FAUSTI STEFANO - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Bone
პოსტი Jun 25 2009, 10:05
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




ქალაქი ბრეშია , იტალიის ჩრდილოეთით ერთ ერთი საიარაღო ქალაქი მსოფლიოში, უდაოდ მთავარი კი იტალიაში. ამ ქალქში მდებარეობს ირტალიური იარაღის წარმოების ძირითადი მუხტი. არც ფაუსტი სტეფანოა გამონაკლისი.
ფაუსტი სტეფანომ თავისი სახოლობის იარაღის საწარმო, ფირმა დაარსა 1948. თავდაპირველად ფირმა მხოლოდ შეკვეთილი დეტალებით თოფებსი აწყობაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ დღეს დღეობით დეტალების უმეტესობას ქარხანა თვითონ უშბვებს. ფირმა უკვე 50 წელიწადის განმავლობაში უშვებს, გლუვლულიან სანადირო და სპორტულ თოფებს. დღეისათვის ფირმას ხელმძრვანელობს სამი ქალბატონი, სამი და.(წინა მეპატრონოს ქალიშვილები) ელენა უფროსი დებს შორის

ჯიოვანნა

და ბარბარა

ბარბარა და ელენა აკონტროლებენ წარბოების ხარისხს და იარაღის ექსპორტს, ხოლო ჯოვან კი ფირმის შიდა პოლიტიკასა და გაყიდვბს.
ისტორიისთვის ცნობილია რომ, ადრეულ ეპოქაში მეეფი და მონარქები, სახელმწიფოს გაძლიერებსა თუ მტრის შემოერთების მიზნიტ მიმართავდნენ საუკუნოდ გამოცდილ ხერხს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს სხვა სახელმწიფოს პრინცებზე ან პირიქით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინება წმინდა პოლიტიკური ხასიათის გახლდათ....ვერ ვიტყვი რომ ასეთივე მიზანი დაისახა ფირმამ (ხომ შეიზლება წმინდა გრძნობით შეუღლება) მაგრამ 1974 წელს ბარბარა ფაუსტი დაქორწინდა ფაბიო რიცინიზე (RIZZINI) ცნობილი საიარღო ბრენდის EMILO RIZZINIS ერთ ერთ მეპატრონეზე, რის შემდეგაც ფირმამ შეიერთა რიცინის საიარაღო საწარმო, ეს უკანასკნელი კი მთლიანად გადავიდა ფაუსტი სტეფანო დაქვემდებარებაში. უნდა აღინიშნოს რომ იტალიაში არსებონბს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ფირმა სახელწოდებიტ რიცინი(RIZZINI) !
მაგრამ ხოოლოდ ემილიო რიზინის აქვს საკმაოდ ორიგინალიული და განმასხავვებელი ნიშანი, გერბი ორთავიანი არწივის გამოსახულებით გაშლილი ფრთებით, რომლსაც ბრჭყალებში უჭირავს ლათინური ორი ასობგერა R E . დღეს დღეობით ფირმას ხელმძღვანელობენ ორი ძმანი ფაბიო და კლაუდიო რიცინი.
იტალიაში იარაღის წარმოება გრიგალისებურად მიმდინარეობს, რასაც საფუძვლად ემყარება უმარლესი ხარისხის სიარაღო მასალა , ეს კი სუპერ თანამედროვე დაზგა დანადგარებს...არც ფაუსტია გამონაკლისი, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, თექნიკის ბოლო სიტყვით! მაგრამ მიუხედავად ამისა თოფევის აწყობა გამართვა თუ ცალკეულილ დეტალების შეერთება, მკაცრად ადამიანის გამოცდილი ხელების მიერ მიმდინარეობს. ხელით ნამუშევრობის კოეფიციენტი სხვა მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დიდია.
ფაუსტი პროდუქციის შესაიშნავი ასორტიმენტით გამოირჩევა. კომპანია უშვებს როგორც ბოკფლინტებს ასევე ჰორიზონტალურ ლულიან თოფებსაც, აქვს ერთი მოდელი ნახევრად ავტომატური თოფის და რაც მთავარია კომპანია იმ მცირე რიცხოვნთა სიაშია ვინც დღესაც არ წყვეტს გარეჩახმახიანი თოფეის კეთება....
ფაუსტუ უშვებს ორი ჩაკეტვის სისტემის მქონე ბოფქფლინტს: ზედა ჩაკეტვის სისტემით, სადაც ჰორიზონტალური ღერძი აფიქსირებს შვერილებს. მოდ. VOLO . ვოლო ქართულად ნიშნავს გადაფრენას.


volo delux

და ქვედა ჩაკეტვით მაგალიტად მოდ. ლიდერი.


ეს მოდელები გამოდის როგორც სანადირო ასევე სპორტული დისციპლინებისთვის. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს, 12 დან 410 მდე. ლულების სიგრძე სტანტდარტულია 760, 710, ან 660. ფირმა უშვებს ასევე თოფებს ე.წ. სლაგს slug , ბოლო დროს ძალიან პოპულარურლს, მოკლე ლულებით 585 სმ ით. სასხლეტ დამცემი მექანიზმი თოფებსი ნაირგვარი კონსტრუქციისაა, როგირც ერთი ასევე ორ სასხლეტიანი მექანიზმებით(ამასთან ერთ სასხლეტიანი მექანიზმები გხვდება როგორც ბოქფლინტებში ასევე ჰორიზონტალურ ლულებიან თოფებში)

ჰორიზონტალური თოფები გამოდის როგორც ბოქსლოკები ასევე გვერდით დაფებზე დამონტაჟებული საკეტებით, ეწ საიდლოკებით, მაგალითად მოდელი სტილი STYLE . ეს უკანასკნელი ეწ. ბოქსლოქია, ანუ კონდახის ყელში მოთავსებული დამცემ სასხლეტი მექანიზმით.


"სტაილს" გამოდის ასევე დეკორატიული, ფალშ დაფებით რომელიც საკმაოდ ლამაზი იმიტაციაა სრული საკეტების. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 დან 410 მდე.
კიდევ ერთი მშვენიერი ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი მოდელი დეა ( DEA ). აიგივე მექანიზმითაა აღჭურვილი და გამოდის ნებისმიერი კალიბრის. "დეას" გააჩნია ლულების სიგრძის დიდი არჩევანი 600 მმ-იდან - 760 მმ-დე. ამ მოდლეს უპირატესად "თახვის კუდის" ტიპის ტიპჟირი აქვს


"დეა" ფალშდაფებით


ჰორიზონტალურ ლულიან თოფებს არავითარი საცვლელი ჩოკები არ გააჩნიათ არამედ მუდმივი სალულე შევიწროებებითაა არჭურვილი.
და საერთოდ ფაუსტი სტეფანოს თოფებში საცვლელი ჩოკებით გააჩნია კალიბრები 12 და 20 სხვა კალიბრებში არავითარი მობილჩოკი არაა გამოყებნებული !
და რათქმაუნდა გარეჩახმახიანი classic el gold. ყალიბი 12, 20. ლულების სიგრძე: 68სმ ; 71სმ ან 76 სმ-ი

კომპანია აგრეთვე უშვებს ნახევრად ავტომატური სისტები თოფს "პროგრესს" ( PROGRESS)

პროგრესი 12 ყალიბის ნახევრდ ავტომატური თოფია, სავზნე 76მმ-ია, ლულის სიგრძე 710 მმ, თოფის საერთო წონა 3,1 კგ-ია, მისი კოლოფი მსუბუქი შენადნობსაგანაა დამზადებული, ERGAL 55. სავაზნის მოცულობა 2 ან 4 ვაზნიანია. ავტომატური გადატენვა ხდება დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების საშუალებით. ლულა არჭურვილია ჩასახრახნი ჩოკებით.
ეხლა კი შევეხოთ არა ნაკლებ საინტერესო საკითხს კონდახსა და ტიპჟირს.... ფაუსტი თავის იარაღზე რათქმაუნდა მაღალი ხარისხის კაკალს "აყენებს", როგორც მშობლიურს ასევე ინპორტულს. მგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მსოფლიოში მაღალხარისხოვანი კალის რაოდენობა კატასტოფულად კლებულობს და თანდათან უფრო დეფიციტი ხდება, ბევრ პირველხარსიხოვან ფირმას აქვს სადარდებელი საკონდახე მასალის სახით.....თუმცა გენიალურმა იტალიელმა კონსტრუქტორ ინჟინრებმა და გამომგონებლებმა საიარაღო სფეროში მონახეს გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან, კაკლის კონდახის ზედაპირზე სპეციალური საღებავითა და შესაბამისი ტექნოლოგიით, დაიტანება უმაღლესი ხარისხის კაკლის სტრუქტურა(არავითარი შპონი)ამ ტექნიკას ქვია XTRA WOOD, ამ ტექნიკის თავდაპირველ გამოყენებას ბერეტას მიაწერენ. ნახატი იმდენად მაღალი დონისაა და რეალურია რომ გამოცდილ პროესიონალ მეკონდახეებსაც უჭირთ მათი გარჩევა.


აქედან გამომდინარე ფირმა იყენებს ამ ტექნოლოგიას თავის ერთ ერთ მოდელში ალბიონი ALBION, შესაბამისად შედარებით მასიური და ოდნავ დაბალი ხარისხის საკონდახე კაკალს, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ გადის შრობასა თუ სხვა ტექნოლოგიურ ციკლს ვიდრე გახდება საკონდახედ გამოსადექი, საერთო ჯამში კი ძალიან მტკიცეა და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მაღალი კლასის კონდახებს გამძლეობაში....თუმცა ამაში დრომ უნდა დაგვარწმუნოს.
ALBION


რაც შეეხება ალბიონს შედარებით ახალი მოდელია, აღჭურვილია ინერციონური ერთ სასხლეტიანი მექანიზმით. საყურადრებოა რომ მოდელი ალბიონი მხოლოდ ინგლისში ინპორტირდება სახელწოდებით ფალკონი Falkon(შევარდენი) დაახლოებით ალბათ გასაგებია თუ რა მიზეზით გადაერქვა მოდელს სახელი ...თოფი ხომ ნისლიან ალბიონში იყიდება.
წელიწადში ფაუსტი სტეფანო აწარმოებს 8 000 ერთეულ თოფს, მათგან მხოლოდ 1 000 ცალია ჰორიზონტალური ლულებით დანარჩენი შესაბამისად ბოქფლინტი. პროდუქციის 75 % ნადირობისთვისაა განკუთვნილი. 25 % კი სპორტული თოფებია. როგორც ირკვევა დები თავად გახლავთ აზარტული მონადირეები და სასტენდო სროლის მოყვარულები...


ყველაზე საოცარი კი ისაა რომ ფაუსტი სტეფანოს წარმოებული თოფების მხოლოდ 10 % რჩება იტალიაში დანარჩენი კი გადის ექსპორტზე. ალბათ ეს ერთ ერთი განმსაზრვრელია ფირმის უზარმაზარი წარმატებისა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 3 2009, 15:08
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მაგარია ნიკუშ!! აქ დასამატებელს არც არაფერს ტოვებ! კარგია ბრატ!! სხვათა შორის ჩვენთანაც იყო გაყიდვაში ფაუსტი მაღაზია მაგნუმში ქონდათ! კარგი იარაღია!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 3 2009, 15:19
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter777
მართლა კარგი სტატიაა

მაგნუმში ქონდათ მეც მახსოვს.
ისე ძალიან მაინტერესებს, საქართველოში კარგი იარაღები რომ შემოდის საკმაოდ მალე იყიდება და მერე სად მიდის, სახლებში უდევთ?
ნადირობის დროს იშვიათად შემიმჩნევია ვინმეზე კარგი იარაღი და თუ მართლა სახლში უდევთ რა აზრი აქვს ყიდვას, სილამაზის
გულისთვის თუ ყიდოლობენ არ ვიცი და ანტიკვარების რიგშიც არ გადის ეს იარაღები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Jul 3 2009, 16:51
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგეთი თოფები..პირადად ჩემთვის, ხელოვნების ნიმუშებია.........როგორც კარგი სურათი ისე აღვიქვავ..რათქმაუნდა ხანდახან სროლითაც უნდა ისიამოვნო, მაგრამ მინდორში და ტყღრეაში სათრევად ნაღდად მეცოდება..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დიტო
პოსტი Jul 3 2009, 16:57
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,038
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: naxalovka



ვიტო
ეგეთი თოფები ვისაც აქვს საქართველოში არც ნადირობს ალბად newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 3 2009, 17:26
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობა გაიხარეთ
ჩვენ ფორუმელს აქვს ფაუსტი სტეფანო მოდ. ელეგანტი( გეოჟორიკას)
ვიტო ხალხი მაგრად ყიდულობს მაგრამ, ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ ნადირობის დროს ასეთ მონადირეებს
რაც მაგ მაგაზიაში იყო დაახლოებით 20 თოფი სულ გაიყიდა დარჩა ერთი ცალი newsmile090.gif . სხავათაშორის საკმაოდ ნორმალური ფასი აქვს 2500ლარიდან იწყება და იტალიური თოფისთვის(მაღალი ხარისხია სხვასთან შედარებით) ძალიან მისაღებია...
აუ ეხლა რა ვიცინე , მაიმარკეტზე ვიყავი სესული და ტიპს უწერია იყიდება ბელგიური თოფი ზაუერიო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
ფასსზე კიდე უფრო ვიცინე newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 3 2009, 19:14
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰოო მაგაზე მეც ვიცინე ზაუერიო და ბელგიურიო! რათ უნდა ეხა მაგას ეგ თოფი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Jul 3 2009, 21:45
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მე მაქვს ფაუსტი , კმაყოფილი ვარ მთელი ოჯახით და ვნადირობ კიდევაც newsmile05.gif ასე რომ სახლშI დასადებად არ მიყიდია, თუმცა რთ უნდა ავღნიშნო ხანდახან მეცოდება ხოლმე ტყეში წასათრევად newsmile05.gif Bonehill საღOლ კარგი რეპოტია newsmile05.gif , აი ჩემი ფაუსტი და ბენჟამინ დისკოვერი newsmile05.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათო ბუ
პოსტი Jul 3 2009, 21:58
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 274
რეგისტრ.: 4-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisisaburtalos 33



მე ვიცი რამოდენიმე ვისაც აქვს მაგარო თოფები ,საერთოდ არ გაუსვრიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 4 2009, 01:19
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



geojorjika
შენ არ მიგულისხმიხარ გიო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 6 2009, 21:01
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ ნიკა! სრულფასოვანი თემაა!!!

რიცინის ოჯახის სხვა წევრებიც საკმაოდ ძლიერები არიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 7 2009, 09:08
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დიდი მადლობა
მაგ თემებსც შევეხებით აუცილებლად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIO-85
პოსტი Feb 11 2010, 11:45
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 7-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



FAUSTI STEFANO ს იაფიანი მოდელს სად ვნახვ....? და რაგირს.....?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 11 2010, 12:53
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყველგან სადაც ფაუსტი იყიდება ! მაგრამ საქმე იმაშია რომს საქართველოში ჩამოტანილი იაფიანი მოდელები რატომღაც ძალიანაც ძვირი ღირს ხოლმე.
მოკლედ ფაუსტის ფასებს რომ დავაკვირდი ჩვებთან თითქმის ყველა თოფი 700-800 $-ით მეტი ღირს, ვიდრე ნამდვილი ფასია.
ფაუსტები იყიდება გაგარინზე "კალიბრში" და მის ფილიალებში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIO-85
პოსტი Feb 11 2010, 16:19
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 7-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



და ფასი რააქვს ?





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

3 გვერდი V   1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2019 - 05:35