თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ დაეხმარეთ ახალბედას.

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 11:53

გამარჯორად სრულიად მონადირეთა საზოგადოებავ.გთხოვთ მიპასუხეთ თუ შეგიძლიათ ჩხიკვზე ნადირობა შეიძლება სეზონზე?ჩემი გატაცებაა პნევმატიკა და ადრე სიმართლე გითხრათ არ ვაქცევდი აქამდე ყურადღებას წესებს და კანონებს ნადირობასთან დაკავშირებით.ნუ მხედველობაში მაქვს შაშვი,გუგული,ჩხიკვი.აი ამეებზე ვნადირობდი ხოლმე როცა აგარაკზე მომიწევდა წასვლა.ახლა მითხრეს კანონებია გამკაცრებული და სადმე გდი-ს არ გადაეყაროო.ახლა მაინტერესებს თუ შემიძლია სეზონზე ჩხიკვი მოვინადირო?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 7 2011, 12:05

klos
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ: გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები:
მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე).
ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე).
წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).

ნადირობა აკრძალულია:

დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები:
სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი.
სანადირო პნევმატური იარაღი.
აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.



გადაიკითხე!!!!

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 12:23

ნუკრიMax- გასაგებია.მე მხოლოდ ჩხიკვი მაინტერესებდა რადგან მხოლოდ ის მხვდება ტყეში თუმცა ახლა აზრი აღარ აქვს რადგან თურმე იმ ტერიტორიაზე საერთოდ აკრძალული ყოფილა ნადირობა.მე მხედველობაში მაქვს (ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.)თუმცა იქ მართალია კაცი არაა მომკითხავი.
მადლობა რჩევისთვის და გავითვალისწინებ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 7 2011, 12:26

newsmile045.gif არაფრის!

პოსტის ავტორი: kupra Jul 7 2011, 13:53

შაშვი მგალობელი ფრინველია და ცოდო არ არის klos. newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 7 2011, 14:49

klos

ციტატა(klos @ 7th July 2011 - 12:53) *
შაშვი,გუგული,ჩხიკვი

მგონი ყველა წითელ წიგნშია

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 15:27

მე ვერსად მოვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩხიკვი წითელ წიგნში იყოს შეტანილი.

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 7 2011, 15:35

klos
ჟურნალ მონადირის ბოლო გვერდზე (თითქმის ყველაზე)წერია ხოლმე მაგაზე სტატია

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 7 2011, 15:39

ციტატა(klos @ 7th July 2011 - 16:27) *
მე ვერსად მოვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩხიკვი წითელ წიგნში იყოს შეტანილი.

მნიშვნელობა არ აქვს , მობინადრე ფრინველია და აკრძალულია მოპოვება newsmile05.gif რა თქმა უნდა თუ შეგამოწმეს და მოკლული გიპოვეს თუ უნდათ პრობლემას შეგიქმნიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 7 2011, 15:58

klos
აკრძალულია ნადირობა ყველა მგალობელ ფრინველზე.(მათ შორის შაშვზე..ჩხართვზე..მოლაღურზე და ა..შ..) აგრეთვე აკრძალულია ნადირობა სანიტარ ფრინველებზე. ჩხიკვი კი სანიტრებში გადის. მიეკუთვნება ბაღურისნაირნებს... ახლოს დგას ყვავთან და კაჭკაჭთან. იკვებება ლეშითაც და გველებითაც. ასე რომ საჭმელადაც არ გამოდგება.

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 15:58

დიდი მადლობა ყველას დარიგებისთვის.მომიწევს კანონზე დამორჩილება რა გაეწყობა vava.gifარადა რა კარგი ხორცი აქვს და რა სასიამოვნო მოსაპოვებელია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 7 2011, 16:02

klos
ნამდვილი გლუვლულიანი თოფი შეიძინე...შემოგვიერთდი და ინადირე იმ ყველაფერზე..რაზეც ნადირობა ეიძლება. მწყერზე ნადირობა ჯობია. თუ პნევმატიკა გიყვარს განსაკუთრებით..მაში ქედანზე და გვრიტზე შეგიძლია ინადირო..ოღონდ სეზონზე.

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 16:07

ციტატა(ლევანი @ Jul 7 2011, 17:02) *
klos
ნამდვილი გლუვლულიანი თოფი შეიძინე...შემოგვიერთდი და ინადირე იმ ყველაფერზე..რაზეც ნადირობა ეიძლება. მწყერზე ნადირობა ჯობია. თუ პნევმატიკა გიყვარს განსაკუთრებით..მაში ქედანზე და გვრიტზე შეგიძლია ინადირო..ოღონდ სეზონზე.

ხოდა ის მაინტერესებს ჩემთან კორპუსებში არიან გვრიტები და სეზონზე ხომ შემიძლია მათი მოპოვება? და ის 10 ლარიანი ქვითარიც უნდა ავიღო ბანკში მაგისთვის?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 7 2011, 16:34

klos
გვრიტზე ნადირობა შეგიძლია , მაგრამ არა კორპუსში და ეზოებში newsmile05.gif რაც შეეხება 10 ლარიან ქვითარს თუ აპირებ ზემოთ ჩამოთვლილ ფრინველებზე(გადამფრენ) ნადირობას მაშინ დაგჭირდება ქვითრის აღება ბანკში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 16:43

ციტატა(ზახარა @ Jul 7 2011, 17:34) *
klos
გვრიტზე ნადირობა შეგიძლია , მაგრამ არა კორპუსში და ეზოებში newsmile05.gif რაც შეეხება 10 ლარიან ქვითარს თუ აპირებ ზემოთ ჩამოთვლილ ფრინველებზე(გადამფრენ) ნადირობას მაშინ დაგჭირდება ქვითრის აღება ბანკში newsmile05.gif

ესეიგი გვრიტზე ქვითარი არ დამჭირდება როგორც დავიგე.და თბილისთან ყველაზე ახლოს სად შეიძლება გასვლა გვრიტზე და ქედანზე?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 7 2011, 16:46

ციტატა(klos @ 7th July 2011 - 17:43) *
ესეიგი გვრიტზე ქვითარი არ დამჭირდება როგორც დავიგე

დაგჭირდება თუ ნადირობას დააპირებ !!! აი გადაიკითხე კარგად რაზე შეგიძლია ნადირობა:

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები:
მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე).
ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე).
წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).


შესაბამისად დაგჭირდება 10 ლარიანი ქვითარი!!!

პოსტის ავტორი: klos Jul 7 2011, 16:53

გასაგებია.ესეიგი სეზონი რომ დაიწყება მივდივარ ბანკში,ვღებულობ 10 ლარიან ქვითარს გადამფრენ ფრინველებზე და მთელი სეზონი შემიძლია მათი მოპოვება დაშვებული დღიური ლიმიტით. გაიხარეთ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 7 2011, 18:12

klos
მარტივია,რაც სიაში წერია იმის მოპოვება შეგიძლია
რაც არ წერია იმას არ მოკლავ და ეგ არის newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)