ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი?
barambo
პოსტი Jun 27 2011, 11:03
პოსტი #46


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



როგორც იცით,"მკვდარი ნაბული" და "გაძნელებული მიტანება" სერიოზული პრობლემაა,რომელიც ბევრ ძაღლს ახასიათებს.
თუ გვაქვს რაიმე მოსაზრება,როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავწყვიტოთ,ანუ გადავაჩვიოთ ზრდასრული ძაღლი ამ ნაკლს გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი.
თუ საჭირო გახდა,ახალ თემას გავხსნი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jun 27 2011, 14:12
პოსტი #47


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(GIGO @ Jun 27 2011, 11:40) *
ჩვენებური გაგებით მიტანება ევროპული წესებით არასასურველია, ჩვენგან განსხვავებით იქ ახლომიწევა უფრო სწრაფია ვიდრე მიტანება. პირველი კრიტერიუმი სიდინაც გამოდიან საზღვარგარეთ არის ის რომ ძაღლმა უნდა მისცეს საშუალება მოინადირეს მაქსიმალურად ახლოს მოახერხოს ფრინველთან მისვლა, რის საშუალებასაც წამყვანთან ერთად გაკეთებული მიახლოება იძლევა, ხოლო გრძელი და სწრაფი მიტანების შემთხვევაში მონადირეს არ ეძლევა საშუალება ახლოს მიუახლოვდეს ფრინველს. თუმცა საბოლოო მიზანი იქაც ფრინველის ამოყვანაა და ისეთ ადგილებში სადაც მონადირის ახლოს მისვლა შეუძლებელია დასაშვებია ჩვენებური მიახლოება. (ტყიან და მაგარ ადგილებში და არავითარ შემთხვევაში მინდორში) ყელა სანადიროს თუ სპორტულს რო ვეძახით შეჯიბრზე საზღვარგარეთ მიტანებას აქვს ერთნაირი მოთხოვნა. და ნუ დაგვავიწყდება რომ იქაც ფრინველის ამოყვანის გარეშე ძაღლი შეფასებას ვერ ირებს.
"პლავნი" მიახლოებას იქ ძაღლებს ასწავილან, ჩვენთან კი მიახოებას არ ავსწავლით ძაღლს ან აქვს ან არა. ერთმანეთში არ უნდა აურიოთ "პლავნი" და "ტუგოი"მიახლოება.


ვიცი, ახლომიწევნაზე ნელია, კი. ბევრჯერ გვინახავს ვიდეოებში. ე. ი. მიტანება კი არა, მართლა მიახლოებაა. სპორტული იქნება თუ სანადირო ძებნის ძაღლებისა, შეჯიბრი შეჯიბირია. პრაქტიკული ნადირობა კი, მით უფრო, ჩვენს პირობებში, სხვა რამეა. ნადირობისას, უმრავლეს შემთხვევაში, ძაღლთან ერთად ფრინველის მიმართულებით მხარდამხარ სიარული, შეუძლებელიცაა და უაღრესად არაეფექტურიც. გინდა "პლავნი" ეძახე და გინდა "ტუგოი", ნადირობის დროს ორივე აძლევს ფრინველს დათესვის საშუალებას. newsmile058.gif რაც ბევრად უფრო არასასურველი შედეგია, ვიდრე სწრაფი, ენერგიული და გრძელი მიტანებით (ჰა და ჰა, მაქსიმუმ 10-12 მეტრიანით) ფრინველის "შორი" მანძილიდან ამოყვანა.
ე.წ. პლავნი მიახლოება რომ ვასწავლოთ ხოლმე, მერე მაგარ ადგილებში, როგორებიც სანადიროდ ჩვენი ძირითადი ასპარეზია, სწრაფ მიტანებას როგორღა მოახერხებენ, ისედაც "ტუგოობა" და შენელებული მიახლოებაა მათი ძირითადი ნაკლი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Jun 27 2011, 17:44
პოსტი #48


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



თენგო შენ ძალიან სერიოზული შეკითხვა დასვი ვიცი შენი კვალიფიკაცია და ეჭვი მეპარება რომ შენ ვერ ხსნი ან არ იცოდე პასუხი .რაც ეხება მკვდარ ნაბულს და ტუგოი პოდვოდკას. ასე დისერტაციასაც კი დავწერ. წინასტარ მოვიხტი ბოდიშს რადგანაც ამ საკითხის ახსნა მოითხოვს სპეციალურ ლეკსიკონს.
ეს ორივე არასასურველი თვისება არის დეფეკტი რომელიც გადადის პაროკში ნაკლში.ძაღლი გძნობს ყნოსვით ფრინველის სუნს, მაგრამ ვერ არკვევს არის თუ არა ფრინველი იმ ადგილას ან თუ საერთოდ არის ფრინველი და ამიტომ ძალიან ნელად და ძნელად მიდის წინ და ხშირ შემთხვევაში დგას ერთ ადგილას მკვდარ ნაბულზე.
ეს დეფეკტი ძირითადათ ჩტება არასწორი გეშვის დროს. პროფესიონალი ნატასჩიკები თვლიან რომ გამოსტორება მონადირე ძაღლის ტუგოი პოდვოდკის და მკვდარი ნაბულის ძალიან ძნელია და ძალიან იშვიათად ხტება.
ძაღლის კმედებებს განკარგავს ნერვული სისტემის მუშაობა რომელიც ითვალისწინებს условный и безусловный რეფლეკს. ძაღლის ნერვულ სისტემაში ვითარდება ერთდროულად ორი პროცესი; გამაღიზიანებელი პროცესსი და შეჩერების პროცესსი, ერთმა პროცესსმა უნდა ‘’ მოიგოს’’ და ამით განპირობოს ძაღლის ქმედება.ფრინველის სუნი იწვევს ძაღლში მოწოდებას მიუახლოვდეს ფრინველს და დაიჭიროს ფრინველი და იმავე სუნი აჩერებს ძაღლს და იწვევს ნაბულს. მრავალსაუკოვანი არჩევით და ბალანსით ამ ორივე პროცესის იყო გამოყვანილი თანამედროვე მონადირე ძაღლი.
აკადემიკოსმა ი.პ.პავლოვმა აღსნა რომ სხვადასხვა ძაღლებში ეს ორი პროცესსი შეიძლება მიაღწიოს სხვადასხვა სიღმეს და ძალას , შეცვალონ ერთმანეთი მსუბუქად ან ძნელად ,სწრაფად ან ნელა.იმ ძაღლზე რომელშიც ეს ორივე პროცესსი დაბალანსებულია ამბობენ რომ ძაღლი уравновешанная იმ შემთხვევაში კი როდესაც რომელიმე პროცესსი ჭარბობს და პირიქით -ბალანსი ირღვევა.
მკვდარი ნაბულის თვისება იყო ის ძირითადი რითაც ანსხვავებდა პავლოვი ძაღლებს по типу высшей нервной деятельности.
-- ტიპი გამაღიზიანებელი-ხოლერიკ
-- ტიპი გაწონასწორებული-სანგვინიკ
-- ტიპი ინერტული-ფლეგმატიკი
-- ტიპი სუსტი-მელანხოლიკი
აქედან გამომდინარე რომელ ტიპს ეკუთნის მკვდარი ნაბულის და ტუგოი პოდვოდკის ძაღლი - ტიპი სუსტი-მელანხოლიკი-მისთვის არის დამახასიათებელი სუსტი რეაკცია გამაღიზიანებელი და ჭარბობს შეჩერებითი პროცესსი, ამასობაში გადასვლა შეჩერებითი პროცესიდან გამაღიზიანებელ რეაკციამდი ძალიან ნელია.ზუსტად ამ ტიპს ეკუთნიან ძაღლები ს ტუგოი პოდვოდკოი და მკვდარი ნაბულით, ძაღლი იმყოფება კატალეპსიაში (ხანძლივი პოზის დაკავება). ხშირ შემთხვევაში ეს ნაკლი ან ნაკლები არ ექვემდებარება გამოსწორებას. ამ თვისებების მქონე მონადირე ძაგლებით ძალიან ძნელია ნადირობა გნოლზე,კაკაბზე,ხოხობზე ანუ ჯიშებზე რომლებიც სწრაფად და შორს მირბიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jun 27 2011, 19:34
პოსტი #49


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Alik
ციტატა(Alik @ 27th June 2011 - 18:44) *
თენგო შენ ძალიან სერიოზული შეკითხვა დასვი ვიცი შენი კვალიფიკაცია და ეჭვი მეპარება რომ შენ ვერ ხსნი ან არ იცოდე პასუხი .

თემა წამოწეულია! newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha17
პოსტი Jun 28 2011, 12:57
პოსტი #50


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



(ეს დეფეკტი ძირითადათ ჩტება არასწორი გეშვის დროს) ჩვენთან ძირითადათ ძაღლებს მწყერზე გეშავენ, პრობლემა იმაშია, რომ ახალგაზრდა დასაგეში ძაღლი ერთ-ორჯერ დაგეშვისას მწყერზე,რომ სტოიკას გააკეთებს ,ამის შემდგომ აუცილებლად უნდა შეუცვალო ფრინველი, ცოტათი უნდა გაიჭირო და ბეკასზე და დუპელნზე უნდა ატარო 20-30 ცალ ბეკას რომ ძაღლი დაამუშავებს ის შემდგომ მოძრაობასაც იცვლის, ძებნასაც და სხვა დამახასიათებელ სანადირო თვისებებსაც, და ამას რომ გააკეთებს პატრონი შემდეგ დარწმუნდება ყველაფერში. არ შეიძლება ძაღლი მხოლოდ დაგეშო მწყერზე და ატარო სანადიროდ მხოლოდ მწყერზე, ის ყოველთვის თავსაც ქვემოდ დაწევს და მისი ძებნის მანერა არ იქნება სახარბიელო . ამიტომ გამოვთქვამ ერთ აზრს მომავალში საველე შეჯიბრი ჩავატაროთ ბეკასზე წალკაში როგორც გამოფენაზე ჩვენმა საერთო მეგობარმა ბტონმა იგორმა თქვა ბეკასი წლკაში კარგად არისო, ამის შემდგომ ვნახოთ ("მკვდარი ნაბული" და "გაძნელებული მიტანება" სერიოზული პრობლემაა,რომელიც ბევრ ძაღლს ახასიათებს.) და ერთი მინდა დავამატო არ შეიძლება საველე გამოცდა ჩატარდეს იმ ადგილას , სადაც ის ძაღლი იმ ადგილას იგეშება, მან შეიძლება იმ ადგილას ბევრი შეცდომები გამოავლინოს. ყოველ დაგეშილ ძაღლს ჭირდება ხშირი სხვადასხვა მინდორში ტარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th December 2019 - 17:58