დაავადებები რომელიც ემუქრება მონადირე ძაღლებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
დაავადებები რომელიც ემუქრება მონადირე ძაღლებს
T A M P L I E R
პოსტი Sep 18 2009, 13:59
პოსტი #16


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვახ შემეშინდა.ისე მართლა ვაოფებთ მე მაპატიეთ გადავიდეთ ძაღლების თემაში და იქ განვიხილოთ ეს ამბავი.მოდერს ვთხოვ გვაპატიოს და ეს პოსტები წაშალოს ან გადაიტანოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 19 2009, 17:26
პოსტი #17


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



T A M P L I E R

რატო კაცო,დაავადება არ არის ტკიპა....? ოფი რა შუაშია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 3 2010, 10:40
პოსტი #18


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეგობრებო ვინ იცის, ლეიშმანიოზი კონტაქტით გადადის ადამიანზე, ან ზაღლიდან ძაღლზე? გუშინ მოვეფერე ერთ "საეჭვო" ძაღლს
shiverdog.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 3 2010, 10:53
პოსტი #19


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,082
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
ლეიშმანიოზი გადადის მარტი კოღოთი. არც მოფერებით და არც კოცნით არ გადადის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 3 2010, 12:23
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
შენ გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 3 2010, 18:18
პოსტი #21


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Giorgi @ 3rd May 2010 - 11:53) *
ლეიშმანიოზი გადადის მარტი კოღოთი. არც მოფერებით და არც კოცნით არ გადადის



ისე რომ იცოდე რა პრიკოლია დაიმფიცირების პროცესი... მიკრობიოლოგიაში და იმუნოლოგიაში რომ ვერ ერკვევით სამწუხაროა, ბოლომდე ვერ მოგიყვებით მთელ პროცესს გაუგებარი იქნება და მიტომ

მოკლედ როგორ ხდება დაიმფიცირება...

თვითონ კოღო, ინფიცირდება დაავადებული ძუძუმწოვრიდან, როცა ის წოვს დაავადებულის სისხლს, (მხოლოდ მდედრი კოღოები წოვენ სისხლს) ამ სისხლში არსებული ლეიშმანიები ხვდებიან კოღოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, და იქ იწყებენ გამრავლებას,

ერთ კვირაში ინფექცია აუყვება საჭმლის მომნელებელ, აღმავალ მილს და იმდენად მრავლდება, რომ სანათურს (პრასვეტს, დირკას, დიამეტრს) ავიწროვებს თავისი სხეულით და გამოყოფილი სეკრეტით.

ასეთ დატანჯულ კოღოს მოშივდება ერთხელაც, მიასკდება ადამიანს და ჩაარჭობს თავის ხორთუმს რომ ამოწოვოს სისხლი, მაგრამ იმის გამო რომ ყელში ეს ურჯულოები ყავს გაჩხერილი, სისხლს ვეღარ ყლაპავს, და ეწყება ღებინების რეფლექსი, და ამ გამოტენილ პარაზიტებს გადმოარწყევს სისხლში, newsmile035.gif

შემდეგაც დრამატულად ვითარდება ადამიანის სისხლში სიტუაცია, მაგრამ ახლა მეზარება იმის ახსნა ვინები არიან მაკროფაგები და ნეიტროფილები და იმუნოლოგიის საბაზისო ლექცია გამომივა...

მოკლედ კოღოც არ ყოფილა კარგ დღეში, და ვინ ვის გადასდებს, ადამიანი- კოღოს თუ კოღო -ადამიანს ეგეც საკითხავია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 3 2010, 21:01
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ლეიშმანიოზი ორგვარია, კანქვეშა ლეიშმანიოზი და შინაგანი ლეიშმანიოზი, კანქავეშა ლეიშმანიოზის დროს ცხოველის კანი კანი ზიანდება, იქერცლება, თმა ცვივა ცხოველს, შემდეგ წყლულები უჩნდება და კვდება დაინფიცირებული ცხოველი, სავარაუდოა რომ ასეთ შემთხვევაში დაავადე კონტაქტითაც გადავიდეს, თუ დაინფიცირებული ხელი ლორწოვან გარსში მოხვდება

შინაგანი ლეიშმანიოზი შინაგან ორგანოებს აზიანებს სავარაუდოდ კონტაქტით გადადება დაავადების არ მოხდება

ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომელიც გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩამომიყალიბდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 4 2010, 02:59
პოსტი #23


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Maverick

არ არის ვარაუდი, სავსებით შესაძლებელია ვარიანტია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 4 2010, 15:58
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძაღლის ლეიშმანიოზი




ლეიშმანიოზის გამომწვევია ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელიც მიეკუთვნება გვარ: Leischmania-ს. დაავადებისათვის დამახასიათებელია კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანება, ელენთის და ღვიძლის გადიდება , პარეზი, დამბლა,ანემია, ავადებიან ძირითადად მონადირე ძაღლები, გვხვდებასხვა ცხოველებშიც , ასევე ადამიანსიც.


ისტორიული ცნობები ლეიშმანიოზის აღმძვრელი აღმოჩენილი იქნა 1937 წელს რუსი ექიმის ი. პ. ბოროვსკის მიერ. ძაღლებში დაავადება პირველად აღწერილი იქნა 1908 წელს ტუნისში. რეგისტრირებულია ამიერკავკასიაში და შვა აზიაში.


აღმძვრელი დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით

1. კანის ფორმა რომელიც აღმძვრელია Leischmania tropica. პარაზიტობს ძაღლის და ადამიანის კანსა და ენდოთერიალურ უჯრედებსი . გადამტანია სისხლმწოვი მოსკიტი Phlebotomus papatasi.



2.შინაგანი, ვისცერალური ლეისმანიოზი , აღმძვრელია Leischmania donovani, მოკალიზობს ძაღლის და ადამიანის ღვიძლის, ელენთის, ძვლის თვინის, იშვიათად სისხლის უჯრედებში. გადამტანია Phlebotomus caucasica .

მორფოლოგიურად ორივე აღმძვრელი იდენთურია. თბილსისხლიანი ცხოველის ორგანიზმში პარაზიტები არიან უშოლტო, სფეროსებური ან ოვალური ფორმის. მათი ზომებია : სიგრძე 2-5 მმიკ, სირგძე 1-3 მმიკროვანოვსკის-გიმზას წესით შეღებვისას კარგად ჩანს ციტოპლაზმა ,ბირთვი და ბრეფალობლასტი, რომელიც წერტილისმაგვარია, ან მცირე ძომის ჩხირისებული ფორმისაა, მისგან ხდება შოლთის წარმოქმნა. ყოველ ლეისმანიას აქვს მრგვალი ან ოვალური ბირტვი და მცირე ზომის დამატებითი ბირთვაკი.

გადამტანები
მოსკიტების ორგანიზმსი ლეიშმანიები წაგრძელებული , თიტისტარისებური შოლტის ფორმას იღებენ (სიგრძით 0.015-0.20 მმიკ.) და ბირთვთან ახლოს მდებარეობენ


პარაზიტის განვითარება
ლეისმანია რომელთაც გააჩნიათ სოლტები , საკმაოდ სწრაფად მოზრაობენ , იკვებებიან ოსმოსის გზით . გამრავლება ხდება სიგრზეზე გაყოფით ორ ინდივიდად.
ლეისმანიები კარგად იზრდებიან ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე . მაგალითად ნახევრად სველ აგარზე , რომელსაც დამატებული აქვს კურდღლის სისხლი სიციცხლისუნარიანობას ინარცუნებენ რამოდენიმე წელი


დაავადებულ ძაღლზე და ადამიანზე მოსკიტების კვების დროს მოსკიტების ნაწლავებში ხვდებიან პარაზიტის უსოლტო ფორმები (კანის წყლულიდან ან სისხლიდან) მათში ლეიშმანიები ენერგიულად მრავლდებიან და ვითარდებიან შოლტიანი ფორმები, დაავადებიდან მე-6-7-ე დღეს ისინი ჩალაგდებიან მოსკიტის საყლაპავში და პირის ღრუში. უკვე მე-8-10-ე დღიდან მწერებს შესაძლებლობა აქვთ ძაღლზე თავდასხმის დროს სისხლში , ან კანის ქსოვილში ინოკულირება. მოსკიტის გაჭყლეტის დროს დროს შეიძლება შეგხვდნენ კანის გარეგან საფარველში . და შემდეგ ლეისმანიების სოლტიანი ფორმები აღწევენ სინაგანი ორგანოების და კანის რეტიკულო-ენდოთერიალურ უჯრედებსი. ისინი კარგავენ შოლტებს და სწრაფად მრავლდებიან. აზიანებს ყველა უჯრედს, სადაც პარაზიტობენ შემდეგ გადადიან სხვა უჯრედებში , სადაც მეორდება განვითარების იგივე ციკლი.

ეპიზოტოლოგიური მონაცემები
ლეისმანიოზი გავრცელებულია ამიერკავკასიაში, სვა აზიის რესპუბლიკებში.
ექსპერიმენტალურ პირობებში დაავადება შეიძლება გამოწვეული იქნას ძაღლებში, მათ ორგანიზმსი ლეიშმანიოზის კულტურის შეყვანით , რომელიცგამოზრდილია ხელოვნურ საკვებ პირობებში . ბუნებრივ პირობებსი ძაღლების დაავადება შეიზლება მოხდეს ჯანმრთელი ცხოველის ავადმყოფთან უშვალო კონტაქტით, ან ლეიშმანიების დაინვაზიებული მოსკიტების სედეგად .

დაავადების კლინიკური ნისნები
ახალგაზრდა დაავადებულ ძაღლებში ხშირად ლეიშმანიოზი მიმდინარეობს მწვავედ , მოზრდილებში ქრონიკულად და ზოგჯერ მთავრდება გამოჯამრთელებით .
ლეიშმანიოზის მწვავე მომდინარეობის დროს აღინისნება აღგზნება , სხეულის ტემპერატურის მომატება, უმადობა , სიგამხთრე ზოგჯერ ვიტარდება დიარეა და ანემია , ავადმყოფი ცხოველები უფრო მეტად წვანან , უვითარდებატ ნაწოლები . დაავადების ბოლო სტადიაში არ რეაგირებენ გარემო გაღიზიანებაზე და ბოლოს კვდებიან კომატოზურ მდგომარეობაში. მწვავე ლეისმანიოზის ხანგრძლივობაა რამოდენი მღიდან 2-3 კვირამდე.
ქრონიკული მომდინარეობის დროს აღინიშნება სიგამხდრე , ცხელება, კონიუნქტივიტი, ზოგჯერ რინიტი , კანის დაზიანება: დაწყლულება უფრო ხშირად ხდება თავის სხვადასხვა ნაწილში ( ცხვირის, ყურის ნიჟარის, შუბლისა და საფეთწელის ნაწილში) აღინისნება ბალნის ცვენა , დიარეა, სხეულის უკანა ნაწილის სისუსტე და დამბლა. ხშირად აღინიშნება პრეპუციუმის ჩანთის ლორწოვანის ანთება და დაწყლულება საიდანაც გამოდის ბლანთი სითხე.

ლეისმანიოზის მწვავე მიმდინარეობა რეგისტღირებულია ზაფხულში და ემთხვევა მოსკიტების მასობრივ ფრენის პერიოდს , დაავადების კერაში ქრონიკული ლეიშმანიოზი აღინისნება წლის ნებისმიერ დროს . გარდა ქრონიკული ფორმისა ასევე გვხვდება ქვემწვავე ფორმა.
პათოლოგო-ანატომიური ცვლილებები ძაღლის ლეშის გაკვეთის დროს აღინიშნება სიგამხდრე , ანემია , ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძების გადიდება , ძვლის ტვინის ჰიპერმია. ზოგჯერ კატარული გასტროენტერიტი, ნეფრიტი, ფილტვების შეშუპება , კანზე და ცხვირზე ლორწოვან გარსზე წყლულები.

დიაგნოზი
ისმევა კომპლექსურად : კლინიკური ნიშნების, ეპიზოდოლოგიური მონაცემების მიხედვით და ზუსტდება მიკროსკოპიული გამოკვლევებით.
ამისათვის იღებენ ანაფხეკს კანიდან და აგრეთვე სეროზული სითხის ერთ წვეთს , განსაკუტრებით თვალის და ყურის მიდამოდან , რომელსაც გადაიტანენ სასაგნე მინაზე , ამზადებენ ნაცხს , აფიქსირებენ მეთილის სპირტში და ღებავენ რომანოვის მეთოდით .
შინაგანი ლეიშმანიოზის დიაგნოზირება რთულია . საჭიროა ძვლის ტვინის , ლიმფური კვანძების გამოკვლევა. სადიაგნოსტიკოდ იყენებენ ფორმალინის რეაქციას . იღებენ ძაღლის სისხლის შრატის 1 მლ-ს და უმატებენ სუფთა ფორმალინის 2-3 წვეთს და კარგად შეანჯღრევენ. დადებითი რეაქციის შემთხვევაში შრატი სწრაფათ იღებს ჟელატინის კონსისტენციას.

მკურნალობა
რეკომენდირებულია მხოლოდ ჯისიანი ძაღლების მკურნალობა .
კანის ლეისმანიოზის დროს , წყლულების ირგვლივ , ან მის სირღმეში შეჰყავთ 4-5% იანი აკრიქინის ხსნარი 1%იანი ნოვოკაინტან ერთად. აგრთვე გამოიყენება ქიმიოთერაპია , ფიზიორენტგენი.
ვისცერალირი ლეისმანიოზის დროს სამედიცინო პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება სოლოსურმინი, რომელიც შეყავთ ვენაში 20% იანი წყალხსნარის სახით დოზით 0.12-0.22გ/კგ, ყოველდღიურად 12 დღეღამის განმავლობაში. \

პროფილაკტიკა და ბრძოლის ღონისძიებები
ლეიშმანიოზზე არაკეთილსაიმედო კერაში აუცილებელია მედ. პერსონალთან ტარდებოდეს კომპლექსური ღონისძიებები მოსკიტების, მათი მურების, მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ , გამოიყენება პარადიქლორბენზოლი , პოლიქლორიდი, ჰექსაქლორანის ემულსია აეროზოლის სახით.






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 4 2010, 20:20
პოსტი #25


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანა90
შენ გაიხარე ამხელა ნაშრომისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი May 4 2010, 20:46
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბიჭებო გაუმარჯოს. ჩემს პოინტერს დაემართა ეხლა სოკოვო ექიმმა, ესეგი ცვივა თმები მრგვლად კისერძე ცოტ-ცოტა და სასიში ხოარაა ძალიან? :( newsmile039.gif newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 4 2010, 21:00
პოსტი #27


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არაარის საგანგაშო რა პრეპარატით მკურნალობ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 5 2010, 08:08
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gurika
ლეკვისთვის საშიშია, მკურნალობის სრული კურსი უნდა ჩაუტარო, ასევე მოარიდე მინდორში სიარულს გამოჯანმრთელებამდე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 5 2010, 08:13
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მოარიდე მინდორს გურიკ ჯერ პატარაა და ეექიმთან უეჯველი წაიყვანე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 5 2010, 14:26
პოსტი #30


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




დემოდეკოზი
(კანქვეშა ტკიპა)

დემოდეკოზით ხშირად ავადდება ახალგაზრდა საქონელი და ძაღლები 9-18 თვის ასაკში. 2 წლიანი და უფრო დიდი ასაკის ძაღლები შედარებით იშვიათად ავადდებიან.
დაავადების საშიშროება განსაკუთრებით იზრდება ზამთარსა და გაზაფხულზე, როდესაც ცხოველთა ორგანიზმის რეზისტენტულობა ქვეითდება და ასევე დაქვეითებულია კანის ქსოვილის ტონუსიც. დაავადება გადამდებია და ჯგუფური თანაცხოვრების პირობებში დასნეულებულ ცხოველთან ან იმ ნივთთან შეხებამ, რომელთანაც კონტაქტი დასნეულებულ ცხოველს ჰქონდა, შესაძლოა ჯანმრთელი ცხოველის დასნეულება გამოიწვიოს. გარდა ამისა ძაღლები დემოდეკოზით ავადდებიან გარეულ ცხოველებზე ნადირობისას. ლეკვები დაბადებიდანვე მგრძნობიარენი არან ამიტომ თავიდანვე აშორებენ დედას, რომელსაც დასნეულებული ჯირკვლები აქვს, რადგან ამ დროს ტკიპების გადაცემა ხდება მშობიარობიდან პირველი 72 საათის განმავლობაში უშუალო კონტაქტის დროს.
დაავადების ხელშემწყობი სხვა ფაქტორები:
კანის ჰიგიენა: სინესტე ხელს უწყობს დემოდექსის ტკიპების გამრავლებას. ძაღლების ნესტიან ადგილებში ყოფნა ან ხშირი ბანვა კანის გაღიზიანებას იწვევს.
დემოდეკოზის თანმხლები დაავადებები: ცრემლიანი გამონადენი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ტოქსიკაროზი, მუნი.
დაავადების სიმპტომები: დაავადების კლინიკური სიმპტომები იწყება ტკიპების განუსაზღვრელი გამრავლებით. დემოდეკოზის კეროვანი ფორმის დროს ძაღლებს ბალანი სცვივათ თავის კანის სხვადასხვა უბნებზე( თვალის რკალის გარშემო, ტუჩების, ყურის ნიჟარების გარშემო), თათებზე და უფრო იშვიათად ტანის გარე საფარიც ეცლებათ. დაზიანებულ ადგილებში კანი სქელდება, ნაოჭდება და ღებულობს მოლურჯო-მონაცრისფრო ან სპილენძისფერ-წითელ ფერს და იფარება გარქოვანებული ეპიდერმისის რქოვანით. უფრო ხშირად პიოდერმიის გამომწვევი
ხდება მიკრობი -staphylococcus intermedius, მაგრამ ზოგჯერ სხვა ბაქტერიებიც - pseudomonas aeroginosa, proteus mirabilis. ზოგ შემთხვევაში დაავადებულ ძაღლებს უვითარდებათ გამოფიტვა და საერთო სეფსისი ბიოკოკური ინფექციის გამო, რის შედეგადაც როგორც წესი ცხოველი იღუპება.
მკურნალობა: პირველი დახმარება: კანის დაზიანებული უბნები უნდა დამუშავდეს თევზის ქონით, საჭიროა თვალყური ადევნოთ საწოლი ალაგის სისუფთავეს. დიეტა უნდა იყოს ვიტამინიზირებული(გახეხილი სტაფილო). დაავადებული ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ. დემოდეკოზის წარმატებული მკურნალობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოველის შენახვის კარგ პირობებს და სწორ მოვლას ზოოჰიგიენური წესების დაცვით. დაავადებული ცხოველი უნდა დაიცვათ გაციებისაგან და ამყოფოთ მშრალ და თბილ პირობებში. იუროდექსი-ყველაზე თანამედროვე პრეპარატია დემოდეკოზის სამკურნალოდ. მკურნალობის სქემაში უნდა ჩართოთ ჰეპოპროტექტორი, რადგან წასმის შემდეგ პრეპარატი ნაწილობრივ შეიწოვება და ღვიძლზე ახდენს ზემოქმედებას. ასევე საუკეთესო პრეპარატებია არსილი, ლივ-52, მაგრამ არა ესენციალ-ფორტე, რადგან ტკიპები ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით იკევბებიან და უფრო სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ვიტამინური კომპლექსების გამოყენება. უნდა შეიზღუდოს ცილოვანი საკვების მიცემაც. ხორცის ამოღება რაციონიდან არ შეიძლება, მაგრამ რაოდენობა 2-3 ჯერ უნდა შევამციროთ. მკურნალობა მეორდება 3-6 დღის შემდეგ. გარდა ამისა ბალნის ცვენის საწინააღმდეგოდ უნდა შეაზილოთ ნარევი: ტრივიტი 10 გრ, არყის კუპრი 1 გრ. მკურნალობის სხვა მეთოდები და პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th December 2019 - 01:20