მონადირის ქცევის კოდექსი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
მონადირის ქცევის კოდექსი
ROMMEL
პოსტი Jul 30 2009, 20:44
პოსტი #16


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 63
რეგისტრ.: 25-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ ...თორემ გამოუცდელ მონადირეებს ყველაფერი დათვი ჰგონიათ და....!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
joni
პოსტი Aug 16 2009, 12:36
პოსტი #17


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 11-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნუ ენდობი მინდორში შემხვედრ მწყემსს.მან არ იცის შენ რას გულისხმობ ბევრ მწყერში და არც ის იცის საით წავიდა შენი მეგობარი მონადირე newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Aug 24 2009, 00:38
პოსტი #18


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნურასდოს მიაყუდებ თოფს მანქანაზე..შეიძლება დაცურდეს, ქვას დაასკდეს ლულით და მარცხენა ლულა ჩაეჭეჭყოს..(რავიცი ჩემსას ეგრე დაემართა და)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 9 2009, 22:36
პოსტი #19


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახალი ტემის გახსნა აღარ იყო საჭირო და რა მინდა რომ გითხრათ...........
ზოგზოგიერთ სექტის წარმომადგენლებს(გვარს და სახელს არ დავასახელებ) შევნიშნე რომ მცველიდან მოხსნილი აქვთ იარაღი და მინდორში ისე აბოტებენ,
ხოდა ძალიან ცუდი ჩვევაა ეგ ამბავი და ყოვლად უპრინციპო, ძალიან სახიფათო და უსაფრთხოების ნორმებისგან
ძალიან შორს არის, ყველას გთხოვთ გადაეჩვიოთ ამ მანერას, აფრენილ მწყერზეც ესწრება მცველიდან მოხსნა და გასროლის
გაკეთება, ასე რომ ჩაიბეჭდეთ თავში რომ მცველი ყოველთვის აკონტროლოთ........ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ramazi
პოსტი Sep 10 2009, 17:09
პოსტი #20


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 23
რეგისტრ.: 4-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi-arxiloskalo



ყოველთვის თოფს ისე მოეპყარით როგორც დატენილს (პ.ს. ეშმაკს არა სძინავს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკო
პოსტი Oct 4 2009, 22:09
პოსტი #21


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



არასდროს არ გააფუჭო ნანადირევი .. ანუ ზოგმა მარტო მოკვლა რო იცის და მერე რო მიაგდებენ ხოლმე მაგაზე მაქ ლაპარაკი . თუ მოკვლის ტრაკი გაქ იმის გაკეთების ტრაკიც უნდა გქონდეს..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 7 2009, 12:31
პოსტი #22


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჩიკო @ Oct 4 2009, 11:09 PM) *
არასდროს არ გააფუჭო ნანადირევი .. ანუ ზოგმა მარტო მოკვლა რო იცის და მერე რო მიაგდებენ ხოლმე მაგაზე მაქ ლაპარაკი . თუ მოკვლის ტრაკი გაქ იმის გაკეთების ტრაკიც უნდა გქონდეს..


ჩვენ შევთანხმდით, რომ "ტრაკის" ნაცვლად ფორუმზე ვიყენებთ სიტყვა "ტაკო"-ს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Oct 22 2009, 11:43
პოსტი #23


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჯეკო მე ჯერ მონადირე არ მინახია ვისაც ერთი ტყუილი არ უთქვამს ნადირობასთან დაკავშირებით და თქვენ ვერ შეცვლით ამას

მონადირე არ ტყუის, მონადირე ალამაზებს! (აბა ვის რაში აინტერესებს "ტაკოში" newsmile01.gif ოფლი, რომ გაგდის და გაჩენის დღეს , რომ წყევლი.)newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

aragveli არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი ნადირობის დაწყებამდის.(ერთ ჭიქაზე მეტი)

ორზე ! მუდამ გაიხსენე ისინი ვინც, შენამდე ნადირობდა და თევზაობდა! თუ საერთოდ სვავ. ეგ ინდივიდუალურია.

ROMMEL ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ ...თორემ გამოუცდელ მონადირეებს ყველაფერი დათვი ჰგონიათ და....!!!!

მერე დიდი ხანი მოგიწევს მისი ძებნა ტყეში, ნადირობა ჩაგშხამდება. newsmile01.gif

მტაცებელ ფრინველს ნუ ესვრი! რაიცი მომავ ცხოვრებაში ვინ იქნები?
ფიტული სახლში მტვერის ბუდეა! (ეს ალბათ უფრო გემოვნების საქმეა.)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 18 2009, 21:15
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



და თავს ნუ მოაბეზრებ შენი ძაღლის ქებით კიდე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
guga111
პოსტი Feb 12 2010, 18:03
პოსტი #25


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 11-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



19. ნუ გაისვრი იარაღს უაზროდ და უმისამართოდ (თვით სარეკშიც კი, რადგან შენმა ნასროლმა ვინმე ან რამე არ შეიწიროს, თუნდაც ხანძარი არ გააჩინოს).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 25 2010, 08:50
პოსტი #26


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



20. დაიცავით სიჩუმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 20 2010, 11:52
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემი მიჭიერების შედეგი არ გეგონოთ,მოვიძიე მოგახსენეთ.


ზოგადი რჩევები მონადირეებს

• ჯერ მომარავლე, მერე ინადირე.
• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.
• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.
• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.
• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ
• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს
• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.
• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.
• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.
• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.
• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.
• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.
• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.
• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.
• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი ნომრით ნაკლები ტყვია.
• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.
• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.
• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.
• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.
• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.
• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.
• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.
• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.
• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.
• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.
• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ ტუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.
• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.
• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.
• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.
• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი
• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.
• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.
• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.
• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.
• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.
• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.
• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.
• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.
• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.
• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.
• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.
• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.
• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძაღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.
• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძაღლი არ იწვრთნება.
• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.
• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.
• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.
• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

პირველწყარო
ა.არაბული-მონადირის 40 მცნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kaxa108
პოსტი Nov 2 2010, 22:24
პოსტი #28


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 13-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbuilisi



მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ კოდექსი არსებობს ერთი ,, მორალური კოდექსი" როგორც მონადირისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის, სქესის, რასის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანისთვის. ამის დასტუდად მოვიყვან ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოებიდან ,, დათა თუთაშხია" ერთ ციტატას.
,, ყველა ადამიანის ქცევის ღირებულება, მისი ზნეობის ღირებულების ტოლფასია".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დავით ორდენიძე
პოსტი Dec 22 2010, 13:27
პოსტი #29


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 156
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სანამ ნადირობას დაიწყებდე დიდი განსხვავებული სასმისით ადღეგრძელე ვისაც ნადირობა უყვრდა და აღარ არიან,მერე მაგ სასმელზე გაჩერება არ ვარგა და მეორე დალიე მომავალ მონადირეებს გაუმარჯოსთქო.დამიჯერეთ ამ რიტუალის მერე ძალიან იღბლიანი ნადირობა გექნებათ newsmile027.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Dec 25 2010, 03:04
პოსტი #30


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



რათ აოფებთ ??

კაცმა 2 დღეა რაც თემა დაასუფთავა და ელემენტარულად მაგას მაინც ეცით პატივი
თუ ვინმეს გონია, რომ ვალდებულია და იმიტომ ასუფთავებს - არ ცდებით ! მაგრამ იმის უფლებამოსილიც არის, რომ ბოლოს დაიღალოს, ნერვები მოეშალოს და გაფრთხილებები მისცეს ოფერისტებს.

ამ ფორუმზე მაქასიმალურად ვცდილობთ არ შევზღუდოთ ფორუმელები და არ გამოვიყენოთ მოდერატორების ინსტრუმენტებით, მაგრამ თქვენც გაგვიწიეთ ანგარიში და სადაც მაინც და მაინც არ "გეძალებათ" ნუ გააოფებთ...
თემა დასუფთავდა!!!!!!!!!!!!!!
ხომ არ შეიძლება ყველა თემაში დალევაზე და ლოთობაზე იყოს საუბარი...


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th October 2019 - 14:19