კანონპროექტი იარაღის შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
კანონპროექტი იარაღის შესახებ, ახალი კანონპროექტი
ja_ja
პოსტი Mar 25 2010, 20:55
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 27-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi



ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ვერანაირად და ვერსად ვერ მოვნახე ახალი კანონპროექტის მონახაზი ან რაიმე მაგდაგვარი. ანუ ვიცი რომ 25 თებერვალს პირველი სხდომა იყო და ყველაფერს დაეთანხმნენ. დღეს იყო მეორე სხდომა და ისევ ყველაფერს დაეთანხმნენ, მაგრამ რეალურად რას კაციშვილმა არ იცის.

დარჩა მესამე ფორმალური განხილვა და როგორც წესი ახალი კანონი დამტკიცებიდან 10 დრეში ძალაში შევა, მარა რა წერია ამ კანონში ვინმე ხომ არ იცით> ხომ არ გაქვთ ხელთ მისი ასლი ან რაიმე? წესით ღია მასალა უნდა იყოს მარა არსად არ დევს.

აგერ ლინკი პარლამენტის საიტზე, უწერიაღ სრული სისულელე, გამაცოფა ამ უნიჭობამ და ტექსტმა:

მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის თანახმადაც, იარაღის კადასტრის ნაცვლად ახალი ცნება - იარაღის რეესტრი შემოდის. კანონპროექტში განმარტებულია რას წარმოადგენს იარაღის რეესტრი.
სიტყვების ტამაშობანას აწვებიან და ვითომ რაიმეს აკეთებენ თუ რა ხდება ვერ გავიგე.

ამ ეტაპზე მე ცეცხლსასროლი არ მაქვს, მაგრამ მაქვს პნევატიკური რამდენიმე შაშხანა, მაქვს სურვილი 0.22 კალიბრში შევიძინო პნევმატიკა, დღევანდელი კანონი 4.5 მილიმეტრზე ზევით პნევმოს არ ცნობს, თუ იცით რაიმე ამაზე საერთოდ არის ნახსენები ამ ახალ კანონპროექტში?

ინტერპრესნიუსის განმარტებით , ახალ კანონში გაფართოებულია სანადირო იარაღის "ასორტიმენტი":

კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი.

სივსასროლი მგონი შვილდისარს გულისხმობენ, მაგრამ აი სანადირო პნევმატიკაში რას გულისხმობენ კაცმა არ იცის, რაიმე კონკრეტულ მოდელს დაადებენ ხელს აი ეს არისო თუ კალიბს ან რაიმე სხვას გულისხმობენ???

მოკელდ თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი და გაქვთ ეს კანონპროექტი, ან უბრალოდ ჩახედვა შეგიძლიათ, იქნება ჩამაწვეთოთ პნევამტიკაზე რა საუბარია და რას გულისხმობენ სანადირო პნევმატიკაში - სანადირო კლასის პნევმატიკას დღევანდელი კანონიც ცნობს, მაგრამ რომელია ეს კლასი კაცმა არ იცის, არც დამწერმა არც წამკითხავმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 25 2010, 22:00
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ეეეეჰ, ჯა-ჯა...
ეშმაკმა იცის ამათი ორპირი კანონი. თუმცა იმათაც 2 პირი კანონი ჰქონდათ... newsmile056 (1).gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი21
პოსტი Mar 26 2010, 09:37
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 116
რეგისტრ.: 14-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიდი ხანია ვეძებ მაგ კანონს ვერა და ვერ შევძელი მისი შოვნა პარლამენტრებსაც ვთხოვე დამპიდნენ მაგრამ ჯერჯერობით არ მომიტანეს ვერ არ ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 26 2010, 23:02
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



სანადირო ცივ სასროლ იარაღში იგულისხმება მშვილდი, არბალეტი და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი გარპუნები. ცივ იარაღში კი სანადირო დანები. სანადირო პნევმატური იარაღის მცნება კი ვერც მე გავიგე და არც არავინ იცის ასე მგონია, კანონით პნევმატური იარაღით ნადირობა იკრძალებოდა და შეიძლება ეხლა დაუშვეს და შესაბამისად (პნავმატური იარაღი) გახდა (სანადირო პნევმატური იარაღი) რავი აბა რა ვიფიქრო სხვა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი Mar 27 2010, 10:12
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



[quote name='ja_ja' date='Mar 25 2010, 21:55' post='76187']


კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი.
სპორტული ცეცხლსასროლი და სპორტული პნევმატური აღარ იქნება?


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 27 2010, 15:23
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



იკა კაპანაძე

შენ კითხვაზე პასუხი რომ გაგცენ, ალბათ საჭიროა, რომ ავტორებმა კიდევ ერთხელ
სკოლა დაამთავრონ საშუალო და წავიდნენ დასავლეთში ისევ სასწავლებლად ...
ეს მაგაონებს ანეგდოტს ერთ სვანზე, რომელსაც გამოცდაზე ჰკითხეს მტაცებელი
ცხოველი, უპასუხა - მგელი... და იქნებ კიდევ 4 დაგვისახელო და 5-იანს დაგიწერთო.
პასუხი : 1 მგელი, 3 დათვი და ერთი მელაცო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ja_ja
პოსტი Mar 29 2010, 10:50
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 27-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi



919
ციტატა(Gigs13 @ 27th March 2010 - 16:23) *
შენ კითხვაზე პასუხი რომ გაგცენ, ალბათ საჭიროა, რომ ავტორებმა კიდევ ერთხელ
სკოლა დაამთავრონ საშუალო და წავიდნენ დასავლეთში ისევ სასწავლებლად

ეჰ სამწუხაროა მაგრამ 100%-იანი ხარ :( რას წერენ და რას აძლევენ ხმას გაგებაში არ არიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 31 2010, 13:26
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(ja_ja @ Mar 25 2010, 21:55) *
ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ვერანაირად და ვერსად ვერ მოვნახე ახალი კანონპროექტის მონახაზი ან რაიმე მაგდაგვარი. ანუ ვიცი რომ 25 თებერვალს პირველი სხდომა იყო და ყველაფერს დაეთანხმნენ. დღეს იყო მეორე სხდომა და ისევ ყველაფერს დაეთანხმნენ, მაგრამ რეალურად რას კაციშვილმა არ იცის.

დარჩა მესამე ფორმალური განხილვა და როგორც წესი ახალი კანონი დამტკიცებიდან 10 დრეში ძალაში შევა, მარა რა წერია ამ კანონში ვინმე ხომ არ იცით> ხომ არ გაქვთ ხელთ მისი ასლი ან რაიმე? წესით ღია მასალა უნდა იყოს მარა არსად არ დევს.

აგერ ლინკი პარლამენტის საიტზე, უწერიაღ სრული სისულელე, გამაცოფა ამ უნიჭობამ და ტექსტმა:

მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის თანახმადაც, იარაღის კადასტრის ნაცვლად ახალი ცნება - იარაღის რეესტრი შემოდის. კანონპროექტში განმარტებულია რას წარმოადგენს იარაღის რეესტრი.
სიტყვების ტამაშობანას აწვებიან და ვითომ რაიმეს აკეთებენ თუ რა ხდება ვერ გავიგე.

ამ ეტაპზე მე ცეცხლსასროლი არ მაქვს, მაგრამ მაქვს პნევატიკური რამდენიმე შაშხანა, მაქვს სურვილი 0.22 კალიბრში შევიძინო პნევმატიკა, დღევანდელი კანონი 4.5 მილიმეტრზე ზევით პნევმოს არ ცნობს, თუ იცით რაიმე ამაზე საერთოდ არის ნახსენები ამ ახალ კანონპროექტში?

ინტერპრესნიუსის განმარტებით , ახალ კანონში გაფართოებულია სანადირო იარაღის "ასორტიმენტი":

კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი.

სივსასროლი მგონი შვილდისარს გულისხმობენ, მაგრამ აი სანადირო პნევმატიკაში რას გულისხმობენ კაცმა არ იცის, რაიმე კონკრეტულ მოდელს დაადებენ ხელს აი ეს არისო თუ კალიბს ან რაიმე სხვას გულისხმობენ???

მოკელდ თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი და გაქვთ ეს კანონპროექტი, ან უბრალოდ ჩახედვა შეგიძლიათ, იქნება ჩამაწვეთოთ პნევამტიკაზე რა საუბარია და რას გულისხმობენ სანადირო პნევმატიკაში - სანადირო კლასის პნევმატიკას დღევანდელი კანონიც ცნობს, მაგრამ რომელია ეს კლასი კაცმა არ იცის, არც დამწერმა არც წამკითხავმა.


ნეტა ვინ წერს ამ კანონპროექტებს? ძალიან მინდა ცოცხალი იდიოტი ვნახო ლაივში.

ვეცდები მოვიპოვო ტექსტი კანონპროექტის. მგონი ხვალე მექნება




ციტატა(hunter777 @ Mar 27 2010, 00:02) *
სანადირო ცივ სასროლ იარაღში იგულისხმება მშვილდი, არბალეტი და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი გარპუნები.


იმ სხვაპბიოთ რომ არც არბალეტი არც ჰარპუნი და ასე ემდეგ არ არის ცივი იარაღი......


ეჰ ეს კანონი ისევე როგორც ცვლილებების ისტორია ვიცი ზეპირად. ერთი ორი წლის წინ ევხვდი ოფიცილურად იმათ ვინც მაშინ ერთ ერთი პროექტი მოამზადეს, დაუჯექი და წყნრადა აუხსენი ყველაფერი თითებზე და ბოლოს მითხრეს კარგით რა, რასაც გვავალებენ იმას ვწერთო. ვოტ ტაკ.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 31 2010, 14:42
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



იტაკ პირველი მოსმენაა და ცვლილებები ტექსტში კიდე შევა....

საქართველოს კანონი

`იარაღის შესახებ~ საქართველოს კანონში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `იარაღის შესახებ~ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანების ან/და განადგურებისათვის, ან სიგნალის მისაწოდებლად;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისათვის ან/და განადგურებისათვის;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები - ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებია ლულა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი - საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულის სიგრძე (ლულის სავაზნის ჩათვლით) ხრახნილლულიან და კომბინირებულ იარაღზე შეადგენს არანაკლებ 310 მმ-ს, ხოლო გლუვლულიანი იარაღზე არანაკლებ 360 მმ-ს;
ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომლის ლულის სიგრძე (ლულის სავაზნის ჩათვლით) არ აღემატება 260 მმ-ს და განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის;
ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - არანაკლებ 360 მმ-ის ლულის სიგრძის (ლულის სავაზნის ჩათვლით) მქონე სპორტული სახის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის;
ზ) საფანტის იარაღი – ლულაში (დოლურაში) ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს;
თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში (დოლურაში) ჭურვის ან საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოყვანისათვის;
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის საფანტის იარაღი), რომლის ლულის სიგრძე (ლულის სავაზნის ჩათვლით) არ აღემატება 260 მმ-ს და რომელშიც საბრძოლო მასალად გამოიყენება მხოლოდ პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნები;
ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოყვანისათვის და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დაზიანების ან/და განადგურებისათვის;
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის;
პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება;
რ) სასიგნალო იარაღი - იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად.
ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის;
ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;
უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია;
ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.“

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.”.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე) სასიგნალო იარაღი.“

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. თავდაცვის იარაღი
1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა ან/და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) გაზის (აირის) იარაღი;
გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.“

5. მე-6 მუხლი ჩამოყალუბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სპორტული იარაღი
1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.“

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 სანადირო იარაღი
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი(თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი(კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს, შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.“

8. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ცეცხლსასროლი ირაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა მისი ძირითადი ელემენტების დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს გასროლის საშუალებას.“
ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;“

გ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„კ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის(აირის) იარაღი;
„ლ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`მუხლი 13. იარაღის რეესტრი
1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, მათი მესაკუთრეების, მოსარგებლე პირებისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
2. იარაღის რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. იარაღის რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის კანონმდებლობით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროტეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება სავალდებულოა განხორციელდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას ამ კანონის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღზე;
ბ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ რეალიზაციისათვის განკუთვნილი ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო სახის თავდაცვის, სანადირო და სპორტული სახის ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის(აირის) იარაღზე.
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო სახის თავდაცვის, სანადირო და სპორტული სახის ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის(აირის) იარაღზე.
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო სახის თავდაცვის, სანადირო და სპორტული სახის ცეცხლსასროლი, აგრეთვე გაზის(აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან თუ იარაღი მის მიერ შეძენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.
4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი“.

11. ამ კანონის მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141 მუხლი:
`მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკური მახასიათებლებს, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მეტროლოგიისა და სერტიფიცირების სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - saqarTvelos standartebis teqnikuri reglamentebisa da მეტროლოგიის სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაღვრული სამოქალაქო სახის იარაღის დამზადების და გადაკეთების წესს.“

12. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მქონე პირები, რომლებიც ახორციელებენ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ვალდებულნი არიან:
ა) იქონიონ სარეალიზაციო საქონლის სერთიფიკატი;
ბ) უზრუნველყონ შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალიზაცია განახორციელონ, მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირებზე;
დ) მოახდინონ, მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელსაც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განახორციელონ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო სახეობის იარაღის რეალიზაცია იარაღის ბალისტიკური შემოწმების გარეშე;
ვ) საკომისიო წესით ჩაიბარონ, მხოლოდ ის იარაღი, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ზ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი) ასევე ინფორმაცია მყიდველების შესახებ საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს;
თ) უზრუნველყონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება;
ი) შემძენ ფიზიკურ პირებს შეძენილი იარაღი გადასცენ, მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) დაიცვან იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;“

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ შეძენილი და რეალიზებული იარაღის აღრიცხვის, გასროლილი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების წარდგენის, აგრეთვე რეალიზებული საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებენ:
ა) სასამართლო აღმასრულებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაყადაღებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეაალიზაციის შემთხვევაში.“

13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
1. იარაღის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ განახორციელონ იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია,;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
გ) ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას, აგრეთვე შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს.
დ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
ე) საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენისას;
3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო სახეობის იარაღის შეძენა, აგრეთვე მე-9 მუხლი მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირებზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) საფუძველზე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:
ა) იარაღის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით:
ა.ა) თავდაცვის სახის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის შეძენის ნებართვას შე¬ნახ¬ვისა და ტარების უფლებით:
ბ.ა) თავდაცვის სახის გაზის (აირის) იარაღზე;
ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.გ) სპორტული სახის გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) სპორტული სახის მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ე) თავდაცვის და სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრეებს მოქმედი კანონ¬მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას¬ვლის შემდეგ შეუნარჩუნდათ იარაღის ტარების უფლება;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი.
გ) იარაღის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით - ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღის მოსარგებლე პირზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტიებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
6 კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების, აგრეთვე, გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლი მე-4 პუნქტით გასაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.
7. დაუშვებელია სამოქალაქო სახეობის სპორტული ან სანადირო ცეხლსასროლი იარაღის გამოყენება კერძო დაცვის საქმიანობის განხორციელებისას.
8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს აეროზოლური მოწყობილობა და სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა), აგრეთვე პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი არ აღემატება 4,5 მილიმეტრს.
9. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა. “

14. მე-20 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებული არაიან, უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში გასანთავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“

15. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ:
ა) უფლებამოსილი ფიზიკური პირები გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრანილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის იარაღის 50 ვაზნამდე, ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის შემთხვევაში;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის, აგრეთვე საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომლები - სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთმტკიცებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები - იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის კანონმდებლობით განსაზღვული პროდეცდურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფინანსათა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები - სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ვ) სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლები, იძულებითი აღსრულების მიზნით დაყადაღებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.“

16. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო სახეობის იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა), ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულებების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არაუმეტეს 10 ერთეული იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის, ან/და ერთდროულად არაუმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრულ შემთხვევაში, იარაღის საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მისი რეგისტრაცია შემოტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

17. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ იარაღის დანიშნულების მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“

18. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე საქართველოდან გაიტანოს ჯილდოთ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შეძენილი სამოქალაქო სახის ცეცხლსასროლი ან/და გაზის იარაღი.“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“

19. 31-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;“
„თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;“

20. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
`ა) `იარაღის რეესტრის წარმოების წესის შესახებ~ დამტკიცება;
ბ) „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და საბრძოლო მასალის ტყვია-მასროთეკის წარმოების შესახებ წესის“ დამტკიცება;
5. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – saqarTvelos standartebis teqnikuri reglamentebisa da მეტროლოგიის სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) იარაღის მახასითებლების განსაზღვრა;
ბ) იარაღის დამზადების და გადაკეთების წესის განსაზღვრა .“

მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2, მე-11 და მე-15 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-11 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში




საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი



















წავიკითხე და მგონი ეს ვინც დაწერა ძალიან შორს არის რეალობისგან და უბრალოდ ვერ ხვდება ან არ იცის რა რპობლემებია სამოქალაქო იარაღის ბაზარზე/

ნონსენსია რომ თავდაცვის იარაღში არ იყოს შესული გრძელლულიანი იარაღი. ეს კანონი დეგრადირებს მიღების პირველი დღიდან და ბოლოს დარჩება უაზრო არალოგიკური დ ურთიერთ გამომრიცხავი დებულებები ......

პიზდეც ნახ.....

ამ ლულის სიგრძეებზე ისე არიან გადაკიდებულები როგორც რავი რა პენისების სიგრძეზე..... კაროჩე რა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 1 2010, 12:34
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ელექტროშოკური აპარატიც იარაღია და ვინ აკონტროლებს მის კუსტარულ დამზდებას ან საერთოდ დასჯილა ვინმე მისი შენახვის დამზადების ან გადატანის გამოო?? არადა რაც ამ მოწყობილობას ზიანი მოაქვს მთელი საქარტველოს მასტაბით ბუნებისადმი ენით ვერ აღწერს კაცი. როგორ მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Apr 6 2010, 17:17
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ფოკუსი იმაშია რომ ამ ბატონებმა ამ კანონით გამორიცხეს მთელი იარაღის კლასები. მოკელლულიანი პისტოლეტის ტარიანი 12 კლაიბრის თოფი რა არის? სანადირო იარაღია თუ სპორტული? ცალ ლულიანი კონტენდერი კალიბრში მაგალიტად .223 რემინგტონი შაშხანაა თუ პისტოლეტი? მარაზმია რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 03:20