დამცავი სათვალეები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
დამცავი სათვალეები, Shooting Glasses
Davitus
პოსტი Jul 6 2012, 02:11
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გასაკვირი არავისთვის არ იქნება ის ფაქტი რომ მხედველობის ორგანოს - თვალის დაცვა მონადირისთვის და არამარტო, მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ისეთ გარემოშიც კი სადაც გაშლილი სივრცეა და თითქოს თვალისთვის საფრთხის შემქმნელი მექანიკური ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი მაინც არსებობს მთელი რიგი გარემოება რაც არასასურველ და საზიანო ეფექტს ახდენს ჩვენს მხედველობაზე, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებისთვის საჭირო თადარიგის დაჭერაზე.

ნებისმიერ ცეცხსასროლ იარაღს, მეტ-ნაკლებად აქვს უკუცემა, როგორც ბევრისთვის ცნობილია "ატდაჩა", რასაც განაპირობებს იარაღის ვაზნაში არსებული საწვავი მასალის აალების შედეგად წარმოქმნილი მუხტი

წარმოიდგინეთ დამიზნებისას, როდესაც თვალი რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით არის "აფეთქების წყაროსგან" რაოდენ დიდ რისკთან ვაყენებთ საკუტარ მხედველობას ყოველი გასროლისას




ბევრისთვის წარმოუდგენელია თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ყველას აზრით უწყინარი და არასაშიში მწყერზე ნადირობა 9,10 და 11 ნომრის საფანტით, ალბათ ერთხელ მაინც მოგხვედრიათ უცხო მონადირის მიერ დაუდევრობით, შორიდან ნასროლი წვრილი საფანტი, მართალია ფატალურად და რაიმე მძიმე გამოსავლით არ მტავრდება ზურგში, გვერდიდან ან სხეულის სხვა ნაწილზე შორიდან "შემოყრილი" წვრილი ტყვია.




მაგრამ ბევრისთვის ძალიან სავალალოდ დასრულებულა საქმე როდესაც დაუცველ თვალთან მისულა საქმე და საკმაოდ უწყინარ წვრილ საფანტს თვალის არეალთან ქონია შეხება.





მექანიკური დაზიანება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რისგან შეიძლება დაიცვას მონადირე სათვალემ?

ალბათ ბევრმა იცით რომ დედამიწაზე კოსმოსიდან შემოსული სხვადასხვა გამოსხივების დამცავად ოზონი და ატმოსფეროს სქელი მასა გვევლინება, თუმცა მაინც აღწევს ჩვენამდე ისეთი გამოსხივება როგორიცაა - ულტრაიისფერი




ულტრაიისფერი გამოსხივება თავისთავად შედგება 3 ტიპის სხივისგან ეს არის:

ულტრა C (UVC) - ყველაზე ძლიერი და დამღუპველი მოქმედების სხივები. თითქმის 99.8% -ის შეკავება ხდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის

ულტრა A (UVA) - ყველაზე დიდი ტალღის სხივი ამ სამიდან, ხედავენ ძიორითადად მწერები და ფრინველები, არ არის საზიანო ჩვენთვის

ულტრა B(UVB) - ეს სხვივი კი ყველასთვის ცნობილი და როგორც სასარგებლო ასევე ზიანის მომტანია, ამ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება ახდენს მელანოციტები მობილიზებას კანში და "ზაგარიც" აქედან არის განპირობებული, თვალის ბადურაზე საკმაო ზემოქმედება გააჩნია და "დაღლილობის" გარდა ზიანის მოტანაც შეუძლია


ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ როცა მზის სხივები დედამიწის ზედაპირთან მაქსიმალურად პერპენდიკულარულად არის განთავსებული, წლიწადის დროტაგან ზაფხულში, ხოლო დღის მონაკვეთებიდან 12:00 -14:00 მდე

ამ დროს თუნდაც გამჭვირვალე უფერული სათვალე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მხედველობის დაცვაში






გადავიდეთ უშუალოდ სათვალეებზე, დღესდღეობით მზოფლიო ბაზარზე, დამცავი სათვალეების აურაცხელი არჩევანია, რომელიც ფასთა საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს.

დამცავი სათვალის ძირიტადი შემადგენელი ნაწილია, ლინზები და ჩარჩო


დამცავი სათვალეების ლინზების ძირითადად 3 ტიპი არსებობს:

1. სილიკატის მინა

2. CR39 პლასტიკი

3. პოლიკარბონატი


აქედან ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ მასალად, პოლიკარბონატი ითვლება, განსხვავებით დანარცენი ორი ტიპისგან, პოლიკარბონატს უკეტესი დარტყმაგამძლე თვისებები აქვს, აგრეთვე უფრო მსუბუქია და რაც მტავარია ულტრაიისფერი სხივების შეკავების უნარი ძალიან მაღალი აქვს





პოლიკარბონატი იწარმოება LEXAN® ტერმოპლასტიკის მასალიდან და ტყვიაგაუმტარი ბრონირებული მინების ერთ ერთი შემადგენელი ფენაა, ის იმდენად მყარი მასალააა რომ წარმოებისას მისი დაჭრა ხდება ალმასის პირიანი დანებით

დღესდღეისობით, შემოღებულია დამცავი სათვალის მინის დარტყმაგამძლეობის სტანდარტიფიკაცია, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის სამი სტანდარტი

1. OHSA Safety Standard 1910.133(a)(2) (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სტანდარტი) ამ სტანდარტის მინა იცავს თვალს, ძირითადად საყოფაცხოვრებო, ანასხლეტი და რეკოშეტირებული უცხო, მყარი სხეულებისგან


2. ANSI (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი) სტანდარტის Z87.1 და Z87.3 კატეგორიები - ეს სტანდარტი მიწოდებულია ამერიკელი ინჟინრების მიერ, რომლებიც მუდაობენ სოციალური უსაფრთხოების დახვეწის თემებზე


3. U.S. Military - MIL-V-43511C - ეს არის ამერიკის სამხედრო სტანდარტი, რომელიც ტესტირებულია .22 კალიბრის (5.6მმ) დარტყმამედეგობით. ამ სტანდარტის გარეშე ამერიკელი სამხედროები დამცავ სათვალეს არც კი ეკარებიან



ამ სამი სტანდარტიდან მინიმუმ პირველი 2 მაინც უნდა ქონდეს მსროლელის დამცავ სათვალეს, რომ ჩაითვალოს საიმედოდ.




გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია გამოსხივებისგან (ძირითადად ულტრაიისფერი სხივებისგან) დაცვაც, აქაც არსებობს ANSI UV სტანდარტის შესაბამისობა, აგრეთვე სათვალეებს აწერიათ UV პროტექციის პროცენტულობა რომელიც 99% -100% ს არ სცილდება, არის სათვალეების რომლებიც UV 400 nm აღნიშვნით არის და მიწანშეწონილია ისეთი სათვალის შეძენა რომელიც ამ მნიშვნლს ქვემოთ არ სცილდება


სათვალის ფერები, ეს ის მახასიათებელი თვისებებია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებისამებრ ირჩევა და დიდი არსებითი მნიშვნელობა რაა აქვს, რადგან კიდევ გავიმეორებ რომ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა გამჭვირვალე უფერულ შესაბამისი სტანდარტის სათვალეებსაც შეუძლია (ზოგის მცდარი მოსაზრებით, გამჭვირვალე უფერული სათვალე არ იცავს მზისგან) თუმცა სინათლის გაღიზიანებადობის მგრძნობელობა ყველას სხვადასხვანაირი აქვს, და განსხვავდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში და გარემო პირობებისას, ამიტომ უმჯობსია თუ გვექნება სათვალე სხვადასხვა ფერის სათვალე ან საცვლელი ლინზები ფერის და მიხედვით

რადგან შებინდებისას სოლისთვის უკეთესია ღია ყვითელი ფერი, ხოლოდ შუადღისით, განათების ინტენსიუობისას მუქი ფერი, ისევე როგორც ოდნავ უკეთეს შედეგს იძლევა მოწითალო ფერი ნისლის პირობებში






სამწუხაროდ ბაზარზე არსებული სათვალეების კარგი ხარისხი ჩვენთვის სკმაოდ მაღალ ფასებს "უკაკუნებს"
მსოფლიოში მიღებული, დამცავი სათვალეების ბრენდები, რომლის სათვალეებს ზედმეტი "გამოკვლევა" და შემოწმება არ ჭირდება და რომლებსაც შეიძლება ბრმად ვენდოთ არიან: Zeiss, Decot, Knobloch, Oakley, Tasco, Randolph Ranger და Wiley-X

ფასები კი 100$ დან 5000$ მდე ადის, გააჩნია დამუშავების ხარისხს, დიზაინს, ჩარჩოს მასალის შემცველობას და ა.შ.





ამ სტატის წაკითხვისას მაინც დაგვებადება კითხვები და ძირითადად გაგვიჩნდება ინტერესი ისეთი დამცავი სათვალეების მიმართ რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, რომლებიც მერყეობენ დაახლოებით 5$-30$ ის დიაპაზონში. ნუთუ ეს სათვალეები უვარგისია და არ არის ჩვენი საშველი?!

გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი შეფარდებითია, ასე ხელაღებით უკუგდება იაფფასიანის რათქმაუნდა არ იქნება სწორი, თუმცა რაღათქმაუნდა ჯობს ერთხელ გადაიხადო მეტი და იყიდო ძვირადღირებული და ხარისხიანი სათვალე.

თუმცა ბევრი დამეთანხმება რომ დამცავი სათვალეები ზოგიერთ ადამიანს მაქსიმუმ 10-15-20 წუთის განმავლობაში სჭირდება, ზოგს საათობით უკეთია, ზოგიერთს სულაც რამოდენიმე წამი, უშუალოდ სროლისას

იაფფასიანი დამცავი სათვალეები რათქმაუნდა გარკვეულწილად თვალის დაცვის გარანტიაა და ისეთ ვითარებაში როგორიცაა 70 მეტრიდან მოფრენილი წვრილი საფანტი, ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან მფარველობას გვიწევს, რადგან ამ მანძილზე თუნდაც სახეში მოხვედრილი საფანტი უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად საზიანოაა, რასაც ვერ ვიტყვით დაუცველ თვალის კაკალზე

აგრეთვე მთავარი პირობაა, იაფფასიან სათვალეში სხივის გარდატეხა იმდენად დამაკმაყოფილებელი იყოს რომ 2 საათი მაინც თვალს არ გვიღლიდეს, ეს უფრო დაკვირვების ხარჯზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვერც ერთი იაფფასიანი მწარმოებელი ამის გარანტიას ვერ მოგვცემს.

ბევრი იაფფასიანი დამცავი სათვალე მინახავს რომელიც 15 წუთშიც კი მიღლის თვალს, თუმცა არის ბევრი სათვალე რომელიც შეგვიძლია 2 საათზე მეტ ხანს თამამად ვატაროთ, თუმცა მთელი დღე ასეთი სათვალის ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგან რაც არ უნდა მაქსიმალურად კომფორტული იყოს სათვალე, "იაფფასიანობა მაინც თავისას შვრება" და მხედველობაზე მაინც მოქმედებს

თუმცა არჩევანი უსაფრთხოებასა და დროებით დისკომფორტს შორის, მაინც კოლოსალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ დამცავი სათვალეები გვეხმარება უსაფრთხოდ ნადირობაში თუ იარაღის სროლაში

ეს ყველაფერი მეტად აქტუალურია აგვისტოს ბოლოდან, როცა მწყერზე ნადირობის სეზონი იხსნება და ახალბედა თუ დამწყები მონადირე, დიდიან პატარიანად გაშლილ მინდვრებს არიან შესეულები



ჩემს მიერ ჩატარებულ იქნა, მცირედი ტესტი, ჩვეულებრივი იაფფასიანი სათვალის მედეგობაზე, წვრილი საფანტის სროლისას, რომელსაც მოგვაინებით შემოგთავაზებთ



სტატია მომზადებული ჩემს მიერ, ინტერნეტში არსებული მასალების შეჯერებით და საკუთარი გამოცდილებით მიღებული დაკვირვების ანალიზით, კოპირების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ პირველწყარო Ochopintre.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Jul 6 2012, 08:16
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
ვაა საღოლ დავით, ძააან მაგარი რეპურტუკაა! შენა და ღამით ჯაჯამ ხომ არ გიკბინა? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 6 2012, 08:36
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არ ვიცი ვინ უკბინა, მაგრამ ინფო ძალიან საინტერესო და შემეცნებითია !
ჯერ არ დაიღალო რა დავით newsmile05.gif








მაგარო ხარ კრასავჩიკ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 6 2012, 09:02
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus

კარგია დავით საღოლ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 6 2012, 09:34
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

აქამდე არ ვხმარობდი სათვალეს newsmile05.gif წინა სეზონზე კარგად ამასხეს და წელს გამოვწერე რემინგტონის ყვითელი სათვალეები newsmile045.gif
ამ სეზონზე დებიუტი მექნება სათვალეებით ნადირობის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 6 2012, 09:55
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ilariona
ციტატა(ilariona @ 6th July 2012 - 09:16) *
შენა და ღამით ჯაჯამ ხომ არ გიკბინა?

მართლაც რომ ჯაჯასეული რეპორტია რა (გადამდებია ეგ ვოზდუხგანერი)
კარგი ბიჭუნა ხარ დავით ,მიუხედავათ იმისა რომ უმეტესობა წაკითხულიდან ვიცოდი მაინც კარგი წასაკითხი იყო
ტაშები შენ და ტუშები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 6 2012, 10:25
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი ინფორმაციაა გამოსადეგი და რა მაინტერესებს

როგორ უნდა გავარჩიოთ ომელი ტიპის ლინზაა ?
აი მაგალითას რაიმე ამღნიშვნელი აწერია თვითონ ლინზას რომელიც გაგვაგებინებს თუ რომელი ტყიპის ლინზა აყენია სათვალეზე?

ეს იმ შემთხვევასი როცა სათვალე ს რმოყვა დახასიათება ქარხნული მე მაგალიტად მაჩუქეს და არვიცი როლემი ლინზააქვს ისე რამ წარწერები კიაქვს ზედ

PZ87+S ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს აა?

pyramex can/csa S94,3 taiwan

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 6 2012, 10:34
პოსტი #8


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ilariona

ეს პირველი არაა, ვწერ ხოლმე ეგეთ სტატიებს როცა მუზა მაქვს newsmile045.gif

hunter777
ციტატა(irakli fofxadze @ 6th July 2012 - 11:25) *
PZ87+S ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს აა?


P ნიშნავს რომ პოლიკარბონატია, Z87 ხომ დავწერე რომ უსაფრთხოების სტანდარტია, რომელიც ტავისმხრივ იყოფა ქვეკატეგორიებად, S ნიშნავს რომ სპეციალიზირებულია კონკრეტული საქმიანობისთვის




უყურადღებოდ კითხულობთ ამხანაგო ღინტუ newsmile05.gif

CSA S94.3 - ეგეც დარტყმამედეგობსი რაღაც ქვე სტანდარტია, მაგრამ ძირითადად ამერიკულ სტანდარტს ექცევა ყურადღება



ნუ საერთოდ MIL-V-43511C სტანდარტის მოდგმიდან თუ არის, ჩათვალე გეკოც რომ გესროლონ მაინც დაინახავ დღის სინათლეს newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 6 2012, 10:35
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვა მადლობა დიდი ეგ ვერწავიკიტხე ეტყობა გაიხარე დავით ესეიგი ვარგობს იმისთვის რაშიც მე ვიყენებ ხო????? newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 6 2012, 10:38
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777

კი ვარგობს, მოვიცლი და დავდებ გურჯისტანული ტესტირების შედეგებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 6 2012, 10:58
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
არის კი ეგეთი ?
წინასწარ საღოოოოოოლ თუ კი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 6 2012, 11:12
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ძალიან საჭირო და გამოსადგეი ინფორმაცია დღესდღეობით ძალიან ცოტა მონადირე თუ ისე სროლის მოყვარული იყენებს დამცავ სათვალეს საქართველოში, არადა ეს აუცილებელია ხშირად მინახავს მწყერზე ნადირობისას მეგობრული ცეცხლი ყველაზე სათუთი ორგანო კი თვალია და ადვილად შეიძლება დაუცველი თვალი დაზიანდეს თუნდაც მწყერზე სანადირო წვრილი საფანტის მოხვედრისას ანუ იმის თქმა მინდა რომ დამცავი სათვალე აუცილებელი ატრიბუტია მონადირისა და ისე სროლის მოყვარულისათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 6 2012, 22:04
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აუცილებელი ატრიბუტია,ყველას გირჩევთnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Jul 7 2012, 11:49
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Davitus
დიდი მადლობა კარგი სტატიაა. ბევრი გიშრომია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 9 2012, 10:23
პოსტი #15


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამოწერებზე და ყიდვაზე აქ გააგრძელეთ newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9133
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

3 გვერდი V   1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 03:40