კურდღელი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
კურდღელი, გარეული კურდღელი და მასზე ნადირობა
A.x.O.t.N.i.K.a
პოსტი Jul 18 2012, 22:21
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის

შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).

მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.
რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.


ჩემი აზრით ერთ-ერთი აზართული მოსანადირებელი ცხოველი არი განსაკუთრებით უფრო სასიამოვნა არი მდევრებით ნადირობა კურდღელზე

newsmile027.gif ... წყარო http://www.hunters.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
A.x.O.t.N.i.K.a
პოსტი Jul 18 2012, 22:27
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება





ლინკი ტეგებში ჩასვი.

პატივისცემით: ჩელე.....

moderirebulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 18 2012, 22:40
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იცავს წითელი წიგნი ასე რომ არანაირი ნადირობა კურდღელზე newsmile05.gif newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Jul 18 2012, 23:07
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777
წითელი წიგნი როდის მერე იცავს კურდგელს? newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 18 2012, 23:15
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(LeoTaso @ Jul 19 2012, 00:07) *
hunter777
წითელი წიგნი როდის მერე იცავს კურდგელს? newsmile058.gif


რაც საქართველოს წითელი წიგნი არსებობს მას მერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 19 2012, 00:26
პოსტი #6


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



A.x.O.t.N.i.K.a

წყაროს არ მითითების გამო, გართხილება გაქვს! თუ არ მიუთითებ საერთოდ ბანს დაგადებ!

უამრავ საიტებზე ნაკოპირები მასალით აქ ახალი თემის გახსნა, ამ ფორუმის შეურაცყოფაა დ მეტი არაფერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 19 2012, 00:32
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



A.x.O.t.N.i.K.a
კარგად დაიწყე. ტემპი არ დააგდო. საჭირო ინფორმაციას დებ. წითელი წიგნი და შეზღუდვა სხვა საქმეა. მიკვირს აქამდე რომ არ იდო ეგ ინფორმაცია.
აბა შენ იცი

ხო კიდევ, ბიჭებმაც მოგვწერეს, წყარო მიუთითე, თორემ ინფორმაციის მოპარვაში დაგვადანაშაულებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 19 2012, 00:32
პოსტი #8


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

ისე, აქამდე რატომ ევრ მოვიფიქრეთ, კურდღელზე ნადირობის თემის გახსნა, ვერ ვმუშაობთ რა სათანადოდ D.gif ვაი ვაიი


რას უშვება ხალხს, უსეზონობა და ნოსტალგიები D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 19 2012, 09:08
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეხლა დავაკვირდი კურდღელზე რომ არაფერი გვედო D.gif ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 19 2012, 09:47
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ერთ შესწორებას შევიტან, მდევრებით ნადირობისას, გამთენიისას წვიმა კი არ არის მისწრება, ეგ პირიქით ღამის კვალს რეცხავს და მდევარს ფაქტიურად პოვნის შანსს არ უტოვებს, ასეთ დროს პოვნა უმეტესად შემთხვევით ხასიათს ატარებს, მარა დევნა მართლაც საუცხოვოა ხოლმე ,მერე ახალ ნაწვიმარზე, მისწრებაა ისეთი ამინდი როდესაც, წინა დღეს საღამოს პორზე იწვიმებს და მერე ცა მოიწმინდება მთელი ღამე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 19 2012, 09:50
პოსტი #11


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli

მაგ პოსტის ავტორი საერთოდ კაცმა არ იცის ვინ არის და რაზე დაყრდნობით დაწერა ეგ მიკრო სტატია კურდღელზე.

ეგ დაკოპირებული პოსტია საიდანღაც, იმდენ საიტზე დევს რომ პირველ წყაროს ვერ მივაგენი


ავტორს ეტყობა გუგლის გამოყენება მაგრად დაუმუღამებია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
A.x.O.t.N.i.K.a
პოსტი Jul 19 2012, 11:25
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბატონო {დავითუს} ამ საიტზე ახალი წევრი ვარ როგორც ხედავთ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,გულით და სულით ბუნების და ნადირობის მოყვარული.

d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ალეკ ზმა ეგ მართალია აბა რა, თუ კოკისპირული წვიმა არი კვალს საერთოდ ვერ ნახავს ძაღლები,, ცვარიანზე არი რაც არი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika2121
პოსტი Aug 8 2012, 22:38
პოსტი #13


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გუშინ ვესაუბრე გარემოს დაცვის სააგენტოს საიდანაც მივიღე ინფორმაცია ,რომ დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Aug 8 2012, 23:43
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(nika2121 @ Aug 8 2012, 23:38) *
დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით.



კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა???????????????

და როის იქნება ეგ ამბავი, ჩვენ რომ მივმართავათ და ისენი რომ პასუხს მოგვცემენ?.........გავა სეზონი და მერე გენებართვა შეუძლიათ ხელმოწერისთანავე შეიკეთონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 9 2012, 00:24
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



sabo73
ციტატა(sabo73 @ 9th August 2012 - 00:43) *
კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა???????????????

newsmile05.gif მგლის ამბავი გამახსენდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2019 - 01:45