თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 26 2011, 14:28

ჩემი მოკრძლებული აზრით შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ლეკვი...

კაი ხანია რაც ნადირობით მოვიწამლე და ამ სფერომ გამიტაცა.. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან
დავრბოდი იარაღით ხელში და ვნადირობდი, მაგრამ ეს ბოლო 2-3 წელია რაც მივხვდი, რომ ნადირობა
ჩემთვის უბრალოდ გატაცება აღარ არის, უკვე პროფესიაა.. ანუ ხვდები რომ ნადირობა დიდი ხელოვნებაა,
შენ კი უნდა ეცადო რომ ამ ხელოვნებით დატკბე...
ამ ფორუმზე დარეგისტრირების დღიდან ჩემში ინტერესი გამოიწვია ძაღლით ნადირობამ.. ვხედავდი
როგორი ძაღლები ყავდათ ბიჭებს, როგორ ლაპარაკობდნენ საბუთებზე, საგვარეულოზე, საველეზე და ა.შ.
მაგრამ ასეთი კითხვა მიჩნდებოდა:"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი? უსაბუთო ძაღლსაც შეუძლია
მშვენივრად განადიროს და გასიამოვნოს."
ვესწრებოდი გამოფენებს, საველე შეჯიბრებს და მე
ვხედავდი ადამიანების (მონადირეების) სიამაყით ანთებულ თვალებს, აზარტს, ემოციას, ჟილკას, გამარჯვების
ჟინს და რავიცი კიდე ვერ გადმოგცემთ რას.. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი აზრი და შეხედულება შეიცვალა და ჩემს კითხვაზე:
"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი" მეთვითონვე გავეცი პასუხი "თუ ნამდვილი მონადირე ხარ საჭიროა და აუცილებელიც კი"..
კარგი მონადირე ძაღლით და თოფით ფასდება.. არსებობს გამონათქვამი : "მონადირეს ძაღლი არ დაუწუნო
როგორი ცუდიც არ უნდა იყოსო"
და ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი..
ყველამ კარგად ვიცით რა აზარტული და სიამოვნების მომგვრელია წინასეზონური მზადება.. ზოგჯერ ნადირობაზე
არანაკლებ აზარტულიც.. ელოდები სეზონს, იმარაგებ ვაზნებს, იარაღს ამზადებ... მინდა გითხრათ რომ არანაკლებ
აზარტულია საველე შეჯიბრი და გამოფენაც.. როცა გაგყავს შენი ძაღლი და ამოწმებ მის შესაძლებლობებს, თვალს
ადევნებ მის პლიუსებს და მინუსებს.. რამხელა სიხარულია როცა შენი ძაღლი I, II ან III ხარისხის დიპლომს აიღებს...
სიამაყის გრძნობა გეუფლება და მეცხრე ცაზე დაფრინავ.. გამოფენაზე რინგზე პირველ ადგილს რო დაიკავებს ძალიან
სასიხარულო და საამაყოა..
მე ვურჩევ ყველა ნამდვილ მონადირეს და არა მეხორცეს, ვისაც ჯერ არ ყავს ძაღლი აყვანილი, აუცილებლად
საბუთიანი აიყვანეთ.. კარგად დაფიქრდით, ნახეთ ლეკვის მშობლები, უყურეთ მათ ნადირობას, ჩაიხედეთ საგვარეულო
ნუსხაში და ამის მერე გადაწყვიტეთ გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ძაღლის მონაცემები... ხშირად ხდება ისეთი
შემთხვევები როცა აყავთ ლეკვი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში და რო გაიზრდება ამბობენ ისეთი არ გამოვიდა
როგორიც მეგონაო.. უმეტეს შემთხვევაში ეს იმით მთავრდება რომ ძაღლი უპატრონოდ რჩება.. ნუ იჩქარებთ
გადაწყვეტილება ერთხელ უნდა მიიღოთ.. პირადად მე 2 წელი ველოდებოდი და ვითმენდი.. განა ლეკვების
პრობლემა იყო?! ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე სხვანაირი ძაღლი მჭირდებოდა და ამდენი ხნის ლოდინიც
გამართლდა.. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ამ ლეკვის ყურება უფრო მახარებს... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ
გავიმეორებ, დიდ მადლობას ვუხდი ზაზას, მავერიკს, თენგოს და ყველას ვინც აზრი შემაცვლევინა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა ამ სფეროში.. სულ ეს
იყო რაც მინდოდა მეთქვა..შეიძლება ისე ვერ ჩამოვაყალიბე როგორც საჭირო იყო მაგრამ ჩემი აზრი დავაფიქსირე.. დანარჩენი თქვენ დაამატეთ..

პოსტის ავტორი: თენგო Jun 26 2011, 14:54

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 26th June 2011 - 15:28) *
დიდ მადლობას ვუხდი ზაზას, მავერიკს, თენგოს და ყველას ვინც აზრი შემაცვლევინა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა

გაიხარე ჩემო კარგო კაცო!
მიხარია რომ შენი სახით კიდევ ერთი სწორი ნადირობის მოყვარული შეგვემატა!

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 27 2011, 11:15

ლეკი 100%-ით გეთანხმები იმაზე, რაზედაც ასე ემოციურად სწერ ზემოდ! ისიც მართალია რომ საბუთიან ძაღლებშიც არის არჩევანი და 2 წელი იმიტომ ელოდე ლეკვს. ეხლა რასაც დავწერ ისე არ გამიგოთ რომ ზემოდ დაწერილის საწინააღმდეგოდ ვწერ და ქვების სროლა არ დამიწყოდ. ჩემი პირველი კურცჰაარი შემთხვევით შევიძინე დიღმის ბაზარზე, არც წარმომავლობა ვიცოდი და არც არანაირი საბუთი არ ქონდა. ამ შენაძენის დეტალებს ეხლა რომ ვაანალიზებ, ასეთი ეჭვი მაქვს რომ ლედი მოპარული იყო. ხოდა ეს ჩემი პირველი ძაღლი ყველაფრიდ ჯობდა შემდეგში შეძენილ საბუთიან ძაღლს, და არა მარტო ჩემს, არამედ ყველა სხვებისებსაც, ვისთანაც მე შეხება მქონია, მის მერე მე სხვა ძაღლის მნახველი არა ვარ, რომელიც იმას ჯობნიდეს რაიმეში. იმ დროს ჩემ ძაღლზე ლეგენდები დადიოდა და ყველა ახლობელს უნდოდა ჩემთან სანადიროდ წამოსვლა, ლედის მუშაობით რომ დამტკბარიყვნენ. მე ამით იმის თქმა მინდა რომ მე გამიმართლა, ძალიან მაგრად გამიმართლა და სხვა არაფერი!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 27 2011, 13:59

romeo 1
ზუსტად მასე ვფიქრობდი ორიოდ წლის წინ. მითუმეტეს ჩემს ძაღლს საბუთები ქონდა, უბრალოდ არ ვიღებდი. არ მჭირდებოდა ესე ვფიქრობდი.
პირველად აზრი შემეცვალა როცა საველეზე მოვხვდი. მაშინ გავიგე თურმე რაღაც რაღაც სიამოვნებებს რომ ვიკლებდი. შემდეგში კიდევ უფრო გამყარდა ჩემი ახალი შეხედულებები, როცა გამოფენებზეც დავიწყე სიარული.

თუ ძაღლს მაინც ვზრდი, ბარემ აიყვანე პასპორტიანი, ბარემ ისიამოვნე, საველეზე ნაჩვენები შედეგებით, ბარემ გაიხარე გამოფენაზე შექებული ძაღლით, პლიუს ამას ემატება შენი ძაღლის ლეკვების მიღწევებიც, რომლის შემდეგაც ელიტაში გადადიხარ.

აი ამ სიამოვნებებს უბრალოდ ვტოვებდით, არადა ძაღლი მაინც გვყავდა, მაინც ვგეშავდი, მაინც ვუვლიდით. ჰოდა ავიყვანოთ ბარემ საბუთიანი ლეკვები და გავიხანგრძლივოთ სიამოვნება თუნდაც სეზონის გახსნამდე

პოსტის ავტორი: Maverick Jun 27 2011, 15:40

QUOTE (ჭალიმგელა @ Jun 27 2011, 14:59) *
romeo 1
არადა ძაღლი მაინც გვყავდა, მაინც ვგეშავდი, მაინც ვუვლიდით. ჰოდა ავიყვანოთ ბარემ საბუთიანი ლეკვები და გავიხანგრძლივოთ სიამოვნება თუნდაც სეზონის გახსნამდე

მინიმუმ +1000000000000000000000

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 27 2011, 15:54

+ 100 % ხართ

პოსტის ავტორი: გოგა Jun 27 2011, 18:02

ლეკი
გაიხარე!!!

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 27 2011, 23:27

ჭალიმგელა, გეთანხმები ყველაფერში! და იმიტომ ვწერ რომ მე ძალიან მაგრად გამიმართლა იმ შემთხვევაში. ყველას ურჩევ რომ საბუთიანი ძაღლი შეიძინონ მხოლოდ და გამართლების იმედზე ნუ იქნებიან.

პოსტის ავტორი: kupra Jun 28 2011, 07:14

საბუთიანი ძაღლი უნდა გაზარდოს ყველა მონადირემ.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 28 2011, 08:29

ჩემი აზრით აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა რაღაც არის, საბუთების და საგვარეულოს გარეშე ,სწორ სელექციას ვერ წარმართავ და მივიღებთ კატასტროფულ შედეგს, ის რომ ვიღაცას გაუმართლა და უსაბუთო ძაღლი კარგი საველე თვისებების აღმოჩნდა, ესეც პირველ რიგში საბუთიანი ძაღლების დამსახურებაა და იმ ხალხის ვინც სწორ სელექციას მისდევდა და ჩვენამდის მოიტანეს ეს ჯიშები.

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 28 2011, 09:55

romeo 1
ლედი რომ კარგი იყო ეს იმ ხალხის დამსახურებააა( სადღაც ადრე რამდენიმე წლის წინ)რომ საბუთიანი ძაღლები ყავდათ და იმ ძაღლების გადარჩენის შედეგად აღმოაჩნდა ლედის ეგ თვისებები newsmile05.gifლედი რომ კარგი იყო მისი წინაპარის( სუფთა სისხლის კურცხარის, შეიძლება ისიც მოიპარა როდესღაც ვინმემ და ბაზარზე იყიდა კარგა,მ მონადირემ)დამსახურებაა უეჭველად.

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 28 2011, 10:05

ლეკი

ესე მგონია ეგ პოსტი მე დამეწეროს. საკმაოდ დიდი ნადირობაის სტაჟი მქონდა და ბევრ უფროს და ძველი თაობის თბილისში

ცნობილ მონადირეებთანაც მქონია შეხება მაგრამ მეც ესე ვფიქრობდი რო საბუთები მეათეხარისხოვანი იყო მთავარია ძაღლს ემუშავა კარგად.

და ეხლა ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი რომ თვალი დავხუჭე კუდის დეფექტზე და დღეს ჩემს ძაღლს საბუთები არ აქვს.

მაგრამ მთელი ცხოვრება წინაა და ეგეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. შემდეგი ძაღლი აუცილებლად სამოქალაქო რეესტრში

გატარებული იქნება newsmile05.gif

და ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ამ ჩემი შეხედულების ცვლილებაში 100% იანი წვლილი ამ ფორუმს და მის ძაღლით ნადირობაში გამოცდილ

წევრებს მიუძღვით, (აღარ ჩამოვთვლი ყველამ ვიცით და თან არ მინდა ვინმე გამომჩეს)

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ საინტერესო და აუცილებელი პოსტისთვის რომელიც,

არ დაიშურეთ დრო და დაწერეთ. ეს ძალიან სასარგებლო საქმეა. დარწმუნებული ვარ რომ ჩემნაირად ათობით

მკითხველი კითხულობს ამ პოსტებს და ძაღლით ნადირობის კულტურაზე სულ სხვანაირი, სწორი აზრი უყალიბდებათ

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 28 2011, 10:49

ლეკი,გაიხარე.
ეს თემა ერთ-ერთი გამორჩეულია და იმედისმომცემია.მადლობა გიორგი.

მე კი მადლობა მინდა გადავუხადო ,,მაჩაბლის" ხალხს,ყველას ერთად.

პოსტის ავტორი: შუკა Jun 29 2011, 14:57

ლეკი
+ 1000000000

1 წლის წინ მეც მეკიდა დვარნიაშკით ვნადირობლი newsmile029.gif საველეზე და გამოფენაზე გასვლამ აზრი შემაცვლევინა ლესის მერე უსაბუთო აღარ მეყოლება ach.gif !!

პოსტის ავტორი: dole Jun 29 2011, 16:57

aragveli


გეთანხმები , მეც მაგის თქმა მინდოდა . უბრალოდ არის კიდე ის ფაქტორი საქართველოში , რომ შესაძლებელია ამ საბუთების გაყალბებაც და იმედია მალე ეს ასე აღარ იქნება .

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 29 2011, 17:00

რავი ყველამ იცის კლუბები სადაც არის და მემგონი მაინც გაირკვევა ეგ ყველაფერი

პოსტის ავტორი: თენგო Sep 7 2011, 11:23

ოი საათისთვის იქ ვიქნები.

პოსტის ავტორი: kupra Sep 7 2011, 15:32

არამგონია ეგეთი რამე ხდებოდეს dole.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)