იხვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ვიტო
პოსტი Dec 3 2009, 22:06
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით...

დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?)

მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ
ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი
და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად.

ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ
მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული,
იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს
და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. newsmile05.gif

ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე,
მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები
ინტენსივობით.

ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის
ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში
იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე.
სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა
თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან....





ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ
დამოუკიდებელ ჯგუფებად.


გაგრძელება მეზარება, მერე იყოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 18 2010, 04:50
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით !
ამ თემაში წარმოვადგინოთ იხვზე ნადირობის მეთოდები და თავისებურებები
ალბათ უპრიანი იქნება სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდეთ, ცოტაოდენი რამ გავარკვიოთ ჩვენს სანადირო ობიექტზე.
იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატისიანები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატისინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები გადამფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
ამ იხვთაგან ნადირობის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება გარეული იხვს (Anas platyrtynchos).



რადგან წონის და ხორცის ხარისხის თვალსაზრისით ის საუკეთესო სანადირო ობიექტია. როგორც ზევით ავღნიშნე იხვები გადამფრენი ფრინველებია და საქართველოში მათი გამოჩენა ემთხვევა მწყერის სეზონის დამთავრებას(ოქტომბრის შუა რიცხვები). იხვის გადაფრენა პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან და გლობალური დათბობის პირობებიდან გამომდინარე წლიდან წლამდე იხვების გადმოფრენა სულ უფრო გვიან ხდება ხოლმე ადრინდელ წლებთან შედარებით, საქართველოში გადმოფრენის ძირითადი მარშრუტი გადის დასავლეთ საქართველოზე კერძოდ კოლხეთის დაბლობზე, იხვების მასობრივი თავშეყრის ადგილად თამამად შეიძლება ჩაითვალოს პალიასტომის ტბა და მის გარშემო მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული ჭაობიანი დაბლობები.
იხვიზე ნადირობა გადაფრენებისას
შემოდგომის დასვენების შემდეგ იხვი იცვლის ბუმბულს ეგრეთწოდებულ შეწყვილების შეფერილობაზე. გაზაფხულზე გამოჩეკილი იხვებიც ამ დროისთვის უკვე კარგად დაფრინავენ, ასე რომ იწყება ყოველდღიური გადაფრენები დასვენების ადგილებიდან საკვებ ადგილებამდე და უკან. როგორც წესი გადაფრენა იწყება დაბნელებისას დიდი წყალსატევებიდან მდინარეების ან მინდვრების მიმართულებით და დილით გარიჟრაჟზე, იქედან უკან. აღსანიშნავია ასევე, რომ იხვები დილითაც და საღამოთიც დაფრინავენ ერთი და იგივე მარშრუტით, გამომდინარე აქედან უშუალო ნადირობამდე საჭიროა მათი მარშრუტის შესწავლა და კარგი ადგილის შერჩევა ჩასაფრების მიზნით. ასეთ ადგილებში სასარგებლოა წინასწარ მოეწყოს ნაგებობა კამუფლირებული მასალების გამოყენებით, ასევე კარგი იქნება თუ კამუფლირებულ მატერიას მივამაგრებთ ადგილობრივ მცენარეებს (მაგ. გამხმარ ბალახს, ტოტებს ან თუნდაც კამიშს).



თუ ასეთი ნაგებობის აგების საშუალებას არ იზლევა ბუნებრივი პირობები, ასეთ შემთხვევაში მონახეთ რაიმე ბუნებრივი საფარი ან ჩაიცვით კამუფლირებული ტანსაცმელი და შეეცადედ რაც შეიძლება გაუნძრევლად ჩაჯდეთ გასროლის მომენტამდე.
ასეთი ტიპის ნადირობისას ძალიან ეფექტურია დამხმარე საშუალებების გამოყენება, იგულისხმება იხვის საყვირი და ჩვენი საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი, იხვის საყვირი ძალიან ეფექტური საშუალებაა იხვის მოსაზიდად დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ არაფერი ვთქვათ გადაფრენაზე. იგივე შეიძლება ითქვას ძაღლზეც, ჩვენი პატარა მეგობარი განსაკუთრებით ეფექტურია საღმოს გადმოფრენის დროს რადგან ჩვენ არ ვკარგავთ არც ერთ წამს ნანადირევის შეგროვებაზე, ასევე არ იკარგება დაჭრილი ფრინველი, და თუ მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეშე საღამოს გადაფრენაზე ნადირობას, ფრინველის ჩამოგდების შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა მისი მონახვა რადგან ამ ოპერაციის გადადების შემთხვევაში 10 დან 9 შემთხვევაში თქვენი ნანადირევი დაიკარგება, მიუხედავად არაჩვეულებრივი ორიენტაციისა.
ერთი ორი სიტყვით ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ
საერთოდ ცნობილი ფაქტია და პირადად მეც ასე ვფიქრობ რომ იხვზე სანადიროდ საჭიროა ძაღლის კონკრეტული ჯიშების ყოლა:
1. დრათხაარი
2. კურცხაარი
3. სპანიელი
4. ლაბრადორი
5. ლაიკა (ეს უკანასკნელი საქართველოში ნადირობის მიზნით ნაკლებად გამოიყენება და რაოდენობითაც ძალიან შეზღუდულია)
ზემოთ მოყვანილი ძაღლებიდან მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ სპანიელს და დრათხაარს, მათი სიცივის ამტანობისა და წყლის სიყვარულის გამო და არა ყნოსვის თვისებებიდან გამომდინარე, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებიდან ყველაზე კარგი ყნოსვა და ალღო მაინც სპანიელს გააჩნია. დრათხარი გამოირჩევა როგორც ყნოსვით ასევე სიძლიერით, რაც შეეხება ლაბრადორს ამ ჯიშის ძაღლები ცნობილები არიან ნანადირევის მოტანის არაჩვეულებრი უნარით, ლაბრადორებს ასევე უძახიან რეტრივერებს რაც თარგმანში დაკარგულის პოვნას,მოტანას, მოპოვებას ნიშნავს. კურცხაარიც ძალიან ძლიერი ძაღლია რომელსაც გააჩნია არაჩვეულებრივი ყნოსვა.
საღამოს/დილის გადაფრენაზე ნადირობისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხფეხა მეგობრებიდან მე პირადად ლაბრადორს მივანიჭებდი უპირატესობას.

იხვზე სროლის თავისებურებები
ამ თემაზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება ამიტომაც აქ არ მოვყვები სროლის ყველა ტექნიკის ჩამოთვლას უბრალოდ დავაფიქსირებ ძირითად მომენტს, თუკი ვინმეს უნახავს იხვის გადაფრენა მიხვდება, რომ ეს ფრინველი განსაკუთრებით სწრაფად დაფრინავს და ერთ ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელია ფრინველებს შორის თუ არ ჩავთლით ჩიბუხას, იხვის გადაფრენისას ჩვენ გვესმის სპეციფიური ხმა რომელიც სტვენას მოგვაგონებს, ამიტომაც მასზე ხშირად ამბობენ რეაქტიულივით ჩაიფრინაო. მოკლედ მონადირეებს ახალბედასაც და გამოცდილსაც შემიძლია მივცე ერთად ერთი რჩევა, სანამ წახვალთ იხვზე სანადიროდ აუცილებლად გამოსცადეთ ვაზნა. გადავიდეთ უშუალოდ სროლის მომენტზე უმრავლესობას მოკლული ყავს მწყერიც, ქათამიც და ა.შ. საერთოდ ნებისმიერ ფრინველზე ნადირობისას ოქროს წესია რომ სროლის დროს ფრინველს ცოტათი წინ უნდა დაუჭირო ანუ უნდა გამოვთვალოთ ფრინველისა და საფანტის შეხვედრის მომენტი, ხვდებით ალბათ, რომ რაც უფრო სწრაფია ფრინველი მით უფრო იზრდება „წინ დაჭერის“ მანძილიც. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ შემთხვევა, როდესაც გადმოფრენის დროს იხვზე 2 მეტრით წინ დაჭერა მომიწია რო ამეყვანა, რათქმაუნდა ასეთ დროს ფასდება არამხოლოდ ფრინველის სისწრაფე არამედ ფრინველსა და თქვენს შორის მანძილიც. კიდევ ერთი რჩევა ახალბედა მონადირეებს ან მათ ვინ ახალი თოფი შეიძინა, ისროლეთ რაც შეიძლება მეტი, შეიგრძენით საკუთარი თოფის შესაძლებლობები!!! (ამისათვის არსებობს სასტენდო კლუბი სადაც შეგიძლიათ სეზონის დაწყებამდე ვარჯიში).


ეხლა იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ! ცოტა არ იყოს დავიღალე ამდენი წერით, თანაც ამასობაში 5:50 წუთი შესრულდა, შემდეგში შვეცდები სტატიები დავწერო იხვზე ფიტულებით, ძაღლით და ნავით ნადირობის შესახებ, ასვე იხვის საყვირზე და მისი გამოყენების ტექნიკაზეც. რათქმაუნდა თუ საინტერესო იქნება ფორუმელებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 18 2010, 20:48
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იხვზე ფიტულებით ნადირობა
ეს თემა ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება რადგან ესეთი ტიპის ნადირობა ითვლება ყველაზე აზარტულ და გასართობ მეთოდად, რადგან ის დაკავშირებულია როგორც იხვების ქცევის შესწავლასთანს ასევე პირადი ტალანტის გამომჟღავნება/გამოყენებასთან. ასეთი ტიპის ნადირობაში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს სროლაში და იხვის მოზიდვაში შეჯიბის მხარეც, რაც განსაკუთრებით სახალისოს ხდის ნადირობის ამ მეთოდს.
მონადირისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა ფიტულებით ნადირობისას
1. ფიტულები
2. საყვირი
3. ძაღლი ან ნავი
4. სამალავი


დავიწყოთ ფიტულებით
დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არსებობს უამრავი ტიპის ფიტულები, არსებობს პლასმასის, კომპოზიტური მატერიის, რეზინის, ხის, გასაბერი ფიტულები რომლებზეც ოფსეტური ფოტო სურათია დატანებული. ყვალას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, ამ თემის განხილვა ცოტა შორს წაგვიყვანს ამიტომაც გადავიდეთ უშუალოდ მათ სახეობებზე და გამოყენების მეთოდებზე
იხვებზე დაკვირვებიდან მონადირეებმა და მეცნიერებმაც დაადგინეს იხვის წყალზე მოქცევის ძირითადი პოზიციები. ესენია
1
დასვენება და ძილი

2

აქტიური და ნახევრად აქტიური მოძრაობა საჭმლის ძიების პროცესში

3

კვების პროცესი

4 ჰიგიენური ქცევები

5
თანამოძმეების მოხმობის ქცევები

არსებობს ასევე მოტორიზებული ფიტულები რომლებიც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ იხვების მოზიდვაში ესენია:

წყალზე განლაგებულ გუნდთან მოფრენის იმიტაცია
წრეზე მოცურავე იხვები აქტიური კვების პროცესში (რამოდენიმე წუთში ერთხელ იხვები ყვინთაობენ და თან წრეზე ცურავენ)

ასევე არსებობს მინდორში სანადირო ფიტულები:




როგორც ხედავთ აქაც გამოიყენება თითქმის ყველა ის პოზიციარ რომელიც გვხვდება წყალზე.
მაშ ასე, იმის მერე რაც შევიძინეთ იხვის ფითულები გადავიდივართ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, მათ განლაგაბაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიტულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მათი ხარისხი, მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა მათ განლაგებასთან ანუ ჩვენ შეიძლება დაბალი ხარისხის ფიტულები გვქონდეს მაგრამ იმდენად კარგად განვალაგოდ გუნდი რომ ბევრ, ძვირად ღირებულ და ხარისხიან ფიტულებზე უკეთესი შედეგი მივიღოთ.

სად და როგორ უნდა განვალაგოტ ფითულები?
აქ ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება ქარის მიმართულება. მთვარი პრინციპი ფიტულებით ნადირობისას არი ის რომ ქარი ყოველთვის უნდა გვიბერავდეს ზურგში, რადგან ნებისმიერი ფრინველისთვის როგორც ავიაციაში დაჯდომა გაცილებით რთული პროცესია ვიდრე აფრენა, როდესაც იხვს ქარი ხვდება მკერდში და შესაბამისად ჩვენ ზურგში მას გაცილებით უადვილდება დაჯდომა რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დაჯდომის დროს და სიზუსტეც მეტია. თუმცა ლანდშაფტიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება სამალავის ისე განთავსება რომ ქარი აუცილებლად ზურგში გვიბერავდეს, ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს თვისი რეცეპტი, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკა თვალსაჩინოს ხდის როგორუ უნდა ვიმოქმედოთ განსვავებულ პირობებში.

ყურადღება მიაქციეთ რომ როდესაც ქარი უბერავს მარცხნიდან ან მარჯვნიდან და იხვებიც შესაბამისად მოფრინავენ ქარის მიმართულებით საჭიროა ჩვენი სამალავი ფიტულებიდან 30 მეტრით გადავწიოთ ქარის მიმთულებით, რადგან იხვებს ქარი ზურგში ხვდებათ ისინი პირდაპირ ჩვენს წინ დაეშვებიან და შემდეგ ცურვით მიუახლოვდებიან ჩვენს ფიტულებს, გაცილებით მარტივად არის საქმე როდესაც ქარი ზურგში გვიბერავს, ასეთ დროს ფიტულები უნდა განთავსდეს ჩვენს პირდაპირ20–25 მეტრის მანძილზე რათა არ მოგვიწიოს ახლო მანძილიდანს სროლა და ამგვარად ნანადირევი არ გავაფუჭოთ.

უმთავრესი პრინციპი ფიტულების განლაგების დროს, აუცილებლად დატოვეთ ფითულებს შორის ცარიელი ადგილი, ეს ადგილი ემსახურება იხვებს როგორც დასაფრენი ზოლი, ამ ადგილის გარეშე იხვის წყალზე დასმა თითქმის შეუზლებელი გახდება.
რაც შეეხება მოტორიზებულ ფიტულებს ისინი უნდა განლაგდეს ან უშუალოდ სამალავთან ან გუნდის წინ 10 მეტრით ოღონდ ცოტატი გვედზე გაწეული, რომ ნამდვილ იხვის დაჯდომაში ხელი არ შეუშალოს
ფიტულების რაოდენობა
რამდენი ფიტული არის საჭირო იხვზე წარმატებულად ნადირობისთვის?
ამ კითხვას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, უცხოურ ფორუმებზეც კი ვერ გიპასუხებენ ზუსტად, ყველაზე სწორი პასუხი ალბათ არის
"გააჩნია სიტუაცია"
თუ ვნადირობთ პატარა ტბორზე, ან ტყეში სადაც პატარა ხვრელია ამ შემთხვევაში ალბათ 7-10 ცალიც საკმარისი იქნება (მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო 31 ქარხნის ტბები)
თუ ვნადირობთ საშუალო ზომის ტბაზე (მაგ. კუს ან ლისის ტბა) 12-15 ცალი საკმარისი იქნება
რაც შეეხება მდინარეზე ნადირობას აქაც უნდა ვიმოქმედოთ ტოპოგრაფიიდან გამომდინარე
თუ ვნადირობთ დიდ ტბებზე როგორიც არის პალიასტომი, წალკა, ფარავანი, საღამო და ა.შ. აქ მოქმედებს შემდეგი პრინციპი რაც მეტია უკეთესია
თუმცა ყველაზე კარგი რჩევა მაინც იქნება, დაკვირვება იხვებზე, უნდა დავაკვირდეთ რა რაოდენობის გუნდები მოძრაობენ, ამასთანავე უნდა გვახსოვდეს რომ იხვი ნაკლებათ დაჯდება მასზე ნაკლები გუნდის დაძახილზე ანუ თუ ჩვენს სანადირო არეალში მოძრაობენ იხვის გუნდები შემდგარი მაქსიმუმ 5-12 ერთეულამდე, საჭიროა მინიმ 5-8 ფიტულით მეტის განთავსება

საყვირი (ე.წ. მანოკი)
საყვირები ძირითადად ორი ტიპის არის ერთ ენიანი

და ორ ენიანი

საყვირი შედგება ორი ნაწილისაგან ეგრეთწოდებული inserti-საგან

და barreli-საგან

აწყობილი ვარიანტი

ინსერთი არის ნაწილი რომელზეც დამონტაჟებულია ენა და ბარელი არის ნაწილი რომელშიც უბერავთ. ბარელს იმდენად დიდი მინიშვნელობა არააქვს როგორც ინსერთს, რადგან ხმას გამოსცემს ინსერთი და არა ბარესლი, რათქმაუნდა ბარელიც მნიშვნელოვანია ჰაერის კონტროლის თვალსაზრისით, რაც უფრო დიდია მეტ ჩაბერვასაც მოითხოვს მაგრამ ხმაც ხვანაირი გამოდის, მოკლედ დიდ და პატარა ბარელებს თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელზეც მერე მოგიყვებით, რაც შეეხება ინსერთებს ძირითადად ორი ტიპის არის ეგრეთწოდებული არკანზასის სტილის და ლუიზიანის სტილის. ეს განსხვავებები გამოიხატება როგორც ინსერტის დაბოლოების მოყვანილობით ასევე ენის ფორმითაც. ერთ ენიან საყვირზე გაცილებით რთულია ხმის იმიტირება ვიდრე ორიანზე, როგორც წესი პროფესიონალი მონადირეები იყენებენ ერთ ენიან საყვირებს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რა იგულისხმება უნივერსალურობაში?
1 შეუძლიათ ნებისმიერ ტონალობაში ხმის გამოცემა
2 ერთენიანი საყვირს შეუძლია იყოს როგორც ხმამაღალი(მნიშვნელოვანია ღია დიდ წყალსაცავებზე ნადირობისას) ასევე ძალიან ხმადაბალი(რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში ნადირობისას)
3. ერთენიანი საყვირით შეგიძლია რამოდენიმე იხვის იმიტაცია მოახდინო ერთდროულად
4 ხმის ხარისხიც გაცილებით უკეთესია
5. ერთენიანი საყვირები თითქმის არასდროს არ იჭედება(ცივ ამინდში ნერწყვის გამო ორიანები ხშირად ეწებება ერთმანეთს და ხმას ვეგარ გამოსცემ ან თუ გამოსცემს ძალიან უხეშს)
6 და ბოლოს ერთიანის მოვლა(მომსახურება) გაცილებით ადვილია. ყოველი ნადირობის მერე უბრალოდ უნდა გახსნათ და გააშროთ

რაც შეეხება ხმის გამოცემას
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის რომ საყვირში არ შეიძლება პრიდაპირი მნიშვნელობით ჩაბერცა, ანუ ჩაბერცის დროს ლოყები არ უნდა გებერებოდეს რაც ნიშნავ იმას რომ ჰაერი უნდა ამოდიოდეს დიაფრაგმიდან. მაგალითად ზამთარში ფანჯარის გაორთქვლა ყველას გვიცდია მემგონი. ზუსტად ეგეთი პრინციპი მოქმედებს. კიდევ კარგი მაგალითია მარცვალი ჰა! მემგონი მიხვდით რაზეც ვსაუბრობ
მეორე და ერთერთი უმთავრესი არის ენის პოზიციონირება პირის ღრუში, წარმოიდგინეთ ეზოს მოწყვის დროს ან მანქანის გარეცხვის დროს რეზინის მილს ეგრეთწოდებულ "შლანგს" ვაფარებთ თითს რათა შევქმნათ წნევა, რომ წყალი რაც შეიძლება შორს გაისროლოს, იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოყვანილობა ანუ რამდენად მაღალი სასა აქვს ადამიანს.
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რამეს, ენის წვერი უნდა მივაბჯინოთ ქვედა კბილების უკანა მხარს და ენის შუა ნაწილი წავწიოთ წინ, ამ შემთხვევაში ენა აიწევს სასიკენ და ჰაერს დარჩება ნაკლები ადგილი გამოსასვლელად, რა დროსაც იქმნება წნევა, ასევე მნისვნელოვანია ამოსუნთქვის დროს მუშაობდეს მუცლის კუნთები რომელიც აწვება დიაფრაგმას აადვილებს ამოსუნთქვას. ასე რომ შეიძლება ითქვას ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ ვაბითურებთ იხვებს და ვიყენებთ მუცლის პრესს
ასევე გავრცელებულია აზრი რომ საყვირში ჩაბერვის დროს უნდა თქვა რაიმე სიტყვა რაც გაგიადვილებს ხმის იმიტირებას, ასეთი სიტყვებია quit, whit, quid და ასე შემდეგ, ამ სიტყვების გამოთქმის ტექნიკას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ სითყვის დაბოლოების დროს ჩვენი ენის შუა ნაწილი ედება სასას რაც არის ზალიან მნიშვნელობანი მომენტი ხმის იმიტაციის დროს, ყოველი"კვაკი" ვიტ-ვიტი მოკლედ იხვის ხმა უნდა სრულდებოდეს მკვეთრად ანუ დიაფრაგმიდან გამოდევნილი ჰაერი მკვეთრად უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში გამოცემული ხმა დაემსგავსება ყროყინს რაც ყვავების მეტს არაფერს მოიზიდავს.
და ყველაზე მთავარი მომენტი სანამ კარგად არ ისწავლით ერთჯერადი კვაკის გამოცემას ნუ დაიწყებთ კომბინაციების კეთებას.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნახოტ აი ეს
http://www.youtube.com/watch?v=Suu9M9g9xok...feature=related

რაც შეეხება თვითონ საყვირებს და მათ ბრენდებს,
მე ჩემთვის ვიყიდე echo XLT, რაც ნიშნავ Extra Loud Timbers,
ასევე კაგი საყვირები აქვს Rich-in-tones შემოკლებით RNT
ასევე HOBO calls
მოკლედ ბევრი კარგი ფირმაა
თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ როგორი საყვირი გინდათ, იმის გარდა რომ საყვირები ერთ ენიანი და ორ ენიანებია ასევე არის
შეჯიბრებების საყვირები რომლებიც ძალიან ხმამაღალ ხმას გამოსცემენ, ასევე გაშლილი ღია წყალსაცავების საყვირები ესენიც თავის მხრივ ძალია ხმამახლები არიან
არსებობს ტყის და პატარა ტბების საყვირები, მოკლედ ბევრნაირია, მე ჩემი ავირჩიე იმიტომ რომ თითქმის ისეთივე ხმამაღალია როგროც ღია წყალსაცავის საყვირი და ამავდროულად რბლი და დაბალი ხმების გამოცემაც შეუძლია, მოკლედ უნივერსალურია რა
ხო კიდევ ერთი რავ უნდა იცოდეთ დღესდღეობით საყვირებს აკეთებენ აკრილიკისგან არ ვიცი კართულად რა ქვია მაგ მასალას, და ასევე ხისგან, აკრილიკი უვფრო ძვირი ღირს ვიდერე ხის მაგრამ ხის საყვირს უფრო რელისტური ხმაა აქვს ვიდრე აკრილიკს, მოკლედ მე კი მინდოდა აკრილიკის ყიდვა მაგრამ 150 დოლარს ნამდვილად ვერ გავქაჩავდი. რაც შეეხება ხისას, თუ გადაწყვიტავთ ყიდვას შეეცადეთ რომ იყოს cocobola-ს ხისგან დამზადებული, ყველაზე კარგი საყვირები ამ ხისგან კეთდება
როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია
ესენია:
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ
კიდევ არსებობს კომუნიკაცია რომელსაც bouncing hens უზახიან და თუ არ ვცდები qajun hen (დარწმუნებული არა ვარ სწორად დავწერე ინგლისურად) მოკლედ პირველი ესე რო ვთქვად აგზნებული და მოთამაშე დედალი იხვის ხმაა არის, მეორე კიდევ გამძღარი იხვის, აი ქე რომ ჩიჩაყვი აქვს ამოვსებული და ბოლომდე ვერ ასრულებს კვატუნს და წაკივლებას გავს უფრო ვიდრე კრიაკვას.
იხვზე დაძახების პრინციპები
რა იგულისხმება ამ პრინციპებში?

როგორც წესი როდესაც იხვს ვიზიდავთ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო ჭყვიტინი, როდესაც იხვებს ვერ ვხედავთ საჭიროა მხოლოდ მისალმების ან შორიდან დაძახების ხმები და ერთჯერადი კვაკი, სხვა საქმეა როდესაც ვხედავტ იხვს, პროცესი იწყება შემდეგ ნაირად
შევამჩნიეთ იხვი შორ მანძილზე, ვიწყებთ შორიდან დაძახების ხმების იმიტირებას, როგორც კი ვნახავთ რომ იხვებმა გაიგეს ჩვენი დაძახება და მიმართულება შეიცვალეს(მოფრინავენ ჩვენსკენ) ასეთ დროს უმბჯობესი იქნება გაჩუმება, იმ შემთხვევაში თუ იხვებმა შეცვალეს მიმართულება, მხოლოდ ასეთ დროს გამოვცემთ მისალმების ხმებს 2–3 ვარიაცია საკმარისია, ანუ როგორც თვითმფრინავს ჭირდება დისპეჩერი და რადარი ასევე იხვებსაც ჭირდებათ სწორი მიმართულების შეხსენება. გადავედით შემდეგ ეტაპზე იხვები გვიახლოვდებიან, ასეთ დროს როგორც წესი გამოსცემენ კვების ხმებს და ერთჯერად კვაკებს, ასევე გდაბმულ ძალიან სწრაფ ჭყვიტინს რომელსაც აქ ვერ აგიხნით უნდა მოისმინოთ.
როგორც წესი იხვი პირველივე ჯერზე არ დაჯდება, ის დაიწყებს ფიტულების ირგვლივ ტრიალს, ასეთ შემთხვევაში იხვს უძახით კონკრეტულ ადგულებში, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, იხვი მოფრინავს ისე რომ ჩვენა გვიყურებს პირდაპირ სახეში და დაიწყო მოტრიალება ჩვენ მას ვუძახით მხოლოდ იმ დროს როდესაც ის გაუსწორდება ჩვენს მარცხენა მხარს, ისევ მოტრიალდება და გვიტყამს წრეს უკვე უკნიდან როგორც კი გაუსწორდება მარჯვენა მხარს ისევ ავაჟღერებთ საყვირს, იხვი აგრძელებს გზას და ჩვენც ვაცლით ცოთა შორს გასვლას ანუ მიდის იქეთ საიდანაც მოვიდა , ვაცლით დაახლოებით 50–70 მეტრით მოშორებას და ვიწყებთ აგრესიულ დაბრუნების ხმების გამოცემას, 10 დან 9 შემთხვევაში იხვი მობრუნდება, ამ დროს ისევ კვების ხმები და თუ თქვენი ფიტულები სწორედ არის განლაგებული ჩათვალეთ, რომ თითქმის 100%–იანი შედეგით იხვი ფიტულებში დაჯდება
თუკი რაიმე გამომრჩა ან კითხვები გეკნებათ მზად ვარ გიპასუხოთ










რაც შეეხება ჩვენ ოთხფეხა მეგობარს და სამალავს ყველაფერი იგივეა რაც პირველ სტატიაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
riko
პოსტი Dec 12 2010, 11:44
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 2-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ასე დაწვრილებით და გასაგებად ახსნილი ეს პროცესი არცერთ ქართულ საიტზე არ მოიპოვება. დიდი მადლობა საინტერესო და ფრიად საჭირო ინფორმაციისათვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DUCK CALLER
პოსტი Apr 1 2011, 23:09
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 280
რეგისტრ.: 18-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.youtube.com/watch?v=luEaR3Tj1yk
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Nov 2 2011, 14:06
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,740
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საინტერესო ფოსტია დიდი მადლობა ავტორს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Jul 20 2012, 23:44
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mda
პოსტი Nov 18 2012, 16:06
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 5-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



იხვზე ან ბატზე მცირეკალიბრიანებით, მაგალითად ე.წ. გეკოთი რომ ვინადიროთ ხო შეიძლება, კანონთან ან მორალთან ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში?

იხვზე ნანადირევი არა ვარ და გამოცდილების აზრი მაინტერესებს... რამდენადაც ვიცი ბატზე ნადირობისას მთავარი სირთულე სასროლ მანძილზე მიახლოებაა და გეკო გადაჭრიდა მაგ პრობლემას ჩემი აზრით...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 18 2012, 16:48
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,081
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mda
კანონით არ არის აკრძალული. ცოტა საშიშია უბრალოდ და დიდი ყურადღება გინდა. გაითვალისწინე რომ წყალი 90% რეკოშეტს აძლევს 22 იანს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mda
პოსტი Nov 18 2012, 19:03
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 5-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



კი რეკოშეტს რომ აძლევს ეგ მაქვს კიდეც ნანახი წყალზე, ერთხელ წყლის დონიდან 20-25 მეტრით მაღლიდან (ანუ საკმაოდ დიდი დახრის კუთხე ქონდა) ვისროლე წყლის მიმართულებით და მაშინ გააკეთა რეკოშეტი და წყლის დონიდან რომ ისვრი მაშინ რას იზამს წარმომიდგენია. რა მანძილზე მიფრინავს 22-იანი ხომ არ იცით? ან მომაკვდინებელი ძალა რა მანძილზე აქვს, ნუ რა თქმა უნდა გააჩნია იარაღს, მაგრამ საშუალო მონაცემი მაინტერესებს მაინც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Zhorika
პოსტი Nov 19 2012, 12:10
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 237
რეგისტრ.: 25-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



0.22 1.5კმ ზე ინარჩუნებს სოცოცხლის და/ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ენერგიას. ესე ეწერა ძველი რუსული ვაზნები რომ

გამოდიოდა იმ ყუთს. პრაქტიკაში არ ვიცი შესაძლოა ცოტა ნაკლებზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Nov 19 2012, 20:35
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mda

მორალურად მართალი იქნები თუ ეგრევე თავში რეხვებ და ბევრს არ აწვალებ newsmile05.gif ეს ხუმრობით.

ჩემთვის პირადად მაგარი აზარტულია მაგ ტიპის ნადირობა, ტოზ-8 მაქვს და ოპტიკური სამიზნით აღჭურვის პროცეში ვარ, იხვზე და , უფრო ბატზე მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ, მაგრამ მართლაც საშიში იარაღია, წყალზეც და ტოტებზეც "ისხლიტავს" ტყვიას, ასე რომ ყურადღებით!

წარმატებები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Nov 20 2012, 08:03
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(LeoTaso @ Nov 19 2012, 21:35) *
mda
იხვზე და , უფრო ბატზე მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ


კი თუ მანძილმზომი გაქვს, სხვა შემთხვევაში 90 % აცილებაა 100 მეტრს იქეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Nov 20 2012, 08:31
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ციტატა
მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ

ხალხო რას ამბობთ კაცო, გამაგიჟებთ თქვენ მე, 100-150 მეტრი თითქმის სნაიპერების სამუშაო მანძილია 7.62 ტყვიით D.gif ნუ ცოტა მეტია, მაგრამ გეკოს ტყვიის 150 მეტრზე გარტყმის შანსი 0-ს ტოლია, მაშინ სროლისათვის იდეალური პირობები უნდა გქოდეს, ქარი, ტემპერატურა, ტენიანობა, და ასე შემდეგ, ამას + ის იხვი იქნება თუ ბატი წყალზე დაცურავს, ხომ არ გაგიჩერდება მოდი მესროლეო? მისი ცურვის სიჩქარეც გასათვალისწინებელია, ასე რომ ამდენი რამეა გასათვალისწინებელი ოპტიკით სროლისას, გეკოს ტყვია ძალიან მსუბუქია და წარმოიდგინეთ ოდნავმა ნიავმა რომ დაუბეროს სად წავა ტყვია 150 მ-ზე რომ ისვრი? მაქს 50-60 მეტრზე იყოს გეკოს ეფექტური სამუშაო მანძილი ჩემი აზრით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Nov 20 2012, 08:58
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012, 09:31) *
ხალხო რას ამბობთ კაცო, გამაგიჟებთ თქვენ მე, 100-150 მეტრი თითქმის სნაიპერების სამუშაო მანძილია 7.62 ტყვიით D.gif ნუ ცოტა მეტია, მაგრამ გეკოს ტყვიის 150 მეტრზე გარტყმის შანსი 0-ს ტოლია, მაშინ სროლისათვის იდეალური პირობები უნდა გქოდეს, ქარი, ტემპერატურა, ტენიანობა, და ასე შემდეგ, ამას + ის იხვი იქნება თუ ბატი წყალზე დაცურავს, ხომ არ გაგიჩერდება მოდი მესროლეო? მისი ცურვის სიჩქარეც გასათვალისწინებელია, ასე რომ ამდენი რამეა გასათვალისწინებელი ოპტიკით სროლისას, გეკოს ტყვია ძალიან მსუბუქია და წარმოიდგინეთ ოდნავმა ნიავმა რომ დაუბეროს სად წავა ტყვია 150 მ-ზე რომ ისვრი? მაქს 50-60 მეტრზე იყოს გეკოს ეფექტური სამუშაო მანძილი ჩემი აზრით


182 მეტრში კაჭკაჭი მოვკალი პირველივე სროლით.
ნიავის პირობებში. იარაღი marlin 980 ვარმინტი, 22 lr ოპტიკა shirstone 4X32, ტყვია ვინჩესტერი ტ 22, სტანდარტულ სიჩაქრიანი. მანძილმზომი 250 დოლარიანი ბაშნელი.
ვერ ვიტყვი რომ სუფთადგამიმართლა, ვერც იმას რომ 10-დან თუნდაც 8 გავაკეთებ ნებისმიერ დროს newsmile05.gif
წყნარ ამინდში, 150 მეტრამდე , მანძილმზომით და ოპტიკით შესაძლებელია ნადირობა, თუ ოპტიკასთნ მუშაობა გეკერკება და შენ იარაღშ კარგად იცნობ newsmile05.gif
რაც შეეხება სნაიპერების სამუშაო მანძილს 100-150 მეტრს ერთი 3-ჯერ მაინც ცდება.
პ.ს ბოდიშით ოფიზა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 12:52