კალმახი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
კალმახი, Salmo Trutta - Форель
avto707707
პოსტი Jul 24 2011, 13:49
პოსტი #31


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 70
რეგისტრ.: 29-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



[quote name='ვიტო' date='Aug 11 2009, 08:52' post='20852']
Power_VANO
არსადაც არ შეიძლება, წითელ ნუსხაშია შეყვანილი
[/quot


ეს პირველად გავიგე რო ანკესით თEვზაობა არ შეიძლებაო newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 25 2011, 06:19
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(avto707707 @ Jul 24 2011, 14:49) *
ეს პირველად გავიგე რო ანკესით თEვზაობა არ შეიძლებაო newsmile015.gif


და სასაცილო რა არის? რამე ისეთი თუ იცი რაც ჩვენ არ ვიცით გაგვიმხილო იქნებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Nov 11 2011, 16:51
პოსტი #33


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



წლევანდელი სათევზაო სეზონი
თითქმის მთლიანად მივუძღვენი კალმახების ცხოვრებისა
ინსტინქტების
და ადათწესების შესწავლას

1)

თუ აქამდე ჩემი და კალმახების ურთიერთობა აგებული იყო
ბავშვობის ნახევრადბუნდოვან მოგონებებზე
წიგნებიდან მიღებულ მშრალ ინფორმაციებზე
და რესტორნების მენიუებზე
(საკმარისია ფეხი შედგათ საქართველოს ნებისმიერ რესტორანში
ან სახინკლეში
ან სულაც რაიმე სასადილოში
რომ პირველი რასაც შენიშნავთ იქნება:
"კალმახი" ყავთ (თუ აქვთ)
და უამრავ ადამიანს სერიოზულად სწამს იმისი
რომ იმ საღამოს მიირთვა "კალმახი"

პირველი
რაც ჩემი წლევანდელი დაკვირვებებიდან თვალში მეცა
ესაა საკალმახე მეურნეობების საჭიროზე დიდი რაოდენობით არსებობა
ჩვენს ბაზრებში თუ რესტორნებში "კალმახის" ასეთი სიმრავლე
კალმახისადმი პატივისცემის დაკარგვას იწვევს.
მითუმეტეს რომ "კალმახად" წოდებულ ამ თევზს
კალმახის მხოლოდ გენეტიკა აქვს

ბევრისგან მსმენია რომ "ბაზრის კალმახის" უგემურობა
მისი წარმომავლობის ბრალია
ბევრს უთქვამს რომ ეს (ცისარტყელა) ამერიკული კალმახია
და როგორც ყველაფერს ამერიკულს გემო არ აქვს
ბოდვააა ეს
სრული ბოდვა

გადავიდეთ საქმეზე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად
დაიგეგმა ჩვენი საგაზაფხულო მარშრუტები
მარშრუტები პირობითი სათაურით "სამეცნიერო კვლევითი"
თავის თავში ველურ კალმახზე თევზაობასაც გულისხმობდა
თუმცა დასაწყისში ყველაზე მეტად გეოგრაფიამ გაგვიტაცა
წარმოიდგინეთ
ვიყავით ტაბაწყურზე და ქციის სათავეებში
და ვობლერი წყალში ფაქტიურად არც გადგვიგდია
ქცია–ტაბაწყურზე კატასტროფულ მდგომარეობაშია კალმახის ნებისმიერი ჯიში
არადა ამ ტბაში საქართველოში იმპორტირებული თითქმის ყველა ჯიში უნდა სახლობდეს
წესით
ვესაუბრეთ ადგილობრივ სომეხ მებადურებს
რომლებიც ლაპარაკობდნენ ქართულად
გვითხრეს რომ კალმახი და იშხან–დურმიშხანი აქ ბოლოს 5 წლის წინ დავჭირეთო
მარტო სიგააო
დავესწარით ბადის ამოღების პროცესს
მარტო სიგა და არც ერთი კარჩხანაც კი
ერთადერთი ნუგეში – ბუნება
იგივე ისტორიაა ქციაზეც
ოღონდ იმ განსხვავებით რომ იქ საგაც არაა
მერე როგორი გემრიელად სათვეზაო მდინარეაა?
მეშოლტისთვის სამოთხე იქნებოდა
იქ ვინმეს თევზი რომ დაეტოვებინა

ისეთი წყალმცირე და ადვილად მისადგომი მდინარეები
როგორიცაა ქცია სათავეში ან ფარავანი საღამოს ტბამდე მონაკვეთში
შეიძლება ერთ დღეში მოსპონ

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – აწ და მარადის
კავთურაზე ერთი პაწა ისტორია მინდა გიამბოთ
წავედით სადაბადებისდღეოდ ქვათახევისაკენ
გაგონილი მქონდა რა იქაური კავთურას შესახებ
წევიღე სპინინგი
სანამ ესენი მწვადებს წვავდნენ
აუყევი მწალმცირე თუმცა ძალიან ღრმა მორევებიან მდინარეს
ასეთ მდინარეებზე თევზაობით სპინინგისტი ყველაზე უკეთ ხვეწს ტექნიკას
შორიახლო
ჩანჩქერის პირას უკვე კარგად შემთვრალ მოქეიფეებს გადავეყარე
არაყი მახუხინეს და მწვადი მიმაჭმევინეს და მითხრეს
აქ თევზს ვერ დაიჭერო
ორ საათში უკან ჩამოვივლი და გეტყვი დავიჭირე თუ არა მეთქი
თქმა ყველას შეუძლია ძმაოო
თუ გვანახებ დაგიჯერებთო
ეგეთი სიკვდილისათვის თევზს ვერ გავიმეტებ მეთქი და გავყევი გზას
ბევრი ვითევზავე თუ ცოტა
ვერაფერი დავიჭირე
უკან რომ დავბრუნდი ამათი სასტავი უკვე ჩვენს სასტავთან სვამდა ვახტანგურად
ერთი მეხუტება და მეუბნება
ძმაო ხომ არ გეწყინა
რომ გითხარი ვერ დაიჭერ მეთქი
გუშინ ჩვენ თვითონ ამოუყევით მონასტრამდე აპარატით
და ვერცერთი ვერ დავბრიდეთო

დედა არ შეუგინებია მაგრამ რაღაც მსგავსი შეგრძნება იყო
თან "დავბრიდეთო" რომ დააყოლა
ჰო ეგრეა მეთქი ვუთხარი
სათევზაოდ რომ დავდივარ ჯიბეში მუდამ მიდევს მეთქი იარაღი
რა პონტშიო?
თევზს რომ ვიჭერ, ნემსკავს ფრთხილად ვახსნი, ხალიჩაზე ვაწვენ და იარაღით კანტროლკას ვესვრი
რა პონტშიო – ისევ
რომ არ გაცოცხლდეს ბაბუ მეთქი ))))))

2)

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – დაბრედილია
5) ჯავახეთის ტბები (იგულისხმება რომ ადგილობრივი იქტიოფაუნა სრულადაა განადგურებული)
6) ჯავახეთის მდინარეები
როგორებიცაა ბუღდაშენი, აგრიჩაი, კირხბულახი, კორხი, ჩობარეთი, ტაშლი კიშლა
(ყველა ამ მდინარის სათავე უკვე კაიხანია რაც დაადუღეს)
სია შეიძლება უფროც გავზარდოთ
თუმცა დანამდვილებით მხოლოდ ამ ჰიდროობიექტებზე შემიძლია დავწერო

ისევ პატარა ისტორია
სანდო ადამიანებისა და ორგანიზაციებისაგან :* შევიტყეთ
ჯავახეთის ერთ–ერთი ტბის და მასში არსებული ცისარტყელა კალმახის პოპულაციის შესახებ
პრობლემა?
მანძილი იმდენად არ იყო პრობლემა
რამდენადაც თავად ტბის უჩინმაჩინობა
დაზუსტებით არავინ იცოდა მისი მდებარეობა
მათ შორის გეოგრაფებმაც
თუმცა ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებში ქექვამ ნაყოფი გამოიღო
და ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ თანამგზავრიდან დანახულ გზას გავუყევით
5 საათი იბალახა ჩვენმა იომ ჯავახეთის ამწვანებულ და ღელეებით დასერილ გზებზე
სოფლებში ჩერდებოდა და ეკითხებოდა "იშხან ესწ?"
"ეესწო" პასუხობდნენ გაკვირვებული სოფლელები
აი ასეთ კარგ ხასიათზე მივადექით მოზრდილ ტბას
პატარა სანაპირო ტყით და ლურჯი გამჭვირვალე ცით
შორიდანვე შესამჩნევი იყო რომ ტბა თევზით დუღდა
სასწრაფოდ გავბერეთ ნავები
აღვიკაზმეთ
და შევცურეთ
ნაპირთან ახლოს არანაირი აქტიურობ არ შეიმჩნეოდა
გადავწყვიტე გავსულიყავი სიღრმეში
ჰოდა აქ მოხდა თუ მოხდა
პირველივე გადაგდება "ზაცეპში" მოხვდა
თუმცა ტრადიციულისაგან განსხვავებით იგი ფართხალებდა
"ზაცეპი" ფართხალებდა
პირველი ათი წამის განმავლობაში ასე თუ ისე ვობლერს ჩემსკენ ვექაჩებოდი
მერე უკვე ნავი მიცურავდა მოფართხალე ზაცეპისკენ
ისე ავნერვიულდი დაყვირებაც ვერ მოვასწარი
მერე დავინახე როგორ ამოყო თვზმა წყლიდან თავი
მერე კი ისიც შევამჩნიე რომ ბადეში იყო გახვეული
პუტანკა ბადეში
აქაცცცცც????? და გული ჩამიკვდა
ბადე ნაპირზე გამოვათრიეთ
25 მოზრდილ თევზთან ერთად
ზოგი მათგანი უკვე მკვდარი იყო
ზოგიც – სულ ახალი გაბმული
500 დან 800 გრამამდე თევზები
ოცდახუთივე კარჩხანა

ავავსეთ ერთი ტომარა და უკანა გზაზე ერთ–ერთ ადგილობრივ გლეხს ვაჩუქეთ
იშხან–დურმიშხანი კაი ხანია მანდ აღარავის უნახავსო

3)
გამომდინარე იქიდან რომ
ქართული იქთიოლოგია ჩანასახშივე სულს ღაფავდა
საქართველოს წყლებში მობინადრე ორაგულისებრებზე სამეცნიერო შრომები არ არსებობს
ვიცნობ მეთევზეებს რომლებიც დღემდე მსგავსი ლინკებიდან იღებენ ცნობებს :
http://ka.wikipedia.org/wiki/კალმახი
ვთქვათ შავი ზღვის ორაგულის შესახებ ცნობები
არა მარტო ქართულად ვერ მოვიძიე
არამედ რუსულად და ინგლისურადაც

წელს Salmo trutta labrax Pallas თან შეხება არანაირად არ გვქონია
სხვათა შორის თევზის ეს სახელიც საკამათოა და პარალელურად სხვა ფორმებსაც იყენებენ
იგივე ეხება ე.წ. ნაკადულის კალმახს
აქაც რამდენიმე სინონიმური დასახელება გხვდება(ლათინური)
და არც ამ თევზის ცხოვრებაა შესწავლილი
თუმცა იქთიოლოგთა ერთი ნაწილი ნაკადულის კალმახისა და შავი ზღვის ორაგულის იდენტობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს
რაშიც მეც ვეთანხმები
თევზის ამ სახეობას იშვიათი ეკოლოგიური ელასტიურობა ახასიათებს
საჭიროების შემთხვევაში მას არამარტო მტკნარ ტბაში
არამედ მლაშე ოკეანეში ცხოვრებაც შეუძლია
ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ
კუნძულოვან სახელმწიფოებში აკლიმატიზაციის მიზნით ჩაყვანილი ნაკადულის კალმახები
იმავე წელს გადიან ხოლმე ზღვაში
და რამდენიმე წელიწადში "ორაგულებად" ბრუნდებიან
წონაში მთელი 500% იანი ნამატით
ამით აიხსნება უზარმაზარი ამპლიტუდა თევზის წონაში
ბევრი დღესაც თვლის რომ ნაკადულის კალმახი დიდი არ იზრდება
ეს მცდარი მოსაზრებაა
განსაკუთრებულ ეკოსისტემაში იგი სიგრძით მეტრზე მეტი
ხოლო წონით - 20 კ.გ ზე მეტი იზრდება

რომელ განსაკუთრებულ ეკოსისტემებზე ვსაუბრობთ?
კაშხლების და წყალსაცავების მშენებლობამ
წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ქვეყნაში ჰიდრორესურსების გადანაწილების საქმეში
საკალმახე ზონაში აშენებულმა კაშხლებმა და დაგუბებებმა
Salmo trutta-სთვის ახალი რეალობა შექმნეს
თევზს ოკეანისკენ (ან კასპიის ზღვისკენ) გზა გადაეკეტა
და ზღვაშიგამსვლელი თევზის გენეტიკამ ყოფილ ორაგულებს წყალსაცავის მდორე წყლებისკენ უბიძგა
დაკარგა ორაგულისთვის დამახასიათებელი გარეგნული განსხვავებები
და ჩვეულებრივ ნაკადულის კალმახად იქცა
ზომებით ორაგულისხელა ვეღარ იზრდება
მაგრამ კალმახისთვის რეკორდულ წონას მაინც აღწევს

გვქონდა წელს ბედნიერება
ამაში დავწმუნებულიყავით

საერთოდ თევზის გარეგნული იერი ბევრად არის დამოკიდებული საარსებო გარემოზე
ისევე როგორც კვების რაციონზე
შავლამიანი ფსკერის მქონე მდინარეებში - კალმახიც მუქია
მაშინ როდესაც კირქვიან მდინარეებში - ძალიან თეთრი
შავლამიანში ბევრად უფრპო სწრაფად იზრდება
ვიდრე კირქვიანში
ტბაში კიდევ უფრო სწრაფად
ზღვაში მითუმეტეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Nov 12 2011, 21:15
პოსტი #34


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[quote name='(dila)adriano' date='Nov 11 2011, 17:51' post='171285']

ძალიან კარგი კაცი ჩანხარ და რაც უფრო სასიამოვნოა და გასახარი კალმის წვერიც არ გიჩლუნგდება.
მე ჩემი თვალით მხოლოდ კოდორზე მყავს ნანახი შავი ზღვის ორაგული.
კასპიის ზღვის ორაგული მამაჩემს ყავს დაჭერილი დღევანდელი "ზაგესის" წყალშემკავებელთან ომის დაწყებამდე, ალბათ 1938-39 წელში.
პატარა ლიახვის ნაკრძალის კეთება დავიწყე 1979 წლის მარტის თვეში. სოფელ აწრისხევის უხუცესი მოსახლეობა რომელიც იქ დამხვდა იხსენებდა იმ დროს, როცა ორაგული საქვირითოდ დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში ამოდიოდა.
იგივე შემიძლია ვთქვა ფშავის და ხევსურეთის არაგვის სათავეებზე. აქაც საუბარში ბევ უხუცესს გაუხსენებია ის დრო როცა ორაგული ამოდიოდა საქვირითოთ.
აი ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმეები, ორაგული და კალმახი ერთი და იგივე სახეობა არ არის და ვერც იქნება, არც მლაშე წყალში არ გადის კალმახი.
კალმახი კავკასიონის აქეთაც და იქითაც თითქმის ყველა დიდი მდინარის სათავეებში მყავს დაჭერილი და რაღაც-რაღაც განსხვებასაც ვამჩნევდი, სხვადასხვა მდინარეში და სხვადასხა ადგილზე დაჭერილს, მაგრამ მაინც ყველა კალმახი იყო.
რაც შეეხება "ნაკადულის კალმახს", საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის კალმახი იყო და იმიტომ ქონდა ერთი სახელი - კალმახი.
"რუჩევაია ფორელ"- რუსების ნათარგმნი ნომენკლატურული სახელია , "იშხან- დურმიშხან"- სომეხი ერის კუთხური იდენტიფიკაციის მცდელობაა, არც ერთ იქტიოფაუნის ნომენკლატურაში იშხანი ცალკე სახეობად არ არის აღიარებული ან იქამდე არ იყო როცა მე ვეცნობოდი მისთანებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა იყოს .......................
იშხანის ისტორიიდან; სიგი რომელიც სევანის ტბაში გაუშვეს და რომელიც ერის სიამაყის - იშხანის მესაფლავე გახდა წამოყვანილია ისიკ-კულის ტბიდან. სანაცვლოდ იშხანი გაუშვეს ისიკ-კულის აკვატორიის ასათვისებლად. ისიკ-კულში იშხანის პოპულაცია დომინანტი ვერ გახდა მაგრამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია 5 კგ - მდე გაიზარდა. აი სიგმა კი დაასამარა იშხანის პოპულაცი და მხოლოდ ჩამდინარე მდინარეები დაუტოვა სანავარდოდ.
კარგი ექპედიციები მოგიწყვია წელს. კეთილის შურითა მშურს და მრავალს საშუროს გისურვებ მომავალშიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Nov 13 2011, 09:08
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
თევზის ამ სახეობას იშვიათი ეკოლოგიური ელასტიურობა ახასიათებს
საჭიროების შემთხვევაში მას არამარტო მტკნარ ტბაში
არამედ მლაშე ოკეანეში ცხოვრებაც შეუძლია

ეუფ...
ჩვენ კალმახზე სუსტი და საცხოვრებელი პირობების მიმართ პრეტენზიული თევზი მგონი მეორე არ არსებობს ქვეყანაზე newsmile05.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ

newsmile05.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
კუნძულოვან სახელმწიფოებში აკლიმატიზაციის მიზნით ჩაყვანილი ნაკადულის კალმახები
იმავე წელს გადიან ხოლმე ზღვაში
და რამდენიმე წელიწადში "ორაგულებად" ბრუნდებიან
წონაში მთელი 500% იანი ნამატით

ხწლოვნება და მწერლობა კი გიყვარს მაგრამ რას ეწევი ამისთანას???
D.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
თუმცა იქთიოლოგთა ერთი ნაწილი ნაკადულის კალმახისა და შავი ზღვის ორაგულის იდენტობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს

მაგარი იქთიოლოგები გბყოლია...

ციტატა(kote @ 12th November 2011 - 22:15) *
სოფელ აწრისხევის უხუცესი მოსახლეობა რომელიც იქ დამხვდა იხსენებდა იმ დროს, როცა ორაგული საქვირითოდ დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში ამოდიოდა.
იგივე შემიძლია ვთქვა ფშავის და ხევსურეთის არაგვის სათავეებზე. აქაც საუბარში ბევ უხუცესს გაუხსენებია ის დრო როცა ორაგული ამოდიოდა საქვირითოთ.

ხო მაგრამ უხუცესების ცნობებს მაინცა და მაინც არ დავეყრდნობოდი ვინაიდაბ 2-3კ კგ-ზე დიდ კალმახს სოფლებში (99%) ორაგულს ეძახის... newsmile045.gif

ორაგული კი დღესაც შემოდის საქართველოს მდინარეებში საქვირითოდ!!! ეს უკვე ზუსტი ინფოა - newsmile045.gif

შავი ზღვიდან რა თქმა უნდა თორემ კასპიიდან ბარიკადები აქვს აშენებული...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მებადური
პოსტი Nov 13 2011, 10:57
პოსტი #36


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 99
რეგისტრ.: 9-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



შევეცდები ჩამოვთვალო და მოკლედ ავღწერო ორაგულთა წარმომადგენლების ის სახეობები, რომლებიც ჩვენთან - საქართველოში - ბინადრობენ.

1. მდინარის კალმახი (salmo trutta, salmo fario), იგივე ნაკადულის კალმახი, იგივე კიდევ რა ვიცი რა... თევზი, რომელიც განეკუთვნება ევროპულ სახეობას და ძირითადათ ბინადრობს ამ კონტინენტის მთის მდინარეებში. ის ასევე იქნა შეყვანილი ამერიკის კონტინენტზე (მიახლოებით 100 წლის წინ), სადაც მას მოყავისფრო ფერის გამო შეარქვეს brown trout. მდინარის კალმახი ქვირითობს და ცხოვრობს მდინარეში, ის არ გადის მდინარიდან ზღვაში ან ტბებში (იშვიათი გამონაკლისების გარდა).
2. ტბის კალმახი (salmo trutta lacustris). გენეტიკურად მას მდინარის კალმახს მიაკუთვნებენ. ეს სახეობა, ისევე როგორც მდინარის კალმახი, ქვირითს ყრის მდინარეში, თუმცა შემდეგ ის გადის ტბაში, საიდანაც 2-3 წლის შემდეგ ისევ მდინარეს უბრუნდება ტოფობისთვის. ვფიქრობ ეს ის თევზია, რომელიც ჟინვალის წყალსაცავში ცხოვრობდა (ალბათ კიდევ ცხოვრობს და სავსებით სამართლიანად ეძახდნენ მას ორაგულს. ნებისმიერი კალმახი ხომ გენეტიკურად ორაგულია) და საქვირითოდ მდინარეებში მიმავალთ ადგილობრივები ანადგურებდნენ გზაზე.ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა წყარო შეუმოწმებელია, თავს ვერ დავდებ ამ სახეობის არსებობაზე საქართველოში.
3. ცისარტყელა კალმახი (oncorhynchus mykiss, Salmo Irideus Gibbons), ჩრდილო ამერიკის მკვიდრი. იგივე steel head. აი ამერიკიდან, 100 წლის წინ მდინარის კალმახის სანაცვლოდ ეს ჯიში იქნა ჩამოსახლებული ევროპაში სადაც ის ხელოვნურად მრავლდებოდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის მდინარეებში საკმაოდ წარმატებულად იწყო ბუნებრივი გამრავლება.
4. შავი ზღვის ორაგული (salmo trutta trutta, Salmo Trutta Labrax Pall). ეს სახეობა ასევე შეიძლება მდინარის კალმახის სახეობას მივაკუთვნოდ (გენეტიკურად), თუმცა ის ძირითად დროს მარილიან წყალში ატარებს. ტოფობაზე მდინარეებს უბრუნდება.

რა თქმა უნდა არსებობს ამ 4 სახეობის სხვა ქვე ჯგუფებიც, რომელთაც მე არ - უფრო სწორედ ვერ - შევეხები. ეს იხტიოლოგებისთვის მიმინდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Nov 13 2011, 21:30
პოსტი #37


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მებადური

გარდა იმისა რომ ყოველ სიტყვაში გეთანხმები
დავამატებდი რომ ბოლო ორი წელია საკალმახე მეურნეობებში ცისარტყელა კალმახის ნაცვლად
მაგ მოყავისფრო brown trout შემოყავთ
მეურნეობის პირობებში მათი ზედაპირი წინწკლებით არაა დაფარული
თუმცა ველურ პირობებში მოხვედრისთანავე
აბორიგენი კალმახის მსგავსი წინწკლები უჩნდებათ
მოკლედ ამერიკელი ემიგრანტის დამბრუნებას გავს ეგ საქმე newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Nov 13 2011, 22:33
პოსტი #38


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[quote name='ბესო' date='Nov 13 2011, 10:08' post='17143


ხო მაგრამ უხუცესების ცნობებს მაინცა და მაინც არ დავეყრდნობოდი ვინაიდაბ 2-3კ კგ-ზე დიდ კალმახს სოფლებში (99%) ორაგულს ეძახის... newsmile045.gif

მე დავუჯერე, როცა მათი აღწერა მოვისმინე და როცა 40 სმ კალმახი ვანახე, რომელიც მათ მდინარეში იყო დაჭერილი. "არა ეს ორაგული არ არისო."
მამაჩემს კი თევზის სახეობა არ ეშლებოდა და თუ დაეჭვდებოდა ყავდა ვისთვის ეკითხა.
მოკლედ რომ ამოვიოხროდ იყო და აღარ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dmoral
პოსტი Nov 16 2011, 15:40
პოსტი #39


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 146
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შვეიცარია, ბერნის კანტონი. თევზზე ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა

Fischereiinspektorat des Kantons Bern

Bachforelle (Bach-გერმანულად ღელე)


http://www.youtube.com/watch?v=pvhVWhArAQ4...player_embedded

კეთილი შურით მშურს ამ ხალხის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 16 2011, 16:15
პოსტი #40


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეჰ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dmoral
პოსტი Jul 4 2012, 20:48
პოსტი #41


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 146
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ასე იყიდება ბათუმის თევზის ბაზარში საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობა - ღელის კალმახი (ლათ.Salmo trutta morpha fario). როგორც გამყიდველებმა აღნიშნეს: ჩამოტანილია ზემო აჭარიდან და წყლის მოწამვლით არაა და ჭერილი. ბავშვებს შეგიძლიათ აჭამოთო , დენიითაა დაჭერილიო! კანონით 500 ლარია ჯარიმა, თუნდაც ერთი ცალის დაჭერაზე, თუნდაც ანკესით.

ბათუმი, თევზის ბაზარი ე.წ. "მელკი მორესთან" 30.06.2012.


















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 4 2012, 21:13
პოსტი #42


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dmoral
დავით, დამჭერიც უნდა დაიჭირონ, ჩამბარებელიც და გამყიდველიც. სხვა გამოსავალი არარის. ეს სურათები უკვე ფაქტებია, მაგრამ........ ვაი რომ მარტო მაგრამ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 4 2012, 21:53
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



500 ლარი კირაა სისხლის სამართლის საქმე იღძრება წითელ წიგნში შეტანილ ინდივიდების მოპოვებაზე და მით უმეეტს მოწამვლით და ელექტროსოკური აპარატით. მოკლედ ყელამდე ქაქში ვართ იბიომატ აღარმინდა ამეების ნახვა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Jul 4 2012, 22:12
პოსტი #44


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გოგა ხაჩიძეს დავურეპორტებ ეხლა ამ გვერდს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Jul 4 2012, 22:20
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფეისბუქით დავაშეარე ეს ფოტოები და დააშეაროს ოჩოს ფეისბუკის გვერდმაც...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2019 - 02:38