პოსტის ავტორი: ლეკი Feb 5 2010, 19:53
გრუპერი ქორჭილასებრი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მაქსიმალური წონაა 400 კგ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: გიორგი Feb 5 2010, 20:57
ლეკი
ამ თევზის და კიდე ტარპონის ზოგადი სტილისტიკის დასაცავად იქნებ მათი ლათინური და რუსული სახელწოდებები მომაწოდო... + კატეგორიები სწორად არის შერჩეული ??? მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ნამდვილად ზღვაში მობინადრე ხომ არიან ??? თუ არა და მტკნარ წყალში უნდა გადავიტანო.... შესაბამისად მტაცებელში ან მშვიდობიანში....
+ რამე დამატებითი ინფოც ხომ არ გაქვს ????
კი ბევრი რამე გკითხე ეხლა ძალიან, მაგრამ ამ განყოფლებაში საერთო სტილისტიკის დაცვა მნიშვნელოვანია ძალიან
პოსტის ავტორი: ლეკი Feb 6 2010, 14:24
ციტატა(გიორგი @ Feb 5 2010, 21:57)

ლეკი
ამ თევზის და კიდე ტარპონის ზოგადი სტილისტიკის დასაცავად იქნებ მათი ლათინური და რუსული სახელწოდებები მომაწოდო... + კატეგორიები სწორად არის შერჩეული ??? მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ნამდვილად ზღვაში მობინადრე ხომ არიან ??? თუ არა და მტკნარ წყალში უნდა გადავიტანო.... შესაბამისად მტაცებელში ან მშვიდობიანში....
+ რამე დამატებითი ინფოც ხომ არ გაქვს ????
კი ბევრი რამე გკითხე ეხლა ძალიან, მაგრამ ამ განყოფლებაში საერთო სტილისტიკის დაცვა მნიშვნელოვანია ძალიან
არა მტაცებლები არ არიან. ნამდვილად ზღვაში მობინადრე სახეობაა. რუსული სახელწოდებები თუ გავიგე გეტყვი აუცილებლად.
პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 15 2010, 10:33
ციტატა(ლეკი @ Feb 6 2010, 15:24)

არა მტაცებლები არ არიან. ნამდვილად ზღვაში მობინადრე სახეობაა. რუსული სახელწოდებები თუ გავიგე გეტყვი აუცილებლად.
მტაცებელთა მტაცებლები არიან
და საკუთარი ტერიტორიის დაცვისას დაივერებსაც კი ესხმიან თავს
მიირთმევენ ასევე
ზღვის კუებს
რვაფეხებს
მურენებს
ბარაკუდებს
და ზვიგენებს
გაუმაძღარი არსებაა ისევე როგორც ყველა ქორჭილა
იქტიოლოგიურ საზოგადოებაში ამ თევზს გოლიათ გრუპერად მოიხსენიებენ
ლათინურად : Epinephelus itajara ქვია
კუბელები გუასას ეძახიან
ბრაზილიელები - მერუს
საინტერესოა რომ 2001 წლამდე ამ თევზის ოფიციალური ინგლისური სახელწოდება იყო
jewfishრაც ებრაელ თევზს ნიშნავს
თუმცა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეს სახელი "გოლიათით" შეიცვალა
(გოლიათი ბიბლიური პერსონაჟია და ებრაელ ხალხს მტრობს)
ეს თევზი 250 სმ მდე იზრდება
მაქსიმალური წონა კი 455 კილოგრამია დაფიქსირებული
გოლიათი ქორჭილა ჰერმოფროდიტიზმითაა ცნობილი.
დასაწყისში თითქმის ყველა ლიფსიტა მდედრია
თუმცა ზრდასთან ერთად შეიძლება თევზმა სქესი იცვალოს და გამამრდეს
და ა.შ.
გავრცელებულია ატლანტიკის ოკეანის თბილ წყლებში 100 მეტრ სიღრმემდე
თუმცა მასაჩუსეტსის სანაპიროს გრილ წყალშიც დაუჭერიათ
ჯანდარის არხზე და კუმისზე შემჩნეული არაა

http://www.radikal.ru
გოლიათი ქორჭილას მშობლიური წყლების რუკა
http://www.radikal.ru
ესეც გიგანტური გრუპერის ახლო ნათესავი Epinephelus lanceolatus
იგი ინდოეთის და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს
პოსტის ავტორი: ij18e Jun 16 2010, 12:49
ეს ნამდვილი გიგანტი ყოფილა