მოწმობა და 76 ლარი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დათაბატონი Dec 8 2010, 19:47

ციტატა(სანდრიკა @ Dec 8 2010, 19:41) *
გამარჯობათ ჩემ თოფზე გამივიდა ვადა და რა საბუთები დამჩირდება რო გავაგრძელებინო

წინასწარ დიდი მადლობა newsmile05.gif



აუცილებელია მიიტანო ვადაგასული საბუთი... და გაიფორმებ იარაღს სამუდამოდ... ეხლა ხდება იარაღის უვადო გაფორმება

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 8 2010, 20:14

დიდი მადლობა და ჯარიმა ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 8 2010, 20:50

სანდრიკა ჯარიმა არ არის. თუ იარაღი ხრახნია ვაზნებსაც მოითხოვენ. მე ნაგანის 3 საბრძოლო ვაზნა მომთხოვეს "ბალასტიკისათვის"

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 9 2010, 20:39

გლუვლულიანია : მადლობთnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: svani var Jan 19 2011, 17:03

მაქვს იარაგი უსბუთო და თუ შეიძლება მისი გაფორმება თუ არადა გადავუძახებ რიონში.

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 19 2011, 22:54

ციტატა(svani var @ Jan 19 2011, 18:03) *
მაქვს იარაგი უსბუთო და თუ შეიძლება მისი გაფორმება თუ არადა გადავუძახებ რიონში.

თუ იარაღით არ არის ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედემა, არ არის გამოცხადებული სახელმწიფო ძებნაში, თუ სხვა ვინმეზე არ არის გაფორმებული და თუ იარაღზე ნომერი არ არის წაშლილი მაშინ უპრობლემოდ გაიფორმებ. გაფორმება ფსიხოს გარეშე დაგიჯდება 77 ლარი.

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 23:15

ლეკი
და როგორ შეილება შემოწმება იარაღის სახელმწიფო კონტროლზე არის თუ არა newsmile035.gif
საიდანღაც პაპაჩემმა მაიტანა ადრე და საციხოდ არ გამიხდეს თავი თქო, არადა მაგარი თოფია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 19 2011, 23:35

თუ გლუვლულიანია მაშინ არ იქნება სავარაუდოდ პრობლემა. აი ხრახნილლულიანი კი ოოო...

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 19 2011, 23:36

ჩაკრულო
თუ ნაცნობი გყავს ვინმე მომსახურების სააგენტოში სთხოვე და ნახავს.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 20 2011, 18:38

ეხლა ფსიქო საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობა(პრავა) არ გაგაჩნია.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2011, 18:42

ციტატა(romeo 1 @ 20th January 2011 - 19:38) *
ეხლა ფსიქო საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობა(პრავა) არ გაგაჩნია.


ვისაც აინტერესებს, ვეტყვი რომ, პისტოლეტ - რევლოლვერების გარდა, ბალისტიკური ექსპერტიზა არ უტარდება არც ერთ იარაღს... პასუხი კითხვაზე რატომ - ამ ეტაპზე არ არისო მოთხოვნა

პოსტის ავტორი: svani var Jan 22 2011, 13:17

ბალისტიკური ექპერტიზა ანუ არის თუ არა გამართული იარაღი ხო?

პოსტის ავტორი: Davitus Jan 22 2011, 13:49

svani var

ბალისტიკური ექსპერტიზა არ იცი რა არის და სხვა დასკვნებს კარგად აკეთებ, მოკლედ რაც არ იცი იმის პოსტვას მოეშვი, თორემ წავშლი, არაკომპეტენტური ხარ მთელ რიგ საკითხებში და ექსპერტივით პოსტებს წერ!

მესამედ გარფთხილებ უკვე, მერე 1 კვირიანი ბანი, და დაისვენებ ცოტა ხნით

პოსტის ავტორი: ალაზანა Jan 23 2011, 22:00

გეკოს გაფორმებას რა ჭირდება მითხარით რაა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 23 2011, 22:27

გეკოში მცირეკალიბრიან შაშხანას გულისხმობ ალბათ? მართვის უფლებაა საჭირო, თუ არა გაქვს მაშინ ,, ფსიქო,, ანუ ჯანმთელობის ცნობა. და ფული რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: ალაზანა Jan 25 2011, 00:56

მადლობა...და არავისზე არაა გაფორმებული და პრობლემა ხო არ იქნება რამე თუ იცით?

პოსტის ავტორი: Davitus Jan 25 2011, 04:39

ალაზანა

თუ არავიზე არაა და დარწმუნებული ხარ რომ იარაღი არავის ხელში არ იყო რეგისტრირებული და ამ იარაღზე არ იქნება კანონდარღვევა... ჩვეულებრივ მიიტან, გადაიხდი 77 ლარს, დაგჭირდება პირადობა და მართვის მოწმობა, თუ ეს უკანასკნელი არ გაქვს ფსიქო

და გაგიფორმებენ ჩვეულებრივად... არაფერს არ გეტყვიან

პოსტის ავტორი: ალაზანა Jan 26 2011, 16:13

მადლობა

პოსტის ავტორი: tengomengo Jun 26 2011, 23:32

თუ იცით თოფის გაფორმება შეილება მინდობილობით? და რამე შეზღუდვა თუ მექნება მამაჩემისგან მინდობილობით რო გავიფორმო? newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 26 2011, 23:39

tengomengo
მინდობილობით იარაღი არ ფორმდებაა !! .


პოსტის ავტორი: rachveli Dec 22 2011, 10:47

თოფის გაფორმებისას ფსიქო საჭიროა მაინც თუ მართთვის მოწმობა გაქვს?

პოსტის ავტორი: nick_travel Dec 22 2011, 12:07

თუ ახალი მართვის მოწმობაა მაშინ არ დაგჭირდება ფსიქო

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 22 2011, 16:37

თუ ძველი მოწმობა გაქვს კიდე.... ზუსტად 5-6 წუთში ცვლიან. ჯდება 16 ლქრი. ამასწინად შემიცვალეს მართვის მოწმობა და გაოგნებული ვუყურებდი ხელში ახალ მოწმობას..რომელიც ზუსტად 5-6 წუთში(ვამბობ ზუსტ დროს და არა ზოგადად) მომცეს განაცხადიდან.

პოსტის ავტორი: rachveli Dec 22 2011, 22:28

არა ახალი მაქვს, მადლობთ!

პოსტის ავტორი: BIGმიშა Dec 23 2011, 15:28

თოფის საბუთს გაუვიდა ვადა ოქტომბერში და ახლა რო შევცვალო ჯარიმა ხოარ მექნება რამე გადასახდელი?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 23 2011, 15:34

არა

პოსტის ავტორი: romeo 1 Dec 23 2011, 18:55

არა თუ შენ მიაკითხავ და ვადას გაიგრძელებ, თუ უბნის ინსპექთორი დაგასწრებს და თვითონ მოვა, აი მაშინ კი ვერ ასცდები ჯარიმას.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 23 2011, 23:51

ციტატა(levani @ 22nd December 2011 - 17:37) *
გაოგნებული ვუყურებდი

გამოდი სახლიდან, სასტაულები ხდება ქალაქში, სასტაულები!!! D.gif

პოსტის ავტორი: mengreli Mar 9 2012, 20:15

მაინტერესებს სანადირო იარაღის თხოვება თუ შეიძლება??

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 9 2012, 20:26

mengreli
არა

პოსტის ავტორი: nik@a Mar 9 2012, 21:18

კანონში რაღაც ცვლილებაა, ამ იარაღის განათხოვრებასთან დაკავშირებით... თუ ვინმეს ხელი მიუწვდება იქნებ გადაემოწმებინა ? რაღაცა ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებას მოვკარი ყური და რამდენარ მართალია არ ვიცი...

პოსტის ავტორი: შუკა Mar 10 2012, 15:10

მეც მოვკარი ყური რომ 3-ზე მეტი იარაღი ვისაც ექნება რაღაც გდასახადიაო ..
ჩემებს ვისაც ვკითხე არავინ არაფერი იცის იქნებ აქ იცოდეს ვინმემ..

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 10 2012, 22:13

ოო ეგ ცუდი ამბავია თუ მართალია

სამი მაქვს უკვე და ასეიგი აღარ მოუმატო?!
მაინცდამაინც უნდა ჩავანაცვლო კაცო
ესენი ვინ არიან რაა ვეღარ გაძღნენ

პოსტის ავტორი: Davitus Mar 11 2012, 19:21

მაქსიმუსა

არ გეწყინოს, მაგრამ, თუ საშუალება არ გაქვს, 3 იარაღზე მეტის ქონა მარაზმია, თუ საშუალება გაქვს, გადახდის უკანა ნალიც უნდა გქონდეს newsmile045.gif

უამრავი იარაღი მქონდა, მაგრამ იმ აზრამდე დავედი, რომ ჯობია 1-2 გქონდეს და "უნივერსალურ-ხარისხიანი"

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 11 2012, 20:29

ციტატა(Davitus @ Mar 11 2012, 20:21) *
მაქსიმუსა

არ გეწყინოს, მაგრამ, თუ საშუალება არ გაქვს, 3 იარაღზე მეტის ქონა მარაზმია, თუ საშუალება გაქვს, გადახდის უკანა ნალიც უნდა გქონდეს newsmile045.gif

უამრავი იარაღი მქონდა, მაგრამ იმ აზრამდე დავედი, რომ ჯობია 1-2 გქონდეს და "უნივერსალურ-ხარისხიანი"

არა მგონია, მარაზმი იყოს.. იარაღის მოყვარული სხვაა და მომხმარებელი ცოტა სხვა.. კოლექციონერებს რა პასუხსა ვცემთ? პირიქით, რაც მეტის მფლობელია, ნაკლებს უნდა იხდიდეს.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 11 2012, 20:53

შადი შამოდი

კოლექციონერი სხვა განზომილებაა, ზოგადად მონადირეს ვგულისხმობ მე, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ პიროვნებაზე ვიგულისხმე


იარაღის მოყვარულს და კოლექციონერს თუ იმის საშუალება არა აქვს თავისი ძვირადღირებული ჰობი ფინანსური კუთხითაც უზრუნველყოს, მაშინ ამდენი იარაღის ქონის აზრზს ვერ ვხედავ მე

ეს ჩემი პირადი აზრია და კანონმდებლობაში რომ ვიყო, ნამდვილად შევუწყობდი ხელს ჩამოყალიბებაში


ვიცნობ ბევრს, რამდენიმე ათეულობით იარაღი რომ უყრიათ, ოჯახი ხრამიას პრინციპით და ეგენი თუ ბიუჯეტს რამეს შემატებენ, ურიგო არ იქნება




პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 11 2012, 21:38

შადი შამოდი

ციტატა
რაც მეტის მფლობელია, ნაკლებს უნდა იხდიდეს.

ამ აზრს ვეთანხმები!
ამათი გადასახედიდან გონიათ რომ ბევრი გაქ და უნდათ რომ უფრო ბევრი გადაიხადო, არადა ეს სამივე ნაგროვ-ნაგროვი კაპიკებით მაქვს ნაყიდი იმიტომ რომ მიყვარს! არცერთის გაყიდვას არ ვფიქრობ, კიდე ვაგროვებ ფულს რომ კიდე ერთი მინდა ვიყიყიდო, მაგრამ როგორც ჩანს გასაქანს არ გვაძლევენ! ძალიან ცუდია, კოლექციონერი არ ვარ მაგრამ მომწონს სხვადასხვა გლუვლულიანის მფლობელი რომ ვარ, განა ეს ცუდია?
დრო მოვა და იმ უნივერსალურ-ხარისხიანსაც შევიძენ, მაგრამ ამათ მაინც არ გავყიდი! (ჯვარი მწერია არ გამიჭიროს ღმერთმა)

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2012, 22:40

ციტატა(romeo 1 @ Dec 23 2011, 19:55) *
არა თუ შენ მიაკითხავ და ვადას გაიგრძელებ, თუ უბნის ინსპექთორი დაგასწრებს და თვითონ მოვა, აი მაშინ კი ვერ ასცდები ჯარიმას.

და რამდენია ჯარიმა ხო არ იცი???

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2012, 22:45

კიდე ბიჭებო ხო არ იცით რა ღირს ვადაგასულის გადაფორმება? 76 ლარი იყო და ყური მოვკარი 46 გახდაო ?!

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 12 2012, 08:25

LeoTaso
ამ წლის იანვარში 76 ლარი იყო , 46 ლარზე არაფერი მსმენია

პოსტის ავტორი: shaman Mar 12 2012, 08:37

ვადაგასული არ ვიცი,მაგრამ ეხლა გავიფორმე გლუვლულიანი მაღაზიიდან და 46 გადავიხადე მომსახურების სააგენტოშI!

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 12 2012, 09:52

ციტატა(shaman @ 12th March 2012 - 09:37) *
ვადაგასული არ ვიცი,მაგრამ ეხლა გავიფორმე გლუვლულიანი მაღაზიიდან და 46 გადავიხადე მომსახურების სააგენტოშI!

მაღააზიდან როცა ყიდულობ მემგონი ეგრეა,მეც რომ ვიყიდე აგარ მახსოვს ზუსტად მემგონი 46 გადავიხადე,მარა მერე 2 თოფი გავიფორმე კიდე და 76-76 გადავიხადე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 12 2012, 11:54

44 დამიჯდა ახლი თოფი რო ვიყიდე მაღაზიიდან

პოსტის ავტორი: xishnika Mar 13 2012, 18:34

ციტატა(შუკა @ Mar 10 2012, 16:10) *
მეც მოვკარი ყური რომ 3-ზე მეტი იარაღი ვისაც ექნება რაღაც გდასახადიაო ..
ჩემებს ვისაც ვკითხე არავინ არაფერი იცის იქნებ აქ იცოდეს ვინმემ..

ეგ კანჯონი თუ შემოიღეს ერთადერთ სიკეთეს რასაც მოიტანს ის იქნება რომ იარაღი გაიაფდება წესით და რიგით,მეტი დადებითი ამ კანონს მე მგონი არაფერი არ ააქვს

პოსტის ავტორი: nik@a Mar 13 2012, 18:38

როცა მაღაზიიდან ყიდულობ ჯდება 46 ლარი... მაგრამ როცა კერძო პირისგან იძენ იარაღს ემატება 30 ლარი... რადგან ჯერ უნდა მოხდეს ჩამოწერა იარაღის, შემდეგ ახალ პირზე გაფორმება...

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 13 2012, 20:37

ციტატა(nik@a @ Mar 13 2012, 19:38) *
როცა მაღაზიიდან ყიდულობ ჯდება 46 ლარი... მაგრამ როცა კერძო პირისგან იძენ იარაღს ემატება 30 ლარი... რადგან ჯერ უნდა მოხდეს ჩამოწერა იარაღის, შემდეგ ახალ პირზე გაფორმება...

ხო მაგრამ, როცა საკუთარი თოფის ვადაგასული მოწმობის გაგრძელება გინდა რა ჩამოწერაზეა საუბარი?! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Mar 13 2012, 20:49

LeoTaso
ვადაგასული მოწმობა ? ასეთი რამ არც მსმენია.... ჩემ მოწმობას ვადა ნამდვილად არ აქვს.... რაც არ ვიცი არ ვიცი... ვინც გარკვეულები არიან იმათ დაელოდე... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 13 2012, 20:59

nik@a

ალბათ ახალი აგებული გაქვს newsmile05.gif , მე ჩემი 2 თოფი 2009-ში ავიგე და ეხლა გაუვიდა ვადა მოწმობას, ანუ დროებითი იყო ( სამ წლიანი)

პოსტის ავტორი: nik@a Mar 13 2012, 21:03

LeoTaso
ხოო არ ვიცი ალბათ მერე შეიცვალა... მგონი 2010ის ბოლო იყო ან 11ის დასაწყისი პირველად რო იარაღი გავიფორმე...

პოსტის ავტორი: ბესო Mar 14 2012, 10:50

ძველ იარაღს ბალისტიკის თანხა ემატება - რა ბალისტიკა ჭირდება გლუვლულიანს არ ვიცი, მაგრამ... ფულს წერს სამაგიეროდ.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 14 2012, 12:31

ციტატა(mgalobla @ 14th March 2012 - 11:50) *
ძველ იარაღს ბალისტიკის თანხა ემატება - რა ბალისტიკა ჭირდება გლუვლულიანს არ ვიცი, მაგრამ... ფულს წერს სამაგიეროდ

და ბალისტიკას უკეთებენ რომ? გარედან შეხედა თოფს მე რომ გადავაფორმე.ახედა დახედა 2 წთ მზად არისო.მარა მოსინი რომ გადავიფორომე ის დაიტოვეს და 5 დღის მერე წაიგეთო.
მარა ყველადზე მაგარი ის არის ბანკის მომსახურება ცოტა არ იყოს ბევრია.არაფერი გაუკეტებია ერთი ბეჭედის დარტყმაში 10 ლარი

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 13:36

ბიუჯეტი მეგობრებო ბიუჯეტი.... newsmile093.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 14 2012, 19:49

kajuberi
ეჰ 5 დღე არაფერი მე 40 დღე არ მომცეს თოფი :((

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 15 2012, 09:56

ციტატა(niko @ 14th March 2012 - 20:49) *
kajuberi
ეჰ 5 დღე არაფერი მე 40 დღე არ მომცეს თოფი :((

კაი ჭკუაძე იქნებოდი.რატომ ტექნიკური ხარვეზების და გამოვო?

პოსტის ავტორი: xishnika May 3 2012, 22:46

ახლობელმა თოფი გაიფორმა,ორშაბათს უნდა იქნეს წესით საბუთი მაგრამ არ ცალია და ვერ ახერხებს წასვლას საბუთის ასაღებად,თუ შეიძლება სხვამ აიღოს მის მაგივრად ეგ საბუთი ან მერე რო წავიდეს ასაღებად როცა მოიცლის??

პოსტის ავტორი: nik@a May 4 2012, 00:09

სხვა პირზე საბუთი არ გაიცემა. მივიდეს მაშინ როცა მოიცლის.. newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: alika77 May 4 2012, 00:46

ციტატა(LeoTaso @ Mar 13 2012, 21:37) *
ხო მაგრამ, როცა საკუთარი თოფის ვადაგასული მოწმობის გაგრძელება გინდა რა ჩამოწერაზეა საუბარი?! newsmile045.gif

მაინც 76 უნდა საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები

პოსტის ავტორი: xishnika May 4 2012, 21:22

ციტატა(nik@a @ May 4 2012, 01:09) *
სხვა პირზე საბუთი არ გაიცემა. მივიდეს მაშინ როცა მოიცლის.. newsmile05.gif))))

ე.ი დროს არ ააქვს მნიშვნელობა ხო როდის მივა??

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 4 2012, 22:23

მე ჩემ მეგობარს გამოვატანინე საბუთები მე არ მეცალა, ოღონდ დროებითი საბუთი რომ არის ის უნდა იქონიოს თან და მიცემენ (ყოველშემთხვევაში მე ეგრე ვქენი) ასე რომ ცადე

პოსტის ავტორი: xishnika May 4 2012, 22:56

გაიხარეთ მეგობრებო newsmile027.gif ,ვნახავ მე თუ მომცეს თუარადა მივა ცოტა მოგვიანებით და მიცემენ აბა სად წაიღებენ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 5 2012, 07:18

xishnika
როცა უნდა მაშინ მივიდეს , თუ არა ის დროებითი საბუთი მიიტანე და გამოგატანენ შენც(ერთხელ გამომატანეს მაგ საბუთით )

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jul 16 2012, 21:32

გამარჯობათ!

გლუვლულიანის გაფორმება ხო 18 წლიდან ხდება?

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 16 2012, 21:43

პირადობას როგორც კი აიღებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 16 2012, 21:44

ბონე პირადობას 16 წლის ასაკში იღებ, მაგრამ იარაღს 18 წლამდე ვერ იფორმებ... მგონი...

პოსტის ავტორი: Fishman Jul 17 2012, 00:37

nik@a

კი. ეგრეა! პირადობას უკვე 14 წლის ასაკში იღებენ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 17 2012, 10:54

18 წლიდან არის გაფორმება

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 17 2012, 19:16

მართალი ხართ გეთანხმებით

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jul 17 2012, 21:41

მადლობა ყველას!

პოსტის ავტორი: Apollo Feb 4 2013, 19:11

1 ლულიანი სანადირო თოფის გაფორმება რა დაჯდება?

პ,ს ფსიხო მიტანილი მაქ 2 წლის წინ პრავის აღების დროს დამჭირდა და თავიდან მისატანი მექნება?

პოსტის ავტორი: ams Feb 4 2013, 19:19

Apollo
76 ლარი ჯდება თოფის გაფორმება

პოსტის ავტორი: Apollo Feb 4 2013, 19:25

ციტატა(ams @ Feb 4 2013, 20:19) *
Apollo
76 ლარი ჯდება თოფის გაფორმება

+ ფსიხო უნდა მივიტანო თუ შედის ეგ მაგ თანხაში?

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 19:36

თუ მართვის მოწმობა გაქვს ფსიქოს მიტანა არ გჭირდება.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 8 2013, 16:26

რამაინტერესებს 2 ლულიან თოფზე ტიბჟირი (ცევიო) თუ გაქვს დაკარგული, ან შაშხანაზე საკეტი(ბოლტი) და გასაფორმებლად (ლეგალიზაციისთვის)მიიტან გაგიფორმებენ-?

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 11 2013, 16:14

კითხე წინასწარ, ცევიოს ნომერი აქვს ამიტომ შეიძლება გითხრან რომ უნდა განგეცხადებინაო. თუმცა თუ ეტყვი რომ სოფელში ბაბაუაშენის იყო თოფი და სახლში იპოვეთ არაა პრობლემა. აი შაშხანაზე მართლა არ ვიცი მეგობარო როგორ ხდება ეგ ამბავი.

პოსტის ავტორი: iason Feb 11 2013, 21:36

ციტატა(PREDATOR @ Feb 8 2013, 17:26) *
რამაინტერესებს 2 ლულიან თოფზე ტიბჟირი (ცევიო) თუ გაქვს დაკარგული, ან შაშხანაზე საკეტი(ბოლტი) და გასაფორმებლად (ლეგალიზაციისთვის)მიიტან გაგიფორმებენ-?

ტიბჟირი ყველა ვარიანტში საშოვნი გაქვს,სხვანაირად ვერ იხმარ თოფს..თოფის ნომერი დაარტყმევინე ტიბჟირის რკინის დეტალზე,როდესაც იშოვნი..გადაფორმებაზე როგორც ვიცი პრობლემა არ გექნება..არცერთზე.

პოსტის ავტორი: ams Feb 13 2013, 19:11

თოფი ჩემზეა გაფორმებლი და სხვა რო გადაუფორმო რამე დამატებითი თანხა უნდა მაგას თუ ჩვეულებრივად 80 ლარად გაიფორმებს?

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 13 2013, 19:14

ams
80 ლარი ჭირდება გადაფორმება-გამოფერმაბას არაფერი ზედმეტი

პოსტის ავტორი: Doc Nov 19 2013, 11:15

იქნებ დამეხმაროთ კანომდებლობით რა ხდება არ ვიცი იარაღის გაფორმებაზე რომლის პატრონის გარდაცვლილია, როგორ ხდება გაფორმება, შემიძლია თუ არა ყიდვა და პირდაპირ ჩემს სახელზე გაფორმება, ან რა პროცედურებია გასავლელი?

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 19 2013, 12:51

Doc
თუ მეპატრონე გარდაცვლილია , უნდა გადაფორმდეს პირველ მემკვიდრეზე გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ !

შემდეგ შენ გადაგიფორმოს ... ესე იყო 1-2წლის უკან ეხლა რამე თუ შეიცვალე ვერ გეტყვი .ნამდვილად .

პოსტის ავტორი: achiko-l Nov 20 2013, 12:23

ციტატა(ზახარა @ Nov 19 2013, 13:51) *
Doc
თუ მეპატრონე გარდაცვლილია , უნდა გადაფორმდეს პირველ მემკვიდრეზე გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ !

შემდეგ შენ გადაგიფორმოს ... ესე იყო 1-2წლის უკან ეხლა რამე თუ შეიცვალე ვერ გეტყვი .ნამდვილად .

ზუსტად მასეა ეხლაც,ჯერ მემკვიდრეზე მერე ნებისმიერ მსურველზე

პოსტის ავტორი: მარდი Nov 20 2013, 20:14

მერე ქვითრის საფასურს გადავიხდი და მორჩა ხო? 28 ლარს.

პოსტის ავტორი: xishnika Jan 23 2014, 15:28

იარაღი რო გადაიფორმო და ეგრევე აიღო საბუთი ხომ არ იცით რა ჯდება??

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 23 2014, 15:30

xishnika
140 ლარი მგონი

პოსტის ავტორი: Fishman Mar 1 2014, 21:39

დღეიდან შეიცვალა თოფის გაფორმების პროცედურა. 55 ლარს იხდი და იმ დღესვე გაძლევენ საბუთს. აღარანაირი 10 სამუშაო დღეები და დაჩქარებები და მისთანნი! D.gif

პოსტის ავტორი: KZU Mar 1 2014, 21:51

ვაუ კარგია მივესალმები ამ ცვლილებას. მაღაზიიდან ყიდვის შემთხვევაშიც და კერძო პირიდან, თანხა 55 ლარია?

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 21:57

Fishman
ბოროტი ხუმრობაა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 1 2014, 21:58

ციტატა(Fishman @ Mar 1 2014, 22:39) *
დღეიდან შეიცვალა თოფის გაფორმების პროცედურა. 55 ლარს იხდი და იმ დღესვე გაძლევენ საბუთს. აღარანაირი 10 სამუშაო დღეები და დაჩქარებები და მისთანნი! D.gif

ვაა მაგარია იქნებ ლინკიც გვანახო-?

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 1 2014, 21:58

Fishman
პირველი მარტი რომ არის იმიტომ?? newsmile05.gif)))))

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 22:00

ზახარა
ეგ აპრილზე არაა? D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Mar 1 2014, 22:21

D.gif D.gif D.gif არა არა მართლა ვამბობ.

PREDATOR

ლინკი არ ვიცი. დღეს ნათესავს ვაყიდინე მაგნუმში თოფი, მივედით საპატრულოში და ნახევარ საათში საბუთი გაგვატანეს. დღეიდან ამოქმედდაო ეს ამბავიო ასე გვამცნეს.


ისე იგივე რეაქცია ქონდათ მაგნუმშიც რომ მივედით საბუთით და ამ ინფორმაციით. არ გვიჯერებდნენ D.gif

KZU

ციტატა
ვაუ კარგია მივესალმები ამ ცვლილებას. მაღაზიიდან ყიდვის შემთხვევაშიც და კერძო პირიდან, თანხა 55 ლარია?


კი ჩვენ მაღაზიიდან ვიყიდეთ და ვკითხე ფიზიკურ პირებს შორის გადაფორმების შემთხვევაშიც იგივე პროცედურაათქო? ხოდა კიო...

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 22:22

მაშინ ვაშააა ვისაც ერთხელ მაინც უყიდია მაღაზიაში იარაღი მიხვდება რას ნიშნავს ეეს

პოსტის ავტორი: ams Mar 4 2014, 20:26

თოფის გადაფორმება ხო მართლა 55 ლარი ჯდება ზუსტად იცით? რაღაცას ვაპირებ და არ დავიღუპო D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 4 2014, 20:41

ams
45 ლარი იყო მაღაზიიდან ყიდვის შემთხვევაში და გახდა 55 ლარი

კერძოოზე არ ვიცი შევიდა თუ არა ცვლილებები. იყო 73 + 3

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 4 2014, 21:23

ams
ის ზაუერი გინდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ams Mar 4 2014, 21:24

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 4 2014, 21:41) *
ams
45 ლარი იყო მაღაზიიდან ყიდვის შემთხვევაში და გახდა 55 ლარი

კერძოოზე არ ვიცი შევიდა თუ არა ცვლილებები. იყო 73 + 3

სპასიბა ჭალო მაღაზიაზე ვიცი რო ეგრეა, კერძოზე მაინტერესებს რამდენი გახდა და მართლა იმ წუთში გაძლევენ თუ არა მოწმობას ?

ციტატა(assassin29 @ Mar 4 2014, 22:23) *
ams
ის ზაუერი გინდა? newsmile05.gif

ასასინ არ გავაოფოტ თემა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Mar 4 2014, 23:11

ams

ციტატა
კი ჩვენ მაღაზიიდან ვიყიდეთ და ვკითხე ფიზიკურ პირებს შორის გადაფორმების შემთხვევაშიც იგივე პროცედურაათქო? ხოდა კიო...


მე იქ ასე მითხრეს და დანარჩენი არ ვიცი...

პოსტის ავტორი: cacciatore Jun 19 2015, 21:05

გამარჯობათ, ხომ ვერ მეტყტვით იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა ფასიანია თუ არა? ეხლა რომელიც მაქვს, სურათს ფერი გადაუვიდა და თან ნახევრად გატეხილიამოწმობა. მადლობთ წინასწარ.

პოსტის ავტორი: Ellimyst Jul 6 2015, 08:26

72 GEL imho

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 24 2015, 16:56

ზუსტად თუ იცის ვინმემ, პირი რომელიც ნასამართლევია თუ შეუძლია სანადირო იარაღის გაფორმება?

პოსტის ავტორი: gelka72 Sep 24 2015, 22:46

ციტატა(kardinal84 @ Sep 24 2015, 17:56) *
ზუსტად თუ იცის ვინმემ, პირი რომელიც ნასამართლევია თუ შეუძლია სანადირო იარაღის გაფორმება?

არა არ გაუფორმებენ

პოსტის ავტორი: druncha May 13 2016, 17:06

გამარჯობა რა მაინტერესებს პისტალეტის გაფორმება მინდა აკილია ნემსა და პედახრანიწელი, მეორე იარაღიდან რომ გადავიტანო გაფორმებისას რომელიც გაფორმებული მაქვს თუ შეიძლება სანამ ვიშოვი ახალს?

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 22 2016, 21:05

მეგობრებო ჩემ მეგობარს, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე უნდა რომ თოფი მაჩუქოს და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი არ ვიცი, იქნებ მირჩიოთ რამე ჰაა newsmile05.gif თოფი რათქმაუნდა გაფორმებული აქვს და არის რუსეთში.

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Sep 23 2016, 04:08

ციტატა(samsoni777 @ Sep 22 2016, 22:05) *
მეგობრებო ჩემ მეგობარს, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე უნდა რომ თოფი მაჩუქოს და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი არ ვიცი, იქნებ მირჩიოთ რამე ჰაა newsmile05.gif თოფი რათქმაუნდა გაფორმებული აქვს და არის რუსეთში.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო-ს მიწერე facebook-ზე და ყველაფერს ზუსტად აგიხსნიან.

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 23 2016, 11:30

ციტატა(მალხაზი 1984 @ Sep 23 2016, 05:08) *
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო-ს მიწერე facebook-ზე და ყველაფერს ზუსტად აგიხსნიან.


ვცდი აბა.

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 23 2016, 11:49

გამარჯობა! დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე 2 41 91 91

ამომწურავი პასუხია ვერაფერს ეტყვი D.gif

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Sep 24 2016, 05:23

ციტატა(samsoni777 @ Sep 23 2016, 12:49) *
გამარჯობა! დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე 2 41 91 91

ამომწურავი პასუხია ვერაფერს ეტყვი D.gif

რა იყო, ტექსტის წერა დაეზარათ?

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 24 2016, 11:48

რავი აბა, იქნებ კომპეტენტური არ იყო და მაგიტომ?

პოსტის ავტორი: duche Aug 29 2017, 14:55

მოგესალმებით ყველას! კითხვამაქვს თქვენთან და თუ ვინმეს შეუძლია დაწვრილებით ამიხსნას როგორ ხდება თოფის გადაფორმება.ამ დღეებში ვაპირებ გადავიფორმო თოფი რომელიც არავიზეა გაფორმებული.რაიონშივარ და ბევრჯერ გასვლა რომ არმომიწიოს ქალაქში რაების წარდგენაა საჭირო?? თავდაპირველად გამოცდის ჩაბარება,მაგრამ შემდგომი პროცესები მაინტერესებს თოფის გატანა აუცილებელია თუ მხოლოდ ნომერი მივიტანო? ? ? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის იმედია ვინმე კეთილი ადამიანი გამარკვევს ამ ყველაფერში newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 29 2017, 15:39

duche
ჯერ აბარებ გამოცდას, რისთვისაც დაგჭირდება ფსიხო აუცილებლად. გამოცდას ჩააბარებ თუ არა ეგრევე შეგიძლია მიიტანო იარაღი და თუ ვინმეზე არ არის რეგისტრირებული გაიფორმებ 30 წუთში.

თუ გეშინია გზაში არავინ გაგაჩეროს იარაღის მიტანამდე, მაშინ მიდიხარ ჯერ წინასწარ სადაც იფორმებ, გაძლევენ დროებითი ტრანსპორტირების ნებართვას, სადაც საათებით წერია საიდან სად მიგაქვს გასაფორმებელი იარაღი. შემდეგ მიგაქვს იარაღი და იფორმებ. აი ესაა პროცედურა

პოსტის ავტორი: duche Aug 30 2017, 12:10

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 29 2017, 16:39) *
duche
ჯერ აბარებ გამოცდას, რისთვისაც დაგჭირდება ფსიხო აუცილებლად. გამოცდას ჩააბარებ თუ არა ეგრევე შეგიძლია მიიტანო იარაღი და თუ ვინმეზე არ არის რეგისტრირებული გაიფორმებ 30 წუთში.

თუ გეშინია გზაში არავინ გაგაჩეროს იარაღის მიტანამდე, მაშინ მიდიხარ ჯერ წინასწარ სადაც იფორმებ, გაძლევენ დროებითი ტრანსპორტირების ნებართვას, სადაც საათებით წერია საიდან სად მიგაქვს გასაფორმებელი იარაღი. შემდეგ მიგაქვს იარაღი და იფორმებ. აი ესაა პროცედურა

ძალიან დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: giorgi93 Jan 26 2019, 11:08

მეგობრებო, ძველებური შტიკ ნოჟები როა ხიშტ დანა მაგის ყიდვა მინდა მარა მითხრეს რო აკრძალულიაო, ჭორია თუ სიმართლე? კანონში ვერაფერი ვნახე მსგასი რომ ცივი იარაღის შეძენას და შენახვას კრძალავდეს

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 27 2019, 08:04

ცივი იარაღის ტარება ზოგადად აკრძალულია, მაგრამ ყიდვა და შენახვა არა.

პოსტის ავტორი: giorgi93 Jan 28 2019, 07:18

ციტატა(ოთო. @ Jan 27 2019, 09:04) *
ცივი იარაღის ტარება ზოგადად აკრძალულია, მაგრამ ყიდვა და შენახვა არა.


მადლობა და კონკრეტულად ხიშტ დანებეზეა პრობლემაო და ამიტო ვიკითხე და არა დანებზე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)