მდევარის გეშვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მდევარის გეშვა
aragveli
პოსტი May 30 2011, 22:52
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



newsmile090.gifგადავხედე და ეს თემა არ არსებობს მგონი ფორუმზე, ახლა მე დავწერ იმას რაც მე ვიცი და გამოცდილება მაქვს და დანარჩენი რასაც ჩათვლით რომ არ ვარ მართალი, ან რაიმე გამომრჩა ვიმსჯელოთ და დავამატოთ ნელ -ნელა.
მოკლეთ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რომ ,მდევრის გეშვა ,მეძებრის გეშვა არ არის და გაცილებით მეტ ძალისხმევასთან ერთად გამოცდილებას მოითხოვს, თუმცა მთავარი მონდომებაა და მოწადინებული ადამიანისთვის მიუხწეველი არაფერია , ადამიანს ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს , ან არ გაჩნია შესაბამისი დრო და პირობები თავი უნდა შეიკავონ მდევრის აყვანისგან.
მოკლეთ გადავწყვიტეთ ლეკვის აყვანა, შევარჩიოთ აუცილებლად ჯიშიანი, მუშა მშობლების ლეკვი, უმჯობესია თავად გახვიდეთ და მშობლების საველე თვისებები ტყეში შეამოწმოთ. მოკლეთ ლეკვის არჩევა მგონი განხილულია შესაბამის თემაში და აგარ გავჩერდები, პირველ რიგში ლეკვს ვაჩვევთ საყვირის ხმაზე, ყოველი ჭამის წინ ,საყვირით ვეძახით და შემდეგ ვაჭმევთ, გვახსოვდეს რომ მოტყუება არ შეიძლება და თუ საყვირით მოვუხმობთ სასმუსნავითაც უნდა დავაჯილდოვოთ, ასე თანდათან საყვირზე რეაგირება რეფლექსში გადადის და შემდეგ შესაძლოა დევნასაც კი დავანებებინოთ ძაღლს თავი ამ მეთოდით.
სადღაც სამი თვიდან ვიწყებთ ბუნებაში სეირნობას და შინაურ პირუტყვთან შეჩვევას, დავიმახსოვროთ რომ მდევარი რომელიც შეჩვეული არ არის შინაურ პირუტყვს, შემდეგ ნადირობისას დიდ პრობლემებს შეიძლება წაწყდეთ. მდევარი რომელიც ერთხელ მაინც გაგუდავს შინაურ პირუტყვს მერე ამას თითქმის ვეღარ გადაჩვევთ. სადღაც სამი თვიდანვე ვიწყებ ხოლმე შინაურ კურდღელზე ვარჯიშს, დავიმახსოვროთ რომ გალიაში ნაჯდომი კურდღელი არ გამოგვადგება, საჭიროა ბოსტანში თავისუფლად გაშვებული, მფრთხვალი კურდღელი. ვარჯიში შესაძლოა კვირაში მხოლოდ ორჯერ, კურდღელი გავუსვათ წინასწარ და ვეცადოთ კვალით დავაინტერესოთ ლეკვი და თავისით იპოვნოს. დავიმახსოვროთ შინაური კურდღელით ძაღლს ვერ დავგეშავთ ეს მხოლოთ ვარჯიშია და ტყეში ტარებისას იმის წინა პირობა რომ ძაღლი გარეული კურდღლის კვალმაც დაინტერესოს . უმეტეს შემთხვევაში ამართლებს და ამ მეთოდით ნავარჯიშები ჩემი ყველა მდევარი, პირველივე გაყვანაზე იწყებდა კურდღლის კვალზე ჩალიჩს, სადღაც 9 თვიდან ვიწყებ ინტენსიურ გეშვას , არ უნდა გავუშვათ ხელიდან არცერთი ჩვენთვის სასურველი ამინდი ,უნდა გადავდოთ ყოველგვარი საქმე და ძაღლით გათენებას ტყეში შეხვდე. საგეშად ყველას გაზაფხული სჯობია, დაუშვებელია გეშვა ღამით და თოვლიან კვალზე. მდევარს პირველ რიგში ვგეშავთ კურდღელზე.
ახლა ორიოდე სიტყვით კურდღელზე, უნდა გვახსოვდეს რომ ზამთარში უმეტეს წილად მზის გულს მზვარე ადგილებს ირჩევს დასაწოლად და პირველ რიგში სწორედ ეს ადგილები უნდა მოვაჩხრეკინოთ ძაღლს, ზაფხულში კი სოფლის ახლოს ,ხორბლისა და სიმინდის ნათესებშია გამოსული. ვიტყვი ორიოდე სიტყვით ამინდზე ,საუკეთესოდ მიმაჩნია წინა დღის ნაწვიმარი, ოდნავ ნისლიანი, ტენით გაჟღენთილ ჰაერიანი, გაზაფხულის წყნარი დილა. თავი შევიკავოთ მდევარის გეშვისგან, ქარიან, წვიმიან, გვალვიან ამინდში. გათენებას ძაღლთან ერთად ვხვდებით იმ ადგილებში სადაც კურდღელი გვეგულება, ხო ძაღლი აუცილებლად თასმით მიგვყავს და არა გაშვებული სანადირო ადგილამდე, გაშვებული ძაღლი მიუშვით ,თავის ნებაზე თვალს რომ მიეფარება ძახილი არ დაუწყოთ, დაძახება მხოლოთ იმ შემთხვევაში თუ დანახული ნადირის კვალზე აყენებთ და აუცილებლად ერთი რომელიმე ამოჩემებული შეძახილით, გვახსოვდეს რომ მდევარი ყველაზე ხშირად კურდღლის კვალს, შესაძლოა მინდორზე წაწყდეს სადაც კურდღელი ღამით იჯდა.თუ შევატყეთ რომ ძაღლი კვალმა დაინტერესა , შეძახილებით გაახალისეთ და დაეხმარეთ კვალის გატანაში, კვალს არ მოაცილოთ. და აი წამოაგდო კურდღელი, გამოუცდელი ძაღლი როგორც წესი მას მალევე კარგავს აი აქ არის ზუსტად ყველაზე საჭირო გამოცდილება, საერთოდ უნდა ვეცადოთ დევნის ეპიცენტრში ვიმყოფებოდეთ ყოველთვის, მივდივართ იმ ადგილას სადაც ძაღლმა დაკარგა კურდღელი, როგორც წესი სადაც კვალი წყდება იქიდან უკან უნდა წამოვიდეთ ერთი 10 მეტრა და მარჯვნივ ან მარცხნივ გადამხტარის კვალი გავახლებინოთ ძაღლს ნელ ნელა წრები ვურტყათ და წრები ნელ -ნელა გავზარდოთ, არავიტარ შემთხვევაში არ მოაცილოთ, პირველივე დაორკვალებულზე ძაღლი კვალს და სხვა კურდღლის საძებრად არ გაუშვათ, გვახსოვდეს რომ მოკლული კურდღლის ნახება კი არ გეშავს ძაღლს ,ძაღლი დევნაში იგეშება და თქვენ კურდღლის მოკვლით ხშირ შემთხვევაში დათვურ სამსახურს უწევთ მას, იბადება ერთი კითხვა მარტო ვატარო ლეკვი თუ დაგეშილ ძაღლთან ერთად? ყოველთვის ვამჯობინებ მარტო ტარებას და ყველაფერში თავისით გარკვევას, თუ ძაღლთან ერთად გაგვყავს, უნდა ძალიან მაგარი მუშა მდევარი შევარჩიოთ , უნდა გვახსოვდეს რომ რამდენათაც კარგ თვისებებს იღებს მისგან ლეკვი ,იმდენადვე იღებს ცუდსაც, კვირაში ეცადეთ ერთი დღე კარგ მდევართან ერთად გაიყვანოთ შემდეგი 2 გაყვანა კი მარტო.
გასულ ძაღლს დაველოდოთ იმ ადგილას სადაც ბოლოს გვნახა, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ ძაღლი ტყეში და თავად სახლში წამოხვიდეთ, თორემ მეორეთ თავად ძაღლი აღარ მოგძებნით და დაგელოდებათ სახლში. ვეცადოთ გაყვანილი მდევარი მთელი დღე ვამუშავოთ და ერთი დევნის გაკეთების შემდეგ სახლში არ წამოვიდეთ, ვაპოვნინოთ მეორეც. მოვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ძაღლი შვლებს შეიძლება გადაეყაროს, ყოფილა შემთხვევები როდესაც, ძაღლი 2 წლის ასაკამდე არ გახსნილა და მერე გახსნილა და საკმაოდ კარგი საველე თვისებები უჩვენებია, საერთოდ მდევარი ჩემი დაკვირვებით 3 წლამდე უმატებს და უმატებს მუშაობას, თავიდან გაყვანისას ლეკვი უმეტეს შემთხვევაში შაშვებს დასდევს და უყეფს ასევე ტყის ქათამსაც , ამაზე ნუ შეშფოთდებით მთავარია ნუ მოუკლავთ და შემდეგში როდესაც მიხვდება რა ევალება და მუშაობას დაიწყებს, თავად შესშვება, საერთოდ კი შაშვების დევნისას დიდია ალბათობა რომ კურდღელი წამოუხტეს და გახსნას ლეკვი. ორიოდე სიტყვას ვიტყვი პარაში გეშვაზე, არ მიმაჩნია მიღებულად ორივეს ერთად გშვა, უნდა ვატაროთ შენაცვლებით და ცალ-ცალკე დავგეშოთ თორემ შემდეგში ერთ -ერთის დაკარგვის შემთხვევაში, მეორემ შესაძლოა უარი თქვას ნადირობაზე, თანაც კურდღლის კვალს ორინი ყოველთვის ურევენ ერთმანეთს და ისე კარგად ვერ გაერკვევიან როგორც მარტო. საჭიროა გვახსოვდეს რომ დევნისას დიდ ენერგიას ხარჯავს და ამ დროს ძლიერი კვება სჭირდება ძაღლს. მოკლეთ შესაძლოა რაიმე გამომრჩა, მერე მივამატოთ. გისურვებთ წარმატებებს გეშვისას. newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
შადი შამოდი
პოსტი May 31 2011, 09:10
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



საქმე ეხება გეშვის პერიოდს და პირველ სეზონს. ზემოთ რაც თქვი, მაგ შემთხვევების მიზეზი კი მეორე კურდღლის ვერმოძებნა კი არ არის, არამედ კვალის სიძველე. ამიტომ საგეში მდევარი ნელ-ნელა დილის გაყვანებიდან შუადღისკენ უნდა გადავაჩოჩოთ თანდათან, ანუ უფრო გვიან და გვიან გავიყვანოთ ტყეში, რათა 3-4 საათის ნაცმუცნავის კვალიდან საძილე კვალზე გასვლა და მერე ნადირის პოვნა ისწავლოს, ოღონდ პირველ-მეორე სეზონზე, თან თუ მარტო დაგყავს ძაღლი, მით უმეტეს, ყოველთვის უნდა ეცადო , რომ მხოლოდ ერთი და იგივე კურდღელს სდიოს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- aragveli   მდევარის გეშვა   May 30 2011, 22:52
- - შადი შამოდი   ციტატა(aragveli @ May 30 2011, 23...   May 30 2011, 23:17
- - Davitus   aragveli ეჰჰ ალიკ ალიკ... ...   May 30 2011, 23:31
- - ჰერცოგი997   ეუ ამას რა წაიკითხ...   May 31 2011, 00:29
- - aragveli   კომპიუტერთან მიმა...   May 31 2011, 07:15
- - შადი შამოდი   საქმე ეხება გეშვის...   May 31 2011, 09:10
- - Zhorika   aragveli ძალიან საინტერ...   May 31 2011, 09:35
- - aragveli   კარგია მარა თავისე...   Jun 5 2011, 11:51
- - შადი შამოდი   რეალობა ასეთია და ...   Jun 5 2011, 21:16
- - aragveli   კი ასეა, ცუდი მონაც...   Jun 5 2011, 21:52
- - შადი შამოდი   კი, ქოფაკებიც იგეშ...   Jun 5 2011, 21:58
- - aragveli   აბა მე საკუთარი ძა...   Jun 5 2011, 22:03
- - ODZELA   ჩვენი მუღამი ჩვენი...   Jun 5 2011, 22:23
- - aragveli   შაშვს რო მოუკლავ ა...   Jun 5 2011, 22:30
- - ODZELA   ხო საიტს არ დავასა...   Jun 5 2011, 22:36
- - aragveli   ესეთი ხალხი შესაძლ...   Jun 5 2011, 22:43
- - aragveli   ერთი ნიუანსი გამომ...   Jun 9 2011, 21:50
|- - kupra   ციტატა(aragveli @ Jun 9 2011, 22...   Jul 2 2011, 19:24
- - ako jangira3   მარტალი ხარ ალეკო ...   Sep 26 2011, 15:13
- - შოთა.03   aragveli ალე შენ გაიხარ...   Sep 26 2011, 17:35
- - aragveli   გაიხარე შოთა, მადლ...   Sep 26 2011, 19:14
- - შოთა.03   aragveli ციტატა(aleksandre @ 26t...   Sep 26 2011, 22:38
- - kupra   გონჩის დაგეშვაც ერ...   Sep 27 2011, 01:08
- - Davitus   შოთა.03 სეტერი ხო დო...   Sep 27 2011, 01:27
- - შოთა.03   Davitus ციტატა(Davitus @ 27th Se...   Sep 27 2011, 09:13
- - შუკა   მეც მინდა რუსული ...   Sep 27 2011, 13:07
|- - kupra   ციტატა(შუკა @ Sep 27 2011...   Sep 27 2011, 17:05
- - შუკა   ლაშა კი მაგრამ სულ...   Sep 27 2011, 17:47
- - datiko kalduna   ბიჯო ალე კაი ლეკვი...   Mar 7 2012, 19:58
- - aragveli   ციტატა(datiko kalduna @ Mar 7 201...   Mar 7 2012, 20:03


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2019 - 03:48