ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 11:33
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები:

1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას.

2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები.

3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული.
თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი.

ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 13 2011, 18:21
პოსტი #2


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ძალიან საინტერესო ინფოა. დიდი მადლობა.

და ხელოვნურ წყალსაცავებზეც ვრცელდება ეგ ამბავი ?? ჟინვალი, სიონი და ა.შ. ? თუ მარტო ბუნებრივზე ??
თუ სისულელე ვიკითხე ეხლა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Jul 13 2011, 18:53
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



კარგი სტატიაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 13 2011, 19:11
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Caldera

საინტერესოა, თუ კომპეტენტური ხარ მაგ საკითხებში, იქნებ უფრო განგევრცო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 19:51
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(გიორგი @ 13th July 2011 - 19:21) *
და ხელოვნურ წყალსაცავებზეც ვრცელდება ეგ ამბავი ??


ციტატა(გიორგი @ 13th July 2011 - 19:21) *
თუ სისულელე ვიკითხე ეხლა ?


პირიქით, კარგი კითხვაა newsmile05.gif


რათქმაუნდა ხელოვნურზეც ვრცელდება, როგორც ასეთი მდინარეს დიდი რაოდენობით ნატანი მასალა შეაქვს წყალსაცავში და აგროვებს, დროთა განმავლობაში კი წყალსაცავი პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება (ექსპლუატაციის ვადა გასდის).

მაგრამ სულ სხვა საქმეა მაშინ როცა ტბა სიბერის სტადიაშია და ამ დროს ხელოვნურად ვასაზრდოვებთ, ასე ვთქვათ სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ მაგრამ წყლის ევტროფიკაციის პროცესს წინ ვერ აღვუდგებით. მართალია გამოყენების თვალსაზრისით ტბის ხელოვნური არხით კვება გამართლებულია მაგრამ წყალი იმ დონეზეა ევტროფიცირებული რომ იხტიოფაუნა საჭმელად ვარგისი არაა და მაინცდამაინც ირიგაციის თვალსაზრისითაც არაა მისი გამოყენება გამართლებული მაგრამ ამ უკანასკნელზე მოდის მაინც დიდი დატვირთვა.

nikoloza_migina

სმაილებს ჯობდა რამე საინტერესო დაგეწერა newsmile05.gif


ციტატა(Davitus @ 13th July 2011 - 20:11) *
საინტერესოა, თუ კომპეტენტური ხარ მაგ საკითხებში, იქნებ უფრო განგევრცო


კითხვა დასვი და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Deutschland
პოსტი Jul 13 2011, 22:23
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 398
რეგისტრ.: 16-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაშინ მე როგორ ცვატყობ თბილისის ზღვა ჯერ ახლგაზრდაა და გლდანის ტბა უკვე სიბერეშია და მალე დაშრება ხო? newsmile05.gif

(ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაპატიეთ)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 13 2011, 22:51
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



აბა მაშინ ფაქტიურად ჩვენს ონკანებში შხამი მოდის ეხლა :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 08:49
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(misterio @ 13th July 2011 - 23:23) *
გლდანის ტბა უკვე სიბერეშია და მალე დაშრება ხო?


როცა ხელოვნურად გაჭრილი არხით ვასაზრდოვებთ ტბას ამით მას სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ მაგრამ რაღაც გარკვეული ვადით newsmile05.gif

ციტატა(გიორგი @ 13th July 2011 - 23:51) *
აბა მაშინ ფაქტიურად ჩვენს ონკანებში შხამი მოდის ეხლა :(


წყალი ხომ სპეციალურ დამუშავებას გადის და მხოლოდ ამის მერე მიეწოდება მოსახლეობას (მაგიტომაც არ აქვს მერე გემო)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Deutschland
პოსტი Jul 14 2011, 10:34
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 398
რეგისტრ.: 16-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



და საშუალოდ ეს პროცესი რამდენხანს გრძელდება ბუნებრივ ტბებზე სადაც არაა ხელოვნურად გაჭრილი არხი.

ანუ დაბადებიდან დაშრობამდე..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 10:38
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(misterio @ 14th July 2011 - 11:34) *
და საშუალოდ ეს პროცესი რამდენხანს გრძელდება ბუნებრივ ტბებზე სადაც არაა ხელოვნურად გაჭრილი არხი.

ანუ დაბადებიდან დაშრობამდე..


გარემო პირობებზეა დამოკიდებული ასევე წყალმცენარეებზე რომლებიც ტბაში თუ მის მიდებარე ტერიტორიაზე არიან წარმოდგენილნი და რაღათქმაუნდა საზრდოობა (ვგულისხმობ ბუნებრივს - ატმოსფერული ნალექები, გრუნტის წყლები, მყინვარული თოვლის ნადნობი წყლები და ა.შ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ტბების არსებობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Deutschland
პოსტი Jul 14 2011, 10:40
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 398
რეგისტრ.: 16-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო ნუ აი სტანდარტულად ხო იქნებოდა დაკვირვება ან მეცნიერების მიერ გამოკვლეული ... ისე საშუალო ხო იქნება შემუშავებული და ეგ მაინტერესებდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 10:47
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(misterio @ 14th July 2011 - 11:40) *
ხო ნუ აი სტანდარტულად ხო იქნებოდა დაკვირვება ან მეცნიერების მიერ გამოკვლეული ... ისე საშუალო ხო იქნება შემუშავებული და ეგ მაინტერესებდა


სიმართლე გითხრა ტბის არსებობის ზუსტი ასაკი არსად შემხვედრია. ყველა ტბა ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც გენეტური ტიპით ასევე საზრდოობით, წყლის ქიმიური შედგენილობით, გამდინარეა თუ გაუმდინარი, წყალმცენარეულობით, ფსკერის რელიეფით, სიღრმით, სარკის ფართობით, წყლის მარილიანობის მაჩვენებლით (აღნიშნავენ ‰-ით), შეფერილობით, წყალში სინათლისა თუ ბგერის გავრცელებით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 14 2011, 10:53
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Caldera @ Jul 14 2011, 09:49) *
წყალი ხომ სპეციალურ დამუშავებას გადის და მხოლოდ ამის მერე მიეწოდება მოსახლეობას (მაგიტომაც არ აქვს მერე გემო)



ამის შესახებ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა ჩემით დავამატო , დედაქალაქს მიეწოდება წყალი 2 ხაზით 1) თბილისის ზღვა
2) ბულაჩაური


თბილის ზღვა იმდენად დაბინძურებულია რომ მისი გასუფთავება 100 % ვერ ხერხდება , მისი ფილტრაცია ხდება ქვიშისა და ნახშირის ფილტრებში , მაპრიალებელსა და ოსმოსის პრინციპით , რომლებიც აცლიან მარილებსა და სხვა აქტიურ ნივთიერებებს რაც პრინციპში საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის თუმცა ღა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ზღვისა თუ ტბაში ანდა მდინარეში არის ის ნივთიერებები რომლებიც 50% არის ჯანმრთელი ნივთიერება და აჯანსაღებს დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას ადამიანის ორგანიზმში , დავუბრუნდეთ ფილტრაციას ამ ორი ფილტრი ს შემდგომ ხდება გაპრიალება ანუ იგივე გაკრისტალიზირება წყლის რათა საბოლოოდ ჩაკლას ყველა ნივთიერება მაგრამ რაც ყველაზე სამწუხარო ისაა რომ თუ დააკვირდებით ონკანიდან წამოსულ წყალს აქვს თეთრი შეფერილობა ეს არის ქლორი და მეტ ნაკლებად სიჭარბე მარილების რომელთა დაშლაც 95% შესაძლებელია ... გემო შესაძლებელია არ ქონდეს მაგრამ "პიშევოი ქლორის " კონცენტრირებული ნაერთები ჩვენთვის უცნობია და დანამდვილებით არ ვიცით თუ რა დოზითა და რა შერევით ემატება გაფილტრული წყლის სრულ რაოდენობას ..


Caldera

ჩემის აზრით მართლაც ძალიან კარგი თემაა , ბევრმა ადამიანმა არც იცის ეს , კარგი აზრია ამ ინფორმაციის მიწოდება , რითაც შევძლებ ინფორმირებაში მოგეხმარები ეკოლოგიის საკითხებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ სპეციალობიდან გამომდინარე newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Deutschland
პოსტი Jul 14 2011, 11:07
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 398
რეგისტრ.: 16-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



არადა მე ვიცი რომ მიუხედავათ ბინძური ადამიანებისა თბილისის ზღვა ძალიან სუფთაა მთლიანობაში.. და ბევრი ქლორიც არ ესაჭიროება newsmile05.gif ვინაიდან წყალი ონკანში სუფთა და გამჭირვალე მოდის და თბილისის სხვა უბნებში სადაც არაა მისი წყალი მთლიანად თეთრი ქლორით გატენილი წყალია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 11:12
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AJLTA3AP @ 14th July 2011 - 11:53) *
ჩემის აზრით მართლაც ძალიან კარგი თემაა , ბევრმა ადამიანმა არც იცის ეს , კარგი აზრია ამ ინფორმაციის მიწოდება , რითაც შევძლებ ინფორმირებაში მოგეხმარები ეკოლოგიის საკითხებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ სპეციალობიდან გამომდინარე


გაიხარე newsmile05.gif

ციტატა(misterio @ 14th July 2011 - 12:07) *
არადა მე ვიცი რომ მიუხედავათ ბინძური ადამიანებისა თბილისის ზღვა ძალიან სუფთაა მთლიანობაში..


ზღვას ახასიათებს თვითგაწმენდის (თვითაღდგენის) უნარი მაგრამ თუ ადამიანმა თავისი საქმიანობა არასწორად წარმართა შეიძლება ზღვამ ეს უნარი დაკარგოს რაც დამღუპველად აისახება წყლის ხარისხის მაჩვენებელზე, იხტიოფაუნაზე და წყალმცენარეულობაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th December 2019 - 01:47