ტრანსილვანიური მდევარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ტრანსილვანიური მდევარი, "ერდელი კოპო"
ლეკი
პოსტი Dec 24 2010, 16:00
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ტრანსილვანიური მდევარი
(ერდელი კოპო)










სტანდარტის ძირითადი შტრიხებია:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი - ყავისფერი.

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით - მაღალი ძაღლებისათვის.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.


დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია - ტრანსილვანიური მდევარი.
ტრანსილვანიური მდევარი ანუ ერდელი კოპო - უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც ვარაუდობენ მადიარების მიერ IX საუკუნეში რუმინეთსი შეყვანილი ძაღლების ადგილობრივი და პოლონური წარმოშობის მდევრებთან შეჯვარებთაა მიღებული. ამჟამად ამ ძაღლების ორი ტიპი არსებობს - მსხვილი, ანუ უფრო მაღალი და მომცრო, ანუ დაბალი. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული და მათ ძირითადად მსხვილ ნადირზე - გარეულ ღორზე, ირემსა და ფოცხვერზე სანადიროდ იყენებენ. სათანადოდ დაგშილი ძაღლები კი რეტრივერების ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებენ - უპრობლემოდ მოაქვთ ნანადირევი. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ძალიან უყვართ, დაბალი ტანის მდევრები მცირერიცხოვანია და თითქმის გადაშენების პირასაა მისული. ჩვენთვის ქართველი მონადირეებისთვის სწორედ ასეთი, მეორე ტიპის ძაღლებია საინტერესო, რადგან ისინი გამორჩეული ოსტატობით დასდევენ კურდღელსა და მელას.
ტრანსილვანიური მდევრები საუცხოო ყნოსვის მქონე, დაუღლელი, აზარტული და გულადიძაღლებია, რომლებიც კარგად ნადირობენ ნებისმიერ ლანდშაპტში; როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს არცაა გასაკვირი - ჯიშის ფორმირება, ძირითადად, კარპატების რეგიონში მოხდა. სადაც მდინარეებით დაქსელილი სავარგულები ბიოტიპის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აქ ტრამალებს ჯაგნარები ცვლის, ჯაგნარებს ტყეები და ა.შ. ამ ჯიშის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა - უშეცდომო ორიენტაციის უნარი უცხო გარემოშიც კი.
ტრანსილვანიური მდევრები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ პატრონს სცნობენ, ადვილად იწვრთნებინ, მაგრამ გაშვისას დიდ ძალისხმევას, შემდგომში კი რეგულარულ ტარებასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. არ არიან აგრესიულები სხვა ძაღლებისა და შინაური ცხოველების მიმართ.

ჟურნალი "ნადირობა".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 25 2010, 01:13
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



უიმე დედა რას გავს ( მაპატიეთ ოფიზა newsmile05.gif ) მაგრა რაღაცა დვარნიაშკა ან კიდევ უჯიშო გონჩები რომ მინახავს სოფელშI ისეთია newsmile05.gif გარეგნულად ყოველშემთხვევაში IMHO newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mam5uk
პოსტი Feb 21 2011, 11:21
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 19-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეიძლება ამ ჯიშის ლეკვის შოვნა საქართველოში? თუ არის სადმე ან ვინმეს ყავს გამაგებინეთ 877 93 63 60
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Feb 21 2011, 21:04
პოსტი #4


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




არა მგონია საქართველოში ვინმეს ყავდეს ეს ჯიში... newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკა
პოსტი Feb 21 2011, 23:05
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 855
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან წააგავს ლიტვურ მდევარს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mam5uk
პოსტი Feb 22 2011, 17:39
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 19-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოარ ჰყავს ლიტვური ვინმეს? ძალიან მაგრად მინდა ეგ ჯიში. დამეხმარებიტ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Feb 22 2011, 21:26
პოსტი #7


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(chika @ Feb 22 2011, 00:05) *
ძალიან წააგავს ლიტვურ მდევარს

კი გავს ძალიან.. newsmile05.gif

ციტატა(mam5uk @ Feb 22 2011, 18:39) *
ხოარ ჰყავს ლიტვური ვინმეს? ძალიან მაგრად მინდა ეგ ჯიში. დამეხმარებიტ?

ეს ლატვიური მდევარი არ არის... ეს ტრანსილვანიურია.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mam5uk
პოსტი Feb 25 2011, 12:27
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 19-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს ვიცი რაც არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 17 2011, 18:53
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



დზაან უშნო დზაგლია და ამის შემხედვარე მერე როგორგა იდზახიან რუსულები რას გვანანო.


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jangira
პოსტი May 26 2011, 20:58
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 11
რეგისტრ.: 26-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ბიგლის შესახებ არაპერი იცით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი May 27 2011, 06:44
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(jangira @ May 26 2011, 21:58) *
ბიგლის შესახებ არაპერი იცით?

ეს თემა ბიგლზე არ არის გავაოფებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 08:07