კურიოზები და წარსულის გახსენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
კურიოზები და წარსულის გახსენება
giuli
პოსტი Apr 10 2013, 17:03
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგიყვებით ერთ ამბავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Apr 11 2013, 09:43
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თემა გასუფთავებულია. გთხოვთ აღარ გააოფოთ.

giuli

ველით თქვენგან ერთ ამბავს.....

მანამდე კი თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი ამბავი მოსაყოლი, მოყევით.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Apr 16 2013, 08:19
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს შემთხვევა ადრე ჟურნალ ნადირობაშიც გავიხსენე .სართიჭალაში მწყერზე ნადირობისას ჩვენს სამეგობროში ერთი ჩვენთვის უცხო მონადირე მოხვდა .შუა დღისას საკმაოდ ჩამოცხა და ჩვენც ყველამ ქარსაცავ ზოლს შევაფარეთ თავი.მარტო იმ უცხო მონადირემ ვერ დაიკმაყოფილა ნადირობის ჟინი გაიყოლა სხვისი ნათხოვარი სეტერი და ისევ გააგრძელა ნადირობა.ცოტა ხანში დაბრუნდა და ის სეტერი მოიკითხა.რო ნახა რომ ჩვენთან არ იყო გაბრუნდა საძებრად.სულ მალე კი ყურებჩამოყრილმა გამოგვიცხადა ძაღლი მზესუმზირებში მკვდარი ვიპოვნეო .ატყდა საეჭვო და ორაზროვანი შეკითხვები რა ნომერ საფანტს ესვრიო მწყერს თოფს როგორი მიტანა აქვს და სხვა.დემური კუჭუხიძემ კი პირდაპირ ჰკითხა რამდენი სროლით აიყვანეო ? ამაზე გაბრაზებულმა მიუგო აი ხო არ გჯერა წამოდი აქედან 500მეტრში არის და თუ იმას ნატყვიარი ეტყობა შენი თვალით ნახეო.რაზეც კუჭუხიძემ მიუგო შენ ხო არ უბერავ 5-ჯერ ვიყავი მოსკოვში და ლენინი არ მინახავს მაზოლეუმში და მკვდარი ძაღლის სანახავად წამოგყვეო? /
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Apr 16 2013, 08:31
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Apr 16 2013, 09:00
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE (giuli @ Apr 16 2013, 09:31) *
რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.

D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Apr 16 2013, 09:05
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ანგი მხეძე ჩვენ შორის ყველაზე სტაჟიანი ამჟამად 80-წელს მიტანებული მდევრებით კურდღელზე ნადირობის მოყვარული მონადირეა.ჩვენი სიახლოვის გათვალისწინებით თავს უფლებას ვაძლევ მის შესახებ ცოტა სასაცილო ტონით ვისაუბრო თორემ უფროს უმცროსობის გრძნობა არ დამიკარგავს.აღიარებული ფაქტია რომ მდევრებით მონადირეები გვარიანად უბერავთ თორემ რით აიხსნება თავსხმა წვიმა როცაა ჩვენ სიხარულს საზღვარი არა აქვს და ანგის ენით რომ ვთქვათ გვიხარია როგორც იქნა გამევიდაო ამინდი.ხუთი წელია საქართველოში კურდღლის ამინდი არ ყოფილაო.ერთ წელიწადს მინდა შევარდნაძის ადგილზე ვიყო ღამის შუქზე მონადირე ბრაკოინერებს დავიჭერდი და ტყვიაწამალს ავკრძალავდიო.ერთხელ ჩემთან მოვიდა და ქვაბით მოსახარშად დადგმულ ძაღლების საჭმელ ხორცზე მეკითხება რათ გინდარო გაიგო რომ ძაღლებს უხარშავდი ძაღლს ხორცი კი არა და ჭადი ნატეხს რო ოუგდებ სახლითავზე უნდა ადიოდესო.ამჟამად თვალს დააკლდა ყურში აპარატი უდგას სახლში მარტო ცხოვრობს;ცოლი არა ჰყავს შვილი არა ჰყავს ჰყავს ორი ესტონური მდევარი და ტყეში უთოფოდ მაინც დადის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 16 2013, 09:16
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



newsmile027.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
geo877
პოსტი Apr 16 2013, 13:44
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 17-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით კარგო და ჯიგრიანო ხალხო,მეც გავიხსენებ ერთ შემთხვევას,მოკლედ მწყერის სეზონია შარშან და მე და ჩემი გადარეული ძაღლი რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად დავყანყალებთ მინდორში,რათქმაუნდა როგორც ძირითადად ხდება მოსაბეზრებელი უმწყერობაა,ხოდა მაგ დროს ჩემ ძაღლს დეპრესია ეწყება,ხდება ფეხებზე მკიდია საერთოდ ტიპი(ისე ხო რასამბობ დალაგებულია)და ემართება განცდა "ერთხელ დაიბადო ძაღლად და ისიც საქართველოში" და მოკლედ რომ ვთქვა უკონტროლო ხდება და შეურაცხადი,ამ დროს წინ შეგვხვდა ხანშიშესული მონადირე,მარტო იყო ძაღლით,მთასავით კაცი იყო და დიდი ვალინკები ეცვა,სახეზე სიამოვნების მასაც არაფერი ეტყობოდა იმდღევანდელი და სიმარტოვისგან ლაპარაკი ეძალებოდა,ხოდა მეტი რა უნდოდა გამოგვიჭირა და ყვება თავის ახალგაზრდობის გმირობებს newsmile05.gif ჩვენც ზრდილობის ამბავში ვუქნევთ თავს და პერიოდულად ხათრის გამო გაოცებებს გამოვხატავდით,მოკლედ გვიყურა ამ ჩემმა "კარგად აღზრდილმა" ძაღლმა გვიყურა,ხან აქედან აუარა ამ უცხო კაცს,ხან იქიდან ჩამოუარა იქნებ გაგვიშვასო და საშველი რომ ვერ ნახა არც შეუხრია წარბი ისე აწია ფეხი და ვალინკი გაუვსო მთელი დღის ნათმენი შარდიიიითთთთ D.gif ამ დროს ყველაზე მაგარი სანახავი იმ კაცის სახე იყოოოო D.gif როგორ ხტუნაობდა სავსე ვალინკით და მერე ჩვენ როგორ ვიკავებდით თავს რომ არ გადავბჟირებულიყავით და ვითომ ძაღლს რომ გაეკიდები რას შვები შე შობელძაღლოს ყვირილიიიითთ D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 16 2013, 13:49
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Apr 16 2013, 16:18
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



giuli
გაიხარე გიული!მაგარია!
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 16 2013, 16:21
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბაბუ
არც შენ გექნება ნაკლები და
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Apr 16 2013, 16:25
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



T A M P L I E R
კი,მეც გავიხსენებ რაღაც რაღაცეებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Apr 16 2013, 16:32
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სანამ ჩემზე დაუწერიათ ჩემით დავწერ ჯობია.

რუსეთიდან დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული საქართველოში და წამიყვანეს სანადიროთ მწყერზე (მანამდე ერთხელ ვიყავი ბავშვობაში სანადიროთ ნამყოფი ისიც მძღოლად),

ხოდა მათხოვეს თოფი და წავედით მინდვრებში სარონიოთ.

ამოფრინდა მწყერი, ბახ და ჩამოვაგდე, მაგრამ სად ხარ, არ მივარდა ძაღლი და არ ჩაიგდო სასაში ეს შენი მწყერი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი ამ ძაღლთან და რა გზა იყო უნდა წამერთმია ეს მწყერი.

უკნიდან მონადირეები მიყვირიან წაართვი ბიჭო თორე დაგლიჯა მწყერიო და რა ვიცოდი მე როგორ უნდა წამერთმია მწყერი D.gif ბავშვობაში ერთხელ წავუღე პირისკნე ხელი ძაღლს და ისეთი მიკბინა, რომ მაგის მერე მე ძაღლს პირში ხელს აღარ ვუყოფდი D.gif D.gif

ხოდა ჩემის მოფიქრებით გავუშვი ზალპური ცეცხლი ჰაერში და ვუყვირე ძაღლს დააგდე მწყერი მეთქი D.gif D.gif D.gif D.gif

ერთი კი შემომხედა გაკვირვებულმა ძაღლმა რა უნდა ამ შეჩვენებულსო, მაგრამ სიჩქარეში მოფიქრებულმა მეთოდმა იმუშავა და გაკვირვებულმა ძაღლმა დააგდო მწყერი D.gif D.gif D.gif

აი ასე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 16 2013, 16:35
პოსტი #14


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 16 2013, 16:38
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



newsmile011.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2019 - 13:17