კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა ,,წალკა 2013,, - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Closed TopicStart new topic
კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა ,,წალკა 2013,,
megreli
პოსტი Aug 20 2013, 02:26
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალვერა
ციტატა(irakli kvachadze @ 20th August 2013 - 01:06) *
აუ წერა თქვენზე იყოს მე აგარ შემილია დავბერდი


წერა რა საჭიროა ?! ისედაც მრავლის მეტყველი ფოტოებია newsmile045.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 20 2013, 02:50
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 408
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Jalama Beach, CA. USA



გილოცავთ
კარგად გენადიროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 20 2013, 07:10
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ერთი ორი მობილურით მივაჩხაკუნე. ვერ იღებს ხარისხიანს და ხალისიც მეკარგება ხოლმე

შესვენება და მეორე დღე


























Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Aug 20 2013, 07:54
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თუ არ გეჩქარებათ საღამოს დავდებ რეპორტს. ეხლა მანქანა მყავს მისახედი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Aug 20 2013, 10:12
პოსტი #20


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აბა გელოდებით...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Aug 20 2013, 11:53
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 394
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავთ, მშვენიერი გასვლა გამოგივიდათ , უკეთესებს გისურვებთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Babuka
პოსტი Aug 20 2013, 13:05
პოსტი #22


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 155
რეგისტრ.: 29-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბიჭებო გილოცავთ დაგვიანებით სეზონის გახსნას!!!ღმერთმა ელი მოგიმართოთ და საინტერესო და შედეგიანი სეზონი ყოფილიყოს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Aug 20 2013, 13:20
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,442
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზო სადაა სურათები... newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 20 2013, 14:14
პოსტი #24


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ე.ი. მრავლისმეტყველი და გასაგები რეპორტია...... რა გჭირთ ბლიაძ, დასწერეთ რა იყო, როგორ იყო მაინცდამაინც თემის გამხსნელმა უნდა წეროს ყველაფერი?... ვერ გასწავლეთ ტარება რააა....

კიდევ: ბლიაძ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Aug 20 2013, 14:17
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,442
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შენა კაცო ისვენებ მანდა თუ მუშაობ რას დაგვერიე რა გინდა ჩვენგან პატარა ოჩო ხალხი ვართ დაღლილები თან დაცხა დედაქალაქში.... D.gif neaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 20 2013, 14:19
პოსტი #26


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეპორტი ვიცი მე სრულფასოვანი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Aug 20 2013, 14:20
პოსტი #27


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,442
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(chele @ 20th August 2013 - 15:19) *
რეპორტი ვიცი მე სრულფასოვანი....

და ქალი კუხნაში....... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 20 2013, 14:44
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



general
ციტატა(giorgi491 @ 20th August 2013 - 14:20) *
თაზო სადაა სურათები...

+ ფეხბურთის D.gif

სორი-თ უადგილო პოსტისთვის newsmile05.gif newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Aug 20 2013, 17:14
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს იქნება ყოლიფერი! დონთ ვორით!

დღეს იქნება ყოლიფერი! დონთ ვორით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Aug 20 2013, 22:41
პოსტი #30


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აბა თქვენ იცით ეხლა ჩაამატეთ ოსტატურად პირველ პოსტში ჩემი ნაჯღაპნი D.gif











ცოტა დრო იყო დარჩენილი სეზონის გახსნამდე. მთელი ოჩო ვბჭობდით თუ სად უნდა გაგვეხსნა სეზონი და მოგვეწყო ერთობლივი
ნადირობა-ქეიფი. როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე, სეზონის გახსნის წინა დღეს გადაწყდა მიგვეშურა უკვე თითქმის ტრადიციული
ადგილისათვის და დავგეგმეთ წალკაში წასვლა.


ეკიპაჟები დავკომპლექტდით ჩვეული მეთოდით:

დავითუსა ##
1)დავითუსა

ილარიონას მანქანა#1

1) ილარიონა
2) გენერალი
3) თაზო
4)ზახარა

ჭალიმგელას ეკიპაჟი #2

1. ჭალიმგელა
2. ჩავლე
3. გენო ძია
4. დაჩი

გურგენას ეკიპაჟი # 3
1. გურგენა
2. ლავრისხეველი
3. ჯეი


იგორის ეკიპაჟი #4
1. იგორი
2.თენგო
3. გია ადიკაშვილი
4. დათუნა

Fishman-ის ეკიპაჟი #5
1. Fishman
2. თემო
3. ალთაზარ


საბოს ეკიპაჟი #6
1.საბო
2.კონდოლი
3.აჩიკო-ლ

გოგიტას ეკიპაჟი #7
1.გოგიტა
2. კალვერა
3. ჩიკა



შეკრების ადგილი დავთქვით კუს ტბის გადასახვევი. დრო 3:00.


გავუარეთ ჩვენ ჩვენს ეკიპაჟის წევრებს და დათქმულ ადგილზე დათქმულ დროს შევიკრიბეთ. ბოლო გასეირნებები ჩატარდა მაღაზიებში,
მოვიყარეთ ისევ ერთად თავი და დავიწყეთ კოლონად სიარული. წალკის შესასვლელთან გავჩერდით დავთქვით შეხვედრის ადგილი და
დრო და დავიშალეთ მინდვრებში მარტივ მამრავლებად. newsmile05.gif

ჩემი, გოგიტას და გურგენას ეკიპაჟები წავედით ერთად

დავიწყეთ მინდვრების ძიება. ბოლოს ავარჩიეთ ადგილი, გადმოვუშვით ძაღლები, ავაწყვეთ თოფები და შევუდექით მინდვრებს.

20 მეტრი არ მქონდა გავლილი და ფეხებში რაღაცა გამიძვრა, კინაღამ ფეხი დავადგი, მოვუტრიალდი და ვბუთქე „დამბაჩა“ D.gif .
ცოტა შენელდა, მაგრამ მაინც მიიწევდა ჯიუტად წინ. ვბუთქე მეორეც და ამოვაყირავე ტურიკო newsmile05.gif . სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მესიამოვნა.
გავაგრძელე სიარული. რამდენიმე ფეხიდან ამომივიდა, სამს ვესროლე და სამივე ჩამოვაგდე, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ბალახის გამო აქედან
ორი დავკარგე და ვთქვი, რომ უნაბულოდ მეტს აღარ ვესროდი. იმის მერეც ბევრი ამომივიდა ფეხიდან. პირობები საშინელი იყო. არც ნიავი
ქროდა და არც ნამი იყო. ძაღლი ფაქტიურად ვერ ყნოსავდა.

ამ სიარულ სიარულში მანქანიდან კარგად მოშორებით აღმოვჩნდით, როცა ჯეიმ დამირეკა მანქანასთან ვართ უკვე და სხვაგან გადასვლას
ვაპირებთო. ჩავაბი ძაღლი და მოვბრუნდით მანქანისკენ. გზაზე უცნაურად გაიწია რიჩი მინდვრისკენ. გულმა მიგრძნო და ავუშვი. 2 მეტრიც
არ ქონდა გავლილი და ეგრევე ნაბულზე დადგა. ვუბრძანე მიტანება და კაი ჩასუქებული მწყერი ამომიფრინა. ვბუთქე და მაგ საწყალმაც
დაამშვენა ჩემი „საჩიტე“ newsmile05.gif . ჩავაბი ისევ და გავაგრძელეთ გზა მანქანებისკენ. როგორც იქნა დაქანცულები მივაღწიეთ მანქანასთან, ძაღლებს
დავალევინეთ წყალი, ჩავსხედით მანქანებშ და გავეშურეთ სხვა მინდვრების საძიებლად. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა გავჩერდით სხვა ადგილას.
მე, გოგიტამ და თემომ გადავწყვიტეთ ჩაგვევლო რამოდენიმე მინდვრისთვის. დიდი ვერაფერი, მაგრამ გოგიტამ ორი მწყერი აიყვანა. ძაღლებს
მეტის თავი აღარ ქონდათ. ამიტომ აღარ გვიწვალებია. ჩავლაგდით მანქანებში და გავეშურეთ შეკრების ადგილისკენ.



შეკრება-ქეიფის ადგილზე სხვები დაგვხვდნენ. სანამ იმათმა მოილიეს ქეიფ-პიკნიკობა მანამდე დავიწყეთ შთაბეჭდილებების გაცვლა-გამოცვლა.
ჩავაბარეთ ოჩოს პატაკი, ვინ რა ქნა. დიდად კმაყოფილი არავინ იყო ფრინველის ნაკლებობის გამო, მაგრამ რაც მთავარ იყო ერთობლივი ნადირობა
შედგა და ყველანი კმაყოფილები ვიყავით.


მე ჩემს ანგარიშზე 1 ტურა და 4 მწყერი ავიყვანე.

ამასობაში გათავისუფლდა საქეიფო ადგილი. გადმოვიღეთ ჩვენ ჩვენი პურ-მარილი და შევუდექით სუფრის გაშლას. 10 წუთში ყველაფერი მზად იყო ისეთი
მშივრები და მომართულები ვიყავით D.gif .

აქვე მინდა ვთქვა, რომ კლუბის ერთობლივი სურვილით საპატიო წევრად მივიღეთ ბატონი გია ადიკაშვილი newsmile05.gif .

თამადად, როგორც ყოველთვის მისტერ პრეზიდენტი - ჭალიმგელა დაინიშნა. ტრადიციულად ითქვა ოჩოს და სხვა სადღეგრძელოები. კარგად მოლხენის და
გულის ჯერის შემდეგ თბილისისკენ წამომსვლელი ხალხი ჩავსხედით ჩვენს პიპიებში და გამოვეშურეთ დედაქალაქისკენ. დიდი ნაწილი დარჩა წალკაში
მომდევნო დღის ნადირობებისთვის.


ხოდა დანარჩენი მაგათ დაწერონ. მეტი აღარ ვიცი მე. ვოტ ტაკ!!! D.gif


ხო, სულ დამავიწყდა, გილოცავთ სეზონის გახსნას! გილოცავთ ერთობლივის მშვიდობიანად და გემრიელად ჩატარებას.
გისურვებთ მშვიდ და გემრიელ სეზონს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2019 - 19:56