მეორე კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
მეორე კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ''ოჩოპინტრეს თასი- 2014''
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:27
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო.

როგორც იცით, 13 ივლისს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' უკვე მეორედ ჩაატარა კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში- ''ოჩოპინტრეს თასი-2014''. შეჯიბრმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კლუბმა. ესენია:

1. ჩუბინი
2. აირგანი
3. ლეგიონი
4. ექსტრიმ ფედერაცია
5. ბაზიერი
6. ოჩოპინტრე


გუნდში წარმოდგენილი იყო 3-3 მონაწილე. სულ გახლდათ 4 პოზიცია:

პირველი პოზიცია: 5 გასროლა (კლასიკური ხოხობი)
მეორე პოზიცია: 5 გასროლა დუპლი (ვალდშნეპი) (ჯამში 10 გასროლა)
მესამე პოზიცია: 10 გასროლა (კაკაბი)
მეოთხე პოზიცია 5 გასროლა დუპლი (5 გასროლა რებითი, 5 გასროლა ველური ხოხობი)

შეჯიბრს სჯიდნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ავთო ანდღულაძე და შოთა თავაძე.

ამინდი გახლდათ მზიანი და ოდნავ ქარიანი. newsmile05.gif

კენჭისყრა ჩატარდა 8:30

შეჯიბრი დაიწყო 9:00

დასრულდა 16:30

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამინდი იყო მზიანი და ოდნავ ქარიანი. თუმცა ხანდახან ძლიერადაც წამოუბერავდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი სპორტცმენები არ შეუშინდნენ ქარს და სიცხეს და მედგრად იდგნენ და ესროდნენ წარმოსახვით ხოხობს, ვალდშნეპს, კაკაბს თუ კურდღელს.
შეჯიბრმა მშვიდ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. იყო სიწყნარე რაც მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსაჯები იყვნენ მკაცრი და სამართლიანები. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. იყო გამართლებებიც და იყო იმედგაცრუებებიც, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ხომ სპორტია.

რაც შეეხება გამრჯვებულებს:

პირველი ადგილი 73 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ჩუბინი''
მეორე ადგილი 72 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ლეგიონი''
მესამე ადგილი 70 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ბაზიერი''

რაც შეეხება საუკეთესო ექვსეულს ქულები ასე გადანაწილდა:



1. ჩუგუაშვილი ლევან- ლეგიონი გადასროლამდე: 31 გადასროლის შემდეგ: 38
2. რუსიშვილი სიმონი- ბაზიერი გადასროლამდე: 27 გადასროლის შემდეგ: 37
3. ვარდოსანიძე გიორგი- ოჩოპინტრე გადასროლამდე: 26 გადასროლის შემდეგ: 36
4. ჩუგუაშვილი ნიკო- ლეგიონი გადასროლამდე: 25 გადასროლის შემდეგ: 33
5. ეზიეშვილი ზურა- ჩუბინი გადასროლამდე: 27 გადასროლის შემდეგ: 32
6. კაპანაძე დავით- ბაზიერი გადასროლამდე: 25 გადასროლის შემდეგ: 31



დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ შეჯიბრში.
დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას.
დიდი მადლობა მსაჯებს ერთგულად ჩვენს გვერდით ყოფნის გამო.
დიდი მადლობა ბატონ შოთას და კლუბს ''აირგანი'' რომ გვათხოვეთ თქვენი კუთვნილი სასროლი მანქანები და არა მარტო.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ლამაზი დღისთვის. ჩემთვის ეს სპორტი დღითიდღე მიმზიდველი და აზარტული ხდება.

დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს: მაგნუმს და გლობალ არმს-ს
და რა თქმა უნდა დიდი მადლობა რუსთავი 2-ს. იმედი მაქვს კარგი სიუჟეტი იქნება უკვე ხვალ 3 საათიან კურიერში.

იმედი მაქვს მომავალ წელს კვლავ შევხვდებით რინგზე და კვლავ ვისიამოვნებთ საუკეთესო ნასროლების ყურებით.

პ.ს. თუ რამე გამომრჩა მომიტევეთ და თქვენ ჩაამატეთ.



ეს კი ფოტო მასალა მათთვის ვინც იქ არ ყოფილა და ისტორიისთვის. თქვენც თუ რამე მასალა მოგეპოვებათ, გთხოვთ აგვიტვირთოთ და გაგვიზიაროთ.

პატივისცემით: მე.....

მცირე ინსტრუქტაჟი და პირველი პოზიცია.























хостинг картинок
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:28
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰოდა, კაი გამარჯობა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:28
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
























фото хостинг
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:29
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ისე კი გიყურებთ მთელი ოჯახი რომ იცოდეთ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:31
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
























хостинг изображений gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:34
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეხლა გაცინოთ რაა. ამასწინად მოვდიოდი ჩემთვის ჩაფიქრებული.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:34
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




გადავედით მეორე და მესამე პოზიციებზე:






















хостинг картинок для форумов
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:37
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰოდა ხომ მოვდივარ ჩაფიქრებული ჩემთვის და უცებ მესმის ოდნავ ხმამაღალი შეძახილი:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:37
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






















image uploader
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 13 2014, 18:38
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



არა რა, ოხერა ხარ რა... რამდენ რამეს ასწრებ ვეჟო? newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:39
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰოდა მესმის ეს ხმამაღალი შეძახილი: ვააა… რამსიგრძე ფეხები გაქვს. განსაკუთრებით მარჯვენა-ო.... გაიგეე შენაა??? ჰოდაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:39
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
























image share
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:43
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოიცა გითხრა რაა.... ჰოდა ხომ გავიგე ეხლა ეს ხმამაღალი შეძახილი: ვააა… რამსიგრძე ფეხები გაქვს. განსაკუთრებით მარჯვენა-ო.... ჰოდა დამაინტერესა: რა ხდება მეთქი და გავიხედე უკაან...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:45
პოსტი #14


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი

















მორჩა მეორე პოზიცია და აღმოჩნდა რომ იყო 2 სადავო თეფში. ერთს 2 საფანტი ჰქონდა მოხვედრილი და შესაბამისად გახ**ეტილი და მეორეს შუა წელი ჰქონდა ჩატეხილი. მსაჯთა თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო შემოსული ''პრეტენზია''








загрузить картинку в интернет
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chezitto
პოსტი Jul 13 2014, 18:47
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰოდა ბიჭო მივიხედე უკან და ვხედავ, მაგრამ რას ვხედავ? აი ნეტა არ მიმეხედა რაა, აი რატომ გავიგე საერთოდ იმ ტიპების ხმა? მე ხომ ჩემთვის მივდიოდი ჩაფიქრებული არააა???....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2019 - 05:54