სიონ-ვიკენდ-რიბალკა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
სიონ-ვიკენდ-რიბალკა, 02 . 06 . 2012
Davitus
პოსტი Jun 5 2012, 09:06
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მონაწილეები:

ჩელე
ვიტო
გოგა
GAJET
Davitus


გადაადგილების საშუალება:

Land Rover Discovery

მგზავრობის დრო:

საათი სჩემტა : ))

დანიშნულების ადგილი:

სიონი

გასვლის დრო:

18:00 დან




მოკლედ, ასე და ამგვარად დაიწყო ეს ამბავი...

იდეაში უნდა იწყებოდეს, გათენდა... გარიჟრაჟდა... დილის 3 ზე გამეღვიძა ან მსგავსი დღის დასაწყისის მაუწყებელი წინადადებები... მაგრამ ეს გასვლა არ გავდა სხვებს

ასე იყო თუ ისე, შაბთი დღის პირველი ნახევარი ისე მიილია, არც კი ვიცოდი რა მექნა და რაღაცეებს კი ვგეგმავდი, სადმე ძუძუებიანებში მაინც მოვაწყობ გასვლას თქო, ნუ მართალია ოთხ ძუძუებიანზე მეტი ვეღარ დავიყოლიე და იმ ფიქრებში ვიყავი მესამე ვიღა ვიპოვო თქო ( ნუ 3-ში და მეტში რომ შანსები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება, ქეც მოგეხსენებათ გამოცდილ ხალხს) თანაც "ოფენ ეარი"-ც მაგრად მიშლიდა ხელს...

ის ის იყო მესამე ნათელი წერტილი მოვნახე კონტაკტებში რომ, ჩელეს ზარი შემოიჭრა ვით მურმანის ეკალი!

მცირედი ...მოიცა გადავურეკავ და მერე გადმოგირეკავს შემდეგ უკვე ჩალაგებულ ჩაბარგებული მანქანაზე ვიჯექი და სულ არ მქონდა ძუძუების აზრი


ესეიგი, დანიშნულების ადგილ საგურამომდე მიღწევის გეგმა ასეთი იყო: მე მივდიოდი >>გოგასთან, გადავჯდებოდი ბარგითურთ თავის მანქანაში >>> გოგადან მივდიოდით >>> ჩელესთან, გადავლაგდებოდით ბარგთურთ ჩელეს მანქანაში >>> და მერე მივდიოდით ვიტოსტან გადავბარგდებოდ... არა არა.. სტოპ! ვიტოს ავიბარგებდით და გავეშურებოდით საგურამოდან სიონზე

ეს ჩელემ უკვე აგვიწოვა და მივემართებით ვიტოსთან




მივემართეთ ვიტოსას და ახლა, ვიტოს ვიწოვთ ბარგითურთ














ბევრი ჯაყჯაყის, კვასკვასის და კვუსკვუსის მერე მივადექით სიონს, თავიდან ინდაურების ფერმის მარჯვენა მხრიდან ვცადეთ მისვლა, მაგრამ იმდენად დაწეულია წყალი რომ პირდაპირ ციცაბო ნაპირებთან მივდიოდით და სიმაღლიდანსროლაში თევზაობა არავის არ ხიბლავდა, ამიტომ გადმოვინაცვლეთ მარცხენა მხარეს სადაც მისადგომად უფრო გაშლილი და დაბალი სივრცეები იყო












გადმოვიშალეთ და ვეცით ჩვენს ბარგ-ბარხანას, ზოგი ანკესს ეცა, ზოგიც კარავს, ზიგმა სკამი გაშალა, მოკლედ წავიდა ფაციფუცი, რომ დაბნელებამდე ყველაფერი მოგვეწსრო, შეშაც მოგვეზიდა და სუფრაც გაგვეშალა, მერე უკვე იმპროვიზაციის ამბავი იყო, ანკესები როგორც კი გამზადდა და ჩაიყარა, მე უკვე კარავიც გაშლილი მქონდა, და ლეიბიც გაბერილი, აპააა

გადავინაცვლეთ სამმა კაცმა ტყისკენ რომ ცოტაოდენი გამხმარი შეშა მოგვეგროვებინა, კარგად დავტვირთეთ მანქანა, ისე რომ ერთი ღამე გვყოფნოდა და ავაგიზგუზეთ ცეცხლი გლავკაჩიგარ ჩელიოზას მეთაურობით
















ამასობაში ისევ იგივე გლავკაჩიგარმა ჩელებაძემ პირველი თებზი გაახმელეთა



ქეც ჩამოღამდა რაღადაგიმალოთ და, თუმცა ჩვენ სიბნელის არ გვეშინოდა და ვანათებდით და ვანათებდით სურათებს, შემოვუსხედიტ სახელდახელოდ გაშლილ სუფრას, უკვე გახმელეთებული თებზები, შამაიდან წოდებულნი, მივეცით მაყალი 2010-ს რათა შეებრაწა წითლად აბრდღვიალებულ ნაკვერჩხალზე















ამასობაში ნიკამ პირველი და უკანასკნელი კარპი დაიჭირა














მეორე დღეც მშვიდობიანად გათენდა












გოგას ხრამული







































საბოლოო მონაგარი











რაღათქმაუნდა, ნაგავი აღიგავა თუ აღიკვამლა თუ აღიცეცხლა მიწისაგან პირისა












აგრეთვე მე და ჩელემ იმ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ, ახალ სპორტული ნაოსნობის მიმდინარეობას ჩუსტოსნობა (ვიძიუებს რომ ავტვირთავ მერე მიხვდებით ალბათ)

ასტე კმაყოფილები და დაღალულ-დაბრაწულ-ჩაწითლებულებიები დავბრუნდით სახლში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 5 2012, 15:53
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დანარჩენი სურათები, უკომენტაროდ























































































































































































ია ვსიო, D.J. ჩელე ზაჟიგააიიიიი : )))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თითირა
პოსტი Jun 5 2012, 16:17
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 16-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



შამაია ერთი ცალიც ვერა ? ესე ჩაეშვა სიონი ? :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 5 2012, 16:29
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სახლში მივალ და გამოვქოქამ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jun 5 2012, 17:13
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბოდიშით მარა რაღაც სურათები მეორდებოდა ბოლოში თუ მომეჩვენა ?


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
motevzave
პოსტი Jun 5 2012, 18:22
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 86
რეგისტრ.: 26-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოშიან newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 5 2012, 18:25
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კი მეორედებაD.gif

მალაცი ბრაცი,კარგად დაგისვენიათnewsmile05.gif xoshian.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 5 2012, 18:50
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნარმალნა, კაქები ხართ, მეც წამოვალ შემდეგზე არაა პრობლემა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 5 2012, 20:53
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ: ასე უეცარი გადაწყვეტილების შემდეგ დაახლოვებით 18:00-ზე დავიძარით. სანამ მერე საგურამოში ჩავლაგდით და დაახლოვებით 20:00-ზე ვიყავით ინდაურების ფერმასთან. მოვიძიეთ ადგილი. ჩვენდა გასაკვირად ბევრი ხალხი არ იყო და ვინც იყო ისინიც ლაგდებოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ გვიან 2-3 მანქანა მაინც მოვიდა. ღამე ძალიანბ წყნარად ვიყავით არავის არ შევუწუხებივართ.
მივდექით, მოვდექით



















დაახლოვებით 20 წუთში 10 თებზი მე დავიჭირე, 5 ნიკამ და დაღამდა კიდეც. შეშა მოვზიდეთ და გაიშალა სუფრა ისეთი სანაქებო, რომ ჩიტი რძე გვეკლდა მარტო newsmile05.gif















დიადმა ოლეგიმ გვითხრა: დამიჯერეთ, მე ვიცი-ო....







აქ ესეთი სიტუაცია იყო. გოგა უყვებოდა ვიკას ანეკდოტს: სომეხი ეუბნება მეორე სომეხს: ვართაან, გუშინ დედაშენი ზედ რუსთაველზე გავატ***ი-ო და დაიღუპნენ სიცილით.....



დავითუსა კი იჯდა და წყნარად მიირთმევდა სუპერ მაყალი 2010-ზე შემწვარ თებზებს....





ნუ როგორც ხდება ხოლმე დავლიეთ და მივწექით ზოგი მიწაზე, ზოგი პალატკაში და ზოგიც მანქანაში.

გათენდა. მარცხენა თვალი გავახილე თუ არა შევამჩნიე ქარის საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა. დამეზარა და ისევ დავხუჭე. მოკლედ რომ ვთქვა გავიღვიძე, აბა სულ ,,ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება''-ც ხომ უნდა ყოფილიყო? ბიჭებს დავუარე და გადავიღე რაღაც-რაღაცეები.















ავდექი და დავიწყე თევზავი. რაღაც ვერ ვიჭერდი, მაგრამ არ ვიტეხდი იხტიბარს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 5 2012, 21:12
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პახმელიაზე ვიფიქრე შევჭამ მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე....



აქ ის იწვა და ეძინა....



ამასობაში, სად იყო და სად არა, ვიკას ტივტივა ჩაუწყდა და ტივტივებდა სადღაც შორს. გადაწყვიტეს, ვიკამ და დავითუსამ, რომ შეეცურათ და გადაერჩინათ დახრჩობას საწყალი ტივტივა. დაიწყეს სუპერ-ნავი 2012-ის გაბერვა....







ჩადგეს ნავი ზღვასა შინა.... სამწუხაროა, რომ შამპანური არ წავიღეთ....



მაგრამ ჰოი საოცრებავ: ნავს ნიჩბები არ აღმოაჩნდა. მერე გაირკვა, რომ თურმე სახლში განისვენებენ ნიჩბები მისი....





მას კი ეძინა.....



ჰაიდააა ჩუსტებით თურქულით.....



მიაპობდა ნავი ნაპირს..... უშიშრად და შეუპოვრად.....





გადამდგით ვინცხამ, მომადგა მზეიიი.....





ისინი კი მიაპობდნენ ტალღას სიონისას.... იძირებოდა გემი მაგრამ, ყველაფდერი რიგზე იყო.....



ამან თავი წამოყო: რა არის რა ხმაურია, იხრჩობა ვინმეო? და ისევ დადო თავი თვისი და განაგრძო ნებივრი....



ქარწაღებულნი კი არ ეპუებოდნენ გასაჭირს....



რა არის კაცო, მართლა რა ხდება, რა ამბავია, სად არის დავითუსა, სად არის ვიტო, ნიკას ვერ ვხედავ, სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან-ოოო???.....



მოკლედ ბევრი ბრძოლის შემდეგ გადაარჩინეს ჩვენმა გმირებმა საწყალობელი ტივტივი და დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 5 2012, 21:18
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



------









Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jun 5 2012, 21:25
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თქვენ გაიხარეთ, რაც მე ეხლა ვიხალისე და ვისიამოვნეეეეეეე............ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 5 2012, 21:46
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამასობაში მოსაღამოვდა. სასიამოვნო დღის შემდეგ დავიწყეთ ჩალაგება-ალაგება. დაღლილ-ნასიამოვნები წამოვედით.













კარგი ის არის, რომ წყალი ნელა-ნელა ზემოთ იწევს. იმ დროს განმავლობაში რაც ჩვენ იქ ვიყავით დაახლოვებით ნახევარი მეტრი ამოიწია.

პ.ს. ისე სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე მწირი და ბანძი ფოტოები არ მქონია არასოდეს..... :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Jun 5 2012, 22:47
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



კარგი გასვლა გამოგსვლიათ მალაცი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ექოლოტი
პოსტი Jun 5 2012, 23:15
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 23
რეგისტრ.: 29-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



უჰჰ გაიხარეთ... გაასწორა სიონი თუ იმატებს. კარგი ზაფხულის მოლოდინი მაქვს. იმედი მაქვს გადავეყრებით ერთმანეთს.. გამიხარდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th August 2019 - 18:33