"ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
"ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის, 15 დეკემბერს გაიმართება ერთგვარი ქართული "ოლსტარი"
ako-gul
პოსტი Dec 10 2019, 20:20
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით "ოჩოპინტრელებო", მსურს გაუწყოთ ახალი შეჯიბრის შესახებ,რომელიც არაერთი სპორტინგის მოყვარული მოუთმენლად ელის!

ეს გახლავთ "სპორტინგის ლიგა"-ს მიერ ორგნიზებული გამორჩეულ მსროლელთა პაექრობა სახელად "ლიდერთა ლიგა", რომელშიც მონაწილეობას მიწვეული მსროლელები მიიღებენ. მათ შორის რა თქმა უნდა არიან კლუბი ოჩოპინტრეს მსროლელები!

შეჯიბრი გაიმართება 15 დეკემბერს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, დილის 9:00 საათზე.


"ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობის უფლება აქვთ:


(1) მსროლელებს, რომლებიც "სპორტინგის ლიგა"-ს რეიტინგის ლიდერები არიან (ტოპ-15).
(2) მსროლელებს, რომლებმაც სხვადასხვა კლუბის (ორგანიზაციის) მიერ ორგანიზებულ ღია შეჯიბრებებზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრა მოახარხეს.
(3) მსროლელებს, რომლებიც ხვადასხვა კლუბის (ორგანიზაციის) მიერ ორგანიზებულ დახურულ (შიდა-საკლუბო) შეჯიბრებებზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრა შეძლეს.


ზემოთაღნიშნული ერთ-ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად "ლიდერთა ლიგაზე" მოხვდნენ შემდეგი "ოჩოპინტრელები":

(2) და (3) პუნქტის დაკმაყოფილების შედეგად:

გიორგი მეტრევლი

(3) პუნქტის დაკმაყოფილების შედეგად: (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, თუ კიდევ რომელიმე ოცოპინტრელი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს ჩვენ რა თქმა უნდა დავუშვებთ მას რეგისტრაციაზე)

გიორგი დარბიაშვილი
გიორგი სირაძე
დავით ვერულავა
ირაკლი კვაჭაძე
ირაკლი ნარსია
კახაბერ ჩავლეიშვილი
ნიკოლოზ თურმანიძე
ნიკოლოზ კონდოლელი
ზაზა კაკავა
ნიკა რაზმაძე


ეხლა კიდევ წარმოგიდგენთ შეჯიბრის მნიშვნელოვან დეტალებს:

-შეჯიბრი გაიმართება 15 დეკემბერს, თბილისში, დილის 9:00 საათზე.

- შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მოწვეულ მსროლელებს.
სია ჩვენს ფეისბუქ პოსტშია მოთავსებული. სია საბოლოო არაა!
- შეჯიბრზე მოწვეული მსროლელები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე...

- რეგისტრაციაზე დაგვიანებულ თითეულ მსროლელს დააკლდება 1 ქულა საბოლოო შედეგიდან. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გამოცხადდება ადგილზე 09:01 საათზე!

- მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს. საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი ავტომატურად გადაინაცვლებს "ლიდერთა ლიგა"-ს ფინალურ ეტაპზე. 2 დანარჩენი ფინალისტი გაირკვევა მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 ადგილოსანს შორის გადასროლის შედეგად. ფინალური ეტაპი გაიმართება გაზაფხულზე.

- მონაწილეობის საწევრო გახლავთ
65 ლარი ორგანიზატორის ვაზნებით სროლის შემთხვევაში...

- საკუთარი ქარხნული ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილეობის საფასური გახლავთ 45 ლარი...

- ქარხნული ვაზნები არ უნდა იყოს 6 ნომერზე მსხვილი და 24 გრამზე მეტი მუხტის მქონე...

- შეჯიბრის ჩატარების ზუსტი ლოკაციის შესახებ და სხვა დეტალური ინფოს მისაღებად დარეკეთ: 598232432

პატივისცემით,
აკო გულუა




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gul: Dec 10 2019, 20:24
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gul
პოსტი Dec 10 2019, 20:26
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Dec 10 2019, 22:49
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,687
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან კარგია. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს newsmile05.gif მიდით ბიჭებო <3 <3 <3
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Dec 10 2019, 23:41
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 1,757
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ako-gul
აკო ეს მონაცემები ვინ მოგაწოდა?))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gulua
პოსტი Dec 11 2019, 03:05
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჩავლე @ Dec 11 2019, 00:41) *
ako-gul
აკო ეს მონაცემები ვინ მოგაწოდა?))


მოწოდებით არავის მოუწოდებია. ანუ გამოვიყენეთ ის რა ინფორმაციაც ჩვენ გვქონდა "ოჩოპინტრეს" შიდა-საკლუბო ტურნირის პრიზიორებთან, ექვსეულში შესულ მსროლელებთან დაკავშირებით, პლიუს რა ინფორმაციის მოძიებაც მოვახერხე ფორუმის დახმარებით... ????
სია საბოლოო არაა თავისთავად, ვფიქრობ გამოგვრჩა ტამოდენიმე მსროლელი, რომლებსაც ჩავამატებთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ხაჭაპურა
პოსტი Dec 11 2019, 18:08
პოსტი #6


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 15-June 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სალამი ოჩოს. მე თუ მაქვს უფლება მივიღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა?

მემგონი მე 3 პუნქტს ვაკმაყოფილებ.????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gul
პოსტი Dec 11 2019, 20:57
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ხაჭაპურა @ Dec 11 2019, 19:08) *
სალამი ოჩოს. მე თუ მაქვს უფლება მივიღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა?

მემგონი მე 3 პუნქტს ვაკმაყოფილებ.????


თუ არ ვცდები ოჩოს ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებული ბრძანდებით.
დიახ, რა თქმა უნდა გაქვთ. დაგამატებთ სიაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gul
პოსტი Dec 11 2019, 21:01
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თქვენი სახელი და გვარი მიტხარით, თუ შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gul
პოსტი Dec 11 2019, 21:21
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ხაჭაპურა @ Dec 11 2019, 19:08) *
სალამი ოჩოს. მე თუ მაქვს უფლება მივიღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა?

მემგონი მე 3 პუნქტს ვაკმაყოფილებ.????


სია დაკორექტირებულია

გიორგი დარბიაშვილი
გიორგი სირაძე
დავით ვერულავა
ირაკლი კვაჭაძე
ირაკლი ნარსია
კახაბერ ჩავლეიშვილი
ნიკოლოზ თურმანიძე
ნიკოლოზ კონდოლელი
ზაზა კაკავა
კახა ხაჭაპურიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 11 2019, 23:13
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,420
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბ.ნ აკო მოგესალმებით,
ირაკლი ნარსია
ზაზა კაკავა
ნიკოლოზ კინდოლელი

არ არიან კლუბ ოჩოპინტრეს წევრები და შესაბამისად კლუბის სახელით ვერ იასპარეზებენ,

თუ წინააღმდეგი არ იქნებით კლუბის გამგეობა მოგაწვდით სიას ვინ იასპარეზებს კლუბის სახელით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gul
პოსტი Dec 12 2019, 15:34
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ოთო. @ Dec 12 2019, 00:13) *
ბ.ნ აკო მოგესალმებით,
ირაკლი ნარსია
ზაზა კაკავა
ნიკოლოზ კინდოლელი

არ არიან კლუბ ოჩოპინტრეს წევრები და შესაბამისად კლუბის სახელით ვერ იასპარეზებენ,

თუ წინააღმდეგი არ იქნებით კლუბის გამგეობა მოგაწვდით სიას ვინ იასპარეზებს კლუბის სახელით.


მოგესალმებით!

კლუბის სახელით ასპარეზობა არ ხდება, იქიდან გამომდინარე რომ ინდივიდუალურ
ჩათვლაში ხდება ასპარეზობა. ვიწვევთ თითეულ მსროლელს, ვინც ნებისმიერ ტურნირზე
შიდა-საკლუბო იქნება ეს თუ ღია შეჯიბრი ექვსეულში არის მონახვედრი, რადგან ეს ლიდერების შეჯიბრია. რადგან ეს შეჯიბრი კლუბთაშორისი არ არის, შესაბამისად არსად დაფიქსირდება, რომ ხსენებული მსროლელები "ოჩოპინტრეს" სახელით ასპარეზობენ.
აქედან გამომდინარე, ოჩოპინტრეს კლუბის წევრებსაც აქვთ შეჯიბრზე მონაწილეობის უფლება და უბრალოდ ოჩოს საიტზე რეგისტრირებულ წევრსაც, ვინც ზემოთხსენებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

"თუ წინააღმდეგი არ იქნებით კლუბის გამგეობა მოგაწვდით სიას ვინ იასპარეზებს კლუბის სახელით."

წესდებიდან და შეჯიბრის ფორმატიდან გამომდინარე, თუ არ შეწყხდებით მომაწოდეთ სია იმ მსროლელების, ვინც ამ შეჯიბრში
მონაწილეობას იმსახურებს ზემოთაღნიშნული, ოჩოპინტრეს შიდა-საკლუბო შეჯიბრებებზე ზემოთაღნიშნული კრიტერიუმის დაკმაყოფილების გამო. ვინაიდან, როგორც იცით მე ამასტან დაკავშირებით არასრული ინფორმაცია მაქვს.

პატივისცემით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 14 2019, 07:17
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,420
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ako-gul

კახა ხაჭაპურიძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gulua
პოსტი Dec 18 2019, 02:25
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით კიდევ ერთხელ "ოჩოპინტრელებო"!

15 დეკემბერს გაიმართა "ლიდერთა ლიგა"-ს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტინგში.

რომელშიც მონაწილეობა 26-მა მსროლელმა მიიღო. 23 მსროლელი ისროდა როგორც "ლიდერთა ლიგა"-ს კონკურსანტი, ხოლო 3 მათგანი - უკონკურსოდ.

"სპორტინგის ლიგა" კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს შეჯიბრში მონაწილე ოჩოპინტრელებს, შეჯიბრის დროში
გაწელვის გამო, რომელიც გარკვეულმა ჩვენგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა გამოიწვიეს, განსაკუთრებით კი - სასროლი აპარატების ტექნიკურმა გაუმართაობამ...

ამის მიუხედავად "ოჩოპინტრეს" წევრები შეჯიბრზე დათქმულ დროს მოვიდნენ, ბოლომდე დაესწრნენ შეჯიბრს, ბოლომდე გვედგნენ გვერდში უკანასკნელი ფორმალური საკითხის დასრულებამდე, რისთვისაც მათ უღრმეს მადლობას ვუხდი, როგორც პირადად, ასევე "სპორტინგის ლიგა"-ს სახელით!

დიდი მადლობა გიორგის და კახას! და სხვათა შორის, მათ საკმაოდ ნორმალურად ისროლეს იმის გათვალისწინებით, რომ მოძრავ სამიზნეებზე სროლის პრაქტიკა თითქმის არ გააჩნიათ, შეჯიბრზე კი საკმაოდ რთული ტრაექტორიებით დახუნძლული პროგრამა იყო!

ხოლო რაც შეეხება შეჯიბრის რეპორტს, მოკლედ მოგახსენებთ:


მონაწილეებმა ესროლეს 50 მოზრავ სამიზნეს. 50 გასროლის შემდგომ ჩატარდა "ფლეიოფი" მე-7,მე-8, მე-9 და მე-10 ადგილოსნებს შორის. მათ 10-10 მოძრავ სამიზნეს ეროლეს.


შეჯიბრის დასრულებისას საპრიზო პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1) ლ.ჩუგუაშვილი 46/50 (47-1 დაგვიანების გამო)
2) ბ.კაპანაძე 39/50
3) გ.ხოსიაშვილი 35/50

საბოლოოდ სუპერფინალში გავიდნენ:

ლ.ჩუგუაშვილი
ბ.კაპანაძე
გ.ხოსიაშვილი
ტ.კვარაცხელია
ო.ჯინჭარაძე
ნ.კუხალეიშვილი
ს.ბურდული
ა.გულუა


შეგახსენებთ, რომ "ლიდერთა ლიგა"-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გაზაფხულზე გაიმართება და მას დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს! შეჯიბრში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ იმ მსროლელებს, ვისაც I საკვალიფიკაციო ეტაპზე არ მიუღიათ მონაწილეობა!

წარმატებები "ოჩოპინტრეს"!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gulua: Dec 18 2019, 02:25
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ako-gulua
პოსტი Dec 18 2019, 02:32
პოსტი #14


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gulua: Dec 18 2019, 02:33
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2020 - 08:02