დინამო თბილისი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
დინამო თბილისი, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი
დინამო
პოსტი Oct 4 2009, 21:07
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 4-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მართალია დღეს ქართული კლუბები წარმატებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ რაც ჩვენია, ჩვენია და ჩვენ თუ არ მივხედეთ, სხვა მითუმეტეს.
დღეს ქართული ფეხბურთი რა დღეშიცაა, თითონ ხედავთ. თუმცა ხანდახან პატარ- პატარა "გამონათებები" გვაქვს; და რაც მთავარია გვაქვს იმედი წარმატებული მომავლისა.
ახლა უშუალოდ დინამოზე:
დავიწყოთ ისტორიით:
20-იანი წლები. თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დ. ცომაია, ა. ფოჩხუა, მ. ბლანკმანი, ი. ფიოდოროვი, ნ. ანიკინი, ა. გონელი, ა. პივოვაროვი, ო. გოლდობინი, ა. გალპერინი, ს. მასლენნიკოვი და ვ. ცომაია. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0. მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი. საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა! ამ შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.
30-იანი წლები. 1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა . ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში, თბილისში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო. იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში კი თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ და საბოლოოდ 6:3! 1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.

30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ამის შემდეგ დინამო სულ ლიდერებს შორისაა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი რათქმაუნდა 1981 წლის 13 მაისია!
90-იანი წლები. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტსფოთის ”კოლხეთი 1913”-თან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.

ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
საბოლოოდ დინამოს ტიტულები ასე გამოიყურება:
ტიტულები:
სსრკ თასის მფლობელი:1976, 1979
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1939, 1940, 1951, 1953, 1977
სსრკ ჩემპიონი: 1964, 1978
თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981
საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 1996, 1997, 1999, 2005
საქართველოს თასის მფლობელი: 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004
საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008
დსთ-ს თასის მფლობელი: 2004
იმედია მომავალში დინამო კვლავ გაახარებს ქართველ ქომაგს. მე ყოველმხრივ შევეცდები უახლესი ინფორმაციები მოგაწოდოთ ამ კლუბზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 4 2009, 21:17
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ციტატა(orthodox @ 4th October 2009 - 10:07 PM) *
საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტსფოთის ”კოლხეთი 1913”-თან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა...

ჯონი ჯანელიძე იყო კოლხეთის მწრთვნელი ამ დროს,ხოდა არც არასოდეს აღორძინდება ქართული ფეხბურთი სანამ ასეთი გუნდები იქნებიან 1 ლიგაში(კოლხეთი, ტორპედო)
ეს კიდევ იმ დამანგრევლების ბრალია ვისი დასახელების სურვილიც არა მაქ სამწუხაროდ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დინამო
პოსტი Oct 4 2009, 21:21
პოსტი #3


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 4-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
არასოდეს აღორძინდება ქართული ფეხბურთი სანამ ასეთი გუნდები იქნებიან 1 ლიგაში

+1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 4 2009, 21:26
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დინამო
ციტატა(orthodox @ 4th October 2009 - 11:07 PM) *
თუმცა ხანდახან პატარ- პატარა "გამონათებები" გვაქვს


ისე ბოლოს როდის იყო ეს გამონათება იქნებ შემახსენო, შეიძლება გამომრჩა რამე............. newsmile05.gif

ვნახოთ ახალი პრეზიდენტი რას იზამს, ისე მე დიდად იმედი არ მაქვს.......... სამწუხაროდ.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jul 2 2011, 21:11
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დინამოს გამარჯვებას გილოცავთ.ბარსას ხალხი ჩამოიყვანეს და მონდომება იყო,მათ სტილში ეთამაშათ.
პირველი გოლი და შემდეგ გენიალური საგოლე გადაცემა ჩემი მეგობრის შვილმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა.ულამაზესი გოლი შარშან სასომხეთის ნაკრებსაც შეუგდო გასვლაზე.ისე,დინამოს ბევრი ახლაგაზრდა ჰყავს და ყველა მონდომებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jul 2 2011, 21:49
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზაზა გეთანხმები 100%-ით. რაღაც იმედები გამიჩნდა მეც...

მეორე გოლს რაც შეეხება მართლა ძალიან ლამაზი იყო. რავიცი რამდენჯერ აღარ ვუყურე newsmile05.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2011, 22:47
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დადეთ მერე ლინკი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jul 2 2011, 23:20
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა არის სერ !!! newsmile05.gif

ეს პირველი გოლი



ესეც მეორე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Jul 3 2011, 00:14
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნე ფაქაზივაეთ დაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jul 3 2011, 00:36
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანი მეორეჯერაც დააჭირე ეკრანზე და მაივიდეოს ბმულზე გადაგიყვანს. აქ რაღაც პრობლემაა მემგონი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Jul 8 2011, 22:06
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესეც "სლედუიუში" წარმატება newsmile05.gif გილოცავთ ყველას !!!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2019 - 19:44