სხვისი ძაღლით ნადირობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები
HUNTER FREDY
პოსტი Sep 13 2011, 10:08
პოსტი #61


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(შალვა @ Sep 13 2011, 11:07) *
მეც მასე ვერთობი! თან უკვე მართლა ძველი ვარ newsmile045.gif


გაიხარე შალვა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 13 2011, 12:01
პოსტი #62


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე, ამდენი პოლემიკის მერე ერთს ვიტყვი მხოლოდ:

ცხოვრებაში მარტო არ მინადირია (ბუნებაში იბრალოდ თოფ გადაკიდებულ ბოდიალს, არ ვგულისხმობ), ორი ძაღლიც მყოლია ერთდოულად და 2-3 წელი უძაღოდაც ვიყავი.
არც ის შემთხვევა მქონია, რომ ვინმე უცხო ამომდგომოდა გვერდში და არც მე ვიკადრებ მაგას არასოდეს. ეს მარტივად , რომ ვთქვათ უნამუსობაა და მეტი არაფერი.
მაგრამ მეგობრებთან ერთად ნადირობის მთელი სიტკბოს აღქმა უფრო, მსიმოვნებს ვიდრე ეულად ბოდიალი, თუნდაც ძაღლის სრულყოფისათვის.
არც არცერთი ჩვენგანი არ და ვერ იტყვის უარს, სამეგობროსთან ერთად ნადირობაზე, რადგან აზრი ეკარგება მაშინ ყოველივე "ერთობლივს" და საერთოდ ერთად ყოფნას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Sep 13 2011, 15:27
პოსტი #63


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ერთს მეც ვიტყვი სანადიროდ ბევრჯერ დამიპატიჟია ხალხი და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სტუმრად, სანადიროდ რომ კაცს ეპატიჟები და იმ კაცს ძაღლი არ ყავს შენი მოვალეობა არი ს, რომ ის კაცი ანადირო ვინმეს, რომ ვეპატიჟები სულ იმაზე ვფიქრობ ის კაცი, როგორი კმაყოფილი წავა იმ ნადირობიდან და ჩემს თავს მოეორე ხარისხზე ვაყენებ ან ვესვრი რამეს ან არა, ხშირად უნადადირია აქ მყოფებს ჩემი ძაღლით 5 და 6 კაცს და ყველა მაგარი კმაყოფილი იყო რომ მეველესავით არ იარეს და 10 მდე ვაზნა გაისროლეს, მაგრამ შენ თუ დასაგეში ძაღლი გყავს და ძაღლი გამოუცდელია და ახალი ფეხ ადგმული აქვს ნადირობა მაშინ იმ ძაღლით შენ უნდა ინადირო მარტო რომ ძაღლმა ისწავლოს და შემდეგში შენს მეგობრებთან ერთად ინადირო კაცურად, ამაში საგანგაშოს ნამდევილად ვერ ვხედავ ეს ასე იქნება ყოველთვის ახალ ფეხ ადგმულ კრავს გაქცევას ვერ მოთხოვ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Sep 13 2011, 15:37
პოსტი #64


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



3 წელია პოინტერი მყავს,მანამდე ბიძაშვილის ირლანდიურთან გვინადირია ორს,დიდი ხნით ადრე კი ისევ ორს სეტერ-კურცხაარის ნაჯვართან.გადავხედე პოსტებს და გამოდის,რომ ძაღლებში არ გამიმართლა,არც ახლანდელი ანადირებს ჩემს გარდა სხვას,უბრალოდ არ დაუჯერებს,ის ორი წინა კი ორს ძლივს გვანადირებდა 4-5-6-7-ს კი არა.
7 დიპლომიანია ჩემი ძაღლი საველეებში,მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს ბრძანებებს ასრულებს,სხვასთან არ ან ვერ ეძებს და შეიძლება ტყვიაც დაახალოს ვინმემ.
რა ვიცი,რა ვიცი,მაინც ვერ გავიგე ვერაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 13 2011, 17:06
პოსტი #65


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეხლა ვატყობ რომ ზუსტად ათიანში მოვარტყი newsmile045.gif კარგი თემა გავხსენი. ზუსტად იმას ვიგებ რისი გაგებაც მინდოდა, გამგებმა ზუსტად გაიგო ამ თემის არსი და გახსნის მიზანი. იმედია სხვებიც გამოგვეხმაურებიან და საბოლოვო აზრს შევაჯერებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 13 2011, 17:29
პოსტი #66


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია აქ ძმაკაცებთან ერთად ნადირობა ან სიამოვნება, სულ სხვა რამე3ს ეხებოდა ეს ყველაფერი და თუ გინდათ შამეცით newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 13 2011, 17:43
პოსტი #67


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
კორექტულად ბნ.ვიხტორ თორე შეძახილმა ხე გაახმოვო ხო იცი newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lord
პოსტი Sep 13 2011, 18:38
პოსტი #68


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 93
რეგისტრ.: 27-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აქ რამოდენიმე ვარიანტია:
1. ,,სხვისი ძაღლის" ტერმინში თუ ძმაკაცის ძაღლი იგულისხმება, ამ შემთხვევაში მორალთანაც და ეთიკასთანაც მართალი ვიქნები, თუ ამ ძაღლის სტოიკაზე პირველი მე ვესვრი;
2. თუ ,,სხვაში" იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომელმაც დამპატიჟა სანადიროდ თავისი ძაღლებით, ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ისე ვფიქრობ, როგორც ჰერცოგმა აღნიშნა ზემოთ და რა თქმა უნდა ვესვრი ,,სხვისი ძაღლის" სტოიკიდან აფრენილ ფრინველს (რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თუ მე სროლის უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდები ,,სხვასთან" შედარებით); ძალიან ბედნიერი ვარ როცა ჩემი დაპატიჟებული სტუმრები ჩემი ძაღლის ნანახ ფრინველს ესვრიან და მოინადირებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პირველ გასროლაზე ჩემს სტუმრს წინასწარ მხოლოდ თანხმობას კი არ ვაძლევ, ვავალდებულებ ხოლმე, რომ პირველი მათ ესროლონ;
3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ა-მორალური და არაეთიკურია სხვისი ძაღლით ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 13 2011, 19:04
პოსტი #69


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 13 2011, 18:06) *
ეხლა ვატყობ რომ ზუსტად ათიანში მოვარტყი newsmile045.gif კარგი თემა გავხსენი. ზუსტად იმას ვიგებ რისი გაგებაც მინდოდა, გამგებმა ზუსტად გაიგო ამ თემის არსი და გახსნის მიზანი. იმედია სხვებიც გამოგვეხმაურებიან და საბოლოვო აზრს შევაჯერებთ


თემა რომ კარგი გახსენი და საწირბოროტო საკითხებზე მსჯელობა რომ მიდის ეგ ეგრეა მაგრამ მანც რას გულისხმობ ან რისი გაგება გინდოდა ცვენც გაგვაგებინე სეკაცო გვმალავ თუ რაი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 13 2011, 22:48
პოსტი #70


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(lord @ 13th September 2011 - 19:38) *
აქ რამოდენიმე ვარიანტია:
1. ,,სხვისი ძაღლის" ტერმინში თუ ძმაკაცის ძაღლი იგულისხმება, ამ შემთხვევაში მორალთანაც და ეთიკასთანაც მართალი ვიქნები, თუ ამ ძაღლის სტოიკაზე პირველი მე ვესვრი;
2. თუ ,,სხვაში" იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომელმაც დამპატიჟა სანადიროდ თავისი ძაღლებით, ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ისე ვფიქრობ, როგორც ჰერცოგმა აღნიშნა ზემოთ და რა თქმა უნდა ვესვრი ,,სხვისი ძაღლის" სტოიკიდან აფრენილ ფრინველს (რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თუ მე სროლის უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდები ,,სხვასთან" შედარებით); ძალიან ბედნიერი ვარ როცა ჩემი დაპატიჟებული სტუმრები ჩემი ძაღლის ნანახ ფრინველს ესვრიან და მოინადირებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პირველ გასროლაზე ჩემს სტუმრს წინასწარ მხოლოდ თანხმობას კი არ ვაძლევ, ვავალდებულებ ხოლმე, რომ პირველი მათ ესროლონ;
3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ა-მორალური და არაეთიკურია სხვისი ძაღლით ნადირობა.

ყველაფერია ნათქვამი dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 14 2011, 08:51
პოსტი #71


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ვიტო @ Sep 13 2011, 18:29) *
მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია აქ ძმაკაცებთან ერთად ნადირობა ან სიამოვნება, სულ სხვა რამეს ეხებოდა ეს ყველაფერი და თუ გინდათ შამეცით newsmile035.gif

არაფერ შუაში არაა ვიტო, ზუსტად გაიგე ამ თემის არსი.


ჰანთერ ამ პოსტის ზედა პოსტი ნახე თავისი ციტატიან კომენტარიანა. ეგაა ზუსტად რისი გაგებაც მინდოდა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 14 2011, 10:21
პოსტი #72


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



აუ აქ ამბები ყოფილააააა.
მეც გამოვთქვამ ბარემ ჩემ მოკრძალებულ აზრს, მაგრამ მანამდე გიორგის ანუ ჭალიმგელას მივმართავ, რომ ძალიან სწორად გავიგე მისი აზრი და შესაბამისადაც ვემხრობი, აგრეთვე დანარჩენ იუზერებსაც ვემხრობი, იმ გაგებით, რომ შესაძლებელია თემას გადაუხვიეს, სხვანაირი აზრი გამოიტანეს, მარა რა აზრიც გამოიტანეს იმ აზრით და იმ გაგებით მართლები არიან.
ეხლა პირადი შეხედულება. 7 წელია მყავს ინგლისური სეტერი, 90% სხვებთან ერთთად ვანადირებ, მაქსიმუმ 2 მონადირესთან, მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამით ვხედავ რომ ძაღლი დავკარგე, ეხლა უკვე გვიანია რამის შეცვლა მისი ასაკიდან გამომდინარე, იგი ეძებს, პოულობს დარბის იქით აქეთ, ცდილობს ასიამოვნოს ყველას, მაგრამ ამით თვითონ ფუჭდება, ის პეწი და სილამაზე აღარააქვს რაც მე პირადად მინახავს იმ დარჩენილ 10%ში. მართლა ძნელია და არც მითქვამს არასდროს მარტო უნდა ვინადირო ჩემი ძაღლითო, იმიტომ, რომ ალბათ 1 ძაღლია ჩემთვის და არ ვიცოდი აქამდე ბევრი რამ, თU როგორ უნდა ამეზარდა კარგი მონადირე ძაღლი და შესაბამისადაც არ ვაქცევდი ყურადღებას თუ რამდენ მონადირეს ანადირებდა, მეგონა, რომ რაც მეტს ანადირებდა მით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თUრმე არ ყოფილა მთლად ეგრეც საქმე. ის ხალხი რომელიც დამიპატიჯია ჩემი ძაღლის ხარჯზე ჩემი მხრიდან არასდროს არ ვყოფილვარ წინააღმდეგი, გამომდინარე ისევ იქიდან, რომ ისინი მე დავპატიჯე, მაგრამ არც არასდროს არ მქონია და რომც ეცადათ, მაგის უფლებას არ მივცემდი არავის, რომ ძალდატანებით, ნაგლად და უწესოდ ამომდგომოდეს ვინმე გვერდით და მითხრას მანადირე შენი ძაღლითო, მართლა არაა ეთიკური, როდესაც შენ უძაღლო მონადირე, ძაღლიანს ჩაუხტები წილში, არა იმის გამო რომ შენ მას უნდა მისცე ბევრი შანსი, იმისა რო შენი ძაღლის ნაპოვნი მწყერი ჩამოიკიდოს, არამედ იმიტომ, რომ შენს მიერ ნაწვალები და გაზრდილი ძაღლი არ წაგებილწოს, რაც საბოლოოდ გარდაუვალი იქნება...
ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის კულტურა, რო არ მყავდეს ძაღლი არ წავალ სანადიროდ სხვის ძაღლთან ერთად, თუი მაინდამაინც იქნა მათგან წამოსული დაჯIნებული მოთხოვნა, წავალ და ვინადირებ შუმზე, გარდა მაგისა არასდროს არ ვაკადრებ საკუთარ თავს, რომ ვინმეს, თუნდ ძმაკაცს შევთავაზო ჩემი ინიციატივით სანადიროდ წასვლა და მისი ძაღლით ნადირობა, პროსტა ტეხავს ისევ და ისევ ძაღლის გამო....





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Sep 27 2011, 12:14
პოსტი #73


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძაან კაი თემა გაგიხსნიათ.წელს მე ძაღლი არ მყავდა მთელი სეზონი ლეკვის დაგეშვას მოვანდომე ,ძმაკაცებთან ერთად ვუიყავი სულ სამჯერ უძაღლოდ და იმდენი ვინერVიულე კინაგამ თოფი დავამტვრიე.ბიჩები ძაან გაგებით მეკიდებოდნენ და ნაბულზე დამდგარ ძაღლზე მეძახდნენ სასროლად მარა ზაან გავწვალდი მაინც და ვთქვი თუ მემრის ფრინველის ძაღლი არ მეყოლება დაყენებული თოფს ხელში აღარ ავიღებ მეთქი,ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და 7 თვის ლეკვით ვინადირე ერთი ნადიტობა სუ 11 მწყერი ავიღე მარა ძაან კმაყოფილი დავრჩი რომ სახვეწარი არ მქონდა.ფემი ცუდათ მყავდა ეხლა და კინაღამ გავგიჯდი.ერთმა მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Sep 27 2011, 12:21
პოსტი #74


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მე მაინც სხვისი ძაღლით ნადირობა მიმაჩნია სხვისი აქტის ყურებას უფრო.. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
korsa
პოსტი Sep 28 2011, 00:16
პოსტი #75


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 8-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(giga_megu @ 27th September 2011 - 13:14) *
მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო


მოგესალმებით ყველას! ამ ფრაზიდან გამომდინარე მინდა ჩემი ძაღლის შესახებ მოვყვე..გვყავს ინგლისური სეტერი,წლის და ორი თვის.ფაქტიურად ჩემი გაზრდილია--მეუღლე ძალიან დაკავებულია თავისი საქმით,თუმცა კარგი მონადირეა(მე ასე ვიცი).ყოველთვის ჰყავდა მონადირე ძაღლები მაგრამ სოფელში..ეს აქ გვყავს,კორპუსის ტიპის ბინაში.ვერ შეველიე სოფლისთვის--ძალიან პატარა იყო რომ მოიყვანა და შემეცოდა..მოკლედ--ამას წინათ ახლობელთან ერთად იყო სანადიროდ,იმის ძაღლი დაბერდა და ვეღარ ტვირთავს ისე ძალიან.უკმაყოფილო არ ჩამოსულა.მერე იმავე ახლობელმა სთხოვა ძაღლის გატანება.თვითონ თბილისში არ იყო და მე ავუყვანე წერეთელზე.რომ დაინახა ის კაცი---აიწყვიტა თუ თავი გამოაძვრინა საყელურიდან--ვერ გავიგე--გამომექცა(ვწერდი ზემოთ უკვე),წერეთელზე გადარბენისას დაეჯახა მანქანა+ დამეკარგა..ოთხი საათი ვეძებეთ+პატრულიც ეძებდა(ვთხოვე უბანში მოძრავ ჯგუფს)..ძლივს ვიპოვე..რათქმაუნდა---აღარ გავატანე.რამდენიმე დღეში ისევ მთხოვა და ტლიკინს ხომ ვერ დავუწყებდი--გავატანე.რომ ჩამომიყვანეს--კუჭის მდგომარეობა არ მომეწონა--ორი ცელოფანი გამოაყოლა და მწვანედ გადიოდა..ვკითხე -რა აჭამეთთქო და ჭამით ისეთი არაფერი,წყალი დალია მწვანე,ჭაობისო..ტან ბევრიო..მე მონადირე არ ვარ თუმცა ძაღლები ძალიან მიყვარს(ორი გვYავს),და მაინტერესებს--ტქვენც ასე ასმევთ ჭაობის წყალს??მგონი შესაძლებელია წყლის წაღება,რომ სუფტა დალიოს.ძალიან ფერებაში გყავს გაზრდილიო---დამცინესსავით. და კიდევ---სულ ვფიქრობ,რატომ გაიქცა იმ კაცის დანახვაზე?ისიც ნადირობს ხშირად და ძაღლები სულ ჰყავს..და კიდევ---მეუღლეს ჰყავდა რამდენიმე დღის წინ და რაღაც უკმაყოფილო იყო---დარბის მინდორში და არ ეძებსო..რამდენიმე მწყერი ააფრინა,მაგრამ სუნით არა,დანახვითო..არადა,ეზოში რომ ჩაჰყავს(სკვერში),ნაბულზეც დგება და დავკვირვებივარ---ყნოსვით მაღლაც ყნოსავს და ბალახებში ლამის არხები გათხაროს ცხვირით..ძალიან გონიერია,შტერი არ არის და მინდორში რა ემართება--ვერ ვხვდები..პატარაა ჯერ ვითომ?? აღზრდაში შეცდომა დავუშვით თუ გამოსწორდება მდგომარეობა??როგორ??გაშვების და გასხვისების ვარიანტი არც განიხილება..წინასწარ გმადლობთ გამოხმაურებისთვის..(ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომ მამაკაცი არ ვარ და არც მონადირე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 21:43