,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება
ზაზა
პოსტი Jun 16 2013, 06:48
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ,,ოჩოპინტრე"-ს ორგანიზებით 2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა მეძებარ ძაღლებს შორის პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება სახელწოდებით ,,დმანისი-2013", რომელშიც დებულების შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს მათი ოთხფეხა მეძებრებით. სავალდებულო პირობა, ასევე დებულების შესაბამისად მდგომარეობდა იმაში, რომ მეძებარი დარეგისტრირებული ყოფილიყო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, ჰქონოდა ექსტერიერის შეფასება არანაკლებ ,,კარგი" და ამავე დროს, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ მონაწილეს უნდა წარედგინა ვეტერინარული საბუთი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრები, ცოფის აცრა და ა.შ.).

საველე გამოცდამდე კლუბის წევრებმა (გენერალი, ილარიონა, ზაზა, ირაკლი, Fishman, gagrinski) რამოდენიმეჯერ ადგილზე (დმანისის რაიონში)დაათვალიერეს საველესთვის აუცილებელი რელიეფის და ფართობის მინდვრები, რაშიც დაგვეხმარა ადგილობრივი პიროვნება, gagrinskis სიძე პაატა ადუაშვილი (დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის), რის შემდეგაც შეირჩა მინდორი და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაწყდა აღნიშნული ღონისძიების გამართვა, რომლის ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ ანტიბრაკონიერული აქცია, უარი ე.წ. ,,მანოკებს" - ელექტრონულ მოსახმობ საშუალებებს და მეძებარი ძაღლით სწორი ნადირობის პოპულარიაზაცია.

საველეს ჩატარებაში როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგა სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და სეტერ კლუბი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს დავით ცხვედიანს, გიორგი ადიკაშვილს, ნოდარ როსტიაშვილს, გიორგი მამულაძეს,ასევე ვანო დონჯაშვილს (რომელიც ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ წამოვიდა).

წელიწადის ამ დროს თბილისთან ახლოს მწყერი ბუდეზეა, მისი შეწუხება მიუღებელია, დმანისი კი მაღალი რეგიონია და საველემდე იქ რამოდენიმე ასვლამ დაგვარწმუნა, რომ მეძებრის გამოსაცდელად ნორმალური პირობები იქნებოდა.

12 ივნისს ჩავატარეთ კენჭისყრა, საველეს მინდვრები დავყავით პირობით A და B სექტორებად, წილისყრა ჩატარდა ასევე იმის შესახებ, თუ ექსპერტების რომელი კომისია რომელ სექტორში გამოცდიდა მეძებრებს.

15 ივნისს ღამის დაახლოებით 2 საათიდან მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა დავიწყეთ შეკრება ორთაჭალაში ყოფილ ციხეებთან: იგორი, დათუნა, ბონე, ზურა, ჭალიმგელა, ჩავლე, თაზო, ირაკლი, Jager-man,გენერალი,კალვერა, Fishman,ჩიკა,ნიკა, ზაზა, ასევე ექსპერტები: დ. ცხვედიანი,გ. ადიკაშვილი,ნ. როსტიაშვილი,სტაჟიორ-ექსპერტი გ. მამულაძე. გადავნაწილდით მანქანებში და დაახლოებით 4-ის ნახევარზე 5 ეკიპაჟით გავემართეთ დმანისის მიმართულებით.

ადგილზე დაგვხდა იდეალური საველე პირობები, ნიავი, ნამი მინდორში, რაც მთავარია სიგრილე.





დაახლოებით 05:30 საათზე მონაწილეები და ექსპერტები გადანაწილდნენ წინასწარ განსაზღვრულ მინდვრებში. სექტორების მიხედვით საინტერესო მომენტების ფოტოზე დაფიქსირებისა და რიგით მომდევნო მონაწილის დროული გაფრთხილების მისია იტვირთეს: A სექტორი - კალვერა, Jager-man, B სექტორი - გენერალი, თაზო. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თავადაც მიიღეს საკმაო გამოცდილება და ღონისძიების მაღალ ხარისხზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. არც ერთი წუთი არ დაკარგულა, ყოველი მომდევნო მონაწილე მინდორში იყო წინა გამომსვლელის ქულების დაჯამებისთანავე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში უკვე 8 საათისთვის საკმაოდ ცხელა და მეძებრისთვის რთულია თავისი საველე თვისებების სრულად წარმოჩენა.

ობიექტური მიზეზების გამო რამოდენიმე მონაწილე დაგვაკლდა, ბაბუს კურცჰაარმა ფეხი იტკინა, მავერიკი სასწრაფო საქმეზე დასავლეთში გაემგზავრა, ნუკრიმ და გიზოვიჩმაც სამსახურების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.
სულ 11 მეძებარი გამოიცადა.
A სექტორში: ახალგაზრდა ინგლისური სეტერები დაფნი (გაგრინსკი), გუფი (ჭალიმგელა), დენდი (იგორი), რიჩი (Fishman), ასევე ახალგაზრდა პოინტერები მაქსიმუსი (ზაზა) და შერონ (ნიკა).






Jager_man-ი მომავალ ჩემპიონთან












ექსპერტები

















B სექტორში: გამოცდილი პოინტერი ჯილდა (ბონე), ახალგაზრდა პოინტერი ვიტო (დათუნა), კურცჰაარი ბერტა (ჩიკა), შოტლანდიური სეტერი პერი (ზურა), ცნობილი პოინტერი მაქსი (ირაკლი).



როგორც საველეს დასრულების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, თითოეულმა მეძებარმა აჩვენა ჯიშისთვის დამახასიათებელი ღირსებები, თუმცა გამოუცდელობამ, სიფიცხემ (უმრავლესობა გაეკიდა) და სხვა მიზეზებმა გავლენა იქონიეს საბოლოო შეფასებაში.
ამ ღონისძიების ჩატარების მიზეზი ზემოთაც აღვნიშნე. მხარდასაჭერად მონადირეები მობრძანდნენ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან. სტუმრები გვყავდნენ ტელევიზიებიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. ერთად განვიხილეთ სწორი სამონადირეო საქმიანობის, ძაღლით ნადირობის კულტურის ძველი და ახალი მიმართულებები. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა.
ეს ღონისძიება არ ატარებდა შეჯიბრების ხასიათს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შიდა საკლუბო საველეს აშკარად გამორჩეული ძაღლი გახდა ბონეს (ნიკა ელერჯიას) ძუ პოინტერი ჯილდა, რომელმაც მე-3 ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. მათ დიპლომი და პრიზი გადასცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ექსპერტების გადაწყვეტილებით პრიზები გადაეცათ ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდა ძაღლებს: ხვად ინგლისურ სეტერ გუფის (ჭალიმგელა) და ხვად პოინტერს მაქსიმუსი (ზაზა).

ამ საველე-დათვალიერებამ დარწმუნებული ვარ დადებითი როლი უნდა ითამაშოს ჩვენზე, როგორც მგეშავებზე, გამოცდილი ექსპერტების რჩევები, მათი დახასიათებები უდიდესი გამოცდილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის.










































































































free upload

ახლა კი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა ადუაშვილს და მის მეგობრებს, რომლებმაც ტრადიციული ქართული სუფრა გაგვიშალეს ულამაზეს მაშავერას ხეობაში. სურათებს დავდებ და თავადაც დარწმუნდებით.






















დიდი მადლობა ilarionas, რომელსაც თავად არ ყავს ამ ეტაპზე საბუთიანი ძაღლი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, უდიდესი მონდომებით ჩართულიყო ამ საქმეში. თავად ამ დღეს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმ დილით ჩამოფრინდა თბილისში.
გაგრინსკიზე რა ვთქვა, ყველაფერი ნათლად ჩანს, დავით გაიხარე.შენ რომ არა , არ ვიცი. ხომ იცი, არ მოგასვენებ.
დავითუსამ ძალიან ლამაზი დიპლომები დაამზადა. მადლობა.
თაზო, გაიხარე, სამწვადე იყო, მშვენიალური newsmile05.gif
მადლობა ზურას და Jager_man-ს საუკეთესო ქართული ღვინოსთვის.


დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს.
კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას.

დიდ მადლობას ვუხდით სპონსორობის გაწევისათვის ქართული ლუდის კომპანიას, კერძოდ საჩუქარად ხევსურული ლუდისა და ენერგეტიკული ვაილდერის გადმოცემისათვის.

ეს კი ულამაზესი ადგილი, სადაც ქართული სუფრა გაშალეს მასპინძლებმა. სუფრაზე ოჩოპინტრეს წესის შესაბამისად კლუბის წევრობა მივულოცეთ ზურას.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 16 2013, 09:40
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ზაზა დაგეხმარები და საერთოდ ვინც გავიყვანეთ ძაღლები ყველამ დავწეროთ ჩვენი მოკლე რაპორტი-მოკლედ ა სექტორში გავედი პირველ ნომრად ქალბატონ დაფნისთან ერთად, პირველი გასვლა იყო ვღელავდი თუმცა ვცდილობდი არ შემეჩნია და ძაღლზე ჩემი ნერვიულობა არ გადასულიყო. მადლობა გიორგი მამულაძეს და გია ადიკაშვილს სწორი რცევებისთვის. მინდორში შეშვებიდან ზუსტად 1 წუთში დაფნი ნავარდით წავიდა და გაშეშდა. ნაბული და ბრძანების გარეშე პირველი მწყერი აფრინდა, არც დაუნ უშველა არაფერი ქარივით მიყვა. მაპატიეს ექსპერტებმა და მითხრეს დაამშვიდეო. მივედი ჩავაბი საბელი გამოვიყვანე დავამშვიდე და გავუშვი თავიდან.წავიდა ძებნაზე ისევ დიდი სისწრაფით მესამე წრეზე შეანელა და დაიწყო ადგილის შემოწმება ჩახლართული სამყურა იყო ძალიან მაღალი, მივხვდი რომ გაეპარა ისე რომ ნაბულზე დადგომა ვერ მოასწრო ბრძანებით დატოვა ადგილი.(შემდეგ ის მწყერი დანდალამ დაამუშავა. წავიდა ზემოთ და ძაღლი უკვე ნიავს ირგებდა რომელიც თითქმის გაჩერდა. რამდენიმე წუთში დაასტოიკა ამოაფრინა და სამწუხაროდ ამოაფრინა ტოროლა D.gif D.gif D.gif რათქმაუნდა პატიოსნად ცავაბი საბელი და დავტოვე მინდორი. მანამდე ექსპერტებმა მიმითითეს შეცდომებზე და მითხრეს რომ ეტაპობრივად ვიმუშავო ჩემს ქალბატონთან. ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან პირველად გავიყვანე და გამოცდილება მივიღე. მადლობა ზაზა შენ და ყველა მონაწილეს გვერდში დგომისთვის და ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. თქვენი დათო კაკულია d778bc34f693c93907196ff195628213.gif kiss.gif

ხო იმის დაწერა დამავიწყდა რომ გარემოს დაცვასთან შედგა კარგი კონტაქტი და ადამიანი მზადაა მოგვისმინოს და ჩვენთან ერთად იმუშაოს პრობლემების გადაჭრაზე. ხალხის ინტერესი ძალიან მაღალია და საბუთიანი ძაღლების მიმართ ინტერესიც აშკარად გავზარდეთ ამ ღონისძიების შემდეგ.

ხო კიდევ ეს უკვე მდევრით მონადირეებს გაახარებს-როგორც მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მჭედლიშვილმა გვითხრა, აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ უკვე ოქტომბრიდა უკვე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეგვეძლება დავტკბეთ ამ მშვენიერი მონადირე ძაღლების მუსიკით.

კიდევ მადლობა ბიჭებო იმისთვის რომ სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ

ბიჭო-ბიჭო აღიარეთ რომ იმენნა პელე ადგილი იყო საქეიფოდ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 16 2013, 10:35
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართალია მე ვერ დავესწარი ამ ღონისძიებას, მაგრამ როგორც ჩანს მშვენივრად ჩაიარა პირველმა და მეორე განყოფილებამაც. გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს, მსაჯს, ოპერატორს, მძღოლს, და იმ მწყერს რომელიც ამოფრინდა უხვად D.gif დიდი მადლობა გაგრინსკის კიდევ ერთხელ მშვენიერი სიუჟეტისთვის და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რუსთავი 2-ს რომ დაგვითმო ეთერი. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 16 2013, 10:52
პოსტი #4


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მშვენიერი ღონისძიება გამოსულა newsmile05.gif რაც მთავრია ამ გასვლის მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდაა !!! იმედია წელს მანოკის ხმას აღარ გავიგებ და ადამიანურად გავერთობი ჩემ მეძებართან ერთად !!!

xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 16 2013, 10:54
პოსტი #5


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა, დიდი მადლობა ზაზას, გაგრინსკის და ყველას ვინც გულით დაგვიდგა გვერძე

რაც შეეხება გუფის 4 მუშაობა გვაჩვენა. პირველი სამი ეგრეთწოდებულ "პრედელზე" მეოთხე აისხა გუდა ნაბადი და წავიდა ზესტაფონში.

მეორეე ნახევარი დიდებული გამოდგა. ისევ მადლობა გაგრნინსკის და მის სიძეს.

და ვულოცავ ზურას (hunterbrother) ს კლუბში გაწევრიანებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 16 2013, 10:54
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 1,747
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski მაგარი კაცი ხარ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას სახელით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 16 2013, 11:01
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



გაიხარეთ ბიჭებო, ყველაფერი გამოდის როდესაც ერთად ვდგავართ. გენაცვალეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jun 16 2013, 11:21
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



მიხარია ძალიან ამდენი კარგი საქმე რო კეთდება და ლამაზი ღონისძიებებით გამრავალფეროვანდა წლევანდელი წელი newsmile05.gif
დიდი მადლობა ყველა კლუბის წევრს ამისთვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 16 2013, 12:32
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,241
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მალდციიი, მალადციიი

ყოჩაღები ხართ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Jun 16 2013, 12:46
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Aდგილი იყო ბომბა სიტუაცია საუკეთესო ხალხი მონადირეები მეტი ჩვენ რა გვინდოდა ჯიმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 16 2013, 12:48
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunterbrother

კეთილი იყოს შენი ფეხი კლუბში. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 16 2013, 13:13
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ბრავო.

ზაზა, გაგრინსკი, ილო, თაზო, გიორგა გენერალი, ყველა ორგანიზატორებს 5+
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 16 2013, 16:34
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ექსპერტებზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა კიდევ, მე პირადად ჩვენ ჯგუფში ვუსმინე ადიკაშვილს და თანაშემწე მამულაშვილს , ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ხალხისგან, ყველაფერი ამიხსნეს გარკვევით და განმანათლეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 16 2013, 20:11
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართლა მშვენიერი ღონისძიება გამოგვივიდაnewsmile05.gif small3d018.gif მადლობა ყველას!!!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jun 16 2013, 20:15
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,442
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი მეორე აქტი გამოგსვლიათ, დასანანია მანდ რომ ვერ დავრჩი vava.gif დანარჩენი პირველ აქტს რაც შეეხება უმაღლეს დონეზე გავოვიდა მადლობა ყველა მონაწილწეს, ორგანიზატორს, დამხმარეებს და ექსპერტებს newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2019 - 18:40