რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას
ჭალიმგელა
პოსტი Nov 8 2010, 16:25
პოსტი #16


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კახაბერ
კახაბერ კარგია რომ თემა გახსენი ამ თემაზე. ადრე ესეთი დილემის წინაშე არასდროს ვმდგარვართ. ესე რომ ჩვენთვისაც თავსატეხია როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა ყველას გაცნობა მინდა, მაგრამ ქეიფზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოვიგონეთ, გაზაფხულზე კიდევ შეიძლება 15-20 კაცი ერთად სათევზაოდ რომ გახვიდე მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცით რა ვქნათ. იქნებ თქვენ თვითონვე გამოუშვათ რაღაც იდეები. და საერთოდ ყველამ ვისაც აინტერესებს ეს სიტუაცია მოგვაწოდეთ იდეები.

ყოველ კვირა რომ ახალ ახალ ხალხთან ვიარო მე შეიძლება სეზონზე კი მოვასწრო, მაგრამ ყველა კლუბის წევრი მაინც ხომ ვერ მოასწრებს? თან ყოველ კვირა რომ ტყეში ვიყო ცოლი გამშორდებაnewsmile05.gif ასე რომ გამოუშვით იდეები და ჩვენი შესაძლებლობებიც გაითვალისწინეთ.

პატივისცემით მე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:40
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოხარული ვარ შენი ხილვის.
მე გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ დღის მერე და მინდა პრობლემაზე ვიმსჯელოთ და არა ნიშნისმოგებით ვესაუბროთ ერთმანეთს. პრობლემა რომ არსებობს, ყველა ვხვდებით. კარგად გავიხსენოთ, არცერთ თქვენთაგანს არ უთქვამს, რომ მე ტყუილი ვთქვი, ყველამ მიზეზების ახსნა დაიწყეთ, ანუ პრობლემა არსებობს. მე შენ გაცნობამდეც დიდ პატივს გცემდი (შენმა პოსტებმა მომცა ამის საშუალება) და მინდა იმ ახალგაზრდებმა ისიამოვნონ შენს გვერდში, რომლებიც კითხულობენ თქვენს პოსტებს. შენც, სხვებიც და მეც თქვენთან ერთად პასუხისმგებლები ვართ მათ წინაშე. შენზე უკეთ ეს ბევრს შეიძლება არ მოეხსენებოდეს. ერთად ვიმსჯელოთ. პოზების დაჭერა, შენ ხომ კარგად იცი, ხეირს არავის მოუტანს.
თქვენ, ჩემო ჭალიმგელა, უფლებებიც და საშუალებებიც მეტი გაქვთ, თანაც დამსახურებულად (სადაც შენ იტყვი მონადირე ვარო, მე იქ, გულწრფელად გეუბნები, მოყვარული ვარ-მეთქი ვიტყვი) და მოგეთხოვებათ უფრო მეტი.
თქვენ, პროფესიონალებმა თაობები სწორ გზაზე უნდა დააყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რად გინდა კაცს საიტი? 2 ლარს ყველა გაააქტიურებს მობილურზე და კომუნიკაციაც შედგება, რა პრობლემაა? თუ ვკოპწიაობთ საიტზე და სხვას ვუშლით ნერვებს ლამაზი "რეპორტებით"? შენ კი არ გგულისხმობ და არც არავის კონკრეტულად, უბრალოდ მინდა "ოჩო" არ დაემსგავსოს ერთ დროს კარგ წამოწყებას და მინავლებულს ბოლოში.

P.S.
ძალიან გამეხარდა, რომ დილემა ახსენე. ანუ თქვენ ამაზე ფიქრობთ. ეს ყველაზე მთავარია და ყველაზე დადებითი მუხტი წამოვიდა შენგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 8 2010, 16:41
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




ციტატა(ზახარა @ Nov 8 2010, 17:10) *
დათაბატონი
არავითარი ძაღლის მოკვლა და მერე თავის მოჭრა არ არის აუცილებელი(ჯერ მაგ რიტუალამდე არ მივსულვართ)

უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვას იმ ადამიანმა რომელსაც კლუბის გარკვეული ნაწილი იცნობს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მას, ესე უცბათ და ნაჩქარევათ ეგ საქმე არ გამოვა newsmile05.gif ხომ ხვდებით რატომაც newsmile05.gif

ეტყობა ან მე დავწერე ცუდათ ან თქვენ ვერგამიგეთ

ვეცდები ავხსნა რაზეა საუბარი
აქ ითქვა რომ
ციტატა
ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


და წევრი ისე ვერგახდები თუ ორი რეკომენდატორი არაგყავს vot-tak.gif

ხოოოოდა ახლა გეკითხები და მიპასუხე(ციტატა რაჭველების საყვარელი ფილმიდან) newsmile035.gif რაფერ გამიწევ რეკომენდაციას თუ არმიცნობ ესერთი
მეორეც რაფერგამიცნობ (და მიხვდები რო არვაფრენ) ერთად თუ არ დავლიეთ
და მივედით ისევ დასაწყისამდე ანუ
თუ კლუბისწევრი არავარ ჩემთან არსვამ(შესაბამისად არცნადირობ) და თუ კლუბის წევრი ვარ ესეიგი მიცნობ.........

პირველად ქათამი იყო თუ კვერცხი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ამას ყველაფერს ნახევრადხუმრობით ვწერ და არმიმტისკოთ ახლა თქვენ რო იცით ისე? newsmile035.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:44
პოსტი #19


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დათაბატონი
ნამეტანი ქუთაისური ფილოსოფია "წევიკითხე" ეხლა და მიდი შეცდომები ჩაასწორე, პატივი ეცი იმას, ვისაც ესაუბრები. დეშიფრატორი დასჭირდება კაცს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 8 2010, 16:51
პოსტი #20


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




drankd.gif ასევარ ახლაც და ამის ბრალია
ორჯერ გადავავლე თვალი და შეცდომა ვერვიპოვე
თუ "გავცოცხლდი" მოგაწოდებთ "დეშიფრატორს"

თქვენი სიყვარულით და პატივისცემით მოთუხთუხე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 8 2010, 16:51
პოსტი #21


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დათაბატონი
კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთადnewsmile05.gif(სამწუხაროთ მე ვერ დავესწარი) რამე პროცედურები დაჭირდა მაგ საქმეს newsmile05.gif ???

რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავსnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:55
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
ეხლა რთული პერიოდია და აგიხსნი რატომ:
ერთი რუსი ეკითხება მეორეს ხელფასი გყოფნისო? კი როგორ არაო, უბრალოდ ბოლო 27 დღე მიჭირსო.
ყველამ ჩვენ-ჩვენი ხელფასის თარიღები გავითვალისწინოთ და მსურველებმა დავთქვათ და "ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთ" მერე. იაღოვა გავაღიზიანოთ ცოტა, სხვანაირად ვერ გავფრინდებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 8 2010, 16:55
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




ციტატა(ზახარა @ Nov 8 2010, 17:51) *
დათაბატონი
კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთადnewsmile05.gif(სამწუხაროთ მე ვერ დავესწარი) რამე პროცედურები დაჭირდა მაგ საქმეს newsmile05.gif ???

რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავსnewsmile05.gif

გენაცვალე ზახარა

სხვა რამეს ვამბობ... მე მავერიკის პოსტს ვუპასუხე მეტი არაფერი

კიდეც ვსვით კიდეც ვიმხიარულეთ კიდეც ვიხინკლავეთ და კიდეც კიდევ და კიდევ აწდამარადის უკუნითი უკუნისამდე (ეს ჰანტერ87-ის სტილში) newsmile035.gif მოვახერხებთ მაგ ყველაფერს იმედია ყველანაირი პროცედურების გარეშე



ვაჯაზებ ახლა მე .... newsmile029.gif

P.S. ბოლოჭიქა არუნდა დამელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 17:00
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დათაბატონი
პირველი და ბოლო არ უნდა დალიო - первая всегда не идет, последняя - всегда лишняя
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Nov 8 2010, 17:07
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს საკითხი მოსალოდნელი იყო,რომ დღეს-ხვალ წამოიწეოდა.

ისტორიას გადავავლოთ თვალი:სულ რამოდენიმე კაცმა შექმნა ეს ფორუმი,შემდეგ - კლუბი.თუმცა რაოდენობა წევრებისა 4-ჯერ მეტია დღეს,ვიდრე ის ხალხი,რომლებმაც იდეა შარშან მაისში გააჟღერა,ანუ,უცნობი ხალხი გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოვიდა კლუბში.თითქმის არც ერთი ერთმანეთს არ ვიცნობდით,მაგრამ ფორუმზე არსებული თემების ირგვლივ გამოთქმულმა მოსაზრებებმა,რაღაც შთაბეჭდილებები ხომ შეგვიქმნა ერთმანეთზე.ამის შემდეგ,პერიოდიც დაემთხვა,ზოგმა ერთობლივად წაითევზავა,გაიცნო ერთმანეთი,კლუბის წევრმა ახალ შემოსულზე რეკომენდაცია დადო,აი ასე მივიწევთ წინ.ადგილზე არ ვჩერდებით.გაზაფხულზე საველე შეჯიბრებები იყო თბილისის ზღვაზე,იქაც ამოვიდა ხალხი,გაგვეცნო.პირდაპირ სანადიროდ არ მახსოვს წევრობის კანდიდატთან წავსულიყავით,ამას რამოდენიმე ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა ხოლმე.დარწმუნებული ვარ,რომ კლუბში ახალი სახეები გამოჩნდება აუცილებლად(ამისთვისაც შეიქმნა ის თავის დროზე),მაგრამ ამას აქვს წესდების შესაბამისი პროცედურები.
ჩათვალეთ,რომ ამ თემით უფრო გაგვააქტიურეთ.სეზონი წინაა,მოგვიწევს ერთობლივი გასვლა.თუ კლუბში შემოსვლის სურვილი გაქვთ,იდეები თქვენც გამოუშვით.
პატივისცემით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 17:17
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზაზა
პოზიტიური და აქტუალური სიტყვებია. ასეთი სიტყვების წაკითხვა შედეგისკენ არის წინგადადგმული ნაბიჯი.
ზაფხულის საველეების დროს მახსოვს აქ დაიწერა დასაგეშად ძაღლებს ნუ ამოიყვანთო (თხოვნა იყო ასეთი) და მაგიტომ არ ამოვედი. ის ვერ გავთვალე, რომ ძაღლის გარეშე შემეძლო ამოსვლა.
გასათვალისწინებელია ყოველივე და ამიტომაც არის საჭირო აქტიურობა, რაღაცას ვგებულობთ ახალს და ვითვალისწინებთ მერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Nov 8 2010, 18:44
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ თემა ალბათ საკითხის აქტუალობამ მოიტანა და მივესალმები ამას, მაგრამ მაინც ძალიან ნუ გავართულებთ იმას რაც დამკვიდრებულია და საბოლოოდ მაინც იგივე აზრამდე მივალთ!

ანუ გადახედეთ დაარქივებულ თემებს და ნახავთ, რომ ლუდისძიება, ხინკლისძიება თუ ნერგების დარგვის აქცია იყო არაერთი დაგეგმილა ღიაში მთელი ფორუმის წასაკითხად. მარტივ მაგალითს მოვიყვან....

დილაადრიანო კლუბის უმეტესმა ნაწილმა (თუ ყველამ არა) გაიცნო ნერგების დარგვის აქციაზე და დღეს ეს კაცი კლუბის წევრია!!

elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Nov 8 2010, 19:18
პოსტი #28


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხოდა რაღა გვინდა?? იმ დღეს..მშვენივრად მოვილხინეთ...დათაბატონის მონადირებული ბატიც დავაყოლეთ და კარგ დროსაც ვატარებდით..იაღოვას რომ არ ეღალატა. newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Nov 8 2010, 19:20
პოსტი #29


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დათაბატონი
დიდი გულმოდგინებით და ყურადღებით ვადევნებ თვალყურს პოსტებს, სასიამოვნოა რომ ამდენი აქტიურობა გამოიჩინეთ.
რაც შეეხება ლუდისძიებებს და ღვინისძიებებს, არავითარი პრობლემა არაა "დასწრება" არც იყო არასოდეს, არც მავერიკს უგულისხმია ეს newsmile05.gif . ქართველი საზოგადოება ვართ, საამაყო ტრადიციების მქონეერი, ამ ტრადიციებში სუფრის კულტურას დიდი ადგილი აქვს დამკვიდრებული, ჩემი აზრით პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენისთვის სრულიად საკმარისია რამდენიმე შეხვედრა დალოცვილი სასმელის თანხლებით.
თუმცა ჩემი მოკრძალებული რჩევა , უფრო სწორად მოწოდება იქნებოდა იაქტიურონ ფორუმის ახალმა წევრებმა სხვად სახვა თემებში, დაპოსტონ შეძლებისდაგვარად, იკიითხონ რაც აინტერესებთ, თავიანთი აზრიც გაგვიზიარონ , ასეთი მიდგომაც საკმაოდ შესაფერისია ადამიანის აზროვნებაზე წარმოდგენის მისაღებად.
ბოლოს კი ოჩოს სახელით ვიტყოდი ერთ რამეს; არავის კონკრეტულად არ ეხება და ასე ვთქვათ სამომავლო საკითხია მართალია, მაგრამ კლუბის წევრობა არ არის ფორმალური , კლუბის საქმის გასაკეთებლადაა შექმნილი.
ძალიან დიდი პატივისცემით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Nov 8 2010, 19:26
პოსტი #30


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბიჭებო წამოჭრილი საკითხი რო გაწუხებთ ეს უკვე კარგია!!!
მაგრამ ნება მომეცით ჩემი აზრიც გამოვხატო.

ზახარას თქმისა არ იყოს მეც ცოტა გადამეტებული მეჩვენება თქვენი წუხილი.რაღაც პრობლემის მაგვარი (მთლად პრობლემასაც ვერ დავარქმევ) რომ არსებობს ცხადია,მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიციაც და მდგომარეობაც.
არ ხდება ისე როგორც თქვენ ამბობთ და ამას მიხვდებით კლუბის წევრები რო გახდებით.
მეორე სეზონია კლუბის წევრი ვარ და ჯერ ყველა კლუბის წევრთან არ მინადირია(აღარაფერს ვამბობ არა კლუბის წევრზე).უფრო მეტიც,ზოგიერთს საერთოდ არ ვიცნობდი და ეს ბოლო თვეებია რაც გავიცანი.
დიდი დრო არ გასულა მას მერე რაც აქტიურები ხართ ფორუმზე და ესე მოკლე ხანში ნუ გვაიძულებთ ყველა გაგვიცნოთ და ყველასთან მოგიწიოთ ნადირობა newsmile05.gif

ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისწყრომა და ძალიან მიხარია ესე რომ აქტიურობთ თუნდაც ამ საკითხში!!! მაგრამ გვაცადეთ ბატონო,გვაცადეთ.მასკვა ნი სრაზუ სტროილას newsmile05.gif

ლოთობებზე დასწრებას რაც შეეხება,როდესაც ხდება საერთო ლოთობებზე შეკრება ეს იწერება ფორუმზე შესაბამის თემაში და იმ თემით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
არის ხოლმე ისეთი შეკრებებიც სადაც მხოლოდ კლუბის წევრები იკრიბებიან ან გამგეობის წევრები,ამ შეკრებებზე ნუ მოგვთხოთ დასწრებას (მიხვდებით ალბათ რატომაც newsmile05.gif )
არის ლოთობების გარდა სხვა ღონისძიებებიც,მაგალითად ხეების დარგვა გვქონდა და იქ გავიცანით ახალი წევრები.თევზაობის ჩემპიონატი გვქონდა,შეჯიბრი სტენდზე.რაღაცეებიც იგეგმება და რავიცი,ბევრი საშუალებაა იმისთვის რო უფრო მოხდეს ჩვენი დაახლოვება.
ეხლა სეზონიც გაითვალისწინეთ,ისეთი ნადირობის პერიოდი დაემთხვა რო 20 კაცის წასვლა ვერ მოხერხდება თუნდაც ქათამზე სანადიროთ.

თქვენ ეხლა იმას ამბობთ რომ ძნელად გასაცნობები ხართო,სადღაც 50 წევრამდეა ეხლა კლუბში და თქვენ წარმოიდგინეთ სამჯერ მეტი რო ვიქნებით მერე რა ვქნათ,საერთოდ გადაგვასახლებენ ახალი წევრები newsmile05.gif
ყოველშემთხვევაში თუ რამე იდეა იქნება თქვენი მხრიდან რაც ამ უხერხულობას მოხსნის,ვფიქრობ კლუბი მზად იქნება განიხილოს შემოთავაზებები.

ცოტა თავის მართლებასავით კი გამომივიდა,მაგრამ ამდენი იმიტომ დავწერე რომ არ მინდა იფიქროთ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს საკითხი არ ვაქცევთ ყურადღებას ახალი წევრების სიტყვებს.

პ.ს. ისე მართლა მიკვირს საიდან მოდის ის შეგრძნება რომ ჩვენი კლუბის წევრებთან ძნელია დაკავშირება და რაიმე ღონისძიების გატარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2019 - 13:18