ფრინველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ფრინველების დახასიათება, სანადირო ფრინველები
ლევანა90
პოსტი May 27 2009, 20:51
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ თემაში ნუ მოვიკოჭლებთ აბა თქვენ იცით


კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დიტო
პოსტი Jun 3 2009, 16:50
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,038
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: naxalovka



ბოლოსადგისა იხვი


საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია,წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გ.მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა,კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით.თავის გვერდები,ნიკაპი,ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია.კისერი უკანიდან მოშავოა.სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია,მუქი განივი ხაზებით.მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს.ზურგის უკანა ნაწილი რუხია,წელის გვერდები ჩალისფერი.კისერი წინიდან და გვერდებიდან,ჩიჩახვი,მკერდი და მუცელი თეთრია,მუცელზე რუხი წინწკლებით,კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს,საჭის ბუმბულებიწამახვილებულია,მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები,რომელიც შავი ფერისაა.ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე ;სარკეა; წინიდან შემოვლებული მოწაბლისფრო-ჟანგისფერი,ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა,ცალკე ბუმბულებზე ღია ფერის კიდეები აქვს მურა ფერის ლაქებით.ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა.ფრთაზე ;სარკეს; ელვარება არ აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა,კამჩატკა,კკურილიის კუნძულები)გვხვდება უფრო სამხრეთითაც,მათ შორის საქართველოშიც(ჯავახეთის ტბები) ( მე ბერების ტბაზეც მოვინადირე) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა,ერთ-ერთი უნთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია.მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.ბუდობისთვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას,წყალსატევებთან,
სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე,ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს,თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა,ამიტომ ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს,საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება.

(წყარო ჟურნალი ნადირობაN11 )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jun 17 2009, 10:47
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi






მელოტა

საშუალო სიდიდის ფრინველია წონით 500-1150გრამია. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესის შორის განსხავება არარის. ზრდასრული ფრინველის საერთო შესახედაობა მურა_შავია, მაგრამ თავი და კისერი უფრო მუქი შავი აქვს, მოცისფრო ელფერში; შავი სხეულის სხვა ნაწილებიც, თუმცა ქვემო მხარე უფრო ასპიდურ_რუხია. მომქნევები-მორუხო-მურაა, ხოლო მეორე რიგის მომქნევების წვეროები-ღია ფერისაა. შიბლი და თხემის წინა ნაწილი მელოტია და თეთრია ასევე თეთრია ნისკარტიც, მაგრამ ძირში მოწითალოა .ფეხები მოცისფრო-რუხია. ახალგაზრდებს შუბლის მელოტი ნაწილი ვიწრო და სოლისებური აქვთ; თავი და მთეელი ზურგის მხარე მურაა, მუცლის მხარე მორუხო თეთრია, ყელი,თავის გვერდები და კისრის წინა ნაწილი თითიქმის სრულიად თეთრი. ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოშI მოიპოვება ჩვეულებრივი მელოტა. ბუდობს ევროპის და აზიის დიდ ნაწილში, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში, ტანსმანიაზე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში და ნილოსის დელტაში. ევროპასა და აზიის ჩრდილოეთ საზღვარი გადის სკანდინავია-ფინეთის სამხრეთ ნაწილში, სანკტ-პეტერბურგთან და ართიშის შესართავთან, ენისეის აუზის 59_ე პარალელზე. სამხრეთით მოიპოვება თიტქმის მთელ ევრაზიაში. იზამთრებს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მთელ სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობინადრე. ბინადრობს მტკნარ ან მომლაშო დამდგარ წყასლატევებზე უხვათ გავითერებული სეტბორილი ლელქაშით, ლერწმითა და ისლით, უპირატესად დაბლობებში თუმცა შესაფერი ბიოტოის არსებობის სემთხვევასი ზოგან მთაშიც მოიპოვება.ბუდობს ცალკეულ წყვილებათ, მაგრამ ბუდეები შეიძლება ერთმანეთთან ახლოსაც იყოს. ბუდეს აკეთებს ხმ,ელი ლელის,ლერწმის,ლაქაშის გროცვაზე უშუალოდ წყლის ზედაპირზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 6-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდო 24 დღემდე გრძელდება ძირითადად ფიტოფაგი ფრინველია. მცირე რაოდენობით იკვებება ცხოველური საკვებითაც.ჭამს უმთავრესად მცენარეთა მსვანე ნაწილებს და თესლებს. ცხოველური საკვებიდან წყლის მწერებს, მოლუსკებს, პატარა ზომის თევზებს. სანადირო ფრინველია, ზოგან დიდი რაოდენობით მოიპოვება. ჩვენში რატომღაც მასზე ნადირობა პოპულარული არარის, არადა კმაოდ აზარტული სანადიროა,ხორცით მაღალი ღირსებისა და იხვებისას ნამდვილად სჯობია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jun 17 2009, 12:58
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi







ქედანი :
ქედნი მტრედისებრთა ოჯახს მიეკუთნება. სახეობის ბუდობნიდ არეალის ძირითადი ნაწილი ევროპაშია. ბინადრობს ნაირგვარ ტიპის ტყეში და ბუჩქნარებში.მოიპოვება მეტწილად ჭალის ტყეებსი, სადაც ეტანება ვერხვიანებს, გამნსაკუტრებით ზამთარსი. საქართველოსი გავრცელებულია თითქმის ყველგან,მაგრამ განსაკუთრებიტ მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოსი. აქ იზამტრებენ ჩრდილოეთიდან მოფრებილებიც;ამიტომ ზამტარში სახეობა უფრო მრავალრიცხოვანია.
ზომა და წონა:
ქედანი, საქარტველოში გავრცელებულ მტრედისნაირებს შორის,ყველაზე უფრო დიდი ზომის ფრინველია. მისი სიგრზე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე 40-42სმ_ია, ხოლო წონა კი 530-625გრამამდე მერყეობს, ქედანი დიდი ზომის ფრინველია და ამიტ განპირობებულია ის ფაქტი,რომ სხვა მტრედისნაირებისგან განსხვავებით ძალზე ნელა, (ძიმედ) დაფრინავს. ქედანი მტრედინაირებისგან გამოირჩევა გრძელი კუდითაც.
საკვები:ქედანის ძირითადი საკვები მცენარეულობაა. სახეობა ძირითადად იკვებება მუხის და წიფლის ნაყოფით, მცენარეთა ფესვებით, აკენკრით,ზამთასრში კი ვერხვის კვირტებით. იგი იშვიათად ჭამს მწერებს;ცხოველური საკბევის მომხმარებელი იშვიათდაა.
საინკუბაციო პერიოდი: ბუდეს მაღAლ ხეებზე იკეთებს,სადაც აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 2 კვერცხს.საინკუბაციო პერიოდი გრძEლდება 18 დღე. ხუნდების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი:როგორც მდედრი ასევე მამრი. ქედანი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი გამ,ორჩეული ობიექტია, თუმცა მათზე ნადირობუისას წესების დაცვა აუცილებელია.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნების რესურსების სამინისტრო მონადირეებს მიმართავს თხოვნით, რომ მათ დაიოცვან წესები და მონაწილეობა მიიღონ შემცირევბად სახეობათა აღDგენის პროგრამებში, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს ფრივნელის მოპოვების დღიური ლიმიტის გაზრდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 18 2009, 23:09
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,738
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ჭოვილო (დუპელი)

გადამფრენ სანადირო ფრინველთა შორის საქართველოს მონადირეებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სანადირო ობიექტია. გაზაფხულზე ჭოვილო საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდ.მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფვის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით. ჭოვილო დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში, მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ჭაობებში. ჩვენში ჭოვილო აპრილის მეორე ნახევარში გაჩნდება ხოლმე. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე ჭოვილო არ ბუდობს, ბუდობის ადგილებში კი 4 კვერცხს დებს, ბარტყების გამოჩეკას 17-18 დღე სჭირდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვისა უკვე ზრდასრული არიან და დედას შორდებიან. ჭოვილოს მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.


ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 19 2009, 19:33
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,738
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ჩიბუხა (ბეკასი)

ჩიბუხა გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭანჭრობში, ჭაობიან ჩირგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში. აქ მამლები სატიხტაო ფრენას იწყებენ, რომელიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიხტაობის დროს მისი ნახვა მთელი დღის მანძილზე შეიძლება. ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკას 21 დღე სჭირდება. ბარტყების გამოზრდაში მამალი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს და ტიხტაობის დამთავრების შემდეგ მალე შორდება დედალს. ჩიბუხას საკვებია: ჭიები, მწერები, მათი კვერცხები და ნაწილობრივ მცენარეთა კვირტებიც. საინტერესოა ჩიბუხას მიერ ნიადაგიდან საკვების მოპოვების ხერხი: იგი თავის გრძელ ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში და ნისკარტის წვერზე არსებულ მეტად შემგრძნობი ნერვული დაბოლოების დახმარებით ადვილად გრძნობს მიწაში მყოფ ცოცხალ არსებას (ჭიაყელას, მატლსა და სხვ.) რომელიც ნისკარტით ამოაქვს ნიადაგიდან. ჩიბუხა თავისი სწრაფი ფრენის გამო მეტად ძნელი მოსაპოვებელია და ამისათვის მასზე ნადირობა დიდ სპორტულ ინტერესს იწვევს. მის მოსაპოვებლად ხმარობენ 10-12 ნომერ საფანტს.

ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 16 2009, 12:33
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი, მარტივად შეძლებთ ტყის ქათმის, ჭოვილოს და ჩიბუხას განსხვავებას ამ ფოტოს მიხედვით:
1. ტყის ქათამი
2. ჭოვილო
3.ჩიბუხა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 12 2009, 14:16
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დავდებ იმ ფრინველების სურათებს,რომლებზეც ნადირობაა ნებადართული



ბოლოსადგისა იხვი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 12 2009, 14:43
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi






ჩიბუხა

ჩიბუხელა

ჭიკვარა

ჩვეულებრივი გვრიტი

წყლის ქათამი



ფართოცხვირა

გარეული იხვი

გარეული მტრედი

გულიო

იხვინჯა

კაკაბი (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობაში)

მწყერი

მელოტა



ქედანი

რუხი ბატი

რუხი იხვი



თეთრშუბლა

ტყის ქათამი

ხოხობი (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობაში)


აბა, წარმატებები ყველას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 9 2009, 12:50
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ფრინველთა მაქსიმალური ზომები და წონა
ბატი80სმ 6კგ
გედი1,8მ 13კგ
გნოლი35სმ 0,5კგ
მწყერი20სმ 145გ
ორბი1მ 8კგ
ხოხობი85სმ 2კგ
ტყის ქათამი38სმ 350გ
შავარდენი50სმ 12კგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jan 4 2016, 15:32
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,738
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



mtiuli_1
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...mp;#entry338418
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th March 2020 - 06:37