თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ კინოლოგიური სკოლა

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 15:33

გამარჯობა ოჩოპინტრე!
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე!

კინოლოგიის შესწავლის მსურველები თუ ვინმე ხართ, გამომეხმაურეთ.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 16 2012, 15:38

გაგიმარჯოს!

ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი ვარ ძამიკო

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 15:48

ბიძაშვილი ყოფილხარ ჩემი, გაგიმარჯოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 16 2012, 15:55

კერდზოთ კინოლოოგის რომელი სფეროთი ხართ დაკავებული?

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 15:59

კინოლოგ-ინსტრუქტორი

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 16 2012, 16:18

ციტატა(kinologi @ Apr 16 2012, 16:59) *
კინოლოგ-ინსტრუქტორი



რომელ წელს დაამთავრე??

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 16:25

newsmile05.gif)

მეგობრებო ნათელი რომ მოვფინო თემას გეტყვით, რომ კინოლოგ- ინსტრუქტორი 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დაინტერესებულია ნიჭიერი, ამ საქმის მოყვარული მოსწავლის მოძიებით, ასე რომ თუ ვინმე ხართ ეგეთი ან სხვა იცით გამომეხმაურეთ. ოკ?

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 16 2012, 16:34

ანუ ყველანაირი ჯიშის და სპეციპიკის ძაღლებთან მუშაობთ?

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 16:46

რა თქმა უნდა, ყველა ჯიშის ძაღლთან მუშაობს ( მე არ ვარ newsmile05.gif)...), არ გეშავს და ჰენდლერობაც არ აინტერესებს.
იცით რაშია საქმე, სანაცნობო წრეში კანდიდატი ვერ შევარჩიეთ, განცხადება რომ გააკეთო იმდენი გიჟი რეკავს არ ღირს, სხვა ფორუმებიდან ერთი ვიცი მარტო 5-5 ნიკით რომ შედიან, ვიღაცეებს რომ აპიარებენ და თავის თავებს რომ უსვავენ კითხვებს newsmile05.gif)))), მანდაც ნერვებს მომოშლიან ვიცი. ჰოდა ვინმეს თუ საღი აზრი გაგიჩნდათ გამიზიარეთ plzzz

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 16 2012, 17:00

kinologi

თუ სერიოზულ პასუხს ელოდები ცოტა სერიოზულად მიუდექი თემასაც.

ანუ დააკონკრეტე სასწავლებელია რამე, უცხოეთში გამგზავრება თუ პირადი გამოცდილება გინდა გაუზიარო ვინმეს. ამ ფორუმზე ბევრნი არიან კინოლოგები და რომელიმეს თუ იცნობ, ან თუ გაგვეცნობი და უფრო მეტს გვეტყვი შენს სესახებ კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 17:02

არასერიოზული რა წაიკითხე?

პოსტის ავტორი: kinologi Apr 16 2012, 17:13

ციტა საწყენია ასეთი დამოკიდებულება :(
რა სასწავლებელი თბილისში? გარკვევით აგიხსენით მოქმედი და არა თეორიული კინოლოგია-მეთქი. საკუთარი ცოდნა უნდა გაუზიაროს ადამიანს, რომელიც ამ საქმეს გაყვება.
ამ ფორუმზე გუშინ დავრეგისტრირდი , დღეს პირველად დავპოსტე და კინოლოგებს როგორ უნდა ვიცნობდე? ლოგიკა სადაა?
და მე არ ვარ კინოლოგი, ესეც დავაფიქსირე.

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 16 2012, 18:11

kinologi
და ეგ ყველაფერი ჩამოაყალიბე და თემის პირველიოვე პოსტში გააერთიანე ნაწილ ნაწილ რომ წერთ, აბდა-უბდა გამოვიდა ძალიან.

პოსტის ავტორი: andro ph Apr 16 2012, 20:57

kinologi
პრობლემა თუ არ არის, იქნებ გაგვიმხილოთ ამ კინოლოგი ვინაობა... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 16 2012, 22:17

kinologi

სალამი! კეთილი იყოს შენი პოსტი ფორუმზე!

ნუ გეწყინება, ასეთი გამოხმაურება რომ მოყვა შენს პოსტებს, მე ახლა ვკითხულობ ამ თემას და ყველა წავიკითხე და ბოლოს გამოვიტანე აზრი, ერთ კონკრეტულ პოსტში არ გაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული და ადამიანებს ისევე ნაწილ-ნაწილ უჩნდებათ კითხვები, როგორ ნაწილ-ნაწილადაც დებ პოსტებს

ციტატა(kinologi @ 16th April 2012 - 18:13) *
გარკვევით აგიხსენით მოქმედი და არა თეორიული კინოლოგია-მეთქი. საკუთარი ცოდნა უნდა გაუზიაროს ადამიანს, რომელიც ამ საქმეს გაყვება.

და სათაურიდან გამომდინარე იკითხა ხალხმა, აშკარად ვერ აღწერს სათაური იმ გარემოებებს რაც აქ ხდება


ახლა კიდევ რამდენიმე ინფორმაციას გამოგტყუებთ შენის ნებართვით და მერე ვეცდები ერთ პოსტში გავაერთიანო ეს "ასკოლკებად" გასროლილი წინადადებები


სწავლების რა გრაფიკი ექნება,
ტერიტორიულად სად იქნება სწავლება,
1 მოსწავლე მინიმალურია თუ კიდევ შეიძლება
რა პერიოდს მოიცავს სწავლება (მინიმუმ და მაქსიმუმ)
თეორიული და პრაკტიკული ცალ-ცალკეა თუ ორივე ერთად


ამ კითხვებზე გააცემინე პასუხი იმ ადამიანს და უფრო დაინტერესდება მსურველი

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 16 2012, 23:12

ისე დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი თუ რა თქმა უნდა დროს გამოვნახავ. რა თანხაზეა საუბარი იქნებ ესეც გვითხრა ანუ სწავლება თუ კურსი რა ეღირება?.... ვიღაც მაინც დასვამს ამ კითხვას და ბარემ პასუხიც გაცემული იქნება...

პოსტის ავტორი: kinologi Apr 17 2012, 00:58

სამწუხაროდ ფორუმის "წესები" არ ვიცი, ვაღიარებ. უტაქტობა მართლა საწყენია, მაგრამ როგორც ვფიქრობდი ზრდილობიანი მომხმარებელიც ყავს ამ ფორუმს. newsmile05.gif

კინოლოგის ვინაობას არ ვწერ, რადგან ჩემი თვითმიზანი არ არის მისი გაპიარება (მისი ცნობადობა დამაკმაყოფილებელია);
"ასკოლკები" newsmile05.gif)

სწავლების გრაფიკი თავისუფალია, ანუ შეიძლება დღის განმავლობაში ამოირჩიოს მსურველმა შესაფერისი დრო;
ტერიტორიულად სწავლება ჩატარდება ამორჩეული დროიდან გამომდინარე;
ამ ეტაპზე 2 მოსწავლე მაქსიმუმია;
სწავლება მოიცავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება კონკრეტულ ინდივიდს;
თეორიული და პრაქტიკული ერთად;
სწავლება უფასოა რა თქმა უნდა (ემსახურება მხოლოდ ალტრუისტულ მიზნებს)!

რა თქმა უნდა არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე, თუმცა ამ ყველაფერზე კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბრებთ. newsmile05.gif









პოსტის ავტორი: abu Apr 17 2012, 11:23

small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 17 2012, 12:17

ციტატა(kinologi @ 17th April 2012 - 01:58) *
სწავლების გრაფიკი თავისუფალია, ანუ შეიძლება დღის განმავლობაში ამოირჩიოს მსურველმა შესაფერისი დრო;
ტერიტორიულად სწავლება ჩატარდება ამორჩეული დროიდან გამომდინარე;
ამ ეტაპზე 2 მოსწავლე მაქსიმუმია;
სწავლება მოიცავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება კონკრეტულ ინდივიდს;
თეორიული და პრაქტიკული ერთად;
სწავლება უფასოა რა თქმა უნდა (ემსახურება მხოლოდ ალტრუისტულ მიზნებს)!

რა თქმა უნდა არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე, თუმცა ამ ყველაფერზე კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბრებთ.



ახლა უკვე წარმოდგენა შემექმნა და ბევრად დადებითად განვეწყვე ვიდრე მაშინ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, დრო რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 17 2012, 12:34

არა მართლა დიდი სიამოვნებით ავითვისებდი რაა. უბრალოდ დროის ამბავი მაქვს ნამეტანი ცუდად.... შაბათი და კვირა მაქვს თავისუფალი და მაგ დროს თუ ვიზამ თორე სხვა დრო ნაკლებად.... აი ძალიან საფიქრებელში ჩავვარდი რაა....


პოსტის ავტორი: nik@a Apr 17 2012, 13:25

მე თანახმა ვარ დიდი სიამოვნებით... თუ დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს რა თქმა უნდა...

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 17 2012, 13:29

პრინციპში, მე 3 დღე თავისუფალი ვარ და 1 დღე ვმუშაობ, ასე რო დიდი სიამოვნებით შემოვიჭრებოდი ამ პროექტში, თუ დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს,
აბა გასაუბრება როდისაა?
D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Apr 17 2012, 13:32

უფრო კასტინგი იქნება მგონი... რადგან მსურველები ალბათ ბევრი ვიქნებით... D.gif

პოსტის ავტორი: kinologi Apr 17 2012, 13:39

პირადში მომწერეთ კოორდინატები და დაგიკავშირდებით. წარმატებები!

პოსტის ავტორი: tako123 May 6 2013, 18:25

გამარჯობა,მაინტერესებს საქართველოში თუ გვაქვს ისეთი დაწესებულება სადაც კინოლოგიას შევისწავლი და შესაბამის დიპლომს ან სერთიფიკატს მივიღებ?

პოსტის ავტორი: nik@a May 6 2013, 18:31

რამოდენიმე თვის წინ არ არსებობდა მსგავსი სკოლა, თუ რამე არ შეიცვალა უკანასკნელ პერიოდში მაშინ არა...

პოსტის ავტორი: tako123 May 6 2013, 18:47

მადლობა გამოხმაურებისათვის newsmile05.gif თუ იცით საქართველოში მოღვაწე ქართველი კინოლოგები ამ პროფესიას საზღვარგარეთ ეუფლებიან თუ ქვქონდა ადრე მსგავსი განათლების მიღების საშვალება ჩვენს ქვეყანაშივე?

პოსტის ავტორი: nik@a May 6 2013, 18:53

"საზღვარგარეთ" ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება მგონი. ძირითადად რუსეთში, უკრაინაშიც როგორც ვიცი. უმეტესობა კი თვით ნასწავლია და შემდეგ სერთიფიკატებს იღებდნენ რუსეთში ან სულაც არ იღებდნენ და უსერთიპიკატოდ ეწევიან საქმიანობას newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: tako123 May 6 2013, 19:07

სამწუხაროა როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ პროფესიას ჩრდილში აყენებენ და არ ცდილობენ შექმნან რაიმე სერიოზული სასწავლებელი ამ განხრით. :( არ ვიცი რამდენად მოხმარებადია ეს საიტი და შესაბამისად არ ვიცი ნამდვილი კინოლოგები თუ წაიკითხავენ ჩემს ნაწერს,მაგრამ მე მაინც მინდა ვთხოვო მათ,რომ ჩამოაყალიბონ თუნდაც პროფესიული სასწავლებელი რათა საქართველოშიც იყოს შესაძლებელი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალი კინოლოგები.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)