IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ზოგადი დახმარება, რჩევები და რეკომენდციები., როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში
ჩელე
პოსტი Jul 24 2015, 11:11
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,682
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



როგორ დავეხმაროთ ცხოველებს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში

როგორია ცხელი ზაფხული ცხოველებისთვის? პატრონიან თუ უსახლკარო ცხოველებს ასეთ პერიოდში ადამიანების განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება სჭირდებათ.

მუნიციპალური თავშესაფრის ექიმ-ვეტერინარი, დავით ომარაშვილი.

- პირველადი ხელშეწყობა, რაც ცხოველისთვის აუცილებელია ზაფხულის სიცხის დროს, ეს არის ჩრდილი და წყალი. უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ აუცილებლად ჰქონდეთ ჩრდილი, რადგან ცხოველის მზის გულზე ყოფნა დაუშვებელია. თუ იქ, სადაც ჰყავთ ცხოველი არ არის ჩრდილი, უნდა ხელოვნურად გაუკეთონ ის. ყურადღება მიაქციონ სახლების გადახურვას, რომელიც არ უნდა ხურდებოდეს, ამიტომ სახურავი უნდა იყოს ბუნებრივი, ფიცრებით, ხის ტოტებით, ფოთლებით, ან მსგავსი მასალით გადახურული.
აგრეთვე, აუცილებელია ცხოველს მუდმივად მიეწოდოს წყალი - წყლის გარეშე მას გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება, ამიტომ მკაცრად აკონტროლეთ, რომ მას ყოველთვის ჰქონდეს წყალი.
ასევე, ბევრი ჩივის, რომ მათი ბინადარი კარგად არ ჭამს, ეს სრულიად ჩვეულებრივი მომენტია. ცხოველების უმეტესობა სიცხის დროს საკვების მიღებას ამცირებს. არ დააძალოთ ასეთ დროს ჭამა, თუმცა, საჭიროა აკონტროლოთ მათი კუჭნაწლავის მდგომარეობა, რომ არ ქონდეს აშლილი, ან არ ჰქონდეს ასევე ღებინება - რათა არ გამოგვეპაროს ცხოველის ავადმყოფობა, თორემ უხასიათობა და მოწყენა სიცხეებში ცხოველებს ახასიათებთ.


ადამიანებისგან განსხვავებით, ცხოველებს ნაკლები საოფლე ჯირკვალი აქვთ. ისინი ორგანიზმს გამოყოფილი ნერწყვის აორთქლებით აგრილებენ. სხეულის ტემპერატურის დაწევის მსგავსი მექანიზმი ყოველთვის არ არის ეფექტური, ამიტომ ცხელ პერიოდებში თქვენს ცხოველს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.



ძაღლებს ორგანიზმის გადახურება და მზის დაკვრა შედარებით ხშირად ემართებათ, ვიდრე კატებს. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ისინი ნაკლებ ფრთხილები არიან აქტიურობისა და დასვენების ადგილის შერჩევისას.
ასეთ დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბებერი, დაავადებული, ჭარბწონიანი და გრძელბეწვიანი ძაღლები, ასევე მაკე ძუ ძაღლები და ლეკვები. გადახურებამ და თერმულმა დარტმამ შეიძლება მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ამიტომ ძაღლების მფლობელები პრევენციული ქმედებების შესახებ გაცნობიერებულები უნდა იყვნენ:
თქვენი ბინადარი დიდი რაოდენობის სასმელი წყლით უზრუნველყავით. შეგიძლიათ სახლში რამოდენიმე წყლიანი ჯამი დადგათ (სასურველია ჩრდილში, რომ წყალი არ გათბეს). წყალი ჯამებში დღეში 2-3-ჯერ მაინც ცვალეთ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან და წყალი მალე ფუჭდება.
ძაღლს დღეში რამოდენიმეჯერ ცივი წყლით დაუსველეთ თათები და თავი.
თუ ძაღლი გრძელბეწვიანია, შეგიძლიათ შეჭრათ (მაგრამ არ გადაპარსოთ, რადგან ძაღლის შიშველი კანი მზის სხივების წინაშე დაუცველია და ცხოველი შეიძლება დაიწვას, ან კანის სიმსივნით დაავადდეს.
არ ასეირნოთ ძაღლი დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. გაიყვანეთ ის ან დილით ადრე, ან გვიან საღამოს. თუ ძაღლს მაინც დასჭირდა დღისით გარეთ გასვლა, არ ისეირნოთ 10-15 წუთზე მეტ ხანს და ეცადეთ იყოთ ჩრდილში.
არ აჭამოთ თქვენს ბინადარს ბევრი. მსუბუქი და უცხიმო საკვები საჭმელი პატარა პორციებად მიეცით. სჯობს, კვებოთ საღამოს, როდესაც სიცხე შედარებით შესუსტდება. თუ ძაღლს ცუდი მადა აქვს, არ დააძალოთ ჭამა.
არ გაუკეთოთ ძაღლს მჭიდრო ალიკაპი, რადგან მისთვის აუცილებელია პირი გააღოს და ენა ჰქონდეს გამოყოფილი.
არ დააბათ ძაღლი მზეში.
არ ჩაკეტოთ ძაღლი უჰაერო ადგილებში, განსაკუთრებით მანქანაში.
არ აბანაოთ ფუმფულა და გრძლებეწვიანი ძაღლი დიდი სიცხის დროს, რადგან როდესაც ის სველი აღმოჩნდება მცხუნვარე მზის ქვეშ, სისველე დაიწყებს აორთქლებას და ის გადახურების დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ცხოველის ბანაობა შეიძლება მხოლოდ დილით ადრე, ან გვიან საღამოს. ბანაობის სეანსები უნდა იყოს მოკლე, რადგან ძაღლების უმეტესობის კანი ცუდად იტანს წყალში დიდი ხნით ყოფნას.

თუ რაიმე მიზეზის გამო, ძაღლი მაინც გადახურდა და მიიღო მზის დაკვრა, ამის გარკვევა შემდეგი ნიშნებით შეიძლება:
ნერწყვის ხშირი გამოყოფა;
პრობლემა სუნთქვისას;
მოთენთილობა, სისუსტე, აპათია, დათრგუნული მდგომარეობა;
მკვეთრად წითელი ენა მოლურჯო ელფერით;
თვალის გუგების ჩაწითლება;
ბრძანებების იგნორირება;
თვალის მოძრაობის გაძნელება;
ორიენტაციის დარღვევა;
გახშირებული პულსი;
დიარეა, გულისრევა;
გულის წასვლა;
კომა.

მზის დაკვრის დროს ძაღლს დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინოთ დახმარება:
პირველ რიგში, უნდა ეცადოთ დაუგდოთ სხეულის ტემპერატურა 39 – 39.5 გრადუსამდე - აუცილებელია ეს პირველი 30-60 წუთის განმავლობაში მოხდეს, ოღონდ დაუკვირდით, რომ ამ დროს არ მოხდეს მეორე უკიდურესობა - ძაღლის ორგანიზმის გადაციება.
ცხოველი უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში, მოხსენით საყელური.
უზრუნველყავით ცხოველისთვის სუფთა ჰაერის ნაკადი.
ძაღლს თავი ცივი წყლით დაუსველეთ და ფეხების სხეულთან ახლოს მდებარე მოსახრელებში და ნეკნების გარე ნაწილზე სველი ტილო დაადეთ.
მიეცით ცხოველს წყალი. თუ ვერ შეძლებს მის დალევას თვითონ, ეცადეთ პიპეტკით დაალევინოთ.
როდესაც ცხოველის სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჩადგება, დაუკავშირდით ვეტერინარს.


ყველაფერი ზემოთ თქმული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უსახლკარო ცხოველების შემთხვევაში!

გარდა ჩვენი საკუთარი ბინადრებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და აუცილებლად დავეხმაროთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ უსახლკარო ცხოველებს. ბუნებრივია, ვერც ერთი ნორმალური ადამიანი გულგრილად ვერ ჩაუვლის სულიერს, რომელიც გაჭირვებაშია, დაეხმარება მას.

"მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს ყურადღება, რომ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს ყოველთვის ჰქონდეთ წყალი. ისინი ჩრდილს თავად იპოვიან, რადგან თავისუფლად გადაადგილდებიან, მაგრამ წყალი შეიძლება ვერ მოიძიონ, რაშიც ჩვენ, ადამიანები უნდა დავეხმაროთ. სიცხის დროს უსახლკარო ცხოველების უპირველესი საჭიროება და დახმარება არის მათი სასმელი წყლით უზრუველყოფა", - ამბობს მუნიციპალური თავშესაფრის ექიმი-ვეტერინარი დავით ომარაშვილი.


უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება თქვენს გვერდით მცხოვრები უსახლკარო და უმწეო ცხოველების მიმართ. თუნდაც თქვენს სახლთან, კორპუსთან, ტერიტორიაზე, სადაც ხშირად დადიხართ, არ დაიზაროთ, დადგით მათთვის ჩრდილიან ადგილას წყალი! ყოველთვის შეუვსეთ ისინი! არასოდეს დაიზაროთ დახმარება ამ ცხელ დღეებში. მაქსიმალურად მიაწოდეთ სასმელი წყალი უსახლკარო ცხოველებს! დაეხმარეთ და გადაარჩინეთ ისინი!

სულიერის სიყვარული, დახმარება და გადარჩენა ყოველი ადამიანის მოვალეობაა და სიკეთეა, რომელიც აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ!

წყარო: ZooClub
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2019 - 05:10