წალკაში იხვზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012
Davitus
პოსტი Nov 5 2012, 17:06
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით

და უცებ შეიკრა სასტავი

ჭალიმგელა
ilariona
ზახარა
Davitus




ტრანსპორტი: LRD 2

ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი




შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ






ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა newsmile05.gif


როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ



წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს newsmile05.gif














არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები newsmile05.gif







სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით

შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი...


ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ


გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი"






ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში





რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : ))



სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით










სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა





კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან














ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა





ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349

შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში,





ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა





მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : )))


ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება






















ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ


ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა?





ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : ))





აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : ))







მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D

საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ


ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი.






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Nov 17 2012, 00:17
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დავხურავ ამ თემას თორე მშვენიერი რეპორტი სამკითხაოს დაემსგავსა.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Davitus   წალკაში იხვზე   Nov 5 2012, 17:06
- - T A M P L I E R   კარქი იყო კარქი!კ...   Nov 5 2012, 17:18
- - შოთა.03   გენაცვალეთ!!!...   Nov 5 2012, 17:19
|- - Maverick   მშვენიერი რეპორტი...   Nov 6 2012, 07:49
- - T A M P L I E R   შოთა.03 ეხლა ეგენი ი...   Nov 5 2012, 17:22
- - Bonehill   ბრავო . ორგანიზებუ...   Nov 5 2012, 17:25
- - შოთა.03   T A M P L I E R ციტატა(nika @ 5t...   Nov 5 2012, 17:32
- - nik@a   კარგი რეპორტია ძალ...   Nov 5 2012, 17:35
- - T A M P L I E R   შოთა.03 ციტატა(SHOTA @ 5...   Nov 5 2012, 17:48
- - LeoTaso   გილოცავთ სეზონის გ...   Nov 5 2012, 18:34
- - კალვერა   ვა მალაცი!!!   Nov 5 2012, 18:41
- - გიგი   კაი რეპორტია!!!   Nov 5 2012, 18:43
- - Fishman   სასიამოვნოდ გაგიტ...   Nov 5 2012, 18:52
- - შოთა.03   T A M P L I E R ციტატა(nika @ 5t...   Nov 5 2012, 19:10
- - KTX-100   კარგია ბიჭებო, საკ...   Nov 5 2012, 19:28
- - ალთაზარ   LeoTaso ოოოოოოოოო ეგ , ...   Nov 5 2012, 19:40
- - nik@a   ოო მაგ კუხნა მართლ...   Nov 5 2012, 20:53
- - ჩელე   ვააახ კარგად ვიხალ...   Nov 5 2012, 23:03
- - Fishman   ხო მართლა, ის ხვლიკ...   Nov 6 2012, 00:15
- - ilariona   ვაა, ესე მალე გამოა...   Nov 6 2012, 01:11
- - Davitus   ცუგრიებთან დაკავშ...   Nov 6 2012, 10:16
- - kajuberi   კარგი გასვლა გქონი...   Nov 6 2012, 10:18
- - შოთა.03   Davitus ციტატა(Davitus @ 6th Nov...   Nov 6 2012, 10:31
- - ilariona   სიტყვას არ შეგარჩე...   Nov 6 2012, 10:40
- - შოთა.03   ციტატა(ilariona @ 6th November 20...   Nov 6 2012, 10:42
- - ilariona   შოთა.03 ორივეს აქვს ...   Nov 6 2012, 10:45
- - შოთა.03   ilariona საგვარეულო უნდ...   Nov 6 2012, 10:48
- - ilariona   რავი მამაც ყავდა დ...   Nov 6 2012, 10:51
- - შოთა.03   ilariona ბატონი თუ ყავს ...   Nov 6 2012, 10:52
- - kupra   მშვენიერია.   Nov 6 2012, 18:18
- - ilariona   sabo73 შენც 30 კმ-თი აცდი...   Nov 7 2012, 04:52
- - ilariona   ესეც ჩემი სუფრიდან...   Nov 7 2012, 11:47
- - ჩელე   ilariona რა იყო შე კაცო, ...   Nov 7 2012, 13:18
- - ilariona   ჩელე ასთე გაწყობს?   Nov 7 2012, 13:24
- - T A M P L I E R   ბიჯო ეხლა შევასწორ...   Nov 7 2012, 13:32
- - ilariona   T A M P L I E R უკვე შენ, იმი...   Nov 7 2012, 13:32
- - ჭალიმგელა   ეჰეეეეეე............. მომე...   Nov 8 2012, 22:16
- - ზახარა   დავითუს ჩემპიონი ხ...   Nov 8 2012, 23:43
- - ჩელე   დავხურავ ამ თემას ...   Nov 17 2012, 00:17


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2019 - 19:38