BLASER F3 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
Bone
პოსტი Jan 15 2010, 16:51
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



...საიარაღო ფირმა ბლასერი ცნობილია როგორც შაშხანების და ზოგადად ხრახნილლულიანი იარაღის საუკეთესო მწარმოებელი მსოფლიოში(დღეს დღეობით ბერნარდ ნობელის ხელმძღვანელობით) მაგრამ, ფირმის ღირსების და კონკურენციის მიზნით ბლასერმა შექმნა არაჩვეულებრივი მოდ. F3-ი



დღეისათვის თითქოს შექმნილი და მიღწეულია სრულყოფილება ბოკფლინტების ზოგად სტანდარტში, გაუმჯობესება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ ბრძოლა რჩეულ კომპანიებს შორის მაინც გრძელდება. სხვადასხვა ფირმების ახალ -ახალი მოდელები ხშირად გავს ერთი მეორეს და მათ შორის სხვაობა თითქოს არაა...სწორედ ასეთ მომენტებში გამოჩნდე ხოლმე F3-ის მსგავსი ქმნილებები, რაც უდიდე ემოციებს იწვევს ამ კატეგორიის იარაღის მოყვარულთა შორის.
როდესაც ბლასერი F3-ს უშვებდა მთავარ ამოცანას წარმოადრენდა ტრადიციული ღირებულებების და თანამედროვე მიღწევების გაერთიანება. გარდა ამისა მრავალი სპოორცმენის შეხედულება იყო გათვალისწინებული...
F3 ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ბოკფლიბნტად მოგვეჩვენოს მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ აშკარა ნოვაციებს და დიზაინურ სიახლეებს.
F3-ის კალაპოტის სიმაღლე 6,15 სანტიმეტრია რაც ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფის კალაპოტზე ცოტათი მაღალია



F3 ასე ვთქვათ ქვეყანას მოევლინა 2004 წელს
სასხლეტ დამცემი მექანიზმი სწრაფად მოსახსნელია. დასხლეტიდან ფისტონის დარტყმამდე დრო 18 მილიწამს შეადგენს(თავის მსგავსებში უსწრაფესია) ერთსასხლეტიან სისტემაში მეორე გასროლა არაა დამოკიდებული პირველის უკუცემაზე მისგან დამოუკიდბლად ხდება. საბრძოლო ზამბარები სპირალური ფორმისაა და მათი კოპნსტრუქცია ისაა ჩამოყალიბებული რომ გატეხვის შემთხევაშიც აგრძელებს მუშაობს უპრობლემოდ. სასხლეტის დაწოლის ძალა 1 400გრამია. ლულების თანმიმდევრობის სელექტორი სასხლეტის წინაა მოთავსებული. ასევე თოფის ფუნქციებში ჩართული სასხლეტის ადგილმდებარეობის ცვლა , ინდივიდუალური მორგებისთვის, სასხლეტი გადაიწევა წინა და უკანა მიმართულებით, მსროლელი ფალანგის სიგრძის მიხედვით.


ეჟექტორეის სისტემა ისეა დაპროექტებული რომ როდესაც ზამბარა ურტყამ ფისტონს ის ამავდროულად ააქტიურებს ეჟექტრორს, რომელიც მხოლოდ გასროლის შემდეგ ჩაირთვება და შესამაბისად მხოლოდ გასროლილ ლულას ემახურება. თოფის შენახვის დროს ზამბარა დაშვებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, ეჟექტორი აბსოლურირად არიგრძნობა თოფის დაკეტვის დროს.


ტობჟირი ენსონის სიტემის ჩამალული ბერკეტითაა.
ბლასერს გააჩნია უკვე დაპატენტებული ბალანსირების სისტემა , კონდახში მოთავსებულია ღერძი რომელიც მაგრდება კალაპოტზე, ამ ღერძზე ჩამოცმულია ცილინდის(ეხრახნება და სურვილის მიხედვით მობილურია) ფორმის ორი სიმძიმე საერთო მასით შეიძლება იყოს 200 გრამამდე, ანუ ბალანსის პრობლემა გადაწყვეტილია ბოლომდე. ასეთივე ხელოვნური ბალანსები მოყვება ლულაბსაც...



საკონდახე მასალა დაყოფილია 11 დონედ, სერიულ თოფებში გამოიყენება II დონის კაკალი. (გარკვ. მიზეზების გამო ფოტოების განთავსების ადგილი აღარაა)
F 3 ორი ძირითადი ფერის კალაპოტით გამოდის შავი და რუხი



გრავირების დონე სტანდარტიდან პრემიუმ კლასამდე ნებისმიერი შეიძლე იყოს:


დამცავი განსაკუთრებული ყურადღებითაა დამზადებული, თოფის უჩვეულო ვიბრაციის ან მითუმეტეს დავარდნის დროს მცველი ავტომატურად ბლოკავს ჩაქუჩებს.


ბლასერ F3-ში გამოყენებული ე.წ. ტექნიკა ტრიპლექსი ესაა:
ჭურვის დიდი საწყისი სიჩქარე
მცირე უკუცემა
ძალიან თანაბარი სიბურჯღლე

ეს ფაქტორები გამოწვეულია ლულების გაბურღვის სიტემით ''ოვერბორი'' სადაც ლულის ცენტრალური მონაკვეთი მკაცრად 18,65მმ-ია. გარდამავალი კონუსი სავაზნიდან ლულაში 2,5 გრადუსია.
სავაზნე ყოველთვის 76 მმ,
ლულის სიგრძე უმეტესად 76 სმ
ლულები აღჭურვილია მობილჩოკებით, რომლის საშუალებით ფოლადის საფანტის სროლაა შესაძლებელი.
ჩოკების ზომებია:ცილინდრი 0,000მმ; 0,125მმ ;0,250მმ ;0,380მმ ;0,500მმ ;0,625მმ; 0,750მმ ;0,850მმ ;1,050მმ.


სამიზნე თამასა ე.წ. პერსექტივით, საწყისი 10,5მმ ლულის ბოლოში 8,5 მმ. ამავდროულად თამასა ვენტილაციის ფუნქციითაა.
სამიზნე კორა ბოჭკოვანი ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. (სანადირო F3-ს აქვს მონიკელებული ვერცხლის, კლასიკური კორა)



მიუხედავად ლულების სიგრძისა ბლასერს შუძლია მათი წონა თანაბარი დატოვოს, ლულის კედლების ხარჯზე, ასეთი სისტემი ლულების გაბურღვა გამოიყენება ძირითადად პომპლექტში სხვა ყალიბის ლულების შემთხვებვაში ან მათი შეკვეთისას.
F3 გამოდის ყველა სპორტული დისციპლინისათვის.
F3 სპორტინგისთვის Competition sporting
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე:71 სმ; 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა: 3,600გრ
კონდახი მაღალი ზურგით, სპორტინგისათვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 სასანგრე სტენდისთვის Competition trap
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა:ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700 გრ
კონდახი :''მონტე კარლო'' სასანგრე თოფებისთვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 მრგვალი სტენდისთვის SKEET
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 71სმ ; 74სმ ; 76 სმ.
თამასა: 10,5 მმ სიგანის
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700
ამერიკული SKEET -სთვის თოფს შეიძლებ მოყვეს ნებისმიერი სხვა კალიბრის ლულა, რომელიც 12კალიბრის ლულაში შიგნით იხრახნება ყოველგვარი ზედმეტი ხელსაყსოს დახმარებით, ჩოკების სახრახნით.
დამატებითი ლულების კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 20/76 ; 28/76; 410/76

F3 ამერიკული ტრაპისთვის(ამერიკული ტრაპი დისციპლინაა სადაც მხოლოდ ერთი გასროლაა შესაძლებელი)
სვაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ
წონა: 4 000გრ
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
მოდელი გამოირჩევა მაღალი სამიზნე თამასით და ერთი ლულით.

აგრეთვე , ზემოთ ხსენებული მოდიფიკაციების თოფების კონდახი სურვილის მიხედვით შეიძლება აღჭურვილი იყოს ინდივიდუალური მორგების სისტემით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Veshapo
პოსტი Oct 4 2010, 18:21
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 11-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიიიიიიიიიიიიიყვარს ეს თოფი kiss.gif kiss.gif kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 4 2010, 20:02
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Oct 4 2010, 21:22
პოსტი #4


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Bonehill
ბარემ ,,კანტროლკაც" გააკეთე, ანუ ფასი გვითხარი newsmile093.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 4 2010, 21:57
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



შალვა

3500 ევრო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Oct 4 2010, 22:41
პოსტი #6


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(geojorjika @ 4th October 2010 - 22:57) *
3500 ევრო

ტრუპი ვარ newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 5 2010, 00:14
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ, BLASER-ს ზოგი კიტხულობს და მოიხსენიებს როგორც "ბლეიზერი" "ბლეისერი" რაც არასწორია, BLASER-ი არის გერმანული ფირმა, ამიტომ გამოითქმის როგორც "ბლასერი"


რატომღაც BLAZER (ბლეიზერ)-ის პრონანსთან აიგივებენ ხოლმე, ამერიკულ რევიუებში გამიგია როგორც " ბლეისა" ნუ ეგენი ხო ყველაფერს თავისებურად ამბობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
wudu
პოსტი Oct 5 2010, 11:21
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 9-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძალიან მაგარი კონსტრუქცია აქვს და თანამედროვე ინჟინერიის შედევრია newsmile05.gif

დიზაინიც ძლიან დახვეწილი აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 5 2010, 14:59
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Davitus @ 5th October 2010 - 01:14) *
ნუ ეგენი ხო ყველაფერს თავისებურად ამბობენ

+100000000

ციტატა(geojorjika @ 4th October 2010 - 22:57) *
3500 ევრო

დან ზევით ჩემო კარგო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Oct 5 2010, 15:09
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაგარი თოფებია, რა ღირს სავარაუდოდ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Oct 5 2010, 15:25
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(დემი @ Oct 5 2010, 16:09) *
მაგარი თოფებია, რა ღირს სავარაუდოდ?

ძაან მაგარია მართლა !
ფასი ზევით დაწერეს, მარა 3600-დან 8500 ევრომდეა ამის ფასი გერმანიაში.. newsmile056 (1).gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Oct 5 2010, 15:36
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ინტერნეტში ვეძებ ფასებს, ჯერ ვერ ვნახე, საშუალოდ ალბათ5000 ევრო გამოდის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Oct 5 2010, 16:26
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,788
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მაგარი თოფია ამით მანადირა ეერთი რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Veshapo
პოსტი Oct 5 2010, 19:12
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 11-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰერცოგი997
მანადირა კიარა ნეტა ერთი მასროლინა vava.gif ilcry.gif

მე შარშან მოსკოვში ვნახე ერთი რუსი "ჩემი დეიდაშვილის ნაცნობი" რომელსაც F3 ში 15000$ ჰქონდა მიცემული გერმანიიდან ჩამოიტანა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jul 26 2013, 22:12
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bone
ციტატა(niko @ 15th January 2010 - 17:51) *
დღეისათვის თითქოს შექმნილი და მიღწეულია სრულყოფილება ბოკფლინტების ზოგად სტანდარტში, გაუმჯობესება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ ბრძოლა რჩეულ კომპანიებს შორის მაინც გრძელდება. სხვადასხვა ფირმების ახალ -ახალი მოდელები ხშირად გავს ერთი მეორეს და მათ შორის სხვაობა თითქოს არაა...სწორედ ასეთ მომენტებში გამოჩნდე ხოლმე F3-ის მსგავსი ქმნილებები, რაც უდიდე ემოციებს იწვევს ამ კატეგორიის იარაღის მოყვარულთა შორის.
როდესაც ბლასერი F3-ს უშვებდა მთავარ ამოცანას წარმოადრენდა ტრადიციული ღირებულებების და თანამედროვე მიღწევების გაერთიანება. გარდა ამისა მრავალი სპოორცმენის შეხედულება იყო გათვალისწინებული...
F3 ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ბოკფლიბნტად მოგვეჩვენოს მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ აშკარა ნოვაციებს და დიზაინურ სიახლეებს.


პირველ რიგში ამან მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება newsmile05.gif ძალიან მაგარია !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2019 - 10:57