გიურზა - vipera lebetina - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გიურზა - vipera lebetina, მზადდება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 15:22
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 16:55
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ეკუთვნის გველგესლისებრთა ოჯახს. ცნობილია გველგესლისებრთა 10 გვარი რომელშიც 60 მდე სახეობაა. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია.

how to make screen shot
მეტად დიდი ზომის შხამიანი გველია, მისი სიგრძე ზოგჯერ 1,5 მ-ს აღწევს. ძალიან მსხვილია (დიდი ეგზემპლარები თითქმის მკლავის სიმსხოა) აქვს განიერი სამკუთხა თავი. შხამიანი ჯირკვლები ძლიერაა განვითარებული.
გიურზას შეფერილობაა ღია რუხიდან მუქ რუხამდე. ზურგის მხრიდან აქვს მსხვილი ლაქები, რომლებიც ხშირად კლაკნილი ზოლის შთაბეჭდილებას ქმნიან, გვერდებზე უფრო მცირე ზომის ლაქებით განაწილებული. საზოგადოდ უნდა ითქვას რომ გიურზას შეფერილობა ძალიან ცვალებადია.

screenshot tool
გიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ ნახევარში (თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქში შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც, მაგალითად, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს.
ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალახით დაფარულ ქვიან ადგილებში გვხვდება, სადაც ბევრია ბუჩქი, ხეები კი აქა-იქ არის გაფანტული. იმალება მღრღნელების სოროებში, ქვების ქვეშ, ნაპრალებში.
გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულობით დღის ცხოვრებას ეწევა, ზაფხულში მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ამ დროს მას ხშირად ვხვდებით მეცხვარეების მიერ მიტოვებულ ფარეხში, სადაც დიდი სიცხეების დროსაც შედარებით გრილა. ზანტი გველია მაგრამ საბრთხის შემთვევაში, საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს და თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლა. გაღიზიანებული კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისთვის სხეულის წინა ნაწილს და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფიდ ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებით მაგრამ გიურზას ეს მოქმედება მისი გაბარიტების გამო მეტად შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგალითად ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა, მერე აღარ აქცევს ყურადღებას თავის გამარღიზიანებელ საგანს. გიურზა უმეტესად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურისებრი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდ გიურზა კურდღლის ბაჭიასაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველს კი ხეზე ან მიწაზე უდარაჯებს. ფრინველს კბენის შემდეგ აღარ უშვებს პირიდან.
მრავლდება კვერხის დებით, (15-20 კვერცხი) პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა ერთი დღე კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება. მიუხედავად იმისა რომ ერთი დღისაა და სულ 215 მმ.-ს აღწევს მაინც კბენას ცდილობს.
საქართველოს გველებს შორის გიურზა ზომით ყველაზე დიდია და ამასთანავე ყველაზე შხამიანიც. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა). შხამს იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. გიურზას შხამი მეტად წააგავს დაბოიას ანუ ჯაჭვისებური გველგესლას შხამს. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი ”ანტიგიურზა”. გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ამ გველის შხამისგანაა დამზადებული პრეპარატი ”ლებეტოქსი”, რაც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება
რადგან მისი შხამი საკმაოდ ძვირფასია იგი შეტანილი იყო საქართველოს წითელ წიგნში, თუმცა ამ დროისთვის სავარაუდოდ ამოღებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (http://moe.gov.ge/) წითელი წიგნის ქვეწარმავლების ნუსხაში მხოლოდ დასავლური მახრჩობელაა შეტანილი
ai linkic
როგორც ჩანს საკმაოდ მომრავლდა.
საქართველოში გავრცელებული გვესახეობა obtusa

uploading pictures

გამოყენებული ლიტერატურა:
თ. მუსხელიშვილი საქართველოს ამფიბიებისადა რეპტილიების ატლასი
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 13 2014, 17:52
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ შემეცნებითი თემაა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 18:01
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




შეეცადეთ დაიმასხოვროთ გველის გარეგნული აღწერილობა, მაგრამ არ შეეცადოთ მის დაჭერას ან მოკვლას. გარეგნული აღწერილობა დაეხმარება ექიმებს გაგიკეთონ სწორად შერჩეული შრატი.
დარეკეთ სასწრაფო დამხარებაში ან შეეცადეთ შეატყობინოთ ახლოს მყოფ ტრანსპორტს, რომელიც მიგიყვანთ უახლოეს საავადმყოფოში.snakebite2
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგანაც პანიკის დროს შხამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში.
რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრავეთ დაზიანებული კიდური; უკეთესია, თუ კიდურის იმობილიზაცია მოხდება (თუნდაც თვითნაკეთი არტაშნებით) ისევე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში.
თუ არის შესაძლებელი, მიიღეთ ისეთი მდგომარეობა სადაც ნაკბენის ადგილი იქნება გულის არედან დაბალ მდგომარეობაში.
არ ჩამოირეცხოთ ნაკბენი, რადგან ჩამორეცხვა ჩამობანს შხამს, რომელიც საჭიროა გველის იდენტიფიკაციისთვის.
ნაკბენის ადგილას მოიხსენით სამკაული თუ იგი გიკეთიათ, რადგანაც ნაკბენი შესაძლოა გასივდეს და სამკაული გადაკეტავს სისხლის სირკულაციას.
არ დაიდოთ ყინული და არ მოირეცხოთ წყლით ნაკბენი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაკბენი ადგილის გაჭრა და არ შეეცადოთ შხამის ამოწოვას პირით. მის მაგივრად შეგიძლიათ ხელით აიღოთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით "გამოწველოთ" კანი.
არ მიიღოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელი.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ არ გიყვარდეთ გველები, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მათ არ მიაყენოთ ზიანი და არ მოკლათ ისინი. საქართველოში ზოგიერთი გველი გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოკვლა არალეგალურია.

გველებს არ შეუძლიათ ლაპარაკი და ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ადარდებს მათი ბედი, რომ თქვან სათქმელი მათ მაგივრად. იყავით გაცნობიერებული და არა შეშინიბული. გველს არ უნდა თქვენთვის ზიანის მიყენება და თქვენ იგი გიყურებთ, როგორც დიდ მტაცებელს.
wyaro http://snakes.ge
Bone მადლობა ესეც აქ იყოს იქნებ ვინმეს გამოადგეს, მაგრად მეშინია გველის მომავალ სეზონზე ანტისნეიკების გარეშე ფეხის გამდგმელი არ ვარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 18:13
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი





imagur
საინტერესო ფოტო შხამიანი გველის ნაკბენის გასარჩევად, ხო კიდევ სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად გვირჩევენ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ზოგი გვეუბნება წყალი არ მიაკაროთო და ზოგან კი საპნით ჩამოიბანეთო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 13 2014, 18:15
პოსტი #6


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29
ანტიგიურზინის საველე პირობებში წაღება შენახვაზე თუ გაქვს რამე ინფო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 18:21
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ნუკრიMax
თბილისში გამოყენების ინსტრუქციაც მაქვს და ხვალ როგორც ჩავალ მოვძებნი და დავდებ. წაყება როგორც ასეთი პირდაპირ არ შეიძლება სიცხე შრატის თვისებებს ცვლის და უვარგისს ხდის მაცივარში უნდა იდოს, ბიჭებს მაცივარი უკვე გვაქვს უფრო სწორედ თერმო ჩანთაა საკმაო ხანს ინარჩუნებს სიცივეს, შრატის ყიდვას კი ვერ მოვაბიტ თავი ალბათ მომავალ სეზონამდე ეგეც გვექნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 13 2014, 18:32
პოსტი #8


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ტემპერატურის დაცვის შემთხვევაში, რამდენი ხანი აქვს ვადა ანტიგიურზინს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Mar 13 2014, 18:35
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ანტიგიურზინის შესანახად საჭიროა მაცივარი და შესაბამისი ტემპერატურა,მის გაკეთებას რაც შეეხება არაა მარტივი მითუმეტეს საველე პირობებში,მცოდნე ტოქსიკოლოგმა უნდა გაუკეთოს პაციენტს თორემ შედეგი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ისე რაც შეეხება ნაკბენს და მის შემდგომ რეაბილიტაციას ძალინ რთულია,ერთი სიტყვით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გიკბინოთ!! თორემ ძალიან რთულია უახლოეს ქართულ მედპუნქტებში მაგისი მკურნალობა :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 13 2014, 18:35
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ვერ გეტყვი მეგობარო მოვძებნი მაგასაც აუცილებლად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 13 2014, 18:38
პოსტი #11


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამ კითხვებს იმიტომ ვსვავ, რომ შესაბამისი პასუხებით გამდიდრდეს თემა...
რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება, მით უკეთესი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Mar 13 2014, 19:22
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



3ჯერ მყავს მოკლული მაგის .... და ორჯერ ძაღლი მოგვიკლა

3:2
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 13 2014, 22:57
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთი სიტყვით, ამდენი წელია ვეძებ პირველად დახმარებაზე ინფოს და ერთადერთი რაც ვიპოვე : უბრალოდ არ უნდა გიკბინოს ! ! ! !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 13 2014, 23:00
პოსტი #14


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bone
მიგიგნია და ეგ არი... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tevzi1989
პოსტი Mar 13 2014, 23:26
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 58
რეგისტრ.: 5-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



რომელ თვეშია ყველაზე მეტად საშიში ვინმემ იცი რაგაც პერიოდები აქვს როგორც ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2019 - 21:26