ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი
ზახარა
პოსტი Jul 12 2009, 02:17
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ.


ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ.
ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს.
ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი.





ფასციოლოზი-fasciolosis

ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula.
ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 12 2009, 12:10
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიკროცელიოზი-dicrocoeliosis

დიკროცელიოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ძუძუმწოვარ ცხოველთა ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წაროადგენს ტრემატოდა - დიკროცელიუმის გვარიდან. დიკროცელიუმის გვარში თოთხმეტი სახეობაა ცნობილი, რომელთაგან შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის ფართოდ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ლანცეტისებური ორპირა. ამ პარაზიტის დეფენიტური მასპინძლებია: წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პიტუტყვი, კამეჩი, ჯიხვი, არჩვი, ჯეირანი, შველი, ირემი, დათვი, კურდღელი, მელა, ძაღლი(იშვიათად), ზოგიერთი თაგვისებური მღრღნელი და ადამიანი. დიკროცელიუმის სქესმწიფე ფორმები პარაზიტობენ დეფინიტური მასპინძლების ღვიძლის სადინრებში. დიკროცელიუმის შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ ხმელეთის მოლუსკები, ხოლო დამატებით მასპინძლებს -ჭიანჭველები ფორმიკას გვარიდან. საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო- სამეურნეო ცხოველებიდან დიკროცელიოზი აღნიშნულია ცხვრებში (80 -100%), თხებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, კამეჩში, ღორში. სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში დიკროცელიოზი აღნიშნულია : ირემში, შველში, გარეულ ღორში, დათვში, კურდღელსა და თაგვისებურ მღრღნელებიდან თოვლა მემინდვრიაში. გარეულ ცხოველებს შორის დიკროცელიოზი აღინიშნა შემდეგ რაონებში: ლაგოდეხის, თელავის, ახმეტის, დუშეთის, მცხეთის, ბორჯომის, ორჯონიკიძის, ცხაკაიას, ხობის, ლენტეხის და სხვ. საქართველოს მასალების მიხედვით გარეულ ძუძუმწოვრებში დიკროცელიუმის ვერტიკალური გავრცელების საზღვარი 2500 მეტრამდე აღწევს ზღვის დონიდან. კავკასიონის მკვიდრ ბინადრებში, ჯიხვებსა და არჩვებში დიკროცელიოზი ისევე როგორც ფასციოლოზი ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. საქართველოს ბარში დიკროცელიოზი გარეულ ძუძუმწოვრებს შორის საკმაოდ ხშირია. საქართველოში ადამიანის დიკროცელიოზის რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. დიკროცელიოზის მკურნალობის საკითხი არ არის საკმარისად შესწავლილი. პროფილაკტიკის მიზნით მიმართავენ საძოვრის ტერიტორიაზე ხმელეთის მოლუსკების მოსპობას.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 12 2009, 14:48
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ექინოკოკოზი- echinococcosis

ექინოკოკოზის აღმძვრელია ექინოკოკის სოლიტერი. მისი დეფინიტური მასპინძლებია: ძაღლი, მგელი, ტურა; შუამავალი შინაური და გარეული ჩლიქიანი ცხოველები და ადამიანები. ექინოკოკის სოლიტერი სქესმწიფე სტადიაში პარაზიტობს ხორცისმჭამელთა წვრილ ნაწლავში. ლარვულ სტადიაში კი - შუამავალი მასპინძლების ღვიძლსა და ფილტვებში, მაგრამ შესაძლებელია პარაზიტობდეს თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკლებით. სოლიტერის სქესმწიფე ფორმის სტრობილა 2-8 მმ-ია სიგრძით. ხორთუმი შეარაღებულია ორი წყება კაუჭით, მათი რიცხვი მერყეობს 28 -50-მდე. სტრობილაში 3-4 პროგლოტიდია, მათგან 1-2 უსქესოა, ერთი ჰერმაფროდიტული და ერთიც მომწიფებული, კვერცხებით სავსე. სოლიტერის ლავრული სტადია: ფინა-ექინოკოკი ამოვსებულია სითხით, რომელიც შუამავალი მასპინძლის სისხლისაგანაა წარმოშობილი. ექინოკოკის ბუშტის მომწიფების შემდეგ განვითარებას იწყებს გამომყვანი კაპსულები, ასეთი გამომყვანი კაპსულები ბუშტში ვითარდება ათასობით. გამომყვანი კაპსულის შიგნით ვითარდება ე.წ. ჩანასახოვანი სკოლექსები.
გარეულ ძუძუმწოვრებში, როგორც შუამავალ მასპინძლებში, რეგისტრირებულია ექინოკოკის სოლიტერის ლარვული ფორმები ირემსა(ბორჯომის ნაკრძალში) და არჩვში(ლაგოდეხის ნაკრძალში), ეს იმის შედეგია, რომ ორივე ნაკრძალის ტერიტორია გამოყენებულია შინაური პირუტყვის საძოვრად, სადაც შეყავთ ძარლებიც. შედეგად კი მოხდა ტერიტორიის გაბინძურება ექინოკოკის სოლიტერის კვერცხებით. ექინოკოკოზი საქართველოში გავრცელებულია უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში, ისიც მეცხოველეობის რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ეპიდემიოლოგიურ ჯაჭვში არ არის ჩართული, ექინოკოკოზის გავრცელების კერები ცხოველებისა და ადამიანებისა ერთმანეთს ემთხვევა.




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 12 2009, 23:29
პოსტი #4


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალვეოკოკოზი -ALVEOCOCCOSIS

ალვეოკოკოზის აღმძვრელია ალვეოკოკის სოლიტერი. მისი დეფინიტური მასპინძლებია: მელა, ძაღლი(ექსპერიმენტურად). შუამავალი: თაგვისებრთა მღრღნელები, ადამიანი, ცხვარი(ექსპერიმენტურად). ალვეოკოკის სოლიტერი სქესმწიფე სტადიაში პარაზიტობს ხორცისმჭამელთა წვრილ ნაწლავში, ლარეულ სტადიაში - შუამავალი მასპინძლების ღვიძლში. ლარვული სტადია საქართველოში რეგისტრირებულია საზოგადოებრივ მემინდვრიაში. მემინდვრიები მოპოვებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში(სიღაღის, წითელწყაროს, ბოლნისის, სამგორის, თელავის, ახმეტისა და მარნეულის რაიონებიდან).

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 14 2009, 00:32
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ცენუროზი-cenurosis

ცენუროზის გამომწვევია თასმისებური ჭიის, ცხვრის ტვინურას ლარვული ფორმა -Coenurus cerebralis. სქესმწიფე ჭია პარაზიტობს ძაღლისა და მისი ოჯახის ცხოველების (მგელი, ტურა, მელა) წვრილ ნაწლავებში. შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ: ცხვარი, ძროხა, თხა, კამეჩი, ზებუ, სევერცოვის ჯიხვი, შველი, ცხენი, აქლემი, შინაური და გარეული ღორი, ჩრდილოეთის ირემი, ადამიანი და სხვ. მკურნალობას ერთად-ერთ საშუალებას წარმოადგენს ოპერაციული ჩარევა- ცენურუსის ამოკვეთა. პროფილაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ძაღლებს არ მიეცეს საჭმელად ცენურუსიანი ცხვრის თავი, ის უნდა ღრმად დაიმარხოს ან დაიწვას. საქართველოში ეს ცესტოდა ბლაჟინისა(1928) და ბურჯანაძის(1937) მიერ ნაპოვნია ძაღლში; კამალოვის(1935) მიერ მგელში(თბილისის ზოოპარკის მასალებიდან), ხოლო როდონაიას(1959) მიერ მელაში.
ამ ცესტოლის ლავრული ფორმა -Coenurus cerebralis ექვთიმიშვილის (1951) მიერ ნაპოვნია ცევერცოვის ჯიხვის ტვინში, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი.
Multiceps-ის გვარის მეორე სახეობა-multiceps serialis როდონაიას (1961) მიერ ნაპოვნია ამიერკავკასიის ველის მელას ნაწლავში. ლარვული ფორმა კი არ არის ნაპოვნი.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 16 2009, 23:58
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიპილიდიოზი -Dipylidiosis

დიპილიდიოზი- ძაღლის, კატის, გარეული მტაცებელი ცხოველების და იშვიათად ადამიანის ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წარმოადგენს ცესტოდა-dipylidium caninum. ამ ჰელმინთს ჩვეულებრივ ძაღლის ან კიტრის სოლიტერსაც უწოდებენ. ეს სახელწოდება პარაზიტმა იმიტომ მიიღო, რომ პროგლოდიტები კიტრის ან ნესვის თესლის მოყვანილობისაა, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ეს პარაზიტი დამახასიეთებელია ძაღლისა და ძაღლის ოჯახის გარეულ წარმომადგენლებისათვის. პარაზიტის დეფენიტური მასპინძლებია: ძარლი, მგელი, ტურა, მელა, კატა, მაჩვი, იშვიათად ადამიანი. შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ რწყილები და ბეწვჭამელები. დიპილიდიოზი საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოში. სსრ კავშირის ტერიტორიაზე გვხვდება თითქმის ყველა რესპუბლიკაში. საქართველოში, შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველებს შორის გავრცელებულია საკმაოდ ხშირად. გარეულ ძუძუმწოვრებიდან აღნიშნულია მგელში, ტურასა და მელაში.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 21 2009, 13:15
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან გთხოვთ აქ ნუ დაპოსტავთ დასამთავრებელი მაქვს ეს თემა, იმიტომ არ ვპასუხობ კითხვებს, აქ გავხსენი ამ თემიდან გამომდინარე სხვა თემა აქ დაპოსტეთ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=446



აქ ამ თემაში დაპოსტეტ მხოლოდ ამდაგვარი ინფორმაციები თუ მოგეპოვებათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 6 2009, 11:59
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეზოცესტოიდოზი - mesocestoidosis.



მეზოცესტოიდოზი ძაღლის, კატის, და გარეული მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველთა ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წარმოადგენს ცესტოდა - Mesocestoides lineatus. ამ პარაზიტის დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ - ძაღლი, კატა, ტურა, მელა, კვერნები, გარეული კატა, მგელი, ფოცხვერი და სხვ. შუამავალი მასპინძლებია ჯავშნიანი ტკიპები; მეორე შუამავალი მასპინძლებია ამფიბიები, რეპტილები, ფრინველები, მღრღნელები; რეზერვუარი მასპინძლები შეიძლება იყვნენ მწერიჭამია ძუძუმწოვრები, ზოგიერთი მღრღნელი და მტაცებლებიდან კვერნისნაირნი. მეზოცესტოიდოზი გავრცელებულია თითქმის ყველგან სსრ კავშირის ტერიტორიაზე. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული როგორც შინაურ ხორცისმჭამელ, ისე მტაცებელ ძუძუმწოვრებში. საქართველოში მეზოცესტოიდის სქესმწიფე ფორმა აღწერილია ძაღლებსა და კატებში.
გარეულ მტაცებელ ცხოველებიდან ეს ჰემინთი გამოვლინდა: მელაში( 38,8%) მგელში(60,6%), ტურაში(20,8%), მაჩვში(34,4%), ფოცხვერში(16,6%), დედოფალაში(11,1%), დათვში(18,1%), ტყის კატასა(15,7%) და ლელიანის კატაში(28,5%).
ბაკურიანის მეურნეობის პირობებში, მიუხედავათ კარგი მოვლა- შენახვისა, მეზოცესტოიდოზით დაავადებული აღმოჩდა შავ- მოვერცხლისფრო მელიებიც(18%). გარეულ მტაცებლებს შორის საკმაოდ მაღალია ინვაზიის ინტესივობაც(1 -1000 ეგზპ) . მიუხედავათ იმისა, რომ ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული მტაცებელ ძუძუმწოვრებს შორის , მისი ლარვული ფორმები- ცისტიცერკოიდი და ტეტრათირიდიუმი ნაკლებადაა გამოვლენილი შუამავალ და რეზერვუარ მასპინძლებს შორის. ტეტრათირიდიუმის შემთხვევები აღწერილია მხოლოდ ტყის თაგვში, სახლის თაგვსა და ზღარბებში. მეზოცესტოიდის სქესმწიფე ფორმა ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მტაცებელ ცხოველთა შორის. ამ ინვაზიამ შეძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს ისეთი ძვირფასი ბეწვეულის მომცემ ცხოველებს, როგორიცაა ყვითელგულა კვერნა, თეთრგულა კვერნა და სხვ. მეზოცესტოიდოზი გარეულ მტაცებელ ძუძუმწოვრებში უფრო ფართოდაა გავრცელებული ვიდრე შინაურ ხორცისმჭამელებში, ამიტომ ამ ინვაზიის ძირითად გამავრცელებლებს გარეული ცხოველები წარმოადგენენ. ვინაიდან ცხოველთა მკურნალობა ბუნებრივ პირობებში ჯერჯერობით მიუღწეველია, ამიტომ მეზოცესტოიდოზის პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ თაგვისებურ მღრღნელების წანააღმდეგ ბრძოლას.




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 13 2009, 13:51
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ასკარიდოზი - Ascaridosis


ასკარიდოზი შინაურ და გარეულ ღორის მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წარმოადგენს ნემატოდა ასკარისის გვარიდან. სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ წვრილ ნაწლავებსა და კუჭში. ავადდებიან ძირირითადად გოჭები 1 -7 თვის ასაკში.
ღორის ორგანიზმში ასკარიდას ლავრების მიგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს პნეუმონია და მრონქოპნეუმონია. დაავადებიდან მე-6-7 -ე დღეს ეწყება ხველა, ხრიალი, აჩქარებული სუნთქვა, პირღებინება, უმადობა. ვითარდება რაქიტი. ასკარიდოზის შედეგად ხშირად ადგილი აქვს ნაწლავების გადახლართვას, რაც ზოგჯერ სიკვდილითაც მთავრდება.
ღორების ასკარიდოზით დაავადების წყაროს წარმოადგენს დაავედებული ღორი, რომელიც გარემოში გამოყოფს კვერცხებს. ღორების ასკარიდას კვერცხები მექანიკურად შეიძლება გადაიტანონ მწერებმა, განსაკუთრებით ბუზებმა. ღორების ასკარიდოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ღორების ასკარიდა რეგისტრირებულია ლინტროპის მიერ 1918 წელს გუდაუთის რაიონში, ბურჯანაძის მიერ შინაურ ღორების ასკარიდოზის რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. გარეულ და შინაურ ღორში რეგისტრირებულია ქოიავას მიერ (1956 წ.)
გარეული ღორების ასკარიდოზის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ქიმიური და პროფილაკტიკური ღონისძიებები, კერძოდ საკვებში სამკურნალო პრეპარატის შერევა.




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2009, 14:25
პოსტი #10


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტრიქოსტრონგილიდოზი -Trichostrongylidosis





ტრიქოსტრონგილიდოზი სასოფლო- სამეურნეო და სანადირო- სარეწაო ცხოველთა ჰელმინთოკომპლექსური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ ნემატოდები - ტრიქოსტრონგილიდეს ოჯახიდან. დღეისათვის მსოფლიოში ამ ოჯახის 72 გვარის, 400-მდე სახეობაა ცნობილი, რომლებიც პარაზიტობენ უპირატესად ძუძუმწოვარ ცხოველებში.
სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, შვლის, ჯიხვის, არჩვის, ირმის, მაიმუნისა და ადამიანის მომნელებელ სისტემაში. ტრიქოსტრონგილიდოზის შედეგად ცხოველთა საჭმლის მომნელებელი ორგანოები ხდება ჰიპერემული, ვითარდება ანემია, ცხოველი ხდება კახექსიური და დიდი ინვაზიის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა სიკვდილიც.

დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ტრიქოსტრონგილიდეს ოჯახიდან 40-მდე
სახეობაა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან. ამ
უკანასკნელებში კი დაახლოებით 25 სახეობაა, ეს ჰელმენთები ადამიანისათვის
პოტენციურად საშიშია. საერთოდ კი ადამიანის ტრიქოსტრონგილიდოზით დაავედების
სპორადული შემთხვევები აღწერილია განსაკუთრებით მესაქონლეობის რაიონებიდან.
ტრიქოსტრონგილიდები საქართველოში რეგისტრირებულია: ცხ**ებში, თხებში,
მსხვილფეხა რქიან პირუტყვში, ღორში, ხოლო სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან:
შველში, ირემში, არჩვში, ჯიხვებში, კურდღლებში, ნუტრიასა და სხვ.
ტრიქოსტრონგილიდოზი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის მესაქონლეობას .
სანადირო- სარეწაო ცხოველებიდან ტრიქოსტრონგილიდოზი საკმაოდ ფართოდაა
გავრცელებული ჯიხვებსა და არჩვებში, ერთ ცხოველში ზოგჯერ შეიძლება პარაზიტობდეს ამ კომპლექსიდან 20-მდე სხვადასხვა სახეობის
ჰელმინთი, გვხვდება აგრეთვე სხვა წარმომადგენლებში. საქართველოში ცნობილია ამ
დაავადების შედეგად ქ. თბილისის ზოოპარკში, ჯიხვთხისა და არჩვის სიკვდილიანობის
შემთხვევა. როგორც მასალების ანალიზმა გვიჩვენა, მთავარ კავკასიონზე მობინდრე
ჯიხვებსა და არჩვებში - ტრიქოსტრონგილიდებსაც გაბატონებული მდგომარეობა
უჭირავს, მსგავსად პროტოსტრონგილიდებისა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა
კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2009, 23:08
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტენიოზი - Teniosis

ტენიოზის აღმძვრელია ღორის, ანუ შეიარაღებული სოლიტერი. მისი დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი; შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ: ადამიანი, მაიმუნი, შინაური და გარეული ღორი, ძაღლი, ბოცვერი, კურდღელი, აქლემი, დათვი, მელა, დედოფალა, კატა, თაგვისებური მღრღნელები და სხვ.
ღორის სოლიტერის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ადამიანის ნაწლავში, ხოლო ლარვულ ანუ ფინოზურ სტადიაში - შუამავალი მასპინძლების კუნთებში, გულში, ენაში, ღორის თავის ტვინში, თვალში და პარენქიმულ ორგანოებში.
პარაზიტისაგან თავდაცვის მიზნით უნდა ვეცადოთ, რომ ღორები ადამიანის ექსკრემენტებს არ მისწვდენენ. ის ხორცი, რომელშიც ფინები მრავლად მოიპოვება, საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ. უმჯობესია ასეთი ხორცის გაყიდვის სრული აკრძალვა.
ტენიოზი და ცისტერიოზი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ტენიას გვარიდან საქართველოში გავრცელებულია კიდევ რამდენიმე სახეობა: Taenia hydatigena, Taenia pisiformis, Taenia laticollis, Taenia ovis, Taenia tenuicollis, Taenia crassiceps, Tetratirotaenia polyacantha, Hydatigera taeniaformis.
Taenia hydatigena : საქართველოში რეგისტრირებულია ძაღლში ბლაჟინის(1928), ჯიქია(1934), და ბურჯანაძის(1937) მიერ. გარეული მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ნაპოვნია მგელში კამილოვის (1935) მიერ, ხოლო მელას, ტურასა და კავკასიურ მგელში როდონაიას (1951, 1956, 1957, 1965) მიერ. ამ პარაზიტის ლარვული ფორმა- Cysticercus tenuicollis ბურჯანაძის (1957,1973) მიერ რეგისტრიებულია ვირში, ძროხაში, ცხვარში, თხასა და შინაურ ღორში, ქოიავას(1961)მიერ გარეულ ღორში. როდონაიას (1971)მიერ ამ ცესრტოდის ლარვული ფორმა ნაპოვნია ჯიხვის, არჩვის, შვლის შინაგან ორგანოთა ( ღვიძლი, ფილტვები, ნაწლავები, საშარდე ბუშტი) სეროზულ გარსებზე.
Taenia pisiformis: ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა საქართველოში ჯიქიამ (1934) და ბურჯანაძემ (1937,1943) იპოვეს ძაღლებში; გამცემლიძემ (1941) კატაში, გარეულ ძუძუმწოვრებიდან ეს სახეობა რეგისტრირებულია როდონაიას (1951,1957) მიერ მგელში, ტურასა და მელაში. ამ პარაზიტის ლარვული სტადია ლინტროპის(1918), კირშენბლატის(1942) და ბურჯანაძის (1943) მიერ რეგისტრირებულია კურდღელში, როდონაიას(1956,1965) ტყის თაგვსა და კურდღელში.
Taenia liticolls: ეს სახსეობა პირველად აღწერა რუდოლფმა 1819 წ. ევროპულ ფოცხვერში. საბჭოთა კავშირში ეს სახეობა პირველად გამცემლიძემ (1941) იპოვა თბილისის ზოოპარკის ფოცხვერის ფეკალურ მასაში 1 ეგზმპ რაოდენობით. როდონაიას (1951) მიერ ეს პარაზიტი ნაპოვნია 6 გამოკვლეული ფოცხვერიდან 5-ში
1- 10 ეგზმპ. რაოდენობით.
Taenia ovis: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cystecercus ovis ნაპოვნია ბურჯანაძის (1943) მიერ ცხვარში. სქესმწიფე ფორმა როდონაიას (1965) მიერ მგელში).
Taenia tenuicollis: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cysticercus talpae
ნაპოვნია კინშერბლატის(1948) მიერ ჩვეულებრივ, თოვლა, ბუჩქისა და შიდლოვსკისეულ მემინდვრიებში, როდონაიას (1971) მიერ ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა რეგისტრირებულია დედოფალაში.
Taenia crassiceps: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cysticercus longicollis კირშენბლატმა (1949) იპოვა ამიერკავკასიურ ომანასა და საზოგადოებრივ მემინდვრიაში. სქესმწიფე ფორმა როდონაიამ (1965) ამიერკავკასიის მელაში.
Tetratirotaenia polyacantha: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Armatetrathiridium polyacantha კირშენბლატმა (1940)იპოვა კავკასიურ ზაზუნაში, მაცაბერიძემ (1965) ბუჩქნარის მემინდვრიაში. სქესმწიფე ფორმა როდონაიას (1971) მიერ მაპოვნია მთის მელას ნაწლავებში
Hydatigera taeniaformis: საქართველოში ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა ბურჯანაძის (1927) მიერ ნაპოვნია კატაში, როდონაიას (1951,1956,1965) მიერ ტყის და ლელიანის კატის ნაწლავებში.
Strobilocercus fasciolaris: კირშებლატმა (1938,1948) აღნიშნა შემდეგ მღრღნელებში:
Sciurus persicus, Rattus rattus, Apodemus mystacinus, Mus musculus, Apodemus sylvaticus, Mesocricetus auratus, M.brandti, Arvicola terreestris, Microtus arvalis, Pitymys majori, Chionomys nivalis, Ch. Roberti, Prometheomys schaposchnikovi.
მაცაბერიძემ (1965) სტრობილოცერკი იპოვა მღრნელებში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 24 2009, 21:16
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მიულერიოზი - Miuleriosis

მიულერიოზი ზოგიერთ შიანაურ და გარეულ მცოხნელთა მეტად მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომელთა აღმძვრელს წარომოადგენს მეტად წვრილი ნემატოდა მიულერიუსის გვარიდან. სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ: ცხ**ებში, თხებში, ნიამორში, გარეულ ცხვარსა და არჩვებში. ჰელმინთი ლოკალიზებულია ფილტვებში, ალვეოლებსა და უწვრილეს ბრონქიოლებში. მიულერიოზის შედეგად ფილტვებში ვითარდება ღრმა პათოლოგიური ცვლილებები. ინტენსიური ინვაზიის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების სიკვდილიანობა. მიულერიოზის აღმძვრელები მიეკუთვნება ბიოჰელმინთების ჯგუფს. შუამავალი მასპინძლებია მრავალრიცხოვანი ხმელეთისა და წყლის მოლუსკები. მიულერიოზი შინაურ ცხოველებს შორის ( ცხ**ებსა და თხებში) საკმაოდ საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. იგი მოპოვებულია: ზუგდიდის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის, ყვარლისა და წითელწყაროს რაიონებიდან. სანადირო - სარეწაო ცხოველებიდან მიულერიოზი რეგისტრირებულია: არჩვებში (25%) ,დაღესტნის ჯიხვში ( 22,2 %) , სევერცოვის ჯიხვში (20 %) .ეს ინვაზია შენიშნულია :ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, ყაზბეგის, ლემტეხისა და მესტიის რაიონებიდან.
პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება აუმჯობესებს საძოვრების ჰელმინთოსანიტარულ მდგომარეობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 28 2010, 19:25
პოსტი #13


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პროტოსტრონგილოზი - Protostrongylosis


პროტოსტრონგილოზი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის , გარეული მცოხნელი ცხოველების და კურდღლების მეტად მძიმე ჰელმინთოკომპლექსური დაავადებაა , რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ ნემატოდები – პროტოსტრონგილიდეს ოჯახიდან .
შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ ქსეროფილური , მეზოფილური და ჰიდროფილური მოლუსკები . პროტოსტრონგილოზი შინაურ , გარეულ მცოხნეებისა და კურდღლებში ფართოდ გავრცელებული ჰელმინთოზია . საქართველოს პირობებში შინაურ და გარეულ მცოხნელენში პროტოსტრონგილუსის 2 სახეობაა გავრცელებული . ამ პარაზიტებს ტიპიური დეფინიტური მასპინძელია ცხვერი , გარეული ცხოველებიდან ისინი გვხვდება დაღესტნის ჯიხვში , სევერცოვის ჯიხვში . არჩვში საკმაოდ მაღალია ინვაზიის ინტენსივობა და ექსტენსივობა , გვხვდება როგორც აღმოსავლეთ , ისე დასავლეთ კავკასიონზე მესტიის (მთა ტვიბერი) , ლენტეხის (ზესხოს მთები) , ახმეტის , ლაგოდეხის , ყვარლის , ყაზბეგის და თიანეთის რაიონებიდან .
პროტოსტრონგილოზის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ ყოვლისა შინაურ ცხოველების დეჰელმინთიზაციას ითვალისწინებს . გარდა ამისა საჭიროა საძოვრების მონაცვლეობა ; საძოვრებზე აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება საწყურებლებზე სამკურნალო პრეპარატების შეტანა და სხვ .
კურდღლებში – საქართველოდან პროტოსტრონგილუსის ერთი სახეობაა ცნობილი – P . tauricus . მისი გავრცელება ლოკალურ – კერობრივია , გვხვდება მცხეთის და წითელწყაროს (შირაქში) რაიონებში. შუამავალი მასპინძელია ხმელეთის მოლუსკი – Helicella derbentina . კურდღლებისთვის ეს ჰელმინთი მეტად პათოგენურია , აღწერილია პროტოსტრონგილოზის შედეგად კურდღკების მასობრივი დახოცვის შემთხვევები მცხეთის რაიონში (საგურამოს ნაკრძალი) .
სასოფლო – სამეურნეო და სანადირო – სარეწაო ცხოველთა პროტოსტრონგილოზის შედეგად , ცხოველის ფილტვებში ვითარდება ღრმა პათოლოგიური ცვლილებები . ასეთი სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციის მოშლის გამო , ცხოველები ჩამორჩებიან ზრდაში , იკლებენ წონაში , ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობის გართულებისას ადგილი აქვს ცხოველთა სიკვდილიანობას . პროტოსტრონგილოზი , როგორც მეტად უარყოფითი ფაქტორი , მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ძვირფას სანადირო – სარეწაო ობიექტების რიცხობრივ დინამიკაზე.




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Dec 27 2011, 22:14
პოსტი #14


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კრენოზომატოზი-crenosomatosis

Kკრენოზომატოზის აგმძვრელია 4 სახეობის ნემატოდა კრენოზომას გვარიდან. Nნემატოდები პარაზიტობენ მელას, დათვის, კვერნების, მაჩვის, ენოტისა და ზღარბის ბრონქებსა და ტრაქეებში. როგორც დაავადება ფართოდაა ცნობილი მელას კრენოზომატოზი.
Kკრენოზომატოზი იწვევს ცხოველთა ანემიას, სიგამხდრეს, ბეწვის ხარისხის გაუარესებას,სუნტთქვის გაძნელებას , ცხვირიდან ლორწოს გაძლიერებულ დენას, განგურის შეფერხებას. დაავადება მიმდინარეობს მწვავედ და ქრონოკულად, ზოგჯერ ადგილი აქვს სიკვდილიანობასაც.
Kკრენოზომატი ფარდოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში.F.საბჭოთა კავშირში გვხდება მოსკოვის ოლქში, იაკუტიაში, შორეულGაღმოსავლეთსა და უკრაინაში. საქართველოში ავადდებიან ამიერკავკასიური მელა, დათვი, მაჩვი, კვერნები და Gზღარბი.
Dდაავადება განსაკუთრებით საშიშია ძვირფასი ბეწვის მომცემი მელასათვის. Dდიაგნოზის დასმა შეიძლება კლინიკური სურათის მიხედვით, კოპროლოგიური გამოკვლევით და გაკვეთით [სიკვდილის შემდეგ]
Kკრენოზომატოზის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მელიების ფერმების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიჩეხოს ბუჩქნარი და გასუფდავდეს ძველინაყარი ფოთლებისაგან, რათა ადგილი არ ქონდეს ხმელეთის მოლუსკების თავმოყრას. Gგალიები და ვოლიერები უნდა დამუშავდეს ქლორიანი კირის 1—3%-იანი ხსნარით.საჭიროა მოეწყოს მოლუსკების დამჭერი Fფარები. ვოლიერები ყოველდგიურად უნდა გაიწმინდოს ექსკრემენტებისაგან.
მკურნალობისათვის გამოყენებულია იოდის წყალხსნარის [კრისტალურად იოდი1,5 გრ,კალიუმის იოდატი 1,5 გრ, გამოხდილი წყალი1500 მლ] ინტრატრაქეალური ინექცია. ინექცია უნდა ჩატარდეს დგეში ორჯერ, 2-3 დგეში ერთხელ, 1-2 მლ თითო ინექციაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 7 2012, 12:12
პოსტი #15


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გონგილონემატოზი - GONGYLONEMATOSIS


გონგილონემატოზის აღმძვრელს წარმოადგენს ნემატოდა გონგილონემას გვარიდან . სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ ცხვარში , თხაში , მსხვილფეხა რქიან პირუტყვში , კეთილშობილ ირემში , ევროპულ შველში , შინაურ და გარეულ ღორში , კავკასიურ მურა დათვსა და ზოგჯერ ადამიანში . ნემატოდა გვხვდება საყლაპავი მილის ლორწოვან გარსის ქვეშ , ზოგიერთი მცოხნელის ფაშვში , პირის ღრუს ლორწოვან გარსის ქვეშ (ადამიანების შემთხვევაში)
გონგილონემა საყლაპავის მილის გლუვ მრავალშრიან ეპითელიუმში წარმოქმნის არხებს , ლორწოვანი გარსი შემსხვილებულია და დაფარულია ლორწოს დიდი რაოდენობით . პათოლოგიური ცვლილებები ძლიერ წააგავს ქრონიკულად მიმდინარე ეზოფაგიტს , ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეებია წარმოქმნას საყლაპავი მილის მიდამოში.
ნემატოდას განვითარების ციკლი მიმდინარეობს შუალედი მასპინძლის მონაწილეობით . შუალედ მასპინძელს წარმოადგენენ კოპროფაგი ხოჭოები და ტარაკანები . მუდმივი მასპინძლები ფეკალთან ერთად გამოყოფონ კვერცხებს , რომლებშიაც მოთავსებულია ლარვები . ასეთი კვერცხების მიღების შემდეგ შუალედი მასპინძლის სხეულის ღრუში ვითარდება ინვაზიური ლარვა . მუდმივი მასპინძლების დაავადება ხდება შუალედი მასპინძლების საკვებთან ერთად გადაყლაპვის შედეგად .
გონგილონემატოზი მთელს მსოფლიოში ფართო გავრცელებით ხასიათდება . საქართველოში გონგილონემა პირველად ნახა 1902 წ . კანცელმახერმა მსხვილფეხა რქიან პირუტყვში . შიანაურ ცხოველებში სხვადასხვა ავტორების მიერ რეგისტრირებულია როგორც დასავლეთ , ისე აღმოსავლეთ საქართველოში .
გონგილონემატოზით დაავადება შემჩნეულია თ . როდონაიას მიერ კავკასიურ კეთილობილ ირემში , დაღესტნის ჯიხვში , ევროპულ შველში , არჩვსა და დათვში . ადამიანში გონგილონემის შემთხვევები აღწერილია აქვს კამალოვს .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th September 2019 - 16:00