IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კურდღელი, გარეული კურდღელი და მასზე ნადირობა
A.x.O.t.N.i.K.a
პოსტი Jul 18 2012, 22:21
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის

შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).

მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.
რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.


ჩემი აზრით ერთ-ერთი აზართული მოსანადირებელი ცხოველი არი განსაკუთრებით უფრო სასიამოვნა არი მდევრებით ნადირობა კურდღელზე

newsmile027.gif ... წყარო http://www.hunters.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- A.x.O.t.N.i.K.a   კურდღელი   Jul 18 2012, 22:21
- - A.x.O.t.N.i.K.a   ლინკი ტეგებში ჩასვ...   Jul 18 2012, 22:27
- - hunter777   იცავს წითელი წიგნი...   Jul 18 2012, 22:40
- - LeoTaso   hunter777 წითელი წიგნი რ...   Jul 18 2012, 23:07
|- - hunter777   ციტატა(LeoTaso @ Jul 19 2012, 00...   Jul 18 2012, 23:15
- - Davitus   A.x.O.t.N.i.K.a წყაროს არ მ...   Jul 19 2012, 00:26
- - ჭალიმგელა   A.x.O.t.N.i.K.a კარგად დაიწ...   Jul 19 2012, 00:32
- - Davitus   ჭალიმგელა ისე, აქა...   Jul 19 2012, 00:32
- - ზახარა   ეხლა დავაკვირდი კუ...   Jul 19 2012, 09:08
- - aragveli   ერთ შესწორებას შევ...   Jul 19 2012, 09:47
- - Davitus   aragveli მაგ პოსტის ავტ...   Jul 19 2012, 09:50
- - A.x.O.t.N.i.K.a   ბატონო {დავითუს} ამ ...   Jul 19 2012, 11:25
- - nika2121   გუშინ ვესაუბრე გარ...   Aug 8 2012, 22:38
|- - sabo73   ციტატა(nika2121 @ Aug 8 2012, 23...   Aug 8 2012, 23:43
|- - berdalioni   კაი რააა. მერე ისენ...   Dec 17 2016, 21:19
- - T A M P L I E R   sabo73 ციტატა(sabo73 @ 9th Augus...   Aug 9 2012, 00:24
- - kupra   A.x.O.t.N.i.K.a კაი კაცი ხარ ...   Aug 9 2012, 08:05
- - PREDATOR   RE: კურდღელი   Feb 14 2014, 16:57
- - ilara   ია ძმაო პოტო მესმი...   Feb 14 2014, 18:37
- - dzirula   Salami megobrebo. vegar gavige kurdgelze nadiroba ...   Feb 15 2014, 10:54
- - ზახარა   dzirula აკრძალულია ყვე...   Feb 15 2014, 10:57
- - dzirula   Qartuli shripti aramaq megobaro teleponit varxolme...   Feb 15 2014, 11:19
- - PREDATOR   RE: კურდღელი   Feb 26 2014, 18:49
- - ilara   ცეკვავენ   Feb 26 2014, 20:55
- - ჰერცოგი   dzirula რომელ სოფლიდან ...   Feb 26 2014, 21:04
|- - PREDATOR   ციტატა(ჰერცოგი @ Fe...   Feb 26 2014, 23:08
- - dzirula   Dzirulashi deduleti maq megobaro shroshas dabla so...   Feb 26 2014, 23:31
- - ilara   მე კიდე ლეღვანში მ...   Feb 27 2014, 00:01
- - ზახარა   ჰერცოგი PREDATOR dzirula ilara ...   Feb 27 2014, 00:11
- - ლეონ-ბლექი   ზახარა აუ..მაგარი ვ...   Feb 27 2014, 01:06
- - dzirula   Ui mapatie dama ki vipiqre kurdglis tfmashi ro vwe...   Feb 27 2014, 18:27
- - ჰერცოგი   ბოდიში გაოფებისთვ...   Feb 27 2014, 18:35
- - Hubert   ცუდ დღეში კია მაგრ...   Feb 27 2014, 19:07
- - PREDATOR   RE: კურდღელი   Mar 22 2014, 23:38
- - camaro   როგორ ანადგურებს კ...   Jun 5 2014, 09:13
- - Rey -   აუ რა პატარები არი...   Jun 5 2014, 09:21
- - Davitus   გუშინწინ წამომომი...   Jun 18 2014, 17:12
- - Rey -   ურაა, კურდღელიიიიი...   Jun 19 2014, 10:30
- - ძირულა   ორი დღეა ვაკვირდებ...   Jun 19 2014, 10:36
- - ჭაღარა   ყურცქვიტა ^_^ ძირულ...   Jun 19 2014, 10:38
- - Rey -   მარცხენა მხარეს და...   Jun 19 2014, 11:03
- - kupra   მეც ორი დღე უყურებ...   Jun 19 2014, 17:06
- - ძირულა   ე აგერ ყოფილა პლან...   Jun 19 2014, 21:13
- - PREDATOR   RE: კურდღელი   Nov 14 2014, 21:10


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2019 - 01:35