პოინტერის ლეკვები უკრაინიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

7 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
პოინტერის ლეკვები უკრაინიდან, აკოპ კაზარიანის საჩუქარი ,,ოჩოპინტრეს"
HUNTER FREDY
პოსტი May 23 2012, 10:30
პოსტი #16


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვაა მაგარი ლეკვებია ძალიან მომეწონა ორივე ზედვე ეტყობათ ყველაფერი რაც იქნებიან newsmile05.gif საღოლ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი May 23 2012, 10:48
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ, უმაღლესი კლასის მეძებრები დამდგარიყვნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 23 2012, 11:07
პოსტი #18


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



რა მაგრები არიან საღოლ ორივე მაგარია ეტყობათ რაც გამოვლიან ბაგირა განსაკუთრებით რაღაც უფრო ორიგინალურია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი May 23 2012, 11:52
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ვა მაგარი ტიპები არიან newsmile05.gif)) კოჭებში ეტყობათ რო მომავალი ჩემპიონები არიან newsmile05.gif)

დიდი მადლობა ბატონ აკოფს ასეთი კარგი საჩუქარი რომ გაუკეთა ჩვენს კლუბს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 23 2012, 12:35
პოსტი #20


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ ერთხელ გილოცავთ ლომებო !!

მადლობა ბატონ აკოფს ასეთი საჩუქრისთვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი May 23 2012, 13:16
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარეთ ბიჭებო... ეგ ორი და, სხვა მრავალი....!!! ))))))))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 23 2012, 13:34
პოსტი #22


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




დიდი მადლობა ბატონ აკოფს.. საუკეთესო საჩუქარია კლუბისთვის.. newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 16:10
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემი და გიზოვიჩის თათბირების, ბატონ აკოპთან კონსულტაციების, ახლობლების რეკომენდაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მე უნდა წავსულიყავი ხარკოვში. ამ მიმართულებით მხოლოდ აირზენას რეისია, პატარა ბოინგი, 50 ადგილამდე, რომელიც ,, დაფრინავს" ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. იქეთა მიმართულებით დილის 08.20-ზე, უკან ბრუნდება იმავე დღეს, მათი დროით 11:20-ზე, თბილისშია 13:10-ზე ჩვენი დროით, ანუ 1 საათი და 50 წუთი ფრენის დრო.
ლეკვები უნდა მოთავსებულიყვნენ სპეციალურ გადასატან ყუთში ( იყიდება ზოომაღაზიებში, ამაზე მოგვიანებით...), გადმოყვანის თაობაზე აირზენას პირობაა , რომ უნდა გააფრთხილო : ვის მოყავს, რამდენს იწონიან და ა.შ. ამიტომ , სხვებსაც გირჩევთ, თუ დააპირებთ ლეკვების ჩამოყვანას და ადგილზე არ გყავთ ახლობელი, რომელიც ჩვენკენ ჩამოდის, აჯობებს, თავად ჩახვიდეთ. 2 საათი ფრენა, + ლოდინი აეროპორტში. უცხოს ამას ვერ თხოვთ.
მოკლედ, ბილეთები ავიღეთ 1 კვირით ადრე, 16 მაისი - თბილისი-ხარკოვი, 18 მაისი - ხარკოვი-თბილისი. ფასი 712 ლარი და 30 თეთრი.
16-ში დილით ძმაკაცებმა წამიყვანეს აეროპორტში, სიურპრიზი გელოდებაო...გამიყვანეს VIP გასასვლელიდან, გაფრენამდე კონიაკი, ჩაი და ა.შ. ბარგი თავად მიიტანეს აეროპორტის თანამშრომლებმა თვითმფრინავამდე და როდესაც ყველა მგზავრი ადგილზე იყო, ამაცილეს დიდი პატივისცემით (მადლობა გრიზლის).


ფრენის არ მეშინია, ამიტომ არ დამილევია, მხოლოდ ჩაი დავლიე და აი ამ თვითმფრინავით თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ხარკოვში ვიყავი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი May 23 2012, 16:25
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიზოვიჩი
ზაზა
გილოცავთ სულით და გულით! მართლაც კარგები ჩანან, პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მერე კიდე კაი მანერებს და ძლიერ ყნოსვას newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kondoli
პოსტი May 23 2012, 17:06
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ და კიდევ . . .!!! გილოცავთ ზაზა და გიზოვიჩ, ძალიან მაგრები არიან. წარმატებებს გისურვებთ ... !!!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი May 23 2012, 17:22
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გილოცავთ გილოცავთ, მაგარი საჩუქარია. მადლობა აკოფს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 17:27
პოსტი #27


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხარკოვის აეროპორტი ახალი აშენებულია, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. საბაჟოსთან შემაჩერეს, დახედეს პასპორტს და იხილეს რა ჩემი I ვიზიტი იყო მათსა მხარესა, დვა შაგა ნაზადო. გახსოვთ, ტერაქტი დნეპროპეტროვსკში, საჩემპიონატო მზადებაც, არ ვიცი მეტი სხვა მიზეზი, მაგრამ ფაქტია, მობრძანდი ბატონოო, - არ უთქვამთ. გამესაუბრნენ სავარაუდოდ მათი უშიშროების თანამშრომლები. ჩაფრენის მიზეზი როცა მკითხეს და ლეკვები მაჩუქეს, უნდა წავიყვანო-მეთქი,- ვუპასუხე, მათი სახეები განახათ. ვერ მიხვდნენ, ვეღადავე და თუ სიმართლეს ვღაღადებდი. ხო, კარგი, გვჯერა, მაგრამ ვისთან მიდიხარ, დაგხვდება ვინმეო. ა კაკ ჟე, ბატონი აკოპ კაზარიანი დამხვდება-მეთქი. აიღეს ჩემი პასპორტი, იპოვეს მოსაცდელში აკოპი და პრობლემაც მოგვარდა. ამ დროს ჩემთან მოდის ქართველი გოგონა , დამეხმარეთ, რაღაცას მეკითხებიან და გადამითარგმნეთო. ისიც პირველადაა უკრაინაში, ელოდება ძმა და როცა ეგონა, რომ ვსიო ოკ, ამ დროს ბარგში აღმოაჩნდა ღვინო, არაყი და კონიაკი. მათი შეტანა შეზღუდულია , მხოლოდ 6 ბოთლი ქარხნული 0.75 ბოთლით არის დაშვებული, მას კი კოკა-კოლას 2 ლიტრიანები მიჰქონდა 6 ლიტრი. ძმა შევიდა და იმედია მოაგვარა.
ბოლოს და ბოლოს გამოვედი და დამხვდა ბატონი აკოპი. სკაიპით და ტელეფონით 3 წელია ვკონტაქტობთ, მაგრამ ამ ადამიანის დახვედრამ გამახარა. კამუფლირებული მონადირული ეცვა, ჩვენი ვიტოს სტილში იყო.



ჩავჯექით მის ვოლკსვაგენ მულტივენში , ქალაქში შევხვდით მეუღლეს და ქალიშვილს, GPS ჩავრთეთ და წინ დნეპროპეტროვსკისკენ

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 19:33
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გზაზე ორივე მხარეს თვალუწვდენელი მინდვრებია, ხორბლის, მზესუმზირის ნათესებია. მდიდარი ქვეყანაა უკრაინა. დაუმუშავებელი ადგილი არ მინახავს, ყველგან ჯეჯილი ბიბინებს. მწყერიც იქნება ამ დროს, მაგრამ არავინ იფიქრებს ნათესებში ძაღლის შეყვანას ან დასაგეში ძაღლისთვის ერთი მწყრის მოკვლას. სეზონზე თურმე დღიური ლიმიტი 3 მწყერია, ეს უკრაინაში, საიდანაც წამოსულ მწყერს ჩვენ საქართველოში ველოდებით და სამწუხაროდ უმოწყალოდ ვჟუჟავთ მანოკით დასმულს, ზღვაზე ფრენით დაღლილს ბადეებით ვიჭერთ. წელს იქაც დააგვიანა მწყერმა, დააგვიანა თუ უკვე ნაკლებია, ჯერ არავინ იცის ზუსტად, მაგრამ აშკარაა, რომ იმდენი არაა არც აქ და არც იქ, როგორც რამდენიმე წლის წინ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 19:42
პოსტი #29


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





აქ შევჩერდით. აკოპმა საწვავი ჩაასხა მანქანაში და გავაგრძელეთ გზა


ქუჩის უპატრონო ძაღლები იქაც არიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 19:50
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



GPS-ზე რუსული ხმა აქტიურად გვამცნობდა შემგომ მოსახვევამდე მანძილს, ასევე სიჩქარის გადაჭარბებას, თუმცა გაის რუსული 09 ჟიგული ვერ შევნიშნეთ და ,,გაიშნიკმა" ჯოხი აღმართა. აი აქ მოხდა საოცრება. ჩტო ტი სპრიატალსია ასე და ასეო , - მიმართა აკოპმა. იგივეა რაც შე გ.მ .ყ... რას დამალულხარ, დადექი გზაზეო. იმანაც სიცილ-კისკისით, 50 გრივნა უნდა ამასო, არც გაუპროტესტებია მიმართვა.
- ასიანი მაქვს და ხურდა დამიბრუნეო.
-აუ, სადა მაქვს ასიანის ხურდაო.
- მაშინ , აჰა, შენ 40 გრივნა და დაახვიეო.
ბედნიერი გაიშნიკი დავტოვეთ და მე კი მთელი გზა ვიცინოდი. ასეთი ჩვენთან არ ხდება-მეთქი.
გავიარეთ ხარკოვიდან 230 კმ-მდე და

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th December 2019 - 19:31