მეძებარი ძაღლის ყნოსვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
მეძებარი ძაღლის ყნოსვა
GIGO
პოსტი Jul 8 2012, 22:55
პოსტი #31


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(შადი შამოდი @ Jul 8 2012, 11:15) *
გიგო, სად წაიკითხე ეგ სიჭკვიანეები.. რას ამბობ, პირში შედის ჰაერი და ცხვირიდან გამოდის და ამ დროს ყნოსავს? მა, ფილტვები? ხოლო ცხვირიდან ამოსუნთქვისას პირში ჯერ როგორ შედის, რა ჰაერზეა ლაპარაკი, უკვე ფილტვებგამოვლილზე? ან პირიდან ისევ ცხვირში, რა გზით ხვდება, უკანა ცხვირიდან? მერე შუა ცხვირს გაივლის და მერე წინა ცხვირს და ასე უკუღმა მიმდინარეობს შეყნოსვის ციკლი? (შენც იცი, ცხვირი ურთულესი მექანიზმია,მინიმუმ სამი პრიბორისგან შედგება, წინა შუა და უკანა ნაწილებისგან, სხვადასხვა ფუნქციებით)
მართლა მაინტერესებს, სად წაიკითხე? ვისი სტატიაა?
თუ ვინმემ მოგიყვა, კარგად ვერ მოუყოლია.
თუმცა, დიდი ხანია, არსებობს მაგდაგვარი წარმოდგენა, ჯერ ვერვისგან დამტკიცებული. მარტივად: ძაღლი სუნთქავს პირით, როცა დარბის, ცხვირში ჰაერი თავისით შედის და გამოდის, რაც მეტია სისწრაფე, მეტი წნევით. მაგრამ, ის რომ ცხვირი ძალიან მალე ერთვება ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ციკლში, ჟანგბადის მოთხოვნილების მატებასთან ერთად, ესეც ფაქტია.


ეგ სიჭკვიანეები წავიკითხე ოსლოს უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და ბოლოგიის განყოფილებების, ავტომატური კონტროლის კომპანიასთან ერთად ჩატარებულ ნაშრომში 26.10.95წ, გამოქვეყნებული 11.12.95 წ № 0001-6772. რომლის მოკლე შინაარსიც დავწერე:

ციტატა
ძაღლი სირბილით თავაწეული ძებნისას სუნთქავს პირით, და აქვს უნარი სირბილისას ცხვირში ეჭიროს ჰაერის ნაკადი მიუხედავად იმისა ჩაისუნქა თუ ამოისუნთქა. უფრო მეტიც ამ პერიოდში -ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით-პირისაკენ. წარმოუდგენელია ხომ? რაც ექსპერიმენტში დაამტკიცეს ამ მდგომარეობას (ცხვირით არსუნთქვა-მხოლოდ ჰაერის ნაკადის გატარება ) კონკრეტული ძაღლი ახერხებდა 40 წამის (დაახლოებით 20-30 ჩასუნთქვა ამოსუნთქვის) განმავლობაში. ეს ყველეფერი ხდება სირბილისას თავაწეული ძებნის დროს.
მდგომარეობა იცვლება როდესაც ძაღლი იყნოსავს ფრინველს: ძაღლი აკეთებს 40-44 ერთ შემთხვევაში და 160-240 ჩასუნთვას წუთში ცხვირით. დაახლოებით იმდენივეს (140-210) რასაც აკეთებს კვალზე ძებნის დროს.

სად დავწერე რომ პირში შედის და ცხვირიდან გამოდისთქო? და ამ დროს ყნოსავსთქო? ან სად წერია ცხვირიდან ამოსუნთქვისას პირში შედის ჰაერიო? ან ფილტვებგამოვლილი ჰაერი ვახსენე სადმე?

ციტატა
აქსიომის მიუხედავად ძაღლს ამოსუნქვისას ყნოსვა შეუძლია


კიდევ დავწერ - თავაწეული სწრაფი ძებნისას ძაღლი სუნთქავს პირით.(90-95%). ცხვირს სასუნთქად იყენებს იშვიათად. ცხვირს იყენებს საყნოსად-მასში შემავალი ჰაერის ნაკადის მეშვეობით-რომელის ნესტოებიდან შედის ყოველთვის მიუხედავად იმისა პირით შესუნთქვა გააკეთა თუ ამოსუნთქვა. პირით ამოსუნთქვისას ჰაერს ცხვირში არ უშვებს , არამედ ამ დროსაც (პირით ამოსუნთქვისას) ჰაერი ნესტოებიდან შედის პირის მიმართულებით.
ასე იქმნება თავაწეული ძებნის დროს ის პრაქტიკულად უწყვეტი ციკლი რომლის დროსაც ძაღლს ჩართული აქვს ყნოსვა და ეძებს ფრინვლს.

თქვენი ვარაუდით კიდე გამოდის რომ ძაღლი სირბილასას როცა ჩაისუნთქავს მაშინ შეიყნოსავს მხოლოდ, და როცა ამოიუნთქავს არ ყნოსავს?
მიუხედავად იმისა პირით ამოისუთქა თუ ცვირით. ეს ხომ არარეალურია.

ამ ლოგიკით მაშინ საველეზე უყნოსველად გამოტოვებული და დაფრთხობილი, ფრინველი ნაკლად არ უნდა ჩავუთვალოთ რადგან ეს ძაღლის ფიზიოლოგიიდან(როგორც თქვენ თვლით)გამომდინარე ჩვეულებრივი მომენტია. მაშინ რატო ისჯება ძაღლი ამისთვის.

ჩემი ნათქვამის გასამყარებლად მე დავდებ ნაშრომს. თქვენ რითი ამყარებთ თქვენს მოსაზრებას?

ციტატა
abu
მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობ!
ავიღოთ მინდორი 100 100. ჩავსვათ იქ 10 მწყერი.
შევუშვათ კარგი ძაღლი და დავაკვირდეთ თუ რამდენ მწერს იპოვის მინდორის თავიდან ბოლომდე გავლამდე.
ეს ექსპერიმენტი გავიმეოროთ 10 ჯერ. თუ 50 პროცენტს ან მეტს იპოვის10 გაშვებიდან უმეტეს შემთხვევაში,,5 კაციანი მონადირული პურმარილი ჩემგან მოსულა,თუ ვერ იპოვის,


საინტერესო იქნება, მაგრამ სადაა კარგი ძაღლი? newsmile090.gif
და საიდან გავიგოთ რა მიზეზით ტოვებს ამა თუ იმ ფრინველს? newsmile039.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 9 2012, 08:14
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიგო,"ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით - პირისკენ", შენი სიტყვებია. დანარჩენი,ის ჰიპოთეზა, რომ სირბილისას ცხვირით არ სუნთქავს, მხოლოდ პირველ წუთებში შეიძლება ხდებოდეს, სანამ პირით ჩასუნთქული ჟანგბადი ყოფნის. თუ არა და ე.ი. არც ეძებს, შემთხვევით თუ მოხვდა ცხვირში შედარებით ახლო მანძილიდან, მაშინ დაიწყებს შეყვნოსას, და უფრო მეტსაც გამოტოვებს, ვიდრე ის, რომელიც ცხვირს თავაღერილიც ისე იყენებს, როგორც კვალზე მუშაობისას. და რაც უფრო სწრაფად ირბენს, უფრო მეტს გამოტოვებს. ან რაღაც საოცარი ყნოსვა უნდა ქონდეს. ეგეთები კი ყველგან იშვიათია. შენც იცი ძაღლები, რომლებიც დარბიან გიჟებივით და სინამდვილეში არ ეძებენ. ეგრევე ეტყობათ. შედეგიც შესაბამისი აქვთ.
რაც შეეხება სტსტიას და ნაშრომს, რა ენაზეა? ლინკს თუ დადებ, კარგს იზამ.
აქსიომა კი აქსიომად რჩება, ამოსუნთქვის დროს ძაღლი ვერ ყნოსავს, ანუ ახალ ინფორმაციას ვერ ღებულობს. მაგრამ ხელს არაფერი უშლის გააგრძელოს რეფლექსია, არსებულის დამუშავება, სანამ სუნის მორიგი დოზა დაემატება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jul 9 2012, 12:01
პოსტი #33


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შადი შამოდი
ბატონო შადიმან, აი რასაც მივაკვლიე ეს ლინკია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 9 2012, 21:21
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Fishman @ Jul 9 2012, 13:01) *
შადი შამოდი
ბატონო შადიმან, აი რასაც მივაკვლიე ეს ლინკია.


მადლობა მარა ჯერ ვერაფერი გავიგე.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Jul 9 2012, 21:32
პოსტი #35


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(შადი შამოდი @ Jul 9 2012, 09:14) *
გიგო,"ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით - პირისკენ", შენი სიტყვებია. დანარჩენი,ის ჰიპოთეზა, რომ სირბილისას ცხვირით არ სუნთქავს, მხოლოდ პირველ წუთებში შეიძლება ხდებოდეს, სანამ პირით ჩასუნთქული ჟანგბადი ყოფნის. თუ არა და ე.ი. არც ეძებს, შემთხვევით თუ მოხვდა ცხვირში შედარებით ახლო მანძილიდან, მაშინ დაიწყებს შეყვნოსას, და უფრო მეტსაც გამოტოვებს, ვიდრე ის, რომელიც ცხვირს თავაღერილიც ისე იყენებს, როგორც კვალზე მუშაობისას. და რაც უფრო სწრაფად ირბენს, უფრო მეტს გამოტოვებს. ან რაღაც საოცარი ყნოსვა უნდა ქონდეს. ეგეთები კი ყველგან იშვიათია. შენც იცი ძაღლები, რომლებიც დარბიან გიჟებივით და სინამდვილეში არ ეძებენ. ეგრევე ეტყობათ. შედეგიც შესაბამისი აქვთ.
რაც შეეხება სტსტიას და ნაშრომს, რა ენაზეა? ლინკს თუ დადებ, კარგს იზამ.
აქსიომა კი აქსიომად რჩება, ამოსუნთქვის დროს ძაღლი ვერ ყნოსავს, ანუ ახალ ინფორმაციას ვერ ღებულობს. მაგრამ ხელს არაფერი უშლის გააგრძელოს რეფლექსია, არსებულის დამუშავება, სანამ სუნის მორიგი დოზა დაემატება.


აი ლინკი აქ ნაშრომი რუსულ ენაზეა
http://nataska.ru/forum.aspx?tft=3&tfmp=1&tfa=1#m3

მე მოვიყვანე ნაშრომირ რომელიც შენ აქსიომას აბათილებს.
რო გაეცნობი შენი აზრი მაინტერესებს იქნებ მე არასცორად გავიგე რაც წერია ამ ნაშრომში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Jul 9 2012, 22:49
პოსტი #36


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



ბატონო შადიმან რაიმე კონტრდოვოდი გაქვენ თუ მარტო კამერნიცკის სტატის ირგვლივ ვიტრიალოთ.ისე მე ჩემთვის გამოვიტანე დასკვნა რომ თქვენ არაფრის არ გჯერავთ არც ევროპული ძაღლის არც Fტ წესების და იგიც არ გჯერავთ რომ ადამიანმა კოსმოსში გაფრინდა თქვენ ხომ არ დაგინახიათ ამიტომ აგიც აბსურდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 9 2012, 23:11
პოსტი #37


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



კაცო,მერე შენთვის დასკვნას რომ გამოიტან, ყველას კი არ უნდა გააგებინო. D.gif კონტრდოვოდებისთვის კიდე შორს აღარ წავალ, თვითონ გიგოს მიერ მოხმობილ სტატიაშია უამრავი. დაწვრილებით ხვალ მოგიყვებით. საინტერესო სტატიაა. მაგ ექსპერიმენტის მეცნიერულობაში კი ნაღდად ეჭვი მეპარება და არ მჯერავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Jul 10 2012, 00:40
პოსტი #38


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გჯერავთ არც ევროპული ძაღლის არც Fტ წესების არარ გვინდა შედარებებზე საუბარი. ტიტუუუუ D.gif ძლივს მორჩა ამაზე ლაპარაკი და კამათი... მინდორში რო ვნახავთ ყველაფერს ლაივში ხო უნდა დავიტოვოთ რამე სათქმელი იქაც... D.gif

tema-wamoweulia.gif აი ეს კაია მეძებარი ძაღლის ყნოსვა_ს შესახებ საუბარი აქედან მივალთ დასკვნამდე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 10 2012, 11:04
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახლა, რაც შეეხება სტატიას...მივყვეთ ნელი ხმით და ღიღინით, ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რადგან გაზეთში და ჟურნალშია დაბეჭდილი, არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები უტყუარია და ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მით უმეტეს, საუნივერსიტეტო გამოცემებში, რადგან არსად იმდენი დასკვნა და ჰიპოთეზა არ გაბათილებულა, რამდენიც საექსპერიმენტო მეცნიერებაში.. მცდარი და გზასაცდენილი ექსპერიმენტების მეტი რა უნახავთ ..
ვნახოთ, პრეამბულა როგორია, რა მიზნით ატარებენ ამ ექსპერიმენტს და რისი დამტკიცება სურთ. თან ფრჩხილებში ჩემს "არამჯერავს" კითხვებს და ეჭვებს მივუწერ newsmile090.gif
პოინტერი ეძებს მაქსიმალური სიჩქარით სირბილისას, თავაწეული და ინტენსიურად სუნთქავს პირითო. (ცხვირით საერთოდ არ სუნთქავს თუ შედარებით არაინტენსიურად სუნთქავს?) მიუხედავად ამისა, მონადირეები თხოულობენ(???), რომ ძაღლმა მაინც მუდმივად იყნოსოს ფრინველიო. (რას ნიშნავს ეს - მიუხედავად ამისა? რის მიუხედავად?) ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჰაერის შემხვედრი ნაკადები ცხვირში ამოსუნთქვის დროსაც შედიან. ვენტილაციის ასეთი ასპექტები, რომლებიც გარეულ ცხოველებში დიდ ღირსებად ითვლება, შესწავლილი არ არისო. (გარეულ ცხოველებში შესწავლილია რო? თუ არა, დიდ ღირსებად როგორ ითვლება?)
ე.ი. ექსპერიმენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავაწეული სირბილისას, შესაძლებელია ამოსუნთქვის დროსაც ნესტოებში ჰაერი შედიოდეს და ძაღლი განუწყვეტლივ ყნოსავდეს. აპრიორი - თუ, რა თქმა უნდა, ძაღლი ამოსუნთქვისას ცხირს არ ხმარობს, და ეს რომ ასეა, ეგ ამოსუნთქვისას ცხვირში და პირში ჰაერის ტემპერატურების სხვაობამ და მათგან გამომდინარე წნევების მონაცვლეობამ უნდა გვითხრას. (ცხვირში, კარგი, რაღაც ხელსაწყოს ვუმაგრებთ, პირიდან ამოსული ჰაერის ტემპერატურას როგორ ვზომავთ? თუმცა ალბათ ახერხებენ როგორმე ...newsmile011.gif ეგ არ არი მთავარი)

მოკლედ, ხუთ ძაღლს დაუმაგრეს ცხირში ეს თერმისტორი, მაგრამ ოთხი არ შეეგუა და მხოლოდ ერთი ძაღლის მონაცემები განაზოგადეს, რაც თავისთავად უკვე დიდ ეჭვებს და არმჯერავს ბადებს ამ ექსპერიმენტის წამატებულობის შეფასებისას.
ძალიან გაგვიგრძელდება და თავი დავანებოთ ამ ბერნულის ფორმულებს, ძებნის და სირბილის რეჟიმებს, შესუნთქვის და შეყნოსვის ციკლებს და წამებს და წუთებს.. რა დამტკიცდა ბოლო-ბოლო ამ ერთი ძაღლის მაგალითით?

რა და: (გაგრძელება შემდგ სერიაში) D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jul 10 2012, 12:05
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



საინტერესო და არგუმენტირებული კამათი გაჩაღდა!
უმორჩილესად გთხოვთ,ნუ ჩავერთვებით ის ხალხი,ვისაც რაღაც,სადღაც,ვიღაციზგან გაგვიგია, სსრკ MBD-ს კინოლოგიის სპრავოჩნიკში წაგვიკითხავს,ან ასე გვინდა რო იყოს !
ნუ მოვიყვანთ არგუმენტად"დაყნოსე და მიხვდები" "შენ თვითონ დაყნოსე,თუ კარგია" და ა.შ.!
ვაცადოთ გიგოს და შადიმანს,ასე აჯობებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 10 2012, 13:10
პოსტი #41


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა და: აღიწერა სამი სიტუაცია. (მეტი, მაგრამ ჩვენთვის, მონადირეებისთვის, სამია საინტერესო)
1. თავისუფალი ძებნის დროს (თუ სირბილის?) ჩვეულობრივ ასე ხდებოდაო, - ნესტოებში ჰაერის ტემპერატურა ეცემოდა და დაბალი იყო 40 წამამდე. შეყნოსვის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის დროს (რატო შეყნოსვის და არა ცხვირით არსუნთქვის, უბრალოდ ვენტილაციის?) ნესტოებში ჰაერის ტემპერატურა თითქმის გარემოს ტემპერატურამდე ჩამოდის. ასეთი დაბალტემპერატურიანი პერიოდები შიგდაშიგ იცვლებოდა ცხვირით რამდენიმეჯერ შესუნთქვა-ამოსუნთქვით (თუ სწორედაც რომ შყნოსვით?) ანუ ხანმოკლე პაუზებით ყნოსვაშიო. (და რატო პირიქით, არა? ვთქვათ, პაუზა ის 40 წამიანი მონაკვეთი იყო)
2. კვალზე მუშაობის დროს, ცხვირდახრილი ძაღლი ხშირ-ხშირი შესუნთქვა-ამოსუნთქვით ახდენდა ვენტილაციასო (ყნოსვა სხვა რაღაა?) 140-210ჯერ წუთშიო, ამ დროს ფილტვების ვენტილაციის სიხშირე არ გაგვიზომიაო, ძებნის დამთავრებისთანავე კი 35-40 იყო, რაც სირბილისას მინიმალური მაჩვენებელიაო.( რას ნიშნავს ეს მონაცემები? კვალზე მუშაობისას ცხვირით სხვა, მეტი სიხშირით სუნთქავს და პირით ნაკლებით?)
3. გნოლის ძებნისას (ამან სულ დამაბნია, მაშ პირველ ვარიანტში რას ეძებდა? ეძებდა კია? თუ უბრალოდ თავისუფლად დარბოდა თავაწეული?) ცხვირის ვენტილაციის სიხშირე ორვარიანტიანია, ერთი - 40-44 შესუნთქვა-ამოსუნთქვა წუთში, მეორე - ხშირი, 160-240, რასაც წინ მძლავრი ამოსუნთქვა უსწრებდა ხოლმეო. (ამან მაფიქრებინა, რომ გნოლზე სუნის დაკვრის მერე მუშაობაზეა ლაპარაკი. თუმცა დარწმუნებული არა ვარ. იმასაც მივხვდი, რომ ძაღლით ნადირობის ნიუანსებში ნაკლებად ერკვევიან, ფიზიოლოგობაში ალბათ არ დაიწუნებიან)

დავდებ სანამ წამშლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jul 10 2012, 15:55
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ასე რომ, გაითვალისწინეს რა მონადირეების მოთხოვნა, ძაღლმა მუდმივად უნდა იყნოსოს ფრინველი, მიუხედავად შესუნთქვა-ამოსუთქვის ციკლისაო, - ექსპერიმენტით დაადგინეს: ექვსი წლის პოინტერი, სახელად "ბატონი სატანა" თავაღერილი, თავისუფალი ძებნის და სირბილის დროს, 40 წამამდე სუნთქავს მხოლოდ პირით, ამ დროს ცხვირში ბუნებრივად შესდის და უჭირავს ჰაერი, უჭირავს =პირიდან ამოსუნთქვისას ხორხთან მეტი წნევაა, ვიდრე უქმად მყოფ ცხვირში და ამიტომ "კლაპანი" ჩაკეტილია. ხოლო 40 წამის შემდეგ ახდენს ცხვირით რამდენჯერმე შესუნთქვა-ამოსუნთქვას (ე.ი. სირბილის დროს მთლად მარტო პირით არ სუნთქავს, ჰო?) რამდენ ხანს დარბოდა, სად დარბოდა, ეს მონაცემები მუდმივად ასე იყო თუ იცვლებოდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით.
პატივცემული ექსპერტები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ცხვირით შესუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ვერ ყნოსავს ძაღლი, და როცა ცხვირს არ ამუშავებს, პირიქით ყნოსავს. რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნას, მონადირეების მოთხოვნის საფუძველზე ხომ არა? newsmile090.gif რამდენად და რატომაა ჰაერის დაჭერა და ცხვირის ბუნებრივი ვენტილაცია სრულფასოვანი ყნოსვის ტოლფასი, ამაზეც არაფერია ნათქვამი. (სად, როცა ცხვირი დგუშივით მუშაობს და სად, როცა ჰაერი "თავისუფლად დგას"? სუნის მოლეკულების ყნოსისთვის საკმარისი კონცენტრაცია რომელ შემთხვევაში უფრო ადვილად მისაღწევია? ) ზემოთქმული, ლამის ერთადერთი მტკიცებულებაა, რასაც ექსერტიზის შედეგად დარწმუნებით ამბობენ, თუმცა ვერ ასაბუთებენ. სხვა მხრივ, დასკვნების პარაგრაფში. ლამის ყველა წინადადება ასეთი სიტყვებით იწყება: по видимому, вероятно, скорее всего, по всей вероятности და ა.შ. პატიოსანი, განათლებული ხალხი ჩანს, იციან, რა რთულ თემას შეეჭიდნენ და ჩვენგან განსხვავებით, დასკვნებს, როგორც მხოლოდ ვარაუდებს, ისე გამოთქვამენ. newsmile058.gif
ერთი სიტყვით, ახალი რა გავიგეთ? თავაღერილი ძებნისას, ძაღლს შეუძლია: ა) რაღაც პერიოდი ისუნთქოს მხოლოდ პირით, ხოლო ცხვირით ეჭიროს ჰაერი. ექსპერტები თვლიან, რომ ჰაერის დაჭერა, იგივე შეყნოსვაა. ბ)პარალელურად, რამდენჯერმე "ნახადუ" შეისუნთქოს და ამოისუნთქოს ცხვირით. ექსპერტები თვლიან, რომ ამ დროს ძაღლს ყნოსვაში პაუზა აქვს. (მე მოკრძალებულად კი მგონია, მაგრამ პირიქით მგონია. ყოველ შემთხვევაში, ცხვირით შესუნთქვის დროს, შეუდარებლად უკეთესად - ოცდაათჯერ და ორმოცდაათჯერო - რომ ყნოსავს, ჩემთვის საკამათო არაა. ხოლო ცხვირით ამოსუნთქვისას, კი ბატონო, მართლაც ვერ ყნოსავს, როგორც აქსიომა გვეუბნება D.gif მიუხედავად ამისა, ა ვარიანტი რატოა უფრო ყნოსვა, საერთო ჯამში, ვიდრე ბ , ვერ ვხვდები)

გაგრძელება იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Jul 10 2012, 16:26
პოსტი #43


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგ ძაღლს ვისაც აკვირდებოდნენ ისეთი სახელი ქვია, ვერ გაიგებ საიდან ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
monadire batumel...
პოსტი Jul 10 2012, 17:23
პოსტი #44


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 241
რეგისტრ.: 26-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აქ ისეტი რამე წავიკიტხე რო ჯერ მაგრად გამიკვირდა,, და თანაც მაგრად გამიხარდა,გამიკვირდა იმიტო რო ჯერ მგონი დზაღლები ქვყავს მოსაწესრიგებელი და მერე გვაქვს გასარკვევი ცხვირით ტუ პირით,, და მიხრია იმიტო რო უმცირეს მონადირებს ყავთ უკვე მოწესრიგებული ძაღლები და ყნოსვის გაუმჯობესებაზე და ექსპერიმენტზე აქვტ უკვე ფიქრი გადატანილი,,,მე ამ საკიტხში არ ვარ კომპეტენტური მაგრამ,,დზაღლმა ცხვირით შესუნთქული თუ პირიდან ჩასუნთქული ორივე სიტვაციდან ტვინს უნდა დუკავშიროს და გაარჩიოს ფრინველია ტუ თაგვი,,ალბატ კამათი უფრო იმაზე უნდა იყოს რომ მეტი პირიდან შესუნთქულ ჰაერს უფრო გვიან ახურდავებს ტვინი ვიდრე ჩხვირიდან,,,ჩემი აზრიტ პატივცემულო საზოგადოებავ თუ მეტი ტვინი აქვს დზაგლს იმას უფრო მეტი ყნოსვის გამოვლენა შეუდზლია,,, რათქმაუნდა გენეტიკურად თუ არ აქვს ძაღლს დარღვეული სასუნთქი ორგანო.(ეს ჩემი აზრია)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Jul 10 2012, 18:00
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბიჭებო არ გვინდა ჩარევა არაკომპეტენტურები ვართ მეტ წილად სუ ყველა.. ვაცალოთ გიორგის და შადიმანს.. ესე უფრო საინტერესო იქნება და რო დაასრულებენ თემის განხილვას შემდეგ ჩვენც ჩავერთოთ.. ასე ჯობია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th October 2019 - 23:16