ენტერიტი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ენტერიტი
Bonnie
პოსტი Sep 25 2016, 15:19
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა! დღეს დავრეგისტრირდი არც მონადირე ვარ არც მეთევზე, სიმართლე თუ გინდათ არ ვემხრობი ცხოველების დაჭერას და მოკვლას,მაგრამ ვიცი რომ მე ვერ გამოვასწორებ ვერაფერს ამიტომ ჩუმად ვარ,აქ ამ თემაზე სასაუბროდ არ ვარ.
მყავს ძაღლი და რამდენჯერაც რაღაც დამჭირდა და დავგუგლე სულ ამ საიტზე მიგდებს ინფორმაციას,ხოდა გადავწყვიტე დავრეგისტრირდე და პირდაპირ დაგისვათ კითხვები.
ჰასკი მყავს 4 თვის და ერთი-ორი კვირაა კუჭში თხლად გადიოდა, 12-ში აღებინა კიდეც მაგრამ მაშინვე გადაუარა და მშვენივრად იყო, მეც არ ჩავთვალე საჭიროდ პანიკის ატეხვა და ეგრევე ვეტთან გაქანება, მაგრამ დღეს დილით აღებინა ისევ, კუჭშიც უარესად იყო,თან მოწყენილიც იყო და შემეშინდა და წავიყვანე. მითხრა რომ ენტერიტი აქვს, ძალიან პესიმისტი შემხვდა ისედაც გული მისკდებოდა და უარესი დამმართა,მე კი ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ შეიძლება მოკვდესო,ბევრი კვდება ამისგანო და ა.შ.
რა მაინტერესებს ძალიან დაგვიანებული ხომ არაა მკურნალობა? მართლა შეიძლება რომ მოკვდეს? მითხრა არაფერი არ აჭამო სამი დღეო და ესე უფრო არ დასუსტდება? სამ დღიან კურსს ჩავუტარებო. ანუ თავისი ვეტი არაა ვისთანაც დამყავდა დღეს არ იყო თვითონ და სხვაგან წავიყვანე დიდად არ ვენდობი და მაგიტომ მაინტერესებს. ჩემს ვეტსაც რომ დავურეკე მითხრა ჟობია ვისთანაც დაიწყე მკურნალობა იმასთან დაამთავროო. გამიგია რომ ზოოპარკში ალიკა არისო ძაან ძლიერი ვეტიო და მანდ ხო არ წავიყვანო თუ გადავხედო ეს სამი დღე? მირჩიეთ რამე თორე მოვკვდები ნერვიულობით.
მადლობა ყურადღებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Sep 25 2016, 18:16
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,247
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პრინციპში დაავადებებს თითქმის ყველა სტანდარტულად მკურნალობს, ვისთან მიიყვანე რომ არ ენდობი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 26 2016, 09:37
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,699
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonnie
დაგვიანებული ენტერიტი ძალიან რთულად გადააქვთათ ლეკვებს ...... იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის .

დაწყებულ მკუნრალობს უკვე ერიდებიან სხვა ვეტები მითუმეტეს როცა ლეკვს ეხება და ენტერიტი აქვს newsmile05.gif ხომ ხვდები თავის დაზღვევის ამბავია ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 26 2016, 10:32
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,584
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonnie

სამწუხაროდ დაგვიანებული ენტერიტისგან, მეც მომიკვდა 2,5 თვის ჰასკი, მაგრამ იქ ექიმის ბრალი იყო. ვერ მიხვდა ენტერიტი იყო თუ უბრალოდ მოწამვლა. არა და ცნობილი ვეტერინარია რომ ჰკითხო. ვეუბნებოდი, რომ ენტერიტია მეთქი და არ არის ეს ენტერიტიო.

პირველი რასაც უნდა დააკვირდე არის: ღებინების დროს მასას მწარე სუნი თუ აქვს დაახლოვებით აცეტონის მსგავსი, მაშინ ენტერიტია. საკმაოდ არასასიამოვნოა ვიცი, მაგრამ მოგიწევს დასუნო. ასევე, განავალი. თუ მწარე სუნი დაჰკრავს, ე.ი. ეგ არის.

მეორე: პანიკაში ნუ ჩავარდები. 4 თვის არც ისეთი პატარაა, რომ ვერ გადაიტანოს ამიტომ მგონია, რომ გამოძვრება. თუმცა გააჩნია ლეკვი რამდენად ჯანსაღია და ვინ შეხვდება მკურნალი ექიმი.

აცრები ან ჭიაზე დამუშავებული თუ გყავს?
ვისთან მიიყვანე?

ალიკა ეხლა არის საბურთალოს 45-ში (ახლანდელი ცინცაძის ქუჩა). ჩემი ჩელსი ბოლოს ალიკასთან მივიყვანე, მაგრამ იმდენად დაგვიანებული იყო, რომ სამწუხაროდ ვერაფერს გახდა. თუმცა ძალიან ეცადა, სხვისი დანაშაული გამოესწორებინა.

მოკლედ, წარმატებას გისურვებთ შენც და ცუგასაც. იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება და შემდეგ ფოტოსაც გვაჩვენებ.

მთავარია შენ არ დაყარო ფარ-ხმალი და იბრძოლო ბოლომდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 28 2016, 08:57
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,584
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonnie

რა ქენი ადამიანო, როგორ გყავს ცუგა არ გვეტყვი?...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chalata
პოსტი Sep 28 2016, 23:09
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 30-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



3 ლეკვი მყავს გადარჩენილი ენტერიტისგან თუ გინდა დამირეკე და დაგეხმარები მკიურნალობაში თუ დაგვიანებული არაა, 14 დღის წინ გაქ დაწერილი და შედეგი უკვე უნდა იყოს როგორაა ძაღლი/? 598211066
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 29 2016, 09:07
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,584
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სავარაუდოდ ვერ არის კარგი ამბავი, თორე აქამდე შემოვიდოდა და დაწერდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Mariami-
პოსტი Oct 8 2018, 10:01
პოსტი #8


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8-October 18
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(chalata @ Sep 28 2016, 23:09) *
3 ლეკვი მყავს გადარჩენილი ენტერიტისგან თუ გინდა დამირეკე და დაგეხმარები მკიურნალობაში თუ დაგვიანებული არაა, 14 დღის წინ გაქ დაწერილი და შედეგი უკვე უნდა იყოს როგორაა ძაღლი/? 598211066



გამარჯობა,

3 წლის წინ არის კომენტარი დაწერილი, თუმცა მაინც იმედი მაქვს იქნებ გამომეხმაუროთ

ჩემს ლეკვსაც ეჭვი მაქვს აქვს ენერიტი და შეგიძლიათ გარკვეული რჩევები მომცეთ ?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Mariami-: Oct 8 2018, 10:01
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Oct 8 2018, 13:34
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,247
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ექიმთან მიიყვანე სასწრაფოდ, რჩევაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Oct 8 2018, 19:09
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,178
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Mariami-


სალამი !
აჯობებს ვეტექიმს ანახოთ,ჯერ უნდა გაირკვეს რა სჭირს ასე ეჭვის დონეზე დადგენა და მერე რჩევებით მკურნალობა კარგ შედეგს არ მოგცემს,

თუ უკვე დაგვიანებული არ არის გამოკეთდება !..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Oct 8 2018, 23:03
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,428
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Mariami-
რა ასაკისაა? რა ჯიშია? რა სიმპტომები აქვს? რას აჭმევთ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th December 2018 - 23:16