ტკბილი მოგონებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ტკბილი მოგონებები
megreli
პოსტი Jun 3 2015, 01:46
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება





წელი ზუსტად არ მახსოვს,სავარაუდოდ 2013 წლის შემოდგომაა newsmile05.gif ტკბილად მოსაგონარი კი იმიტომ არის...რომ პირველად წავედი მხოლოდ ბეკასსზე სანადიროდ, 5დან 2 მოვინადირე, ეგეც ნაბულიდან ამოფრენილი newsmile05.gif მას მერე დავიწყე ბეკასებზე ნადირობა,საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს დღემდე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Aug 11 2015, 12:05
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,931
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



წინა საუკუნეში დაღესტანში ვართ სანადიროდ. იალაღზე ნადირობა სულ სხვაა. აქ განსაკუთრებული თანადგომა და ყურადღებაა საჭირო. ყველა ყველაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ასეთ ნადირობაში გაიცნობ ადამიანს. გასაჭირი და სირთულეების გადალახვა "აშიშვლებს" ადამიანის ხასიათს და სწორედ იმას ავლენს რაც სინამდვილეშია. მე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევენ რადგან ახალბედა ვარ. ჩემი ნათლიმამა მპირდება რომ დღეს დეკაზე შემწვარი მწვადი უნდა მაჭამოს. პრინციპში საწვავის სხვა საშუალება აქ მაინც არაა. მხოლოდ დეკის ბუჩქები. მივუახლოვდით საბინაო ადგილს. ესაა სიმაღლე საიდანაც სამი ხეობა იღებს სათავეს, და სადაც ვულკანის კრატერში კამკამა ტბაა. ამ ადგილზეა მხოლოდ სწორი ადგილი საბინაოდ. დანარჩენი სხვაგან ციცაბო ფერდობებია.
ადგილს რომ მივუახლოვდით ნადირი შევნიშნეთ ნაშალზე. ეტყობა მანამდე თვითონ გვიყნოსა, გადაიარა სერი და მარცხენა ხეობაში გაუჩინარდა. აჩქარდნენ მონადირეები. საღამოა უკვე და უნდათ პირველ ღამესვე ნადირის მწვადით გაალამაზონ სუფრა და სასაუბროც ცხელ-ცხელი ამბები გვქონდეს. მივედით ადგილზე. მოვხსენით ცხენებს საპალნე. ტბასთან ცხვარი იყო ნამყოფი და ნაპირები ცხ**ის კურკლითაა მოფენილი, წყალი კი სუფთაა მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, გასაჭირში თუ დალევს ასეთ წყალს მონადირე. მებინავედ მე დამტოვეს, მონადირეები კი გაჰყვნენ ნადირის კვალს. ბარგი შევაგროვე, გადავაფარე ნაბდები. ცხენები გამოვაბი თოკებით პალოებზე. ჩემ ცხენს მოვკიდე ხურჯინი, ცალ მხარეს ჩავდე კანისტრა წყლისთვის და დავყევი საცალფეხო ბილიკს მარჯვენა ხეობაში რომ წყლამდე მივაღწიო. საკმაოდ დიდი სიმაღლე მქონდა ჩასავლელი წყლამდე. ნახევრამდე არ ვიქნებოდი მისული რომ მარჯვენა ფერდობზე ცხვარი შევნიშნე, მაგრამ შანსი არაა ცხენით ამ ფერდობზე გასვლის, თან საკმაოდ შორია, ჩავიქნიე ხელი და გავაგრძელე გზა წყლისაკენ. "გზას ვამბობ თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა" ისეთი ჩასახტომები აქვს ცხენი ძლივს მიმყავს. ხოდა წყლამდე რომ ჩავედი გავიხედე ზემოთ და ჩემს თავს მაღლა არაა ასე 200 მეტრში ეს ბეკეკა. ირგვლივ 11 ცხვარი და თხა დავითვალე მგლისაგან დაგლეჯილი. გამოვაბი დეკის ბუჩქზე ცხენი და მივაღწიე ცხ**ამდე. ყელი და დუმა ჰქონდა მგლისაგან გაფუჭებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩამოვიყვანე წყალთან, დავკალი და გავატყავე, არც ხეა რომ დავკიდო, არც მომხმარე მყავს. ბევრი ვიწვალე. დავტვირთე ცხენი წყლით და ხორცით და გამოვუყევი უკან ბინისკენ. ბინდია უკვე. ბინას რომ მოვუახლოვდი მონადირეები იქ დამხვდნენ . შორიდან მივაძახე ნათლიმამას დეკა მოაგროვე, მწვადი შევწვათ მეთქი. ვერაფერი მოვინადირეთ არ დაგვჭირდებაო, ჩამომძახა იმედგაცრუებით.
ასეთი უცნაური რამაა ნადირობა. ნადირს კვალზე მიყვნენ ნადირობაში გამოცდილი ხალხი და ვერ მოინადირეს, მე კი წყალზე წასული ახალბედა "ნანადირევით" დამშვენებული დავბრუნდი . იმ ღამეს ავაშიშხინეთ დეკაზე ჭუხელი ლეკების გაზრდილი , მგლისაგან ჩვენთვის ნაზიარები თოხლი. მაგრად გამისწორდა რომ მე , ახალბედა, ვიყავი იმ საღამოს "გმირი" და მასპინძელი . animated smilies_006.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Aug 11 2015, 12:10
პოსტი #18


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 877
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო

small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Aug 11 2015, 14:35
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო
small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
berua
პოსტი Aug 11 2015, 16:57
პოსტი #20


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 24-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



არაგველო

36_1_11.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rachveli11
პოსტი Aug 11 2015, 18:17
პოსტი #21


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 19-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: racha/qutaisi



newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 05:04