მაჩვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
მაჩვი, მაჩვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Nov 22 2009, 22:36
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მაჩვი


კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე აღწევს 1 მ-ს, კუდის 16-20სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროებული და უკანა მიმართულებით გაფართოებული. თავი წაგრძელებული და ვიწრო, კისერი მოკლე და მოძრავი. თითები შეიარაღებულია გრძელი მახვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია , ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს თითო შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.
გავრცელელება: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი . საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
იკვებება ნაირგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით: წვრილი ნადირით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით.
მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი და
მდედრი შობს ნაშიერს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი სწრაფად იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 20 წლამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჩვენში სარეწაო მნიშვნელობა არაა აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით , რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი გამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრღნელების და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს. ამიტომ საჭიროა მისი დაცვა და არ უნდა დავუშვათ მისი ხელაღებით მოსპობა.

ამჟამად ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 26 2009, 15:12
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაჩვიპატივცემულო ფორუმელებო, თემა დროებით იხურებ, სანამ ნადირობის მეთოდები არ დაიწერება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2019 - 06:58